
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, კახა კუჭავა პარლამენტის კონსტრუქციული თავმჯდომარე იყო, რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი იყო. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის ფრთის წარმომადგენელია. კორძაია ამბობს, რომ პაპუაშვილსა და კობახიძეს მსგავსი რიტორიკა აქვთ, რაც აფიქრებინებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად პაპუაშვილის სახით ირაკლი კობახიძე დაბრუნდა. „ასეთი გადაწყვეტილებები „ქართული ოცნებისგან“ მოულოდნელი არ არის. კუჭავა იყო არამხოლოდ ზომიერი, კუჭავა იყო კონსტრუქციული პარლამენტის თავმჯდომარე. ისეთ პარლამენტში, როგორშიც ჩვენ ვართ, ის იყო ძალიან კონსტრუქციული. მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ თქვა რომ არავითარი მაგიდასთან ჯდომა არ უნდა. შალვა არ გამოირჩევა მოლაპარაკების უნარით. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძე დაბრუნდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ. იმიტომ, რომ ისინი არიან ერთი გუნდი, ის რიტორიკა, რაც აქვს ირაკლი კობახიძეს, აქვს შალვა პაპუაშვილს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „ტვ პირველთან“. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს შალვა პაპუშვილი დაიკავებს. The post კორძაია: ვფიქრობ, რომ კობახიძე დაბრუნდა პარლამენტის თავმჯდომარედ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ პაიკების გადაადგილება მიმდინარეობს. უგულავა ამბობს, რომ თანამდებობებს „ბავშვები“ ინაწილებენ. „ეს ამბავი აჩვენებს, რა არის „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი – ქვეყანა იქცევა, ახალ ტალღას ველოდებით „ომიკრონის“ და ჩვენ ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს, ჯანდაცვის მინისტრს ვერ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებივით, რაღაც პაიკების გადაადგილება მიდის. ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, ყველა მისი დასული ადამიანი ჰბაძავს მას. კუჭავა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი, მკაცრი. რაც შეიცვლება არის ის, რომ კობახიძე ახლა ნაკლებად მისცემს საშუალებას ოპოზიციას, რომ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ახლა დანიშნა უკეთ ადმინისტრირებადი კადრი. არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ „მთავარ არხთან“. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილს შალვა პაპუშვილი დაიკავებს. The post უგულავა: კუჭავა არასაკმარისად ველური იყო და იმიტომ მოხსნეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო და გუნდთან ამ საკითხს განიხილავდა. კუჭავას გადადგომის მიზეზებზე ბევრი არაფერი უთქვამს. მისი თქმით, იწყებს ახალ პროექტს, რომლის შესახებაც მეტი ინფორმაცია მომავალ წელს გახდება ცნობილი. კუჭავა ამბობს, რომ პროექტის გასაჯაროების შემდეგ უფრო ცხადი გახდება, რატომ გადადგა. „მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი, სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებ, რომელიც ირაკლი ახსენა, თუმცა, რა თქმა უნდა, დეტალებზე არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს მეტ ინფორმაციას გაიგებთ. ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომელზეც დღეს არ შემიძლია ბოლომდე ვთქვათ“, – განაცხადა კახა კუჭავამ. The post კახა კუჭავა გადადგომის მიზეზებს განმარტავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა პაპუაშვილს წარუდგენენ. „პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიიღო თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება. ამის მიზეზს თავად განმარტავს. კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერად და პოლიტსაბჭოს წევრად. ის იმუშავებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ ინფორმაციას. ჩვენი გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. The post კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე თავისუფალია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი დანარჩენი პირებიც გაათავისუფლონ. ანთაძე ვერ ასახელებს, როდის მოხდება მათი გათავისუფლება. „ჩვენი უკანონოდ დაკავებული 4 მოქალაქე გადმოვიყვანეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დღეს ისინი შეხვდებიან ოჯახის წევრებს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დანარჩენი ჩვენი მოქალაქეების მიმართ ხორციელდება ანალოგიური ღონისძიებები. ჩვენ უკანონოდ დაკავებული გვყავს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში. კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიურად.“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. The post ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე თავისუფალია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო, – ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა. მისი თქმით, იმუშავებენ იმაზე, რომ უკრაინის ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას კონკრეტული მტკიცებულებები მიაწოდონ. „იურისტები მუშაობენ, რომ დაამტკიცონ, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი, რომ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმის მონაწილე მხარე იქნება“, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა. The post სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ვმუშაობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დავაბრუნოთ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა. მისი თქმით, მუშაობენ იმის დასამტკიცებლად, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს. „მიხეილ სააკაშვილი დაღლილად გამოიყურება, ამიტომ ჩვენი შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელდა. იურისტები მუშაობენ, რომ დაამტკიცონ, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. ვმუშაობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დავაბრუნოთ, მაგრამ როგორ და რა მეთოდებით ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. The post უკრაინელი ადვოკატი: ვმუშაობთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დავაბრუნოთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს ლუქავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბების დამფუძნებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „ბასიანის“ დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ მიზანი კლუბების განადგურებაა. „ამ წუთებში ლუქავენ „ბასიანს“ და თუ არ ვცდები, თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს. მიზანი ცხადზე ცხადია – ჩვენი განადგურება!“, – წერს ნაჯა ორაშვილი. განცხადებას ავრცელებს კლუბ „მტკვარის“ წარმომადგენელი ქეთა გაბუნიაც. „შრომის ინსპექცია არის მოსული მტკვარზე და დალუქვას გვიპირებენ. კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით. ეს პირუტყვები, ეს უსისხლო არსებები, ეს არაადამიანები, ეს რა ქვეყანაა და ეს რა ხალხია. საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან“, – წერს ქეთა გაბუნია. The post შრომის ინსპექცია ღამის კლუბებს ლუქავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
1 დოლარი ხვალ ლარი 3.0774 ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0878 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4888 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4976 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0088 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
სამოქალაქო აქტივისტი , ლიკა გამრეკელი ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის მასობრივ შიმშილობის დაწყებას. "ეს შიმშილობაც იმის ბრალია, რომ ხოშტარიას მორალურ შანტაჟს აჰყევით და დათმობაზე წახვედით. ხო გადაათრიეთ ნაბიჭვარი მიშა გორში, ხოდა ეხლა ჰგონიათ, რომ ისევ ამათ დაკრულზე იცეკვებთ, როგორც აქამდე ცეკვავდით! " tia.ge
-
დეპუტატი, თამარ კორძაია, ტვ პირველთან სამთავრობო ცვლილებებს, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამოხატა მზადობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაარტყას პრეზიდენტს, რასავ კუჭავა არ იკადრებს. “ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ არავითარი მაგიდასთან ჯდომა, იმიტომ რომ ბატონი შალვა არ გამოირჩევა მოლაპარაკებების უნარით, ის არის კობახიძის ფრთა. მე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე დაბრუნდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ. ესენი არიან ერთი გუნდი – ეს ჩანს პარლამენტში, ის აგრესიული რიტორიკა რაც აქვს ირაკლი კობახიძეს, აქვს შალვა პაპუაშვილსაც და სხვებსაც. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მათი მხრიდან შემთხვევით მიღებული და მგონია, საპასუხო გადაწყვეტილებაა პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ინიციატივაზე. მე მგონია, რომ ქართულმა ოცნებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამოხატა მზადობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაარტყას პრეზიდენტს, რასავ კუჭავა არ იკადრებს. ცხადია, პასუხია, ცალსახად, როდესაც პარლამენტის თვამჯდომარე იცვლება, ყველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თან ისეთი პარლამენტის თვამჯდომარე, რომელზედაც ცუდი არავის უთქვამს, ოპოზიციაშიც კი, ყველასთვის მისაღები იყო, ადამიანი, რომელიც უცხოელებთან პოპულარული იყო, ჩვენი პარტნიორები მასთან თავს კარგად გრძნობდნენ და პატივს სცემენ. მე არ მახსოვს პაპუაშვილის ერთი განცხადება მაინც, რომ აი, რაღაცა შეგვეშალა. ასეთი ადამიანის მოყვანა პარლამენტის თავმჯდომარედ, არ შეუწყობს პროცესს ხელს.” tia.ge
-
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი!!! პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება. პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, #31-33, მუხ. 692) მე-9 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ? სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები;”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი როგორც იტყვიან, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში ამდაგვარ კანონპროექტს უკეთებს ვიზირებას, მედიასაშუალებები მცირედი ინფორმაციით მაინც საქმის კურსში არ უნდა ჩააყენოს? ანდა, ის თუ იცის ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მტრის კი არა, ქართული გენოფონდის სისხლი სვა იქ დასაქმებულმა ათასობით თანამშრომელმა და 2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლ სამხედროებსა და ოფიცრებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდაა? თითო-ოროლა ჯალათის გარდა, ვინმე დასაჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და პროკურატურამ? – არა!!! ანდა, 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამომწვევი და თავად ამ ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები გამოიძია ვინმემ? – არა!! ვიდრე არაფერი გამოძიებულა, მაშ, რა უფლებით გვითანაბრებთ ომის ნამდვილ ვეტერანებს პენიტენციური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს?! – გვიპასუხეეეთ ქალბატონო პრეზიდენტო, გვიპასუხეთ!! განა სამარცხვინო არ არის ისიც, რომ თავად ომის შემომქმედნი – ნაციონალური მოძრაობის ტერარიუმის მკვიდრნი – გიგი უგულავა, აკო მინაშვილი, ლადო ვარძელაშვილი, ზაზა გოროზია, (რომელიც ოკუპანტი რუსი ოფიცრის მძღოლად ირჯებოდა) და უამრავი სხვა – ომის ვეტერანის საპატიო ტიტულით შემოსა მაშინდელმა ხელისუფლებამ და დღეს ჩვენთან გათანაბრებული არიან სამშობლოს დაცვის კუთხით?! საინტერესოა, როდესაც საქართველოში ომები მძვინვარებდა, თავად სად ბრძანდებოდა მაშინ ქალბატონი პრეზიდენტი, ანდა რაიმე ჰუმანიტარული დახმარება თუ გაუწია საქართველოსთვის მებრძოლ ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს?!! მე არ მსმენია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ფიზიკური ძალით ჩართული იყო, თუნდაც აგვისტოს ომის დროს და მეორე….. რადგან პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა პრეზიდენტის აპარატმა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვეტერანის სტატუსის მისანიჭებელთა სიებიც უკვე არსებობს, ხოომ? აბა, მაშ 2022 წლის იანვრიდან როგორ შევა ძალაში აღნიშნული კანონიი? იცის თუ არა ქალბატონმა პრეზიდენტმა ის, რომ ამა თუ იმ პირს ვეტერანის სტატუსს მხოლოდ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახური ანიჭებს?! თუ იცის, მაშინ – რატომ არ მიიწვია აღნიშნული სამსახურის შესაბამისი სპეციალისტები და ასე უჩუმრად, თავის რეზიდენციაში ნაცოდვილარი, სასწრაფოდ რატომ მიეწოდა საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის განხილვა-დამტკიცება?! ქალბატონო სალომე, როგორც უკვე მოგახსენეთ – ვეტერანის სტატუსს ამა თუ იმ პირს აძლევენ მაშინ, როცა გარკვეული მოკვლევაა ჩატარებული, როდესაც არსებობენ ადამიანები, ვინც ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ომში ნაბრძოლობას დაადასტურებენ და კიდევ ბევრი მტკიცებულებაა საჭირო და როგორ გგონიათ -თავად ვეტერანთა სამსახური არ ჩაატარებს დამატებით მოკვლევას, ვის მიანიჭოს სტატუსი და ვის არააა?!! პირადად მე, როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მოქმედი ჟურნალისტი – აუცილებლად ჩავერთვები მოკვლევის პროცედურებში და ღმერთმა ნუ ქნას სიებში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც ქართველი პატიმრების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი – ვინც 2008 წლის აგვისტოს ომიდან სასწაულად გადარჩენილი გმირი ჯარისკაცები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეყარა და სასტიკად აწამა იმის გამო, რომ – არსად, არასდროს მოეყოლათ ის სინამდვილე, რომელიც ომის დროს საკუთარ ტყავზე იწვნიეს და რომელი ისტორიებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვეული უტიფრობით მიჩქმალა!!! ღრმად ვარ დარწმუნებული, მსგავსი ,,მეომრები“ უხვად იქნებიან წარმოდგენილი, რადგან „ქართულ ოცნებას“ და პირადად სალომე ზურაბიშვილის ვნებები ნაცების მიმართ, საიდუმლო აღარაა და ყოველმხრივ ცდილობენ, ფაშისტური რეჟიმის ნარჩენების გაკეთილშობილებას ხან საარჩევნო სიების და ხანაც თანამდებობებზე წამოსმის კუთხით!! ვიმეორებ!!! პირადად ჩავერთვები ახლადგამომცხვარი ,,ომის ვეტერანების“ პერსონათა საქმეების მოკვლევით და რომელ ჯალათს გაგვითანაბრებთ მართლაც ნაომარ შემადგენლობას, დაგანახებთ!!! The post სკანდალური კანონპროექტი! – “გვიპასუხეთ ქალბატონო პრეზიდენტო, გვიპასუხეთ!!!” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მუსიკოსი, მაია დარსმელიძე სავარაუდოდ ეხმაურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. “ენის წვერზეა ცოფისღვრა არნახული, ბეეეეევრი დედისტრაკით და აქა-იქ რენდომ ალერსებით… მარა არ დავწერ. თქვენ, კარგად მომთბარებს და აპოლიწიკურებს ხომ მოგწონთ და სუუუუუუუყველაფრით კმაყოფილები ხართ და დაჟე ძაანაც გეცოტავებათ ეს თავზე დაჯმები… მეტია საჭირო… ხოდა იგულავეთ, ჯერ. მე დაგაკვირდებით, როდის შეგეხებათ ეს წუმპე ისე ომახიანად და ერთიანად, რომ ეს ყველაფრით აღფრთოვანებაც და ეს ფრიგიდული სი####ვეც მოგბეზრდებათ…. მართლა მაინტერესებს, სად გაქვთ “პრიძელი” და ამ თქვენი პირადი კეთილდღეობის მშვიდი ჩათბილული უюტი როდემდე არ გატოკდება და როდემდე მიიღებთ ამ ნაძირლური კმაყოფილებით ქვეყნის გაპარტახებაში მონაწილეობას. არადა ყველა პრობლემა მოგიკაკუნებთ. სუყველა. სათითაოდ. პირადად. აი ნახავთ. მე კი არ გემუქრებით. ისინი გაგიჩალიჩებენ, ვისაც დღეს ეთაყვანებით და “ეპადძელნიკებით”… იმიტომ რომ аппетит приходит во время еды და ამ ლოგიკით მოვა თქვენამდეც… ინერციით” - წერს დარსმელიძე სოციალურ ქსელში tia.ge
-
ჟურნალისტი, ვახო სანაია: “მგზავრებო, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც პოლიტიკაა. მოცეკვავეებო, კლუბებიც პოლიტიკაა. საერთოდ, ყველაფერი პოლიტიკაა. ბიზნესო, დასუფთავების მოსაკრებელიც პოლიტიკაა. ნინოწმინდის პანსიონიც პოლიტიკაა. ა.შ. ა.შ. ა.შ. ავტორიტარიზმმა არ იცის გარჩევა. ვერავინ ვერსად შეიყუჟება.” The post “ვერავინ ვერსად შეიყუჟება” – ვახო სანაია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება და წერს: “დაჟე ღადაობების წასაკითხად სქროლვა მეზარება ისეთი საცოდაობა ამბავია” The post “დაჟე ღადაობების წასაკითხად სქროლვა მეზარება ისეთი საცოდაობა ამბავია” – ჯანგირაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი შალვა პაპუაშვილის დასახელებას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ასე ეხმაურება: “ახალი გვინეაც გავხდით…” The post “ახალი გვინეაც გავხდით…” – ხუხაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დავით ზურაბიშვილი “პალიტრანიუსთან” ერთ ისტორიას იხსენებს: “ადრე ივანიშვილს ჩვენთან ნათქვამი აქვს, ესო, თავის დროზე მიშა სააკაშვილს მე ვასწავლე, საბაჟოზე სულ უნდა ცვალო ხალხი, სულ როტაცია უნდა ჩაატარო, არ უნდა გააჩერო… დარწმუნებული ვარ, მართალს ამბობდა, მერე აღმოჩნდა, რომ ეს პრინციპი არამარტო მაქ აქვს, ხშირად ცვლის ფიგურებს, თუმცა არსებითად არ იცვლება… ივანიშვილი თავად დარწმუნებულია, რომ არ ერევა დღეს პოლიტიკაში, თუ კითხავთ, გეტყვთ, რომ არ ერევა… ის კი არ ერევა წვრილმანებში, მხოლოდ მნიშვნელოვან გადაწტყვეტილებებში. მისთვის მთავარია, მას არ შეეშალოს ხელი, ოღონდ, როცა რამე დაჭირდება, ყველანი მზად უნდა იყვნენ. ვიღაცის დასჯა თუ მოუნდა, ვიღაცის ციხეში ჩასმა – უნდა აკონტროლებდეს. ეს არის მისი მენეჯმენტი, ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ., მიტაცებული აქვს სახელმწიფოს ფუნქცია. ეს არ არის სახელმწიფო.” The post “ივანიშვილს ნათქვამი აქვს, ეს თავის დროზე სააკაშვილს მე ვასწავლეო… დარწმუნებული ვარ, მართალს ამბობდა” – დავით ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 17:00 საათზე ჩანიშნულია უმრავლესობის სხდომაც. შეხვედრაზე შესვლამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ დრომდე უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მმართველი გუნდის წევრები. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. The post „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
დავით ზურაბიშვილი “პალიტრანიუსთან” ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კახა კუჭავას პრემიერობისთვის ამზადებენ და მან ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს და ამბობს: “შემიძლია ვივარაუდო ასე – ღარიბაშვილს თუ არ მოხვდა დასავლეთიდან დიდი ზეწოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხსნიან. რატომ უნდა მოხსნას ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი? რას აფუჭებს რო მისთვის? ის, რომ ის რაღაცნაირად არ უყვართ ოოზიციის მხარდამჭერებს და პროდასავლელ შუაშისტებს, ეს სულ არ არის ნაკლი ივანიშვილისთვის, სამაგიეროდ ფაშისტებს მოსწონთ, პრორუსებს და ასეთ ხალხს… ეს რა ნაკლია? არაფერი. თუ დასავლეთმა სერიოზულად გამოთქვა აზრი, შეცვლის და ვიღაცა შეიძლება დააყენოს ისეთი, ვინც დასავლეთისთვის იქნება მისაღები. არაფერია გამორიცხული, კუჭავას გადადგომა, შეიძლება იყოს დასჯაც და დაწინაურებაც. საქმე ისაა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით.” The post “რატომ უნდა მოხსნას ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი? რას აფუჭებს მისთვის?” – დავით ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ახალგაზრდა ქალი გაზით გაიგუდა თბილისში, დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე. ტრაგედია ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დატრიალდა. გუშინ, საღამოს, 22 წლის გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გაზით ინტოქსიკაციაა. როგორც ჩანს, ბინაში ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როცა გოგონა ბანაობდა, სწორედ აბაზანაშია მისი ცხედარი ნაპოვნი. „ჩვენ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი. სახლში დედა მისულა და ბინის კარი რომ არავინ გაუღო, განგაში აუტეხავს. მათ ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. გოგონა არც ტელეფონის ზარს პასუხობდა, ქალი სახლში ვერ შედიოდა და ამის შემდეგ გამოიძახეს სამაშველო სამსახური. პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იყო. როგორც ირკვევა, კუსტარულად იყო ბინაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და გოგონა გაიგუდა. დედის განწირული წივილ-კივილი ანგრევდა აქაურობას, რაიონიდან არიან, პირადად მე, არ ვიცნობდი მათ", - ამბობს მეზობელი. როგორც ის აღნიშნავს, არ იცის ბინაში როგორ იყო ხელსაწყო დამონტაჟებული. შემთხვევის ადგილზე "თბილისი ენერჯის" თანამშრომლებიც მივიდნენ. ხელსაწყოს დემონტაჟიც გააკეთეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ასევე, ექსპერტიზა ჩაუტარდება გარდაცვლილი გოგონას ცხედარს და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც გაირკვევა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. tia.ge
-
დავით ზურაბიშვილი “პალიტრანიუსთან” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს: “გადადგომასაც გააჩნია, ეს აშკარად არ იყო გადადომა პროტესტის ნიშნად, არც მოსალოდნელი გადადგომა იყო… გამოვიდა გუნდთან ერთად, კობახიძემ მოგვახსენა მისი გადადგომის შესახებ, მერე პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე გამოვიდა… ყველანი იდგნენ ერთად. თემა არის ის, რომ მთელი მთავრობა, სახელმწიფო სტრუქტურები არის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების თეატრები, გადაგმას აქეთ, არც გვიხსნიან… თან გუნდიდან არ მიდიან, რჩებიან… ტიკარაძე რომ გადადგა, იქ იმას მაინც ჰგავდა, რომ ღარიბაშვილს არ ეთანხმებოდა რაღაცა საკითხში. აქ, რატომ წავიდა ეს ადამიანი გაუგებარია. ვფიქრობ, ივანიშვილი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილმა ერთ დღეს გაიღვიძა და თქვა, რომ წავიდეს კუჭავა, ან ეს რაღაცას ნიშნავდეს, იმიტომ რომ როგორც წესი, პოლიტიკა რჩება იგივე და საკადრო ცვლილებები პოლიტიკის ცვლილებას არ იწვევს. პატარა აქცენტების ცვლილებას იწვევს, მაგალითად, ღარიბაშვილი რომ გახარიას ნაცვლად მოვიდა, რაღაც-რაღაცეები შეიცვალასავით, მაგრამ არსებითად პოლიტიკა არ შეცვლილა, რადგან პოლიტიკას არ განსაზღვრავს ჩვენთან არც რემიერ-მინისტრი… ერთადერთი რაც კანოზომიერებად შეიმჩნევა, პარლამენტის თავმჯდომარედ უნდა ჰყავდეთ ისეთი, ვინც ინგლისური და კომპიუტერი იცის, ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, იმიტომ რომ ბევრი ჰყავთ ისეთი, ვინც ესეც არ იცის. შალვა პაპუშვილი შეარჩიეს იმიტომ, რომ გერმანელებთან ნამუშევარია და უცხოელებთან კონტაქტი ჰქონია. პოზიტიური იმიჯი ოცნებაში არ ფასობს, პირიქით, რაც უფრო უფრო ნეგატიური იმიჯი გაქვს ხალხის თვალში, მით უფრო კარგია, მით უფრო დაბმული ხარ. დამბის პრინციპია. თუ ვინმეზე ბევრი კომპრომატი არ არის, ასეთი ადამიანის სოციალური კაპიტალის დაგროვებას ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს საფრთხედ და ის ყოველთვის ცდილობს ასეთი ადამიანები არ დააწინაუროს და დიდხანს არ გააჩეროს. ოღონდ, მთლად არ წირავს. არ გარბიან, პროტესტს არ აცხადებენ, მერე შეიძლება კიდევ დასჭირდენ, სადღაც დანიშნონ. რეალურად არაფერი იცვლება, იცვლება რეალურად ის, რომ ცოტა უფრო ნეგატიური იქნება. რა გვახსენდება პაპუაშვილთან დაკავშირებით? თინა ბოკუჩავა ჩამოაგდო ტრიბუნიდან და მგონი, ამან შეუწყო ხელი მის დაწინაურებას. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მინუსი ითლება პლიუსად, ამის ერე უფრო ერთგული ხდები მისთვის… პაპუაშვილი ბოლო დროს ძაან აყოლილია კობახიძე-ღარიბაშვილის ტრენდს. ველოდები სოზარის დაწინაურებასაც…” The post ორი მოთხოვნა, რომელიც ივანიშვილს აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან – “ეს არის აუცილებელი მოთხოვნა” – დავით ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება პარლამენტის თავჯდომარის , კახა კუჭავას გადადგომას და ამბობს, რომ ეს პროცესი საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქვმის. "კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალურ საპარლამენტო რეფორმებს გეგმავს და ამისთვის აპირებს მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია. რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სთქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა. სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი "გადადგომა" მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებიი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალურად და მოჩვენებითად აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა."- წერს ნიკა გვარამია tia.ge
-
პოლიტიკოსი, გიგი უგულავა: “ქვეყანა იქცევა, ომიკრონის ახალ ტალღას ველოდებით, ყველა პროგნოზით იანვარ-თებერვალი იქნება უმძიმესი და ჩვენ ჯანდაცვის მინისტრი არ გვყავს, ჯანდაცვის მინისტრს ვერ ნიშნავენ და ამ დროს სამეფო კარის თამაშებით პაიკების გადაადგილება მიდის… კუჭავა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი… ერთადერთი, რაც შეიცვლება, რასაც ვვარაუდობ – პაპუაშვილი ნაკლებად მისცემს უფლებას ოპოზიციონერ დეპუტატებს, მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ, იცით, რომ ეს თავმჯდომარეს ეკუთვნის” The post “კუჭავა, როგორც ჩანს, აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი…” – უგულავა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი: “ეს შიმშილობაც იმის ბრალია, რომ ხოშტარიას მორალურ შანტაჟს აჰყევით და დათმობაზე წახვედით. ხო გადაათრიეთ ნაბი@ვარი მიშა გორში, ხოდა ეხლა ჰგონიათ, რომ ისევ ამათ დაკრულზე იცეკვებთ, როგორც აქამდე ცეკვავდით!” The post “ხო გადაათრიეთ ნაბი@ვარი მიშა გორში, ხოდა ეხლა ჰგონიათ, რომ ისევ ამათ დაკრულზე იცეკვებთ!” – ლიკა გამრეკელი appeared first on [/url]. ALIA.GE