
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ფეისბუკ-მეგობრებსა და გამომწერებს მიმართავს კითხვით და აინტერესებს აზრი, არიან თუ არა მომხრეები, რომ კრემატორიუმი არსებობდეს. „ამ წუთას მეგობრის კედელზე მიდიოდა დისკუსია სასაფლაო ადგილების შესახებ. ლაპარაკია ფასებზე, ადგილის და პრესტიჟული უბნების მიხედვით და ა. შ. და მაინტერესებს, მართლა! კრემატორიუმის განახლება საქართველოში რამდენ ადამიანს უნდა .. ანუ მოთხოვნა/თხოვნა, რომ დაუბრუნონ ქვეყანას კრემატორიუმი. ვიცი, რომ იყო ლაპარაკი ამ თემაზე. მგონი, საპატრიარქოსთან ერთად განიხილებოდა, მერე შეჩერდა, რას ფიქრობთ ამ ამბავზე? აღდგომას გილოცავთ.“ – აღნიშნულ კითხვას დაახლოებით, 200-მდე ადამიანმა უპასუხა, რომელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ კრემატორიუმის არსებობის მომხრეა. The post მაინტერესებს, კრემატორიუმის განახლება საქართველოში რამდენ ადამიანს უნდა?! – მაკა ჩიჩუა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი დაზე წერს, რომელიც მისი შეფასებით, კულტურის მინისტრმა მუზეუმიდან მიზანმიმართულად გაათავისუფლა. "მოგვადგა წულუკიანის რეპრესიები გრძელდება! რა გასაკვირია, რომ ჩემს დას დაურეკეს და უთხრეს აღარ მუშაობ მუზეუმშიო არადა საკუთარ საქმეზე ასე შეყვარებულ ადამიანს, იშვიათად ნახავთ! მიზერულზე ბევრად ნაკლებ ხელფასად მომუშავე პროფესიონალებს სანთლით უნდა ეძებდრს სახელმწიფო, მაგრამ, სად გვაქვს სახელმწიფო რო? როცა თანამშრომელს იმიტომ ათავისუფლებ, რომ ოპონენტებზე დევნის სხვა ბერკეტი აღარ გაქვს … უტყუარი ნიშანია, დასასრული ახლოსაა! ქეთო მსქარაშვილი აუცილებლად იპოვის ღირსეულ სამსახურს! აი მისი გამომგდები წულუკიანი კი აუცილებლად აგებს პასუხს!", - წერს გიგა მაქარაშვილი. tia.ge
-
ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სასტიკ ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პრეზიდენტ პუტინს, რომლის ბრძანებითაც რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა, შეჩერებისკან მოუწოდებს. "რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ყველა სფეროს წარმომადგენლებმა, ადვოკატებმა, პედაგოგებმა, ექიმებმა, პროკურორებმა, გამომძიებლებმა ყველამ, რომ ეს ომი დასრულდეს. პროტესტის ან თხოვნის ფორმა მაინც. მსოფლიოს მოსახლეობამ, უნდა გავაჩეროთ დედამიწა, ისევე როგორც კორონავირუსმა გააჩერა. აქ სხვა ვერაგი გეგმაა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. უნდა ვაიძულოთ ამერიკა და რუსეთი შეთანხმებას მიაღწიონ, დიახ ამერიკა და რუსეთი, ისინი ერთმანეთს უკრაინის ტერიტორიაზე ეომებიან. იმ პოლიტიკას რაც წამყვანმა სახელმწიფოებმა აირჩიეს, ყოველდღიურად ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა. არ მუშაობს პუტინის რეჟიმის დატუქსვის მექანიზმი, უარეს სისასტიკეებს ჩადის. ვთხოვოთ მაინც ეს ოხერი, დედამიწის ყოველმა სულიერმა ვთხოვოთ შეჩერდეს, თუ ამით ერთი ბავშვის სიცოცხლეს გადავარჩენთ, ერთ ადამიანს მაინც ვუშველით, განა სირცხვილია თხოვნა? ყველა ენაზე, ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, უკრაინულად, გერმანულად პუტინ, ხუილო კი არახ პუტინ, შეჩერდი, არ მოკლა! დღევანდელ პოზიციაში ყველანი დამნაშავეები ვართ, რადგან ქმედითს ვერაფერს ვაკეთებთ, ომი კვლავ გრძელდება…", - წერს ჩხეტიანი. tia.ge
-
მოსკოვში, "გაზპრომბანკის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადისლავ ავაევმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ცოლი და 13 წლის ქალიშვილი, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მანამდე ავაევი მუშაობდა პრეზიდენტის აპარატში და სახელმწიფო სათათბიროში. მკვლელობის მოტივი უცნობია. In #Moscow, former vice-president of "Gazprombank" Vladislav Avaev shot dead his wife and 13-year-old daughter, after which he committed suicide. Previously, Avaev worked in the Office of the President and in the State Duma. pic.twitter.com/LUu3fSMszD— NEXTA (@nexta_tv) April 18, 2022 tia.ge
-
სროლა წყნეთში - ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სროლა პოლიციელის იარაღიდან მოხდა, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული არაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. tia.ge
-
უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება "აზოვის" ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტმა მის მიმართ ნასროლი ყუმბარა, თანამებრძოლებისკენ გადააგდო და ისინი გაწირა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ. tia.ge
-
ფსიქოთერაპევტმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომლის ბრძანებითაც რუსული ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, დიაგნოზი დაუსვა. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება. ელენა რიხალსკაიას შეფასებით, პუტინი ორ რეალობაში ცხოვრობს და ის, სავარაუდოდ, შიზოფრენიით იტანჯება. "მე მისი ტესტირება არ გამიკეთებია, არც ანალიზები ჩამიტარებია მისთვის, მაგრამ, მე, როგორც ფქიქოთერაპევტს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ჰგავს შიზოფრენიას", - განაცხადა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ. tia.ge
-
უკრაინის შეიარაღებილი ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყოს, რომლის ფარგლებში კრემლმა, შესაძლოა, საკუთარ სამოქალაქო ობიექტებზე საავიაციო დაარტყა განახორციელოს. მათივე ინფორმაციით, რუსები ასევე გეგმავენ 24 აპრილამდე როსტოვის ოლქსა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე დამატებითი დანაყოფების შექმნას შეტევითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ. tia.ge
-
რუსმა ოკუპანტებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვში მდებარე ტაძარზე, სადაც თავს ადგილობრივები თავს აფარებდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ. The invaders fired at another church in #Kharkiv, where civilians were hiding. Fortunately, no one was hurt. pic.twitter.com/hboGPvTCIn— NEXTA (@nexta_tv) April 18, 2022 tia.ge
-
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა: ვერძი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. ახალი ქონება თქვენს შემოსავალს გაზრდის. დროა თქვენ მიზნებზე მოახდინოთ კონცენტრირება და გადადგათ სწორი ნაბიჯები. ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლოა მოულოდნლად რომანში გადაიზარდოს. კურო შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება, რაც ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. ეცადეთ თვიდან აიცილოთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. თქვენი ოცნება რომ გქონდეთ ახალი სახლი, მალე ასრულდება. სამსახურში კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ და არ გაუშვათ ხელიდან. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება უამრავ თავგადასავალს მოგიტანთ. ტყუპები ქონებრივი დავა, რომელიც დიდი ხანი მიმდინარეობს, თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. დღეს დაისვენეთ და მოერიდეთ ემოციურ დატვირთვას. თქვენს შრომისმოყვარეობას სამსახურში ყველა დააფასებს. ოჯახში საინტერესო ცვლილებები გელით. შეყვარებული განაწყენდება თქვენი გულმავიწყობის გამო. კირჩხიბი თქვენი გამოცდილების და კონტაქტების დაეხმარებით ოჯახის წევრი წარმატებას მიაღწევს. საღამოს სასიამოვნო წვეულებაზე წახვალთ. შესაძლოა მოგზაურობის ხასიათზე არ იყოთ და გეგმები შეცვალოთ. დღეს თავს ენერგიულად და ახალგაზრდულად იგრძნობთ. საყვარელი ადამიანის თანადგომა და მზრუნველობა სასიამოვნო იქნება. ლომი კარგი ჯანმრთელობა საშუალებას მოგცემთ პოზიტიურად შეხედოთ ყველაფერს. ოჯახის წევრები თქვენ ახალ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. სამსახურში უამრავი გამოწვევა გელით, ამიტომ მოახდინეთ მობიბილიზაცია. შეყვარებულებს დღეს მხიარული საღამო ელით. ქალწული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლოა ოჯახს თქვენი იდეა არ მოეწონოს და ხელი შეგიშალონ. ახალი რუტინა და სწორი კვება თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს შემოიტანს. მოგზაურობის შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. გამორიცხული არ არის, ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. სასწორი პროფესიული კუთხით ზრდას და განვითარებას განაგრძობთ. შეგიძლიათ იმოგზაუროთ ძვირფას ადამიანებთან ერთად. თქვენი პროექტის წარმატება სიამაყის გრძნობით აგავსებთ. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ურთიერთობა, რომელიც ეჭვებს გიჩენთ, უმჯობესია დაასრულოთ. მორიელი წარსული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ჯანმრთელობა კვლავ დამაკმაყოფილებელია. დადგება მომენტი, როცა ყველაფერი თქვენ ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კარგი იქნება თუ ახლობლებს გაუგებთ. თქვენი რომანტიკული ურთიერთობა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მშვილდოსანი არ ჩადოთ ინვესტიცია ისეთ სქემაში, რომელიც საეჭვოდ გამოიყურება. შესაძლოა კოლეგა თქვენს კონტროლს შეეცადოს, მაგრამ თქვენ დამოუკიდებლობას ვერავის წაგართმევთ. ეცადეთ ოჯახზე მოახდინოთ ფოკუსირება, რათა მარტივად დაივიწყოთ პრობლემები. ძველ სიყვარულთან შეხვედრა მიძინებულ გრძნობებს გაგიღვიძებთ. თხის რქა შესაძლოა ხელფასი გაგეზარდოთ, რაც დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემები დროებით მოაგვაროთ. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში შეიძლება გული გეტკინოთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ ყველაფრიდან მოიძებნება გამოსავალი. მერწყული თუ სამუშაოს ცვლილება გინდათ ცოტა ხნით გადადეთ გეგმები. ხანგრძლივი მოგზაურობა, რომელსაც გეგმავთ საინტერესო აღმოჩნდება. დაპირება, რომელსაც გასცემთ აუცილებლად შეასრულეთ. ჯანმრთელობის პრობლემები მარტივად მოგვარდება. საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება დღის საუკეთესო დასასრულია. თევზები ნუ წახვალთ დათმობაზე, დაიცავით თქვენი სურვილები და მიზანი. ხარჯების შემცირება კრიზისს თავიდან აგაცილებთ. სამსახურში მოგიწევთ დიდი პასუხიმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წამი თქვენთვის მნიშვნელოვანია. tia.ge
-
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში 18 დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს. "18 დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია: თხილმა (Corylus), მურყანმა (Alnus) და თელამ (Ulmus) დაასრულეს ყვავილობა. ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში. ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში. რცხილას (Carpinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ყვავილობა დაიწყო მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და კაკალმა (Juglans) მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით. დამტვერვა დაიწყო თუთამ (Morus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები. მოსალოდნელია დამტვერვა დაიწყოს ფიჭვმა (Pinus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები. მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანმა მცენარეებმა, მარცვლოვნებმა (Poaceae) და დაფიქსირდეს მათი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე. სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება", - წერს კულუმბეგოვი. tia.ge
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 აპრილის 21:00 საათიდან 20 აპრილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ. REZONANSI
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0613 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0706 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0093 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3053 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3190 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. REZONANSI
-
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გორის ბიუჯეტიდან გამქრალ ფულზე საუბრობს და ამბობს, რომ ბუღალტერი თანხას დამოუკიდებლად ვერ მოიპარავდა და ვარაუდობს, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაიზრდება: “ბუღალტერი ვერ განახორციელებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მიდის კვლევა. მე იმ დღესაც შევნიშნე, მოსული იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმადგენლები და ჰქონდათ დაკითხვა. კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ ეს შეკითხვები და ვინ იყო დაინტერესებული ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა, თუნდაც ის ბუღალტერი ყოფილიყო. თუ ერთი ბუღალტერი ამ ყველაფერს ასრულებს რად გვინდა ამდენი შტატი, რომ გვაქვს სამსახურში, მოვიყვანოთ ბუღალტრები და ჩავაბაროთ სამსახური. წრე ალბათ გაიზრდება სავარაუდოდ”,- ამბობს დავით რაზმაძე. შეგახსენებთ, რომ გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერს, მერიის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან. The post “ბუღალტერი ვერ განახორციელებდა ამ ყველაფერს, ბრალდებულ პირთა წრე გაიზრდება” – გორის მერიის საქმე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: “ახალი რეგულაციები და ჯარიმების გაზრდა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოგვეწესრიგებინა. შესაბამისად, პარლამენტში შევედით საკანონმდებლო ცვლილებით და პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით უკანონო მშენებლობა, სართულიანობის რაოდენობის გადამეტება და ა.შ. გახდა სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუნიციპალური მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება ხდება. რა თქმა უნდა, ესეც კატეგორიულად მიუღებელია და არასდროს თავს არ დავუხრით და არ გავჩერდებით, როდესაც ასეთ ფაქტებს წავაწყდებით. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო. სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, არასოდეს დავუშვებთ უკანონო მშენებლობებს.” The post “უკანონო მშენებლობა,სართულიანობის რაოდენობის გადამეტება, სისხლის სამართლის დანაშაული გახდა” – კახა კალაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. „რუსეთის არმიაში გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარის თქმის ტალღა. დადასტურდა, რომ „საკონტრაქტო ჯარისკაცებს“ შორის რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფებში უარის რაოდენობამ ჯამური პერსონალის 60-70%-ს მიაღწია, ხალხს არწმუნებენ შეურაცხმყოფელ მოქმედებებში მონაწილეობაზე. განმეორებითი უარის შემთხვევაში მათ ახლობლების მიმართ ანგარიშსწორებით ემუქრებიან” ასევე, სამხედრო-პოლიტიკური ქვედანაყოფების მეთაურის მოადგილეები და FSB ოფიცრები “მუშაობენ” იმ სამხედროებთან, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში წასვლაზე. The post რუს სამხედროებს რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაზე, ოჯახისა და ნათესავებზე ანგარიშსწორებით ემუქრებიან – უკრაინის დაზვერვა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
2022 წლის 17 აპრილიდან ბიუროს დირექტორის, არტემ სიტნიკის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობას გიზო უგლავა შეასრულებს – ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. გიზო უგლავა 2015 წლიდან არის უკრაინის მოქალაქე. გიზო უგლავამ კარიერა საქართველოს პროკურატურაში 1998 წელს დაიწყო, სადაც მუშაობდა 2012 წლის 7 ნოემბრამდე. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. უგულავა 2015 წლის აპრილში დაინიშნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველ მოადგილედ. The post უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი გიზო უგლავა იქნება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 49-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ივან გრიშინი, მოკლეს. “გრიშინი ჯოჯოხეთში გაგზავნილი ოკუპანტების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების სიას დაემატა”,- წერს უკრაინული გამოცემა UNIAN საკუთარ Telegram-ის არხში. The post უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოლკოვნიკი ივან გრიშინი მოკლეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ამ დრომდე არ ეძლევა მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება, როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს. “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად შესაცვლელად არავითარი ღონისძიება სახელმწიფოს არ განუხორციელებია. შესაბამისად, მას ვერ უტარდება და არ უტარდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მომსახურება, რაც შეუძლებელია ჩატარდეს ამ დაწესებულებაში. ამაზე არაერთხელ მიუთითა არაერთმა პროფესიონალმა ექსპერტმა მედიკოსმა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად და სამწუხაროდ არსებობს საფრთხე, რომ მიგვიყვანს ძალიან საშიშ შედეგამდე”, – ამბობს შოთა თუთბერიძე The post მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება – ადვოკატის განცხადება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 32.1 ლარით გაიზარდა და 238 ლარი შეადგინა. თებერვალთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6.9 ლარით არის გაზრდილი. ამასთან, მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 211 ლარი იყო, რაც 28.4 ლარით აღემატება 2021 წლის მარტის მაჩვენებელს. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად, დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს. REZONANSI
-
ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე: “Google-მა შეწყვიტა რუსული საიდუმლო ობიექტების გადაფარვა თავის რუკებზე. Google Maps სერვისში რუსეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდება მაქსიმალური გარჩევადობით, კოორდინატებითა და გეოლოკაციით… მარტივად რომ ვთქვათ უკრაინის არმიასათვის ეს არის წინა მოსამზადებელი პროცესი სანამ ისინი უშუალოდ მიიღებენ შორი მოქმედების მრავალფუნქციურ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ასევე ოპერარიულ-ტაქტიკურ რაკეტებს Himars-ების გამშვებთან ერთად (MGM-140, მოქმედების რასიუსი 300-500კმ) ბუნებრივია თუ ექნება შესაძლებლობა უკრაინულ არმიას ისინი დაბომბავენ უკრაინის ტერიტორებთან ახლომდებარე ავიადრომებს და ლოჯისტიკურ ხაზებს: კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდში… ობიექტები ფოტოზე: 1. ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი“; 2. ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზა მურმანსკთან; 3. მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში; 4. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიცია; 5. საჰაერო ბაზა კურსკთან ახლოს, საიდანაც ხდება რუსული ავიაგამადგურებლების მიერ უკრაინის ქალქების დაბომბვა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სამხედრო ობიექტების რომელიც Google-მა უკვე გადაფარვა მოხსნა, შესაბამისად რუსული არმიის გადაადგილების დაფიქსირება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი… უკრაინაში ბრძოლას იგებს უკრაინელი ჯარისკაცი, სტრატეგიულად ომს იგებს ლოჯისტიკა, ხოლო რუსეთის ბოროტების იმპერიას ამ ყველაფერთან ერთად ამარცხებს დასავლეთის მიერ გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები… დიდება გმირებს!” The post “Google-მა რუსულ საიდუმლო ობიექტებს გადაფარვა მოხსნა რუკებზე” – რა პრიორიტეტს აძლევს ეს უკრაინულ არმიას appeared first on [/url]. ALIA.GE