Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 351-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 428 334 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 918 641 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 873 178, გარდაიცვალა 13 289 პაციენტი. The post 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 12 351 ადამიანი აიცრა appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 918 641 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 873 178, გარდაიცვალა 13 289 პაციენტი. The post დღე-ღამეში საქართველოში 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 164 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 767 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 918 641 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 873 178, გარდაიცვალა 13 289 პაციენტი. The post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. სანამ ყველაფრის აღიარება არ მოხდება, სანამ ადამიანები, რომლებიც აჩანაგებდნენ ამ ქვეყანას, ხოცავდნენ ხალხს, არბევდნენ მიტინგებს, აყალბებდნენ არჩევნებს არ იტყვიან, რომ ამ უკეთურებას ჩადიოდნენ, მანამდე ეს პროცესი წინ ვერ წავა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი live“-ში განაცხადა. მისი თქმით, როგორმე ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ. „როგორმე ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ იქ გვაბრუნებენ, ეს ე.წ. შიმშილობის აქტიც იქ დაბრუნებაა. სააკაშვილს მუხაძე ჰყავდა, სიკვდილის ანგელოზი და ახლა ამბობს, რომ არ იცოდა ვინ იყო მეგის ქარდავა, მუხაძე. პირი, რომელიც გლდანის საპატიმროს დირექტორი, მე-18 სამედიცინო დაწესებულების დირექტორი და გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი იყო და თურმე არ იცოდა მის შესახებ. მანიაკი ადამიანი, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა ციხეში და თაბახის ფურცლებს აჭმევდა ადამიანებს და ეს არ იცოდა თურმე. 300 კილომეტრიან ქვეყანაში არ იცოდა თურმე, რა ხდებოდა, ასეთი ბედოვლათი, დოყლაპია და ლონდრე თუ იყავი, რომ მიტინგს არბევდნენ არ იცოდა, ხალხს აუპატიურებდნენ ციხეში არ იცოდა, მამაკაცებს ციხეში აუპატიურებდნენ არ იცოდა, მის თანაპარტიელებს ვიდეოთვალს უმონტჟებდნენ საძინებელში, არ იცოდა და არაფერი არ იცოდა და ვისი და რისი პრეზიდენტი იყო? იმ ხალხის პრეზიდენტი იყო, ვინც ახლა იქ შიმშილობს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. The post გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: 300კილომეტრიან ქვეყანაში არ იცოდა თურმე, რა ხდებოდა, ასეთი ბედოვლათი, დოყლაპია და ლონდრე თუ იყავი, ვისი და რისი პრეზიდენტი იყავი?! appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. სასამართლო ბრალდება 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხული ჰყავს 150-ზე მეტი პირი, მათ შორის არიან ყოფილი თანამდებობის პირები. ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ისინი ადასტურებენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან თანხმდებოდა​, – ამის შესახებ პროკურორმა ლაშა ცხვიტაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „​სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა თქვა, რომ დილით, გაღვიძების შემდეგ გაიგო რა ხდებოდა რუსთაველზე. საქმეში არის სატელეფონო საუბრების ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ აქციის პირველი დარბევიდან ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრამდე, სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს სულ მცირე 40-ჯერ ესაუბრა. ის ასევე იყო კავშირში იუსტიციის მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთან. ის ასევე ამბობდა, რომ ბრაზობდა ვანო მერაბიშვილზე მისი გადაწყვეტილებების გამო. 9 ნოემბერს, აქციის დარბევიდან ორ დღეში, სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება და „ღონისძიების წარმატების ჩატარებისთვის“, უმაღლესი წოდება – გენერალ-მაიორის წოდება, მიანიჭა შს მინისტრის მოადგილეს. მოადგილეს, რომელიც უშუალოდ კურირებდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. სწორედ ეს დეპარტამენტი აქტიურობდა განსაკუთრებულად მოქალაქეების დარბევისას“, – განაცხადა ლაშა ცხვიტაიამ. The post ლაშა ცხვიტაია: სააკაშვილის მტკიცებით, მან 7 ნოემბრის დარბევა დილით ტელევიზიით გაიგო, თუმცა 40-ჯერ ესაუბრა ვანო მერაბიშვილს appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. ვარკეთილში, 22 წლის ორსული გოგო, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ მოკლა ქეთა კეპულაძეა. მისი და მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: „ჩემი ორი ანგელოზი… შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები! შეხვედრამდეე ჩემო ტკბილო…. „ 5 თვის ორსული, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ მოკლა, 22 წლის ქეთი კეპულაძეა, ხოლო სავარაუდო მკვლელი, 23 წლის გოგა გზირიშვილია. თვითმხილველების ცნობით, მკვლელობას მათი ერთი წლის შვილი შეესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები! – რა სტატუსს აქვეყნებს მოკლული 22 წლის ორსული გოგონას და appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კრივის მატჩის ვიდეო, რამზან კადიროვის შვილს, 13 წლის ადამ კადიროვსა და ასლან ბატიროვს შორის. View the full article
  8. რუსი ტანმოვარჯიშე უსიამოვნო სიტუაციაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც მის საყვარელს, ბიზნესმენ ბახტიარ სალიმოვს მასთან სექსის შემდეგ სასწარფო დახმარების აღმოჩენა ორჯერ დასჭირდა. View the full article
  9. ეს ყველაფერი კამერებს რომ არ გადაეღოთ ვერ დაიჯერებდით ! View the full article
  10. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 23 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები. სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც ძლიერ ქარს, მთაში ძლიერი თოვას, ნისლს, ქარბუქს და ზღვაზე შტორმს პროგნოზირებენ. გარდა ამისა, კვლავ მოსალოდნელია საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა და მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. The post როდემდე გაგრძელდება უამინდობა – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  11. თბილისის მერის, კახა კალაძის საახალწლო საჩუქარი დედაქალაქის მოქალაქეებს – 1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. კალაძის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზრდება და 1 ლარი გახდება. 5 იანვრიდან სააბონენტო სისტემის ფასები შემდეგნაირი იქნება: ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი; ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი; ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი; ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი; ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი; ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი. The post „კალაძის საახალწლო საჩუქარი“ – გაზრდილი ტარიფი თბილისელებისთვის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  12. „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, გებრეისუსმა თქვა, რომ სჯერა, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველა ინსტრუმენტი აქვთ. „2022 წელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი წელი ამ ვითარებაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა იარაღი“, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა. ჯანმოს პროგნოზით, ვაქცინის მარაგი მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციისა და 2022 წლის პირველი კვარტლისთვის მაღალი რისკის მქონე პოპულაციებისთვის „ბუსტერ“ დოზის მიღებისთვის საკმარისი უნდა იყოს. The post ჯანმომ პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. „ადამიანებმა უსაქმურობის გამო დაიწყეს ონლაინ კაზინოებში თამაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები არიან სოციალური პოლიტიკის მძევლები. „ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს. ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი. ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ეს მიღებული. ონლაინ კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე. თქვენი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1.5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ღარიბაშვილი – ადამიანებმა უსაქმურობის გამო დაიწყეს ონლაინ კაზინოებში თამაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში სასულიერო პირების გამოსვლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება კადრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“ – რამინ თარაშვილის შესახებ, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სასულიერო პირისათვის შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებს. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს. იგი არასდროს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. ამასთან, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება. კერძოდ, რომელ ეკლესიას ეკუთვნის და ნამდვილად არის თუ არა იგი სასულიერო პირი. თავად რამინ თარაშვილი საჯაროდ ერიდება ამ საკითხზე საუბარს, არ ასახელებს, კონკრეტულად რომელი ეკლესიის წევრია, სად და ვის მიერ არის ხელდასხმული, სად მსახურობს ამჟამად. მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ რამინ თარაშვილი უნდა მსახურობდეს დნეპროპეტროვსკის ფერისცვალების ტაძარში. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, თუმცა იქ რამინ თარაშვილი ნამდვილად არ მსახურობს. უფრო მეტიც, დნეპროპეტროვსკის ეპარქიის სასულიერო პირთა სიაში მისი სახელი და გვარი საერთოდ არ ფიქსირდება. მართლმადიდებელი სასულიერო პირისათვის შეუსაბამო და ყოვლადმიუღებელია სრული სამღვდელო შესამოსლით პოლიტიკურ აქციაზე გამოსვლა. ასეთი სამოსით სასულიერო პირი მხოლოდ ლიტურგიაზე იმოსება. სავარაუდოდ, ამ შეუსაბამოდ და კანონდარღვევით გამოყენებული შესამოსლით რამინ თარაშვილი ცდილობდა, სიტყვით გამოსვლისას ფსიქოლოგიური გავლენა გაემძაფრებინა და გარეგნული ეფექტი მოეხდინა საზოგადოებაზე. აღარაფერს ვამბობთ მის კიდევ ერთ საქციელზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სასულიერო პირისთვის. მიმდინარე წლის 26 ივლისს რამინ თარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მთავარ სურათად დააყენა წელს ზემოთ შიშველი ფოტო, რაც სასულიერო პირისათვის უპირობოდ შეუსაბამოა. თავის გამოსვლასა და ინტერვიუში რამინ თარაშვილი საჯაროდ ამცირებს უმაღლეს იერარქს, ცილს სწამებს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ მღვდელმთავარს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ამგვარი საქციელი მკაცრად ისჯება. ამას გარდა, იგი თავს „წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებულ“ ადამიანად მოიხსენიებს, რაც სასულიერო პირისათვის ასევე შეუფერებელი საქციელია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რამინ თარაშვილის ნებისმიერი საღვთისმსახურო ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. The post საპატრიარქო სასულიერო პირების გამოსვლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  15. თბილისის მერიის განცხადებით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს. უფასო მგზავრობის უფლება ექნებათ: ა) თბილისში რეგისტრირებულ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე უსინათლო პირთა გამცილებლებს; ბ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; გ) თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში; დ) თბილისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ე) თბილისში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს; ვ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს; ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს; ი) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“; კ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ თბილისში მცხოვრებ ყოფილი პატიმრების სტატუსის მქონე პირებს; ლ) შპს „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველებს, მეეზოვეებს, სპეც. მორიგე ბრიგადების დამგველებს, მუშებს, დამხმარე მუშებს და მძღოლებს; ლ​1) შპს „ჰერმესში“ მომუშავე ტექნიკურ მუშაკებს (მესაფლავეებს); მ) ქალაქ თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი; ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის“ თანამშრომლებს. ო) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს. The post ვის ექნება უფასო მგზავრობის უფლება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. თემურ ქეცბაიას ამ ლეგენდარული განცხადებიდან 7 წელი გავიდა, თუმცა მისი ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია. “ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული, დანგრეული. გამიწოდეთ დახმარების ხელი, დავტოვე ყველაფერი, ოჯახი, სახლი, კარი და ჩამოვედი და როგორ მომექცა ქვეყანა? მე ჩამომიყვანეს სახელმწიფო პროგრამით წინა მთავრობამ. ამათ ჰგონიათ, რომ ნაციონალი ვარ. არავითარი კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან და ფეხებზე მკიდია პოლიტიკა. რომ მდომებოად პოლტიიკა, ახალ ევროპარლამენტში ვიჯდებოდი და ევროპარლამენტში მოხვედრისთვის დღეს საქართველოდან რამდენი ხელებს და ფეხებს დადებდა. მაგრამ აქ ჩამოვედი, რადგან დამიძახეს. თქვენ თუ იცით, ყველა სახელმწიფო პროგრამიდან ერთადერთი მწვრთნელი ვარ, ვის დაფინანსებაზეც უარი განაცხადეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამდენი ხალხი უყურებს საზღვარგარეთ, არიან უცხოეთში, ფიქრობენ, როდის დადგება ის დრო, როცა ქვეყანაში ჩამოვლენ და ესენი უყურებენ ამ გადაცემას და ვინღა იფიქრებს აქ ჩამოსვლაზე?”, – განაცხადა ქეცბაიამ დავით მინაშვილთან სპორტულ გადაცემაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი მწვრთნელი იყო ქეცბაია ნაკრებისთვის? გადაცემა სრულად The post თემურ ქეცბაია: “ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, მიმდინარე პროცესებს აფერხებს. „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია, ეს აზრი ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული და საყოველთაოდ ცნობილია. კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ამის შემდეგ შეთანხმება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. The post რას ამბობს გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის შესახებ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  18. (ფოტო) მარია შარაპოვას ახალი სრულიად შიშველი სურათი ინტერნეტს იპყრობს View the full article
  19. „პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მთავრობამ შედეგიანი ნაბიჯები გადადგა და ეკონომიკა უპრეცედენტოდ იზრდება. „ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ღარიბაშვილი: პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. „შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია“, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. „პრეზიდენტმა საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა და მას ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის ის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველა უნდა ვეცადოთ, პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება იმით განსაზღვრული, რომ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამას. შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა, ახალი წლის წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების მხრივ და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეროვნული შეთანხმება, კონსენსუსი უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. The post გიორგი გახარია განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები ხალხის ჩაგვრისა და დაცინვის ფონზე. „იმ ხალხს, ვისაც შიმშილობა პროტესტის მარგინალური და არაეფექტური ფორმა ჰგონია, მინდა შევახსენო, რომ მასიური შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი აპარტეიდი ჩამოშალეს. ჩემი მეგობარი ანატოლი შარანსკი, საერთო ჯამში 1 წელზე მეტი შიმშილობდა და რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრებზე მის თემას მთავარი ადგილი ეჭირა. შარანსკი იყო მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, რომელიც ასევე დიდხანს და ბევრჯერ შიმშილობდა. ანატოლი შემდეგ ისრაელში წავიდა, იქ მინისტრი გახდა და გამოაქვეყნა წიგნი დემოკრატიაზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო და ეს წიგნი იყო ბუშის შთაგონების ერთ-ერთი წყარო, რატომაც დაუდგა გვერდით ვარდების რევოლუციას და მუდმივად საუბრობდა საქართველოზე. საქართველოში ეროვნული მოძრაობის ფართოდ გაშლას სტარტი მისცა 1988 წლის მასობრივმა შიმშილობამ. შიმშილობა არაა უსაფრთხო პროცესი. მას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი დისიდენტი ნაზი შამანაური, რომელიც ფსიქიატრიულ საპყრობილეში გარდაიცვალა მრავალდღიანი შიმშილობის შედეგად. ცნობილი უკრაინელი პოეტი და დისიდენტი ანატოლი მარჩენკო დაიღუპა შიმშილობისგან დონეცკის კოლონიაში. ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ, მიიღონ მინერალური დანამატები რეგულარულად. სწორედ ამ მინერალური დანამატების დახმარებით, რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს, ტყვედ აყვანილმა ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანატოლი სენცოვმა 120 დღე გაძლო შიმშილობის რეჟიმში რუსეთის ციხეებში. იმედია ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, ვინაიდან გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები მთავრობის სრული გაღორების და ხალხის ასეთი ჩაგვრის და დაცინვის ფონზე. ძალიან დიდი უსამართლობის გამო, რომელიც ყოველდღიურად ეხება თითოეულ მოქალაქეს. თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კი არ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა”, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. The post „ერთი ბოროტი ოლიგარქი რა გახდა“ – სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. ცოტა ხნის წინ ვარკეთილში შემზარავი მკვლელობა მოხდა, ქმარმა საკუთარი ორსული ცოლი მოკლა, გოგონა, ქეთა კეკულაძე 22 წლის იყო, 5 თვის ფეხმძიმე. ვიდეოს წყარო: ტვ პირვეი The post ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები… ვინ არის ბიჭი, რომელმაც 22 წლის ორსული ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტა და რას ყვებიან მეზობლები appeared first on InterPost.ge. View the full article
  23. ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებს. “ტორპედოში” გიორგი ქიმაძე დაბრუნდება, რომელიც “დინამო თბილისში” 2019 წლიდან თამაშობდა, თუმცა ბოლო სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ქიმაძე ქუთაისში 2015 წლიდან – 19 წლამდე ასპაარეზობდა. გარდა ამისა, მარცხენა მცველი “ტორპედოს” აკადემიის აღზრდილია. ბათუმის “დინამოს” 29 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე, ძალიან დიდი ალბათობით, “ტორპედოს” შეუერთდება. მანჯგალაძემ ბათუმი 1 კვირის წინ დატოვა და სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ “ტორპედოსგან”. გარდა ამისა, შესაძლოა კლუბს გიორგი კუხიანიძეც დაუბრუნდეს. კუხიანიძე “ტორპედოდან” უზბეკურ “ქიზილყუმში” აღმოჩნდა. The post “ტორპედომ” “დინამო თბილისის” და “დინამო ბათუმის” ფეხბურთელები დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  24. https://interpost.ge/wp-content/uploads/2021/12/shida-qarthlshi-gzidan-pirdapir-ethershi-mikroavtobusi-gadavarda.mp4 The post შიდა ქართლში, გზიდან პირდაპირ ეთერში მიკროავტობუსი გადავარდა (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
  25. თბილისში ქმარმა 22 წლის, ორსული ცოლი არასრულწლოვანი ძმის თვალწინ მოკლა. შემთხვევა ვარკეთილში ცოტა ხნის წინ მოხდა. კაცმა ორსულ ცოლს 5 ჭრილობა მიაყენა. მოკლულ ქალს 1 წლის შვილი ჰყავდა და მეორეს ელოდებოდა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. The post შემზარავი შემთხვევა თბილისში: ქმარმა 22 წლის, ორსული ცოლი არასრულწლოვანი ძმის თვალწინ მოკლა appeared first on InterPost.ge. View the full article
×
×
  • შექმენი...