
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მალაიზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სამდღიანმა ძლიერმა კოკისპირულმა წვიმამ რვა შტატში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, ქალაქები და სოფლები ნაწილობრივ წყალში „ჩაიძირა“. წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია გარდაცვლილი, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post მალაიზიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავტოდილერი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. 37 წლის მამაკაცს უცნობმა პირებმა 20 ტყვია ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ავტოდილერი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მას აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით. პაციენტი შემოყვანილი იყო ცნობიერების მოშლით. ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია“, – განაცხადეს კლინიკაში. დაჭრილის და აცხადებს, რომ მის ძმას კონფლიქტზე არ უსაუბრია. და ფიქრობს, რომ საქმე შეკვეთილ მკვლელობასთან აქვს. „დღეს ჩამოვედი რუსეთიდან, ჩემი ძმას რუსეთში ცხოვრობდა. იქ ჰქონდა მანქანის ნაწილებისა და ავტოსამრეცხაოების ბიზნესი. აქ მშობლების სანახავად ჩამოვიდა. ვფიქრობთ, რომ შეკვეთილი მკვლელობაა“, – განაცხადა დაჭრილის დამ. The post რუსთავი-გაჩიანის გზაზე კაცს 20-მდე ტყვია ესროლეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
NCDC-ის ინფორმაციით, 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 399 482 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 43.8%. სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 37.9%. ცენტრის ცნობით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს. 20 დეკემბერს აიცრა 13 743 ადამიანი აიცრა. The post რამდენი ადამიანია საქართველოში ვაქცინირებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში არსებულ კრიზისზე საუბრობს: "პოზტივი, დავალებების მიცემით და შესრულების შემოწმებით თქვენი მფლობელია დაკავებული. ამის მიხედვით გიყვანენ სამსახურში და ამის მიხედვით გიხდიან ხელფასს. მთავარი არხი ღარიბი არხია, აქვს ფინანსური კრიზისი და ჩვენ, ყველანი ერთად, ვფიქრობთ, როგორ დავძლიოთ ის. სამაგიეროდ რეიტინგით ჩვენზე სამჯერ მდიდარ იმედს დავეწიეთ ლამის და თქვენ 1% რო აცდებით, მერე შემეხმიანეთ", - წერს გვარამია. tia.ge
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი ხვალ, 22 დეკემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს მის სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი აქვს, თუმცა დაესწრება თუ არა სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხვალ საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართება. პროცედურულად, მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან. tia.ge
-
დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგიორის რწმუნებული, ბაჩანა ქავთარაძე დააკავეს. ქავთარაძე ფინანსურმა პოლიციამ ზესტაფონში მაშინ აიყვანა, როცა მას კუთვნილი ავტომობილით, კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა. საჯარო მოხელეს კონტრაბანდული საქონელი სავარაუდოდ თბილისისში რეალიზაციისთვის მოჰქონდა. tia.ge
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმართვას ავრცელებს. „მოგესალმებით ციხის საკნიდან, სადაც ჩამსვეს იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით, ახალი ქალაქები აღმოვაჩინეთ, რუს ინტერვენტებს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი დედაქალაქი არ ჩავაბარეთ. მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ. იმისათვის, რომ საქართველოს სიამაყე და ბრწყინვალება დავუბრუნეთ საუკუნეების შემდეგ და კეთილი შურის ობიექტად ვიქეცით მთელი რეგიონისთვის. მე მსჯიან იმიტომ, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდა და ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ბედს განვსაზღვრავდით, არამედ როგორც თანასწორი, იმ მაგიდას მივუჯექით, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი და იქ ჩვენს სიტყვას წონა ჰქონდა. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ჩვენმა შურით, ღვარძლით აღსავსე შიდა გამყიდველმა. მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და გავეცალე აქაურობას იმისათვის, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და ქართველ ხალხს თავად განესაზღვრა საკუთარი ბედიც და არჩევანიც. მე წავედი და დავტოვე მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენიმე მილიარდი ხაზინაში განვითარებისთვის, ძალიან სწრაფად მოძრავი ეკონომიკა, რომელმაც რამდენიმე წელი ინერციით მაინც გაძლო. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოცემულობა ისეთივეა, როგორც 2012 წელს. ფასები სამჯერ გაზრდილია, სამუშაო ადგილები ორჯერ შემცირებული, ქვეყანა იცლება. და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი და უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. რომ ქართველებს აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი – უსიტყვო მონობა ან მეორეხარისხოვან სამუშაო ძალად წასვლა უცხოეთში. პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება. გამოსავალი მხოლოდ ერთია – დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას. ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო. საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარება. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას და თითოეულ ქართველს ექნება უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დღეს ჩვენს თანამემამულეებს აქვთ პოლონეთში, საბერძნეთში ან იტალიაში. გვეუბნებიან, რომ პროტესტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანს, რომელიც ჭაობში იძირება, უთხრას, რომ ხელი არ გაანძრიოს. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ რუსეთთან ავანტურისტულ პოლიტიკაზე უარის თქმა მთავარი დამსახურებაა უზურპატორული ხელისუფლების. იმავე დღეს საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს თავიანთი გეგმები. თრუსოს ხეობის და ზემო რაჭის მითვისების და კიდევ 200 კვადრატული კილომეტრი ქართული ტერიტორიის ოკუპაციის, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წლებში უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვეს, ვიდრე 2008-ში. ოღონდ, თუ 2008-ში გვერდით გვედგა მთელი მსოფლიო, ახლა პრაქტიკულად არავინ ამბობს სიტყვას ჩვენს დასაცავად. და რატომ არ გვიდგას გვერდით? იმიტომ რომ იმავე გამოსვლაში ოლიგარქის “რაც გინდა ის უწოდებ”-მა თქვა, რომ ჩვენ თავს არ დავუხრით ევროპას. ეს ითქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა გვეუბნება, რომ ხალხის ძარცვა, გაღარიბება, უფლებების წართმევა, პოლიტიკური რეპრესიები უსამართლო სასამართლოს მიერ მიუღებელია. ევროპა გვეუბნება, რომ ევროპული ქვეყანა არ შეიძლება იყოს ერთი ცალკე აღებული ადამიანის კერძო საკუთრება, არამედ ყველა მის თავისუფალ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს. მე როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ერთ-ერთ მშენებარე მაგისტრალს რუსეთში არ მივყავდეთ. არამედ იყოს ლაზიკა, ახალი აეროპორტები, რომლებიც, პირველ რიგში, გაგვიხსნიან გზას დასავლეთში და სხვა მიმართულებებით. თუ ერთ-ერთ მაგისტრალს რუსეთზე აშენებ, შენ შენს მტერს აძლევ გასაღებს ნებისმიერ მომენტში ჩაგიკეტოს სასუნთქი წყაროები, რაც წარსულში არაერთხელ გაუკეთებია. ევროატლანტიკურ მყარ კურსს არანაირი ალტერნატივა არ აქვს – ახლა საქართველო არ მიდის არსაით ე.ი. მიდის რუსეთში. რუსეთმა ჩანერგა თავის წარმომადგენლები ჩვენს სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში. ყველგან სახელმწიფო აპარატში და ეკლესიის ნაწილშიც კი. ჩვენი გზა არის ევროპა და მხოლოდ ევროპა. მე როგორც ადამიანმა, რომელმაც პირველად ოფიციალურად დავამკვიდრე და ავწიე ევროკავშირის დროშა, რომლის დაწევას მეხუთე კოლონა ცდილობს და ორჯერ მოახერხეს კიდეც, ვამბობ, რომ საქართველოს თავისუფლად არჩეულ პარლამენტში, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა, ყველა კანონმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი. ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი. უზენაეს სასამართლოში კლანი თუნდაც მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, მაგალითად – ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და მათვე უნდა შექმნან დისციპლინარული კოლეგია ქვემდგომი მოსამართლეებისთვის. უცხოელები დაამკვიდრებენ სასამართლოს ახალ მოსამართლეთა კორპუსისთვის. საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე. პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ. ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ. აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტიგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო. მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე”, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში. The post „მოგესალმებით ციხის საკნიდან” – მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ფოტო – ტვ პირველი დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგიორის რწმუნებული, ბაჩანა ქავთარაძე დააკავეს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ქავთარაძე ფინანსურმა პოლიციამ ზესტაფონში მაშინ აიყვანა, როცა მას კუთვნილი ავტომობილით, კონტრაბანდული სიგარეტი, უწყების მტკიცებით, გადაჰქონდა, სავარაუდოდ, თბილისში, რეალიზაციისთვის. The post რატომ დააკავეს ზუგდიდის საჯარო მოხელე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირების შესახებ საუბრობს და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავს. „თუ „ომიკრონი“ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება. დღეს ქვეყანაში 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული და თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს. რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. tia.ge
-
ბიძინა ივანიშვილი სამებაში ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე. ვიდეოს – ტვ პირველი ავრცელებს The post ვიდეო – ბიძინა ივანიშვილი სამებაში appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტი დღეს პოლიტიკოსებს ხვდება, მათ შორის, “გირჩის” ლიდერებს. იაგო ხვიჩია მედიასთან ამბობს: “მგონია, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, როგორმე გავიგოთ, დაახლოებით რა იქნება შერიგების წერტილი. ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრისას სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება. პრეზიდენტს ჩვენამდეც ბევრი ეტყობა ამასთან დაკავშირებულ არგუმენტებს.” The post ჩვენი სასაუბრო საკითხი პრეზიდენტთან, არ იქნება სააკაშვილის გათავისუფლება – იაგო ხვიჩია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
კორონავირუსმა ახალგაზრდა პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა. ახალგაზრდა პოლიციელს სოც.ქლეში ახლობლები ემშვიდობებიან: “ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი ოჯახის წევრი, სამწუხაროდ გამოგვაკლდა, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს უდიდესი მწუხარებით.” “ძალიან ვწუხვარ ძალიან, როგორ მენანები უფალმა გამძლეობა მისცეს შენს ოჯახს უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი". წყარო - statiebi.club tia.ge
-
ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: “-ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს! პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ!” გილოცავთ სრულიად “ხლისტეთს” საქართველოს დამსახურებული “მაოხრებელი გზირის” იუბილეს! P.S.სიშლეგე ხომ გასაგებია,მაგრამ ასეთი დონის და მასშტაბის პირველად ვნახე… =AZU26ciZXsj26WRgnDnkhXIq__S-_cZlZSvBMZXP47DyKpj4KpHOLedpCS4pERLEuZVMciO-FWKf7l5CN1wEdZ4yzPYFvwvtdsWGgIq9plxoxL-cmUWG5htSZrBQvOI1MQHlsTKNEJeWaX-gBlijkl2KbLZG6rPVtFrudAudgQcy1A&__tn__=kK-R"]ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement არადა “ექიმმა,ც რომ გაგსინჯოთ ჯანმრთელიაო იტყვის” The post (ვიდეო) – “გილოცავთ სრულიად “ხლისტეთს” “მაოხრებელი გზირის” იუბილეს! – ქადაგიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ჟურნალისტების განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხედვითაც, ისინი, ბათუმში, მეექვსე განყოფილებაში სცემეს და წეს: “არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ რატისა და გიორგის ნათქვამში ეჭვი შევიტანოთ. სამარცხვინო და კედელთან მისაყენებელია მთელი მეექვსე განყოფილება. დადგება დრო, როდესაც სისტემაში ტლუ და კაციჭამია პოლიციელებს რაოდენობრივად გადააჭარბებენ ინტელიგენტი და პროფესიონალი სამართალდამცველები ?” “ალია” ამ თემაზე შს მინისტრის კომენტარსაც შემოგთავაზებდათ, რომ გაეკეთებია კომენტარი! 5-7-მა პოლიციელმა, უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინა, დაასისხლიანა.. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ – ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს The post “ტლუ და კაციჭამია პოლიციელები… კედელთან მისაყენებელია მთელი მეექვსე განყოფილება” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სპორტულმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ Youtub გადაცემა “ორშაბათობაში”, რომელიც კომენტატორებს, ტატო ბაციკაძეს და გიორგი კატალოზს მიჰყავთ, სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა. “რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ. მაგალითად, კალატოზს უნდა თამაში, დარეგისტრირდა ტოტალიზატორში, წარმოადგინა შემოსავლების ცნობა, რომ თვეში ერიცხება ხელფასი 1000 ლარი. 30%-ზე მეტი არ ჰქონდეს თამაშის უფლება და ვერ გაუბედურდება ვერავინ. გარკვეული მარჟა იყოს დაწესებული” “Bet 365-ზე ყველა ვართ დარეგისტრირებულები და თუ ეს გაუქმდა, ყველა შეძლებს იქ თამაშს. კაბელებს ხომ არ ჩაგვიჭრიან. ახლა გაჯეტების თაობა მოდის. შედიხარ Bet 365-ზე და თვეში ერთხელ ამოდის შეკითხვა, ხომ არ შეცვლიდი შენი ფსონის მაქსიმუმს. პირობითად, ტარიფი არის თვეში 1000 დოლარი. იმის იქით, მეტს ფულს არ დაგადებინებს. შეგვიძლია ეს გავხადოთ იძულებითი”, – განაცხადა სალუქვაძემ. გარდა ამისა, სალუქვაძემ შესთავაზა კანონის ინიციატორებს, რომ რეკლამა სილქ უნივერსალზე არ გავიდოდა და გავიდოდა მხოლოდ ფასიან არხებზე. წინასწარ იქნებოდა მანიშნებელი, რომ ტოტალიზატორის რეკლამას ნახავდა მაყურებელი. ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მიუღია. გუშინ პრესკონფერენცია ლაშა ტალახაძემ, ლევან საგინაშვილმა, კოსტა ჯანაშიამ და სხვა სპორტსმენებმა გამართეს და თქვეს, რომ თუ სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობას შეწყვეტდა, მათ ქვეყნიდან წასვლაც კი შეუძლია მოუწიოთ. The post ლევან სალუქვაძე: “რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თარხან გასვიანი, სოციალურ ქსელში, წერს: “სააკაშვილის დაბადებისდღეა დღეს რა კამანდა შეიკრიბება დასალევად ხომ წარმოგიდგენიათ… კიდე მეათეჯერ დავწერ. რაც შეეხება ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა @ლეა, თუ დედა მოტ@@@@ლი, ციხეში ყოფნა არ მიხარია (მაქსიმუმ შეიძლება მეკიდოს, ისიც გააჩნია) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მთელი სახელმწიფო სტრუქტურა გაპრავების რეჟიმშია გადასული – მიშას ვიტამინები არ მოაკლდეს და ხალხი როგორც ეკიდათ, ისევე კიდიათ დღესაც, უარესად. ქვეყანას რაც შეეხება, არც განვითარებულია, არც განვითარებადი, არც პერსპექტივაშია არცერთი. და რა გიხარიათ? ან რა ევროკავშირი… ხომ არ ჩამოუკრავთ” წყარო – TIA.GE The post “@ლეა, თუ დედა მოტ@@@@ლი, ციხეში ყოფნა არ მიხარია… მიშას ვიტამინები არ მოაკლდეს და ხალხი კიდიათ…” – თარხან გასვიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტი მორიგი დეზინფორმაციაა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს. კერძოდ, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული ინფორმაცია პროკურორების - გიორგი მუჯირის და ზვიად ფხაკაძის საკუთრებაში თითქოსდა, არსებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ სიუჟეტში ბინის მესაკუთრედ დასახელებული იყო ზვიად ფხაკაძე, რაც მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან რეალურად ბინის მესაკუთრე ზვიად ფხაკაძის ძმა და მისი ოჯახია. ასევე, „ტვ პირველის“ სიუჟეტის მიხედვით, თითქოს, პროკურორ გიორგი მუჯირის საკუთრებაშია გუდაურში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, რაც საჯაროდ არსებული ინფორმაციითაც დასტურდება, მშენებლობას აწარმოებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, სადაც სხვა წევრებთან ერთად, გიორგი მუჯირის და, ნინო მუჯირი არის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი. შექმნილ ამხანაგობასთან კი, პროკურორ გიორგი მუჯირს არავითარი შემხებლობა არ გააჩნია. თვალსაჩინოა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოს პროკურატურის და კონკრეტულად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორების მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლების მიმართ, არის მცდელობა იმისა, რომ საპროკურორო ფუნქციების განხორციელებისას, პროკურორებზე ზემოქმედება მოახდინონ. მათ გასაგონად, ვინც დგას პროკურატურის მიმართ წამოწყებულ ორკესტრირებული პიარკამპანიის უკან, გვინდა ვთქვათ, რომ ვერანაირი ცილისმწამებლური კამპანია ვერ შეაფერხებს პროკურატურის საქმიანობას და მსგავსი თითოეული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას პასუხი გაეცემა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. tia.ge
-
ფოტო – ნაკრესი სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს გიგანტი ჯიხვის ფოტოებს, რომელიც მარტში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაიჭირეს და რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დაუმაგრეს. „ზაფხულის დადგომისთანავე, მან დატოვა ლაგოდეხის მთები და დაღესტანში გადავიდა. შემოდგომაზე კი, დაუბრუნდა რა ლაგოდეხელ შუნებს, უკვე ნიკა ქერდიყოშვილმა „გააბა“ თავის ფოტოობიექტივში. ტარიელი ერთ-ერთია იმ ექვსი ჯიხვიდან, რომლებიც ნაკრესმა 2020-2021 წლებში დაიჭირა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც, სამეცნიერო კვლევის მიზნით, ჯიხვები უვნებლად დაიჭირეს და გაუშვეს“, – აღნიშნულია „ნაკრესის“ Facebook-გვერდზე. The post ჯიხვის, სახელად ტარიელი, მოგზაურობა – სად იყო ჯიხვი, რომელსაც გადამცემი დაუმაგრეს მარტიდან დღემდე? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
განკარგულება, რომელიც ლაციოს რეგიონში, ღია სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულებას აწესებს, როგორც ცნობილია, 23 დეკემბრიდან ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი თეთრ ზონაში იმყოფება, პრევენციის მიზნით, საშობაო პერიოდში ნიღბების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება დაწესდება. „როდესაც საშობაო შეკრებები იმატებს, მეტი დაცვა არის საჭირო. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელ იტალიაში ომიკრონის ვარიანტის შემთხვევები იზრდება“ – განმარტავს ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციამ დროებით დახურა Via del Corso-ს მონაკვეთი, რათა თავიდან აიცილოს ხალხმრავლობიდან გამოწვეული რისკები. The post იტალიაში, ლაციოში ღია სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულება ბრუნდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ქართული ოცნების" დამფუძნებლი ბიძინა ივანშვილი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება-ოლიგარქი ჯემალ ჭკუასელის სამოქლაქო პანაშვიდზე მივიდა. ივანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პანაშვიდი სამების საკათდერო ტაძარში დილიდან მიმიდნარეობს. ტაძარში "ქართული ოცნების" ლიდერებიც იმყოფებიან. ადგილზე დააფიქსირეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც. tia.ge
-
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილს ავრცელებს და ცნობილი ლოტბარის, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ბატონი ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამოჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ ,,სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი - მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა" - წერია ოატრიარქის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტს, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. tia.ge
-
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნამახვანჰესი შესაძლოა ქართულმა კომპანიამ ააშენოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი გია ნოდია და წერს: „ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას საფუძვლად ედო ორმაგი მოტივი. ერთი იყო ქსენოფობიური, მეორე კი მემარცხენე, რომელიც, თავის მხრივ იყოფოდა ორ ნაწილად: ანტიკაპიტალიზმი და გარემოს დაცვა (ეს ორი ტრადიციულად გადაბმულია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად იგივეობრივი არ არის). ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სწორად, შეაფასა სიტუაცია იმ აზრით, რომ ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო. საპროტესტო კამპანიის წარმატება (რაც ინვესტორის „გაგდებაში“ გამოიხატა) ძირითადად ქსენოფობიური ემოციის სიძლიერემ და ამ ემოციაზე მოთამაშე ჯგუფების აქტივობამ გადაწყვიტა. მემარცხენეები, ობიექტურად, პარაზიტები იყვნენ, ვინც ქსენოფობიაზე დამყარებული კამპანიის ძალა გამოიყენეს და, ამავე დროს, მისი ლეგიტიმაცია მოახდინეს (სუბიექტურად რა მოტივები ამოძრავებდათ, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი არაა),“- წერს გია ნოდია. მისი თქმით, ხელისუფლებამ „ეშმაკური სვლა“ ჩაიფიქრა, სახელმწიფო ჩართო პროექტში, რათა გაანეიტრალოს მთავარი ლოზუნგი – ქართული მიწა არ იყიდება.“ „ხელისუფლების ქცევის მიზეზი თავის მხრივ ორია: ქსენოფობიური ჯგუფები მემარცხენე აქტივისტებზე ობიექტურად გაცილებით უფრო ძლიერები არიან; გარდა ამისა, ისინი ხელისუფლების ძირითადი მოკავშირეები არიან ოპოზიციასთან ბრძოლაში, ამიტომ მათ ანგარიში უნდა გაეწიოთ. (მთავრობა მოკავშირეებში ზოგი ანტიკაპიტალისტი მემარცხენეცაა, მაგრამ ეს თემას ნაკლებად ეხება: ზოგადად, მთავრობას შეუძლია, მემარცხენეები დაიკიდოს). ჰოდა, ამ ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ თავისი ჭკუით, ეშმაკური სვლა ჩაიფიქრა: სახელმწიფო უნდა ჩაერთოს პროექტში, რათა გაანეიტრალოს მთავარი ლოზუნგი – „ქართული მიწა არ იყიდება.“ ამით დააწყნარებს ქსენოფობებს და, დიდწილად, ანტიკაპიტალისტებსაც. გარემოს დამცველები რას იფიქრებენ, არა უშავს. რამდენად გამოვა ეს ყველაფერი, ანუ ჰესი რამდენად და როგორ აშენდება, სხვა საკითხია, – ეს კაციშვილმა არ იცის. მე პოლიტიკური ლოგიკა მაინტერესებს.” The post “მთავრობამ თავისი ჭკუით, ეშმაკური სვლა ჩაიფიქრა… ამით დააწყნარებს ქსენოფობებს” – გია ნოდია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ტელეწამყვანი და მოდელი, მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ოჯახის წევრი გარდაეცვალა. „ბაბუ! კოშმარულ სიზმარში მგონია თავი!“, – წერს მანიკა და საყვარელი ბაბუს ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საყვარელი ომარი, წავიდა თავის გოგოსთან“. „ვიზიარებ მანიკა თქვენს ამ დიდ მწუხარებას და ტკივილს ნათელში გიმყოფოთ მისი სული უფალმა“,- უწერენ კომენტარებში მანიკა ასათიანს. tia.ge
-
ნანიკო ხაზარაძე მამის ვიდეოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანის მამის დიაგნოზი დემენციაა. ნანიკო ხაზარაძე: „ლექციის თემა „მწვავე აპენდიციტი“, ნამდვილი სტუდენტები ჰყავს დემენციამ ვერაფერი დააკლო ცოდნას. ლექციის შემდეგ სასამართლო გვაქვს. უნდა მომანიჭონ მეურვეობის სტატუსი. იმედია, არ წამართმევენ მამას!..“ The post (ვიდეო) – “იმედია, არ წამართმევენ მამას!..” – ნანიკო ხაზარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE