
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
“ვალენსიას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 23 წლის გოლკიპერი კრისტიან რივერო დატოვებს, რომელიც იჯარის წესით ესპანეთის დაბალ დივიზიონში წავა. რივეროს არსებული კონკურენციიდან (სილესენი, მამარდაშვილი, ხაუმე) სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა და “ვალენსიას” გასაშვებ სიაში პირველი სწორედ კრისტიანი წერია. გარდა ამისა, ესპანურ გამოცემებში კვლავ აქტიურად განიხილება იასპერ სილესენის წასვლის საკითხიც, რომელიც ბორდალასის ხელმძღვანელობით ბოლო დროს ძირითადში შეუცვლელია. “ვალენსიას” სურს სილესენი ზაფხულში სარფიანად, მინიმუმ 12 მილიონად გაყიდოს. მამარდას გამოსყიდვის გადაწყვეტილება სწორედ რივეროს იჯარით გაშვებაზე და სილესენის გასხვისებაზე მოდის. მასში “ღამურები” 1 მილიონს გადაიხდიან და ჯერ 20, შემდეგ კი 30 მილიონად შეაფასებენ. მას მომავლის მეკარედ მოიხსებიან. The post “ვალენსია” ერთ მეკარეს იჯარით უშვებს, სილესენს 12 მილიონად ყიდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
„მომაყენა მძიმე შეურაცხყოფა“ – მხოლოდ ეს უთხრა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა, 23 წლის კაცმა მისი ინტერესების დამცველს. – ინფორმაცია კურიერმა მოიპოვა. ადვოკატის თქმით, ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა აპირებს, რომ შემთხვევის შესახებ დეტალურად სასამართლო პროცესზე ისაუბროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post „მომაყენა მძიმე შეურაცხყოფა“ – რას ამბობს ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა. ვერძი ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაფიქრდით რამდენად სწორად მოქმედებთ, რამდენად სწორი გზით მიდიხართ? კურო დღეს შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს. ტყუპები დღეს გადადგმული თქვენი ნაბიჯები ნებისმიერ სფეროში სტაბილურად მზარდი და წარმატებული იქნება. კირჩხიბი რთული, მაგრამ წარმატებული დღეა, შესაძლოა საქმიან სფეროში გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი, თუმცა მოულოდნელი ცვლილებებიც გაგახარებთ. ლომი მოიკრიბეთ აზრები, მოიკრიბეთ ძალები და წინ, ახალი სიმაღლეებისკენ, იყავით თქვენს თავში დარწმუნებული და გაბედული. ქალწული ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებსა თუ უფროსობასთან კომუნიკაციისას საუბრის ქვეტექსტებს. რჩევისთვის მიმართეთ დროში გამოცდილ მეგობრებს. სასწორი სიფრთილეს თავი არ სტკივა, გონიერებას მოუხმეთ და დროულად გაერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მორიელი თქვენი მიზნისთვის ძალების მობილიზებაა საჭირო, ამიტომ, როგორც კი საშუალება გექნებათ დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, ეს აუცილებელია გამარჯვებისთვის. მშვილდოსანი მართალია თქვენთვის მომაბეზრებელია ქაღალდებში ქექვა, მაგრამ დღეს ამას აუცილებლობა მოითხოვს, დაგიფასდებათ ეს გარჯა. თხის რქა პოზიტიური, ხალისიანი განწყობა დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში და საკუთარი თავითაც ფრიად კმაყოფილი დარჩებით. მერწყული მოიკრიბეთ ძალები, მთავარია კონცენტრაცია და თქვენ შეძლებთ ნებისმიერი პრობლემის მარტივად და საფუძვლიანად მოგვარებას. თევზები ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები, ნუ გაუშვებთ წარმატებს შანსებს ხელიდან. გამოიჩინეთ მეტი დამოუკიდებლობა და ნუ იქნებით სხვისი დახმარების მოლოდინში. tia.ge
-
შვეიცარიაში, შვიცის კანტონში რამდენიმე თვის განმავლობაში ადამიანებს ვადაგასულ ვაქცინებს უკეთებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ექიმმა სიუზანა ნიემანმა Moderna-ს ვადაგასული ვაქცინა 100-ზე მეტ ადამიანს გაუკეთა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის დასრულებამდეც ნიემანს საექიმო საქმიანობა აეკრძალა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვადაგასული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა პრეპარატი შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. tia.ge
-
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის", - აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ წერილს ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ეხმაურება: "7 ნოემბრის საქმეზე" მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ "პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე". 7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?", - წერს მიხეილ სააკაშვილი. tia.ge
-
საზარელი ტრაგედია დატრიალდა 22 დეკემბერს, ვარკეთილის მე-3 მიკრო რაიონში, სადაც ახალგაზრდა კაცმა 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდაცვლილს 5 ჭრილობა მუცლის, ერთი კი ყელის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებულმა 23 წლის გოგა გზირიშვილმა თავად დარეკა 112-ში და პოლიციას ჩაბარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. ვრცელდება გარდაცვლილი ქეთი კოპელაძის დეიდაშვილის ელენე კაჭარავას კომენტარი. "ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი, ქეთი უთქმელი გოგო იყო, არავის არაფერს უყვებოდა. ერთი პერიოდი, დედასთან იყო ერთი კვირით წასული, მერე გოგას მიუკითხავს და უკან წამოუყვანია. როგორც ჩანს, ქეთი გულში იკლავდა დარდს, არც არაფერი ეტყობოდა... ძალიან კეთილი, სათნო და საყვარელი, ჩვენს შორის ყველაზე განსხვავებული. მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. დაუჯერებელია, რაც მოხდა, ძლივს ვლაპარაკობ... გოგა და ქეთი შეეყვარებულები იყვნენ, 2 წელია, რაც შეუღლდნენ, 1 წლის და 2 თვის დემეტრე ჰყავთ, რომლის თვალწინაც გამოასალმა ჩემი დეიდაშვილი სიცოცხლეს. დემე ქეთის დედასთან იქნება, ის გაზრდის. რა უნდა დაეშავებინა 5 თვის ორსულ ქალს, ვერ ვხვდები. გოგა ეჭვიანი ყოფილა, მაგრამ რატომ იყო, ვერ ვხვდები. ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, უიმისოდ არსად დადიოდა. რომ ვეტყოდით, გამოდი ჩვენთან, სულ იმას ამბობდა, - გოგას ვეტყვი და ისე გამოვალო, თვითნებურად არაფერს აკეთებდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში. გოგა თავიდან კარგი იყო, ბოლო დროს რა დაემართა, წარმოდგენა არ მაქვს. ისინი წარმოშობით კახელები არიან და ვარკეთილში ნაქირავებში ცხოვრობდნენ. გოგას დედა ახლახან იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ოჯახში გოგა, მამამისი, მისი 14 წლის და, ქეთა და დემე ცხოვრობდნენ. გოგას ნათესავებთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მანიაკის არაფერი შეგვიტყვია, ყველანი შოკირებულები ვართ. ვერ გეტყვით, ეწეოდა, თუ თამაშობდა. მეზობლები კი ამბობენ, მაგრამ მე რაც არ ვიცი, იმას ვერ ვიტყვი. გოგა ნასამართლევი იყო, რაზე ზუსტად არ ვიცი, მგონი, ხულიგნობაზე... ერთი მეზობელი ამბობს, მკვლელობის მერე გარეთ გამოვიდა და მითხრა, - შედი, ბავშვი გამოიყვანე, ქეთი მოვკალიო. თვითონ დარეკა 112-ში, დაჯდა და პოლიციას ელოდებოდა. წარმოიდგინეთ, კაცმა ცოლი მოკლა და კიდევ იმის აზრზე იყო, თავზე ეფიქრა, თავად ჩაბარებოდა. ეგ რომ ნორმალური ყოფილიყო, ადგილზე მოიკლავდა თავს. როგორც ჩემები ამბობენ და მეზობელი ბიჭიც ჰყვება, 2 კვირის წინ ექიმთან ყოფილა, - ფსიქიატრთან დადიოდა და რაღაც წამლებს სვამდაო. ნორმალური რომ ყოფილიყო, ამას გააკეთებდა? გოგას ძმაც დაჭერილია, და ჰყავთ პატარა, მკვლელობის მომენტში მული, სავარაუდოდ, სკოლაში იყო. მამამთილიც გასული ყოფილა. ქეთი ისეთ ლამაზ აქსესუარებს, გვირგვინებს და დიადემებს ამზადებდა, კარგად ხატავდა, ძალიან შრომისმოყვარე გოგო იყო, სულ რაღაცას ცდილობდა და აკეთებდა. ოთხ თვეში მეორე ბიჭს ელოდებოდა, ისეთი ბედნიერი იყო... ყველაფერი ჩაგვშხამდა, ჯოჯოხეთში ვართ ყველანი. დეიდაჩემს და ბიძაჩემს აზრი არ მოეკითხებათ, გათიშულები არიან. ჯოჯოხეთი მოგვიწყო ამ მანიაკმა, ქეთი 6-ჯერ აქვს დანა ჩარტყმული, სულ მუცელში ურტყია, მეექვსე ჭრილობა ყელში აქვს და სისხლისგან დაიცალა გოგო. რატომ აწამა, გაშორება თუ უნდოდა, ეთქვა, სიხარულით წამოვიყვანდით, ვინ იტყოდა უარს, ვინ დატოვებდა შვილს ასეთ ავადმყოფთან. ნეტა ერთი სიტყვა ეთქვა ქეთის, გადაკრულად მაინც, ვერ ვარ კარგად გოგასთანო, ამ ფსიქოპათს გავაცილებდით და დღეს იქნებ ცოცხალი ყოფილიყო..." tia.ge
-
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში" სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან საინტერესო და კეთილშობილურია.. „თუმცა, ჩემთვის გაუგებარია რადიკალური ოპოზიციის ერთის მხრიდან შეძახილები - „რა თქმა უნდა შერიგება და ამას ალტერნატივა არ აქვს" და შემდეგ ობსტრუქციას აწყობენ, ხან მიტინგს აწყობენ ბელადის დაკვეთით, ხან პრეზიდენტს ზურაბიშვილს აგინებენ. ახლა საერთოდ პროსპექტზე გაწვნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია აგონიაშია და მილევად რეჟიმში არიან გადასული. ზუსტად ვიცი, რომ ამ მოცემულობაში ტყვე არის ნიკა მელია, რომელმაც ზუსტად იცის, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დღეები დათვლილი აქვს. ის სცენარი, რაც ჰქონდათ წყალში ჩაუვარდათ და ახლა მოიფიქრეს ახალი მიმდინარეობა - საყოველთაო შიმშილობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 16 დეკმებერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, რა დროსაც პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. tia.ge
-
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ განაცხადა , რომ როდესაც „ომიკრონი" საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება. ჩხაიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონი" დომინანტური შტამი დაახლოებით იანვრის ბოლოს გახდება. „როდესაც ვლაპარაკობთ როდის შეიძლება იყოს ქვეყანაში ომიკრონის პიკი, აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც „ომიკრონის" პირველი შემთხვევიდან დომინანტურად გახდომამდე 3-4-კვირანი პერიოდი დასჭირდა. სწორედ ამიტომ, თუ საქართველოში „ომიკრონი" გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში დომინანტური გახდება იანვრის მეორე ნახევარში. ეს არის მოლოდინი გამომდინარე ამ ქვეყნების გამოცდილებიდან. ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ „ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც. „ომიკრონისგან" თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის „ბუსტერ" დოზა. "ბუსტერ" დოზა ჰისპიტალიზაციისგან თითქმის 100%-ით დაიცავს. ის 25-ჯერ ამცირებს ჰისპოტალიზაციისგან და გართულებებისგან დაცვის რისკს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. tia.ge
-
დღეს, ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტზე, როგორც სარეცეპტო ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. „ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ყალიბდება როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი. სტრატეგიის ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’ ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ ფარმადეპოსთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და დღეს, ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს. ლიბერთი მომავალ წელსაც განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას’ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. ‘გულწრფელად გვიხარია, რომ სოციალური პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვანხორციელებთ ლიბერთი ბანკთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. უკვე დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ფარმადეპოში წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე - როგორც ქრონიკულად მისაღებ, ასევე, სიმპტომურად სამკურნალო წამლებზე.’ - განაცხადა ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა, ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge tia.ge
-
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, გაგარინის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის და ხვიჩიას ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ყურაშვილის, შალვა გოგიძის, ფერაძის, ძმები კარბელაშვილების, მაღლაკელიძის, ჩაჩავას, აისის, დიღმის ქედის და ბერაძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, ბორის პაიჭაძის, ქერჩის და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშილის, სამრეკლოს, გუმბრის, ჟონეთის, კიკეთის, ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ახალუბნის, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, კვესეთის, მარტყოფის, საინგილოს, ფშავის, ბზიფის, გალავნის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. tia.ge
-
თბილისის ვიცე-მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ულიმიტო სისტემის დეტალები განმარტა. „ბარათი ერთჯერადი არ არის. მგზავრს მისი ყიდვა ერთხელ მოუწევს და ამ ბარათზე მუდმივად შეიძლება სხვადასხვა პაკეტის დარიცხვა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ შესაძლებელი იყოს, აბონემენტის პაკეტი საბანკო ბარათს მივაბათ. მეტრომანების მოხმარება ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ზედ დარიცხულია დეპოზიტი. ერთჯერადი მგზავრობის ცნება საერთოდ აღარ არის, რადგან გადახდის სისტემაში ვადიანი ბარათები შემოვიდა. ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. თუ მომხმარებელი აქტიურია, ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. სტუდენტური ფასდაკლება იმოქმედებს, ასევე, ფასდაკლება იქნება მოსწავლეებისთვისაც, სოციალურად დაუცველებისთვისაც, ომის ვეტერანებისთვისაც...“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. tia.ge
-
ფიფამ ნაკრებების 2021 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 85-ე ადგილი უჭირავს. წინა თვესთან შედარებით ნაკრებმა წინ 1 პოზიციით წაიწია და სირიას გადაასწრო. საქართველომ 2021 წელი 89-ე პოზიციით დაიწყო, აგვისტოში 91-ე პოზიციაზე ჩამოვიდა, სექტემბერში, როცა რამდენიმე მატჩი წააგო, 96-მდე დაეშვა, შემდეგ კი ბოლო 2 გამარჯვებით დეკემბერში 85-ზე გადავედით. საუკეთესო რეიტინგი 1998 წელს გვქონდა – 42, ყველაზე უარესი კი 2015 წელს – 156. The post საქართველოს ნაკრების 4-ადგილიანი პროგრესი ფიფას რეიტინგში appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მწერალი დათო ტურაშვილი “ლაგუნა ვერეს” დანგრევას ეხმაურება და ამასთანავე, “დინამო თბილისის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას აღნიშნავს. “თქვენ ვერ ხვდებით რა მოხდა, რომ ქართული გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე წყლისა და აუზის გარეშე. წყალბურთელებს საცურაო პირობები არ გაქვთ, თორე საჭყუმპალაო კი არის, აგერ ვერაზეც წახვალ და ჩაყავი ფეხები. წარმოიდგინე რა ნიჭიერი ხალხი ვართ, აუზი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს და საუკეთესო გუნდებშიც ქართველები გვყავს ყველაზე წარმატებულები”, – განაცხადა ტურაშვილმა. “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო 8 გუნდში “ბარსელონასთან”, “ბრეშასთან” და სხვა გრანდებთან ერთად ასპარეზობს. The post დათო ტურაშვილი: “წყალი არ გვაქვს, აუზი არ გვაქვს და ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირების 24 შემთხვევაა გამოვლენილი – ინფორმაცია ამის შესახებ ამ წუთებში ვრცელდება. ცნობილია ასევე ისიც, რომ მიმდინარეობს კიდევ 15 ნიმუშის მოკვლევა. The post საქართველოში “ომიკრონის” შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“რო რამე მცოდნოდა, როგორ გავაჩერებდიო მამამისმა… უჩუმრად მოხდა რაღაცა“ – რას ყვებიან ვარკეთილში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული გოგოს ნათესავები. ვიდეო: ტვ პირველი The post “რო რამე მცოდნოდა, როგორ გავაჩერებდიო მამამისმა… უჩუმრად მოხდა რაღაცა“ – რას ყვებიან ვარკეთილში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული გოგოს ნათესავები appeared first on InterPost.ge. View the full article
-
შეცდომა იცით რა არის? რისი გამოსწორებაც შეიძლება. დამიბრუნოს ჩემი შვილი და ნამდვილად ვაპატიებ ყველაფერს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში – „თავისუფალი სივრცე“ – განაცხადა. „ეს აბსურდია. შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი. რამდენი ბიჭი გაჟლიტა ქუჩაში. მიზანმიმართულად ხოცავდა. უპირველეს ყოვლისა, ჩემს უბედურებას სააკაშვილის ვაბრალებ. მან პირდაპირ გასცა ბრძანება, პოლიციას ყველაფრის უფლება მისცა. ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე ესროლეთ და მოკალითო. ამას მე ხომ არ ვიგონებ? ჩანაწერებია,“- ამბობს ია მეტრეველი. The post დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს – ია მეტრეველი (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს. განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება. სამთავრობო კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი. „სახელმწიფო აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათ საჭიროებებზე საპასუხო ძალისხმევას და მხარდაჭერას მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფისთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტო, რომ უსაფუძვლოა ამ საკითხებზე ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. უფრო მეტიც, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას უმსჯელია, რომელიმე სოფლისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე ან იმ სტუდენტების დაფინანსების შეწყვეტაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წლების განმავლობაში დაზუსტებულ და მოქმედ კრიტერიუმებს. გუშინ და დღეს გაიმართა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომები, რომლებზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები როგორც მოსახლეობისთვის გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტუდენტებისთვის 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. The post გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან დასავლურ მანიფესტს ავრცელებს. მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩემი დასავლური მანიფესტი: ჩვენ ახლახან გამოგვიცხადეს, რომ აღარ არის საჭირო “თავის დახრა” ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და ჩვენ უკეთ ვიცით ჩვენ ქვეყანაში რა ხდება და არავინ უნდა გვასწავლოს ჭკუა; რომ დასავლელი პარტნიორები არაკვალიფიციურ შენიშვნებს გვაძლევენ, ან მიკერძოებულად გვექცევიან, იმიტომ რომ ოპოზიციის აგენტები არიან. ასე საუბრობენ იმ ქვეყნებში, რომლების ხელისუფლებებმაც გადაწყვიტეს გავიდნენ დასავლური ორბიტიდან და თავისი დიქტატორული მმართველობისთვის კომფორტ ზონა იპოვონ რუსეთის ორბიტაზე. რამდენიმე დღის წინ, თურქეთის საგარეო მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დღე-დღეზე შეუერთდება 3+3-ის არამხოლოდ უპერსპექტივო, არამედ ძალიან საშიშ ფორმატს. სიმბოლურია, რომ ეს განცხადება პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან გაკეთდა და საგანგაშოა, რომ მას არც ერთი მკაფიო დაგმობა არ მოჰყოლია საქართველოს არც ერთი სახელისუფლებო სტრუქტურის კი არა, აქტორისგანაც კი. საქართველოს ამ კატასტროფულ ფორმატზე არათუ მკაფიო და ცალსახა უარი არ უთქვამს, არამედ რაღაც მოლაპარაკებებზე და ხალხის გადაწყვეტილებებზე დაიწყო საუბარი. იმ ქართველი ხალხის, რომელმაც მკაფიოდ და ცალსახად თქვა რეფერენდუმზე, რომ მისი ისტორიული არჩევანი დასავლეთისკენაა და მისთვის მზე ჩრდილოეთიდან არასდროს ამოვა. ამავე დროს, სულ უფრო ხმამაღლა ისმის საუბარი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და დიპლომატიური შეზღუდვების მოხსნაზე. და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, დიდი ხანია, “ქართულმა ოცნებამ” ეს საქმედ აქცია. ქართულ სახელმწიფოში ამდენი რუსული სპეცსამსახურის აგენტი არასდროს ყოფილა ინფილტრირებული, იგორ გიორგაძის მინისტრობის შემდეგ. ქართული ტელე და რადიო სივრცე სავსეა რუსული კონტენტით და არა მხოლოდ რუსული, არამედ სამთავრობო არხებიც ღიად არიან დაკავებული რუსული პროპაგანდით.ლაზიკა და Royal Carribean საკრუიზო ტერმინალი, რომლებიც უნდა ყოფილიყო ჩვენი ფანჯარა ევროპაში, ძირშივე ჩაკლეს. იგივე ბედი ეწია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომლის ავტორებსაც, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამის გამო დევნიან და ასამართლებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. სამაგიეროდ, მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს რუსეთში ახალი გზის მშენებლობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ნულოვანი ეკონომიკური დატვირთვა აქვს, რუსეთისთვის კი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამიტომ, მე, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის იდეის ერთ-ერთმა ინიციატორმა და შემსრულებელმა, გადავწყვიტე ქართულ საზოგადოებას წარმოვუდგინო და მსჯელობის საგნად შევთავაზო ჩემი დასავლური მანიფესტი:საქართველო იყო ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, დღეს ის საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირთან დაახლოების მოლდოვისა და უკრაინის ტემპებს. ევროკავშირის შეფასებით, ზოგი კრიტერიუმით საქართველოს უკვე სომხეთიც უსწრებს (დემოკრატიისა და არჩევნების ჩატარების ხარისხით). საქართველოს მიმართ ბრიუსელში ყველაზე ხშირად გაისმის სიტყვები “იმედგაცრუება” და “გადაღლა”, რაც დიპლომატიურ ენაზე რეგრესსა და კურსიდან გადახვევას ნიშნავს. ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც აშკარაა ტემპისა და აქტიურობის შემცირება, ნატოს ორ ახალ წევრთან (მონტენეგროსა და ჩრდ. მაკედონიასთან) შედარებით, საქართველოს ბევრად უფრო ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ნატოსთან, ნატოს სამხედრო ძალებთან თანამშრომლობის განუზომლად უფრო დიდი გამოცდილებით. საქართველო ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული ნატოს ოპერაციებში (მაგ. ავღანეთში, ვიდრე ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა). დღეს უკრაინის გაწევრიანების საკითხი უფრო აქტიურად არის განხილვის თემა, ვიდრე საქართველოსი. საქართველო პრაქტიკულად მოხსნილია დღის წესრიგიდან.აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის რეაქტივაცია, განახლება და საქართველოს მხრიდან თამამი, პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა ამ ტენდენციის შებრუნებისთვის. დღევანდელი ხელისუფლება არათუ ეძებს ამ ნაბიჯებს, არამედ არსებულ მინიმალურ რეკომენდაციებსაც არ ასრულებს და მიღწეული შეთანხმებების ცალმხრივ და ერთპიროვნულ დენონსაციას აკეთებს (სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე მკაფიო უარის თქმა). ბრიუსელში არსებული დღევანდელი სკეპტიციზმი საქართველოს მიმართ არის ქვეყნისთვის დამღუპველი. აუცილებელია გარდატეხის შეტანა და ევროპელებისთვის რეალური დემოკრატიული ცვლილებების დემონსტრირება.დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებსა და გეოპოლიტიკაში კვლავ ბრუნდება ღირებულებების პრიორიტეტი. ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები, რუსეთის მეთაურობით, ცდილობენ იდეოლოგიური ფრონტი შექმნან დასავლური ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ და მრავალი ჰიბრიდული მეთოდით (დეზინფორმაციით, კორუფციით, პოლიტიკური კლასის მოსყიდვით, ეთნიკური და რელიგიური ქსელების გამოყენებით) ძირი გამოუთხარონ თავისუფალი სამყაროს პოლიტიკურ სისტემებს. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მათ ეს გამოსდიოდათ კიდეც. მათ შორის, საქართველოშიც. საბედნიეროდ, დასავლეთი უკვე რეალისტურად აფასებს ამ საფრთხეს და ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს დემოკრატიულ რეჟიმებს შორის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ალიანსის შექმნით: AUKUS ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, NATO-ს გაძლიერებით ევროპაში და აშშ პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის “სამიტი დემოკრატიისთვის” ინიციატივით. ასეთ პირობებში დამღუპველია ორჭოფობა ან იმის იმედზე ყოფნა, რომ ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყანა ნეიტრალური დარჩება, ან სულაც გამარჯვებულის მხარეს გადაიხრება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება გამარჯვებული. ეს სტრატეგია არის მცდარი, რადგან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავისუფალი სამყაროსა და დემოკრატიის გამარჯვება. ავტორიტარიზმის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გაქრება, რადგან ჩვენს მსგავს მცირე ქვეყნებს არსებობის გარანტია მხოლოდ დემოკრატიულ და ლიბერალურ საერთაშორისო წყობაში აქვს.დღეს, როგორც არასდროს, ერთმანეთთან მჭიდრო და ურყევ კავშირშია შიდა და საგარეო პოლიტიკური თემები. დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ კანონის უზენაესობა (პირველ რიგში თავისუფალი სასამართლო), სამართლიანი არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლებია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველას თანასწორობა დემოკრატიის აუცილებელი და მთავარი წინაპირობაა. უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების პატივისცემა და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა და არა მათ წინააღმდეგ უმრავლესობის დაგეშვა წინასაარჩევნო ქულების დასაწერად. ნებისმიერი ტიპის უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლა არათუ “ქართული ოცნების” მიერ წახალისებულია, არამედ საკუთრივ მათი მოქმედების შედეგია და მწყობრად ჩამოყალიბებული პიარ სტრატეგია და ქვეყნის მართვის სტილია. ევროპა ვერასდროს დაიბრუნებს საკუთარ წიაღში ამგვარ საქართველოს, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ამგვარი, მისგან ქმნიან ქსენოფობების ქვეყანას, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახში არ უნდა იყოს. ქვეყანაში სრულიად გაუქმებულია დემოკრატიული არჩევნები. შორს არ წავალ, ბოლო არჩევნებზე ხუთი უმსხვილესი ქალაქი, ჯერიც და საკრებულოებიც, მოიგო ოპოზიციამ. რა ვითარება გვაქვს დღეს – სრულიად საპირისპირო. ამ გზაზე ამომრჩეველი გაატარეს დაშინების, მოსყიდვის, პირადობების წართმევის, ზიზღის ჯოჯოხეთში. ესეც არ იკმარეს და არჩევნების შედეგები გადაწერეს. არც ეს იკმარეს და მაინც წაგებულ საკრებულოებში დაიწყეს ოპოზიციური წევრების გადაბირება შანტაჟით, მუქარით, ძალადობით. ერთი-ერთი ჩვენი პარტიის წევრი, რომელიც არ დაემორჩილა ამ ზეწოლას, საბოლოოდ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება არის სიმბოლო ქართული არჩევნების და თვითმმართველობის პრინციპის გარდაცვალების.აუცილებელია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ზიზღის თესვა და ტირაჟირება, მათი განადგურების მოთხოვნა და მოწოდებები შეწყდეს. სხვაგვარად პოლიტიკური გარემო ვერასდროს გაჯანსაღდება, მეტიც, საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს სიმშვიდე და წესრიგი. ამ პირობების გარეშე, რომლებიც უკვე ასახულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაშიც, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი საფრთხე ემუქრება. ის უბრალოდ შეწყდება და ისტორიას ჩაბარდება.აუცილებელია გაუმჯობესდეს ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის უანგარო მოკავშირეებთან – ბალტიის ქვეყნებთან და ე.წ. ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფთან. ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს დღევანდელი დამოკიდებულება არის ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო. მათი მეგობრული კრიტიკის საპასუხოდ აგრესიული და ხშირად შეურაცხმყოფელი რიტორიკა, მხოლოდ აფერხებს ჩვენს დასავლეთთან დაახლოებას, რადგან ეს ქვეყნები არიან და ყოველთვის იყვნენ ჩვენი ინტერესების ყველაზე აქტიური დამცველები და მთავარი ელჩები ევროკავშირში და, ზოგადად, თავისუფალ დასავლურ სამყაროში.აუცილებელია ევროკავშირის მთავარ დედაქალაქებთან: ბერლინთან, პარიზთან, რომთან და ა.შ. მუდმივი დიალოგი და საერთო ნიადაგის გამონახვის მცდელობა. მათი დარწმუნება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაში მთლიანად კონტინენტის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის, ისევე როგორც ქართველი ხალხისთვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის.შეთანხმებული და სინქრონიზირებული სტრატეგიის ქონა ევროკავშირთან ასოცირებულ დანარჩენ ორ ქვეყანასთან: უკრაინასთან და მოლდოვასთან. რეგულარული ფორმატის შექმნა მათთან და ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი რეგიონის ინტეგრაციის ზემოთ ხსენებულ ლობისტ ქვეყნებთან ერთად.საგარეო ვაჭრობის კუთხით ევროკავშირის წილის გაზრდის მცდელობა. საქართველო სრულად არ/ვერ იყენებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გაჩენილ შესაძლებლობებს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მოლდოვასა (60%) და უკრაინასთან (45%) შედარებით, საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის წილი შესამჩნევად დაბალია (25%). უფრო ნიშანდობლივია, რომ ეს წილი თითქმის არ გაზრდილა ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. სამაგიეროდ, ქვეყანა ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა რუსულ ბაზარზე, რაც პოლიტიკურ ორიენტაციაზეც აისახება და პირიქით, პოლიტიკური ორიენტაცია განაპირობებს ევროპის ბაზრების წილის შემცირებას და რუსეთის წილის ზრდას. ეს არის ქართველი ხალხისთვის სტრატეგიულად დამანგრეველი და ეკონომიკურად ღრმად წამგებიანი ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, სრულიად შეგნებულად გადადგმული. პარალელურად მიმდინარე პროპაგანდა, რომ ჩვენ ყველაზე სასურველი გასაღების ბაზარი რუსეთია და ევროპას ჩვენი წარმოება არ სჭირდება, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.მცდარია და ნიჰილიზმის შეგნებული დათესვაა იმ აზრის კულტივირება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება არ უწერია. გეოპოლიტიკური სიტუაციები მძაფრად იცვლება და ისტორიამ იცის მრავალი შემთხვევა, როდესაც სერიოზული ძვრები უმოკლეს ვადებში მომხდარა. უახლოეს ისტორიაშიც ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ამიტომ, საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად მზად ამ მომენტისთვის, მეტიც, თვითონაც მიიღოს დაუღალავი და თანმიმდევრული ზომები ამ მომენტის მოსაახლოვებლად.სანამ პოლიტიკურად ხელსაყრელი მომენტი დამდგარა, აუცილებელია ნატოსთან ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავება და ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდა. ფაქტობრივი მზადყოფნა, იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში მოხერხდეს ნატოში გაწევრიანების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. აუცილებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების უკეთ აღჭურვა და მომზადება. მათი მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში. ამისათვის აუცილებელია ამ კუთხით ბიუჯეტის გაზრდა. დღეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 1,7 პროცენტია (უკრაინაში თითქმის 4 პროცენტი), რაც ნატოს სტანდარტებზე დაბალია (2%) და ეს ბიუჯეტიც ძირითადად სახელფასო ხარჯებია, და არა ინფრასტრუქტურის გაძლიერების, წვრთნისა და აღჭურვის.ალიანსის მიერ საქართველოს ნატოში გაერთიანების პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე აუცილებელია ორმხრივმა ურთიერთობებმა იმ ნიშნულს მიაღწიონ, რომ ეს რუსეთისთვის მაქსიმალურად შემაკავებელ ფაქტორად იქცეს. პარტნიორული ურთიერთობები იმდენად უნდა გაღრმავდეს, რომ თითქმის პერმანენტულად ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ფორმატსა და სხვადასხვა ფორმით იმყოფებოდეს ნატოს სამხედრო კომპონენტი. საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო, სწავლებების, ქვეყნების თუ ლოჯისტიკის კუთხით.ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და მოკლევადიანი ამოცანა უნდა გახდეს ინტერმარიუმის, ანუ ე.წ. სამი ზღვის ინიციატივის – ბალტიის ზღვის, ადრიატიკის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების ფორმატში ჩვენი გააზრება. მართალია, ეს ფორმატი აღნიშნული სამი ზღვის აუზის მხოლოდ ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას აერთიანებს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ალიანსი იმდენად სწრაფად ძლიერდება, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ბიზნესთანამშრომლობის, ინფრასტრუქტურის, ინვესტირების, ვაჭრობის, ენერგო და ციფრული უსაფრთხოების მიმართულებებით, რომ ძალიან მალე ჩვენთვის შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი პარტნიორი. შავ ზღვაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მისი არნახული მილიტარიზაციის შემდეგ, მთლიანად რეგიონი და დასავლეთიც სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სურვილით სრული დომინაცია მოიპოვოს შავ ზღვაზე. შესაბამისად, ინტერმარიუმი უმნიშვნელოვანეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ აქტორად და მოქნილ და ეფექტიან პლატფორმად ყალიბდება, პირველ რიგში, რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების დასაცხრომად და მისი შემდგომი ექსპანსიის შესაჩერებლად. ჩვენ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფის შესაჩერებლად. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ საფუძვლებს, საიდანაც ოდესღაც ძალით ამოგვგლიჯეს. ეს არის ჩვენი ერის ისტორიული მისია და ეს არის ჩვენი ვალი ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე.მიხეილ სააკაშვილიგორის ჰოსპიტალი, 23 დეკემბერი, 2021 წელი” – აღნიშნულია მანიფესტში. The post “ჩემი დასავლური მანიფესტი” – მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მსჯელობს – ამჯერად საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე. მე-3 პრეზიდენტის ადვოკატები საქმეზე პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას სასამართლოში დაკითხვას მოითხოვენ. “სიმართლის ძიებასთან ამ საქმეს არავითარი ადგილი არ აქვს, აქედან გამომდინარე, პროკურატურა დღესაც პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებს წამოაყენებს. ჩვენი ორი სამართლებრივად მნიშვნელოვანი შუამდგომლობა გვექნება. პირველი ეხება მტკიცებულებების დართვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების შელახვას ადასტურებს პენიტენციურ სისტემაში, ამავე დროს, ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე უკვე დაკითხული ორი მოწმის ხელახალ დაკითხვას,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ. 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ და მსჯავრდებულ მე-3 პრეზიდენტს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდებას ედავებიან. პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე ერთი საათია მიმდინარეობს და მას სააკაშილი არ ესწრება. The post სააკაშვილის ადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 291, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 142, გურია – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 221, აჭარაში – 521, იმერეთში – 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 130, იმერეთში – 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 34, იმერეთში – 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 – თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ერთი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 298 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი. The post კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 074 თბილისში გამოვლინდა, 291 იმერეთში, 149 აჭარაში appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი სარჩელს ამზადებს იმ ჭორების გამო, რომლის თანახმადაც, თითქოს ის ტრანსგენდერია. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ჟან ენოშიმ განაცხადა. კონკრეტულად ვის წინააღმდეგ იგეგმება სარჩელის შეტანა, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც BBC წერს, ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა შეთქმულების თეორია იმაზე, რომ ბრიჯიტ მაკრონი კაცად დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი ჟან-მიშელ ტრონიოა. პირველად მსგავსი ჭორი სექტემბერში ულტრამემარჯვენე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაჟღერდა. ამის შემდეგ თეორიების მომხრეებმა, ანტივაქსერებმა და უკიდურესად მემარჯვენე აქტივისტებმა ეს თეორია იუთუბ-ტრანსლაციის დროს განიხილეს, რის შემდეგაც მასზე წერა სოციალურ ქსელებში დაიწყეს. 68 წლის ბრიჯიტ მაკრონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ქორწინებაში 2007 წლიდან არიან. მას პირველი ქორიწინებიდან 3 შვილი ჰყავს. The post ბრიჯიტ მაკრონი ჩივილს აპირებს კონსპირაციული თეორიის გამო, რომლის თანახმადაც ის თითქოს კაცად დაიბადა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“უერდინგენის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან ყენია მოედანზე ბრუნდება. “ასისტენტ მწვრთნელი ლევან ყენია დღეიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ყენია 2022 წლიდან დაიწყებს თამაშს, მანამდე კი ტრავმების სრულად მოგვარებაზე იზრუნებს. ლევანს ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის გამოცდილება აქვს”, – წერია “უერდინგენის” ოფიციალურ გვერდზე. გუნდი გერმანიის მე-4 ლიგაში 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და 9 ქულა აშორებს გადასარჩენ ზონას. 31 წლის ყენია ბოლოს 2019-20 წლების სეზონში “საბურთალოში” თამაშობდა. შემდეგ სწორედ “უერდინგენში” იყო სინჯებზე, მაგრამ არ მიიღეს. ცოტა ხანში საფეხბურთო კარიერაც დაასრულა და უკვე მე-3 ლიგიდან გავარდნილ “უერდინგენში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მივიდა. The post ლევან ყენია ფეხბურთელის კარიერას ანახლებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გუშინ საქართველო ერთმა საშინელმა ამბავმა შეძრა, 5 თვის ორსული, 22 წლის გოგონა საკუთარმა ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა, 23 წლის ბიჭი დაკავებულია, როგორც ცნობილია თვითონ ქმარს დაურეკავს 112-ში. ქმრის ბრალს ისიც ამძიმებს, რომ ცოლი 1 წლის შვილის თანდასწრებით მოუკლავს. ქეთა კეპულაძე – ეს ის ორსული გოგონაა, რომელიც ქმარმა მოკლა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური იყო, აზიარებდა ქმრის სურათებსა და ვიდეოებს, სადაც წერდა, რომ მას ის ძალიან უყვარდა. The post რას წერდა სიკვდილამდე რამდნიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში 5 თვის ორსული გოგონა ქმარზე, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა appeared first on InterPost.ge. View the full article