
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მიმდინარე, 2022 წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდან ერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ. გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაუჩერს 40 000 პენსიონერი მიიღებს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარია გამოყოფილი, თითოეული სოციალურად დაუცველი პენსიონერი ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს. პენსიონერები ვაუჩერით ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ – გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ასე შემდეგ. “მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ვაქცინის გაკეთების მსურველები კი ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 50 წლიდან ზევით მოქალაქეები წამახალისებელ 200 ლარს ერთჯერადად მიიღებენ. “ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გრძელდება. 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემის პირობა გაფართოვდა. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, იანვრის თვიდან ერთჯერადი დანამატის მიღება, უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ 200 ლარიან დანამატს მოქალაქე მიიღებს იანვრის ბოლომდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. The post 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარება მოსახლეობას – ვის ეხება მთავრობის ახალი ინიციატივა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. მისივე თქმით, დამატებითი ნაკადის მართვის საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. გაბუნიამ ეპიდვითარებაზე საუბრისას კვლავ ვაქცინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგ განსაკუთრებით იცავს ვაქცინის დამატებითი დოზა. “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, “ბუსტერი”. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post “კლინიკური სექტორი მობილიზებულია” – გაბუნია appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დღეს ყველასათვის მოულოდნელად რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წარმატებული სახე, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგობრები გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. „კაცმა ნაბახუსევზე ცივი წყალი დალია და გულმა დაარტყა… მისი ახლობლები ამბობენ, რომ აქამდეც აწუხებდა გული და ექიმები ურჩევდნენ არ მიეღო ალკოჰოლი… მაინც უდევს ვიღაცებს – ორი კვირის წინ აიცრა და აგერ, მოკვდა კაციო… განგებ არ ვწერ სახელს, იცით ვისზეც ვამბობ! ოჯახმა გააპროტესტა ეს ამბავი და ბევრს წააშლევინეს ასეთი პოსტი… მაინც დებენ. მერე იტყვით, ტვინით ავადმყოფებს რატომ გვეძახით ანტივაქსერებსო. როგორ შეიძლება ყველა ტრაგედიის ასე ნაძირლურად გამოყენება? ამას წინათ, მოკვდა ადამიანი, თანაც ექიმი, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა ფილტვებზე და სასუნთქი აპარატით დადიოდა… მისი გარდაცვალებაც აცრას მიაწერეთ, არადა მისი კოლეგები, ახლობლები, ოჯახი მკაცრად აპროტესტებდა ამას… სადაც ვინმეს სიკვდილს გაიგებთ, მანიაკებივით, პირველი იმას ეკითხებით ჭირისუფალს – „აცრილი თუ იყოო?” – მგონი გიხარიათ ადამიანი რომ მოკვდება და აცრილი აღმოჩნდება… მერე აცრას დააბრალებთ და ეს მოგწონთ. მანიაკების სექტა ხართ მართლა! ბიჯო, ხო, აბა რა! ვაქცინა არის ცუდი და „მკვლელი”! და “*უიევოზნაეტ” რა უბედურებების შემცველი უხარისხო არაყი არის მარგებელი კი! ტვინს რომ ღუნავთ, “ვაქცინის შემადგენლობაზე”, იმ “ჭაჭას” ან მაღაზიის არაყს რომ ურახუნებთ, დალევამდე მის შემადგენლობას ამოწმებთ? იცით რამდენი შხამი და სხვადასხვა სახის ტოქსინია ალკოჰოლში??? “გულით დაავადებულისთვის აცრა არ შეიძლებაო” – წიკვინებთ… არაყი და სპირტი შეიძლება??? ვაქცინა არ გაიკეთოთო და ამ დროს შესაბამისი წესების სრული დარღვევით მოხუფულ რაღაც ნაგავს ჭამთ! რაშიც ძალიან მარტივად შეიძლება იყოს ბოტულიზმის გამომწვევი ბაცილები! მერე გაიძახით საავადმყოფოში მეტი ადამიანი კვდებაო! საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაჰყავთ ძირითადად ადამიანები და სულაც არ არის გასაკვირი, რომ საავადმყოფოში მეტი კვდება, ვიდრე სახლში! მაგრამ თქვენ ხომ თქვენი „რკინის ლოგიკა” გაქვთ! აცრა „ცუდია”! არაყი, კონიაკი, ნარკოტიკი და ე.წ. “მოხუფულებია” ძალიან “კარგი” და “მარგებელი” ორგანიზმისთვის! ადამიანები მაშინაც კვდებოდნენ პახმელიაზე ცივი წყლის დალევით, ან სულაც ცივ მდინარეში შესვლით, სანამ ვიღაც კრეტინი უჰანში ღამურას შეჭამდა! ჩემი არაერთი ნაცნობია მასე გარდაცვლილი! აცრა არ ნიშნავს იმას, რომ მერე ფეხებზე უნდა დაიკიდოთ ყველაფერი, სვათ, ჭამოთ, გაიჩხიროთ და მაინც არ მოკვდებით… აბა თქვენ იცით, კაცს თავში აგური რომ მოხვდებაეგეც აცრას დააბრალეთ – კაცო, ვაქცინა ადუნებს ადამიანს, აუცრელი რომ ყოფილიყო, აგურს მალე შენიშნავდა და აიცილებდა – თქო! მე პირადად, სადაც ვნახავ გაზიარებულს მაგ კრეტინიზმს, რითაც ეს პოსტი დავიწყე, ულაპარაკოთ ვბლოკავ! ადამიანების და ოჯახების ამხელა ტრაგედიების ასე გარეწრული გამოყენება რაღაც თქვენი უაზრო ახირებების „გასაპრავებლად” არის ნაგვობა! გმადლობთ…”, – წერს სვანიძე. ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. მას არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. მონაწილეობდა ტელე-სერიალებშიც. ნიკა ქაცარიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. The post „კაცმა ნაბახუსევზე ცივი წყალი დალია და გულმა დაარტყა… როგორ შეიძლება ყველა ტრაგედიის ასე ნაძირლურად გამოყენება?“ – რას წერს ბაკურ სვანიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ძირითადში კვლავ ხაუმე დომენეკი დააყენა, მამარდაშვილი კი სკამზე დარჩა. მატჩის 75-ე წუთზე, როცა “ვალენსია” 1-0-ს იგებდა, “ღამურების” კარში პენალტი დაინიშნა, ხაუმემ კი ბურთის აღება ძალიან უცნაურად სცადა. დარტყმის წინ მუხლებზე იდგა რამდენიმე წამის განმავლობაში და ბურთის რა თქმა უნდა, ვერ აიღო. ამ მომენტმა “ვალენსიას” ფანების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი კვლავ მოითხოვენ მამარდა სასტარტოში დაბრუნდეს. The post ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? რა გააკეთა მამარდაშვილის კონკურენტმა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ირაკლი აზაროვის “ტრაბზონში” ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. “არაფერი საოცრება არ მომხდარა. ჩვენ მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არის, თანხა ჩვენ არ გაგვიზრდია. თუ პირობებმა ვინმემ შეცვალა, ეს თურქული მხარეა. ფეხბურთელის გადასახადებთან დაკავშირებით არის საკითხები დასაზუსტებელი. ბათუმის სურვილია, რომ ირაკლი ჩვენთან დარჩეს და ლიგაზე დაგვეხმაროს, მაგრამ ასეთ კლუბში გადასვლაში ხელს არ შევუშლით”, – განაცხადა ბერიძემ. “დინამო ბათუმი” და “ტრაბზონი” 1.8 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. შემდეგ გავრცელდა ინფორამცია, რომ “დინამომ” მასში 2 მილიონი მოითხოვა, რასაც ბერიძე უარყოფს. The post ბათუმის “დინამო” აზაროვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ავტრალიამ მსოფლიო ნ1 პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და საზღვარზე არ შეუშვა. ჯოკოვიჩი მელბურნში ჩაფრინდა, თუმცა მესაზღვრეებმა მის აპლიკაციაში რაღაც შეცდომა აღმოაჩინეს და საზღვარზე არ გადაუშვეს. არადა, ნოვაკს შეთანხმებული ჰქონდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებდა, მიუხედავად აუცრელობისა. როგორც ჩანს, ავსტრალიელი ხალხის მოთხოვნამ, რომ აუცრელი ხალხი ქვეყანაში არ დაუშვან, მთავრობაც დაყაბულდა. გავრცელდა ნოვაკის მამის კომენტარიც, რომ თუ ჯოკოვიჩს არ გამოუშვებდნენ, ისინი ქუჩაში დაიწყებდნენ შეკრებას. The post Breaking: ავსტრალიამ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და სახლში უშვებენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გადაწყვეტილია, რომ შოთა არველაძე ინგლისურ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს, რომლის მფლობელი თურქი აჯუნ ილიჯალი ხდება. ილიჯალისა და შოთას პირველი ტრასნფერი “ბურსასპორის” ფეხბურთელი ემირჰან აიდოღანი იქნება. განიხილებოდა “გალათასარაის” ფორვარდი მბაიე დიანის ტრანსფერიც, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და გამოირიცხა. მოსალოდნელია, რომ შოთი “ჰალში” თავის ძმიშვილს, ამჟამად “ქარაგიუმრუქის” თავდამსხმელ ვატო არველაძეს წაიყვანს. “ჰალის” საკმაოდ მძიმე სეზონი აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს. The post შოთა არველაძემ “ჰალ სიტიში” პირველი ტრანსფერი განახორციელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
დეპუტატი, სალომე სამადაშვილი: “რადგან მორიგ ჯერზე დაიწყო საუბარი, სუსტია თუ არა ოპოზიცია, გამიჩნდა კითხვები, რომელზეც ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა: 1. დავუშვათ, ოპოზიცია სუსტია-ვერ ქმნის საპროტესტო მუხტს. მაინტერესებს, თუ ეს მუხტი არსებობს ქვეყანაში, ოპოზიციის გარეშე რატომ არ ხდება სახალხო გამოსვლების ორგანიზება? თუნდაც სოციალურ თემებზე-არ მაქვს საუბარი დიდ აქციებზე, მცირე ზომის, კონკრეტული თემის გარშემო პროტესტის ორგანიზებაც კი. უიმედობა? შიში? ნიჰილიზმი? რა არის თქვენი აზრით ამის მიზეზი. 2. ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვნია, მათ შორის, მაგალითად, ენმ-მა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას-თუმცა, მოშიმშილეების მრავლრიცხოვანი მხარდამჭერი აქციები, არც ენმ-ის ოფისთან გვინახავს. არც მანამდე, ელენე ხოშტარიას შიმშილობის დროს არ ყოფილა რაიმე სახის მხარდამჭერი სახალხო აქცია. რატომ, თქვენი აზრით? და თუ პროტესტის უკიდურესი ფორმაც კი არაა საკმარისი, რა მოლოდინი გაქვთ ინდივიდუალური პოლიტიკოსებისგან, მასობრივი გამოსვლების მოტივაციის შესაქმნელად? 3. ოპოზიციას ნამდვილად სჭირდება საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება. საზოგადოებისგან წნეხი, ბუნებრივია, ოპოზიციასაც ისევე არგებს, როგორც ხელისუფლებას. ამავე დროს, ეს პოლიტიკური ბრძოლა ხვალ და ზეგ არ დასრულდება, ბევრი ბრძოლაა წინ. ამ პროცესში ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა რას მოიტანს? ნიჰილიზმს გაამწვავებს? ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთას შეუწყობს ხელს, თუ რა მოლოდინი აქვს ოპოზიციის კრიტიკოსებს? 4. მე პირადად დიდი ხანია მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს საფუძვლიანი განახლება სჭირდება-მაგრამ ეს განახლება უჭირს. რატომ? რა არის ამის მიზეზი, თქვენი აზრით? ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა მითხრა, რომ პოლიტიკა შეუმდგარი ხალხის საქმეაო. ამგვარად თუ ხედავს ახალგაზრდა და მოაზროვნე ხალხი ამ საქმეს, რა შანსია ქვეყნისთვის ბრძოლის მოგების? გულწრფელად მაინტერესებს ხალხის აზრი ამ კითხვებზე. ლანძღვის გარეშე-საქმიანი აზრი, თუნდაც ძალიან მწვავედ კრიტიკული.” The post “დავუშვათ, ოპოზიცია სუსტია, მაინტერესებს, რატომ არ ხდება სახალხო გამოსვლები?” – სამადაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოსთან ავლებს პარალელს: "ყაზახეთმა გამოსვლების ჩახშობის თხოვნით ОДКБ-ს მიმართა. რუსეთი და ბელარუსი უახლოეს ხანში აპირებენ სამხედროების გაგზავნაას ყაზახეთში გამოსვლების ჩასახშობად აგერ ბატონო, მომენტუმიც და მთავარი ტესტიც: ხალხმა თავი დაიხსნა ტირანიისგან და ვნახოთ მათ ამ არჩევანს უფრო დიდი ტირანი წაართმევს, თუ თავისუფალი სამყარო შეუნარჩუნებს. ეს პასუხიიქნება არა მარტო ყაზახეთისთვის, საქართველოსთვისაც. და არა მარტო", - წერს გვარამია. tia.ge
-
ადვოკატი, დავით გირგვლიანი: “საბჭოთა კავშირს რომ აგინებთ ოდნავ არ გრცხვენიათ? ვინ ააშენა ენგურ ჰესი? ხუდონ ჰესი? ლაჯანურ ჰესი? რიონ ჰესი და კიდევ სხვა? ვინ გაიყვანა მეტრო? ერთი ნამოხვანის აშენება არ შეგეძლოთ 70% იანი წილი თურქებისთვის რომ არ მიგეცათ ისე! ვის აშენებულ ხრუშჩოვკებში ვცხოვრობთ? (პადიეზდი ბინძური /სახლი სუფთა/ან ეგეც ბინძური) დღეს აშენებული კორპუსები უკვე გადახრილი რომ არის მაგისთვის საბჭოთა კავშირში ხალხი დახვრეტით ისჯებოდა! მავნებელი პროდუქტის გაყიდვისთვის შეიძლება ციხე 20 წლით გეხეხათ სადმე ბელი ლებედში! მინიმუმამდე იყო დასული ნარკომანია, აზარტული თამაშები, კრიმინალური სუბკულტურები, სქესობრივი დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და ა.შ. არ ვამბობ რომ იდეალური იყო! არ მივტირი რაღაცეებს, მაგრამ როცა არაფრის მქონე, უვარგისი, არაფრისმცოდნე, ყოვლად უვარგისი პოლიტ ნაგავი ხარ უნდა გაჩუმდე! გამოვლენ გალანძღავენ და ისევ კომუნისტების დროს სოფელ ვაკეში ფალიაშვილზე აშენებულ სახლში დაბრუნდებიან,რომელიც მათმა თხილის ვაჭარმა მამამ პროფესორისგან იყიდა 2000 იან წლებში. მოდით ჯერ მინიმუმ უფრო მეტი შექმენით და მერე ისაუბრეთ.” The post “საბჭოთა კავშირს რომ აგინებთ, არ გრცხვენიათ? ვის აშენებულ ხრუშჩოვკებში ვცხოვრობთ? მინიმუმამდე იყო დასული ნარკომანია, აზარტული თამაშები, სქესობრივი, სიმსივნური დაავადებები” – ადვოკატის წერილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სააქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ადარებს და აწერს, რომ ჩვენს სამშობლოს უკვე გამოვლილი აქვს ის, რაც ახლა ყაზახეთში ხდება. "ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ - ჩემი ბაბლის ნაწილს. ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით - დიდი ნაბიჯით - ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ. ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით). ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია. პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ). ნუ ამახინჯებთ ისტორიას - თუნდაც უახლესს. გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება. და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება - ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ. ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია. რა ყაზახეთი?", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. tia.ge
-
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქციაში” კითხვას სვამს და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ოპოზიციას მიმართავს: “დღეს 5 იანვარია 2022 წლის და მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ამ ტარიფეფბზე, მისულ ქვითრებზე, ორ-ორ ქვითარზე და ამ ხალხის უზარმაზარმა ნაწილმა არ იცის, როგორ გადაიხადოს. ოპოზიციას მივმართავ და ახლა, მიშისტი ხარო, არ მითხრათ. თქვენი აზრით, რევოლუციამდელი სააკაშვილი, აი, ამ ქვითრებიან ხალხთან ერთად სად იქნებოდა? იჯდებოდა წინასაშობაო სუფრასთან, დაისვენებდა, თუ არა? ამ კითხვას ვსვამ გულწრფელად. პასუხიც ვიცი. ჟურნალისტებმა ვიცით… 2003 წლიდან დღემდე ის იყო ერთადერთი არჩეული პრეზიდენტი, მერე ვინც იყვნენ პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილს დიდი პატივისცემა ჩემგან, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი. როგორ გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი ხომ არ გახსოვთ? ხომ არ გაიხსენებდით? ხშირად გვიხუმრია კიდეც და მერე ცხოვრებამ გვაჩვენა რა, როგორ და რატომ იყო… გახსოვთ, ყველგან რომ მიდიოდა, ვიღაცებთან ერთად სუპის ჭამა და ა.შ. სახალხო ტიპი იყო და ამიტომაც გახდა, ხალხო, არჩეული პრეზიდენტი. მახსოვს კორესპოდენტი ვიყავი და იუსტიციის მინისტრი რომ იყო, მაშინაც ოპოზიციაში იყო, რომ დავსდევდით, ვეღარ ვეწეოდით ხოლმე. ყველა იმ ადამიანებზე, მერე ვინც ავტობუსებით ჩამოიყვანა, ხელი ჰქონდა ჩამორთმეული კი არა, მგონი, სახელები და გვარები იცოდა მათი", - აცხადებს ჟურნალისტი. tia.ge
-
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: “ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს. ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ. ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით). ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია. პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ). ნუ ამახინჯებთ ისტორიას – თუნდაც უახლესს. გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება. და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ. ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია. რა ყაზახეთი?” The post “რა ყაზახეთი? ჩვენ გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება…” – ჩერგოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ოზურგეთის „მერცხალის” ყოფილი მეკარე, ლევან კალაჯიშვილი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა. დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაისვა, დაიგეგმა ოპერაციაც, თუმცა სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალევე დამძიმდა. ლევან კალაჯიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურებიან მისი მეგობრები. „არ მჯერა ამის გააზრება რომ მიწევს .... ერთ მერხთან ვისხედით ბევრი წელი, ერთი აზრები გვქონდა, ერთი ურთიერთობა რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავდა, უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, მე 6 კლასში ვიყავით სპექტაკლი დავდგით ,,მე ვხედავ მზეს" მე ხატია ვიყავი შენ სოსოია ... იმ დღის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს ჩემო ხატია,ჩემო სოსოია.. ხოდა ჩემო სოსოია შენ ახლა ახლოს ხარ მზესთან და ახლა ნამდვილად ხედავ მას, შენ შენი მზე გულით დაგქონდა ყოველთვის... ახლა მისი ჯერია მან უნდა გაგათბოს და განახოს სინათლის სხივი.... მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ. შენ ხარ მზე ... მზე რომელიც არ ამოვიდააა...... ჩვენი მეგობრობა მზის ფერია ... სამუდამოდ“, - წერს ფეხბურთელის თანაკლასელი სოციალურ ქსელში. tia.ge
-
“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი. უკვე ყაზახეთიც, ხალხო, ყა-ზა-ხე-თი! ყველანი შეუმდგარნი აღმოვჩნდით ქვეყნის გადარჩენის საქმეში: პოლიტელიტა, სამოქალაქო სექტორი, მედია და, პირველ რიგში, ყველაფრის სხვაზე გადამბრალებელი ქართველი ხალხი. ისტორია არ პატიობს უკუღმა სვლას, ჩამორჩენას, ხელების ჩამოშვებას და ჩვენნაირ ერებს წარსულში ტოვებს და მათ სახელმწიფოებრიობის ღირსად არ თვლის. მოკლედ რომ ვთქვათ, აქრობს და უკან აღარასდროს აბრუნებს. … როგორ იყო? არაპოლიტიკური პროტესტია, ოპოზიცია ყაზახეთში საერთოდ არ არსებობს და შიდაკლანური გარჩევააო? აგერ, ყაზახეთში დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები: 1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება 2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა. 3. პოლიტიკური რეფორმები: დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ. 4. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან. ძალიან აპოლიტიკური მოთხოვნებია, ჩემმა მზემ, და ძალიან შიდაკლანური, თან ბენზინის და გაზის ფასზეა, ფაქტიურად და ნიშანი არ სცხია ოპოზიციური აზრის, დემოკრატიის გაძლიერების, დასავლური ინტეგრაციის გაღრმავების და რუსეთისგან რადიკალური დისტანცირების მოთხოვნის ps ბევრად სოლიდური და დასავლური მოთხოვნებია და ბევრად ორგანიზებული პროტესტი, ვიდრე ბელარუსში იყო. აი, მთელი ქართველი ოფინიონმეიკერები და პოლიტიკოსები რომ შეირყნენ, თავის დასავლეთიანად და რომლის შედეგიც პრაქტიკულად ნულოვანია. pps ახლა დააკვირდებიან ჩვენი აზრის ლიდერები დასავლეთის გამოხმაურებებს და იმის მიხედვით გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს ყაზახეთის სასარგებლოდ ეგრე, დასავლეთის განცხადებების კვალდაკვალ, ბებიაჩემიც მიხვდება, სად, საიდან და რა ქარი უბერავს. The post “ყველანი შეუმდგარნი აღმოვჩნდით: პოლიტელიტა, მედია და, პირველ რიგში, ქართველი ხალხი” – ნიკა გვარამია” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია: “დაიწყო ექსპერტოფოსობა ყაზახეთის მოვლენებზე… არა და მარტივადაა ყველაფერი… ორ ადამიანს რომ ერთი საბანი აფარია და ყველაზე უწყინარი ვარიანტი, უცებ ერთს ფეხი რომ გაეკარა და თავისკენ გადასწია საბანი, მეორეს ამაზე გაეღვიძა და გაბრაზებულმა მისკენ გადაქაჩა, ამაზე პირველის რეაქცია ისევ თავისკენ გადაქაჩვის. გაგრძელება: ან დაწყნარდებიან და საბანს ისევ ორივე სამართლიანად გადაიფარებს ან ერთი მეორეს გადააძრობს და წიხლით საწოლიდან ჩააგდებს და ანაც უარესი, მესამე შემოვარდება და საბანს ორივეს გადააძრობს და საერთოდაც წაიღებს. არის ქვევარიანტებიც. ახლა ეს შეალამაზეთ პოლიტ-სამართლებრივ-ისტორიული ტერმინებით და ეგეც თქვენი ანალიზი.“ The post “დაიწყო ექსპერტოფოსობა ყაზახეთის მოვლენებზე… არა და მარტივადაა ყველაფერი…” – ვალერიან ხაბურძანია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს: "ყაზახეთის ამბებს რაც შეეხება. არ არის აუცილებელი კარგად იცნობდე ამ ქვეყანას, რათა მიმდინარე მოვლენებიდან ზოგადი დასკვნები გამოიტანო. უპირველეს ყოვლისა, აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური და არა სოციალური პროტესტი. გაზზე ფასი უფრო მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთის ამბავი იყო, ანუ, როგორც ახლა ანგლიურად უყვართ ხოლმე თქმა, ტრიგერი. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური პროტესტი კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება ყველა ქვეყანაში: როცა ხალხს ამოასხამს და დაგუბებული უკმაყოფილება იფეთქებს. ასეთი ამოსხმები და აფეთქებები კი, როგორც წესი, ხდება ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც ერთი ადამიანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე აზის თავზე ქვეყანას და ბოლომდე თრგუნავს ყველანაირ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობას. ასე აფეთქდა თავის დროზე ეგვიპტე მუბარაქის წინააღმდეგ, ლიბია კადაფის წინააღმდეგ და აგერ ახლახან ბელარუსი ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ყაზახეთშიც ხალხს აშკარად ამოუვიდა ყელში ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მართავს ქვეყანას. ესაა, რაც თვალნათლივ ჩანს და რაც სრულიად ლოგიკურად ხსნის მიმდინარე პროცესებს ამ პროცესებში მოსკოვის ან დასავლეთის ხელის ძებნა ტიპიური შეთქმულების თეორია იქნებოდა. პროტესტი აშკარად სტიქიურია და ჯერჯერობით აგორებული ზვავის ეფექტით მიდის. შედეგის თვალსაზრისით კი აქ არის ორი ვარიანტი: ან ეს ზვავი გადაუვლის მთავრობას, მოვა რევოლუციური ხელისუფლება და მერე რა მოხდება კაცმა არ იცის, ან ნაზარბაევი ლუკაშენკოსავით ჩაახშობს პროტესტის ამ ტალღას და მერე ისევ მყარად მოჯდება, მოთმინების ფიალის მორიგ ავსებამდე. პირადად მე, როგორც სტაჟიანი და მრავალხელისუფლებაგამოვლილი ოპოზიციონერი, რასაკვირველია, ხალხის და რევოლუციის მხარეს ვარ. P. S. იმათ, ვინც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ანალოგიას ავლებს და ჯავრობს, აგერ ყივჩაღების შთამომავლებიც აღსდგნენ საბრძოლველად და ჩვენ რა ჭირი გვჭირსო, მოკრძალებით შევახსენებ, რომ ყაზახეთს ეს ჭირი სჭირს ოცდათორმეტი წელია, ჩვენ კიდევ ცხრა და თან ბიძინას რეჟიმი, მისი ყველა მინუსის მიუხედავად, მაინც ბევრად უფრო ლაითი რეჟიმია ნურსულთანის სახანოსთან შედარებით", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე. tia.ge
-
ინგრედიენტები: საქონლის ფარში - 500 გრ სოკო - 500 გრ ხახვი - 2 თავი სომხური ლავაში - 1 შეკვრა რძე - 1 ლ ფქვილი - 1 სკ მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით მომზადების წესები: 1. ტაფაზე მოშუშეთ სოკო და ხახვი. 2. ხორცის ფარში შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 3. საცხობ ფორმაში ფენა-ფენა ჩაალაგეთ ლავაში, ფარში, ლავაში და სოკო, სანამ ინგრედიენტები არ გაგითავდებათ. 4. გახსენით რძეში 1 სკ ფქვილი, მარილი, შემოდგით საშუალი ცეცხლზე და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით და მოასხით თანაბრად გამზადებულ ლაზანიაზე. gemrielia.ge 5. მოაყარეთ თავზე გახეხილი ყველი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. tia.ge
-
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას, ამბობს: “დღეს 5 იანვარია 2022 წლის და მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ამ ტარიფეფბზე, მისულ ქვითრებზე, ორ-ორ ქვითარზე და ამ ხალხის უზარმაზარმა ნაწილმა არ იცის, როგორ გადაიხადოს. ოპოზიციას მივმართავ და ახლა, მიშისტი ხარო, არ მითხრათ, თქვენი აზრით, რევოლუციამდელი სააკაშვილი, აი, ამ ქვითრებიან ხალხთან ერთად სად იქნებოდა? იჯდებოდა წინასაშობაო სუფრასთან, დაისვენებდა, თუ არა? ამ კითხვას ვსვამ გულწრფელად. პასუხიც ვიცი. ჟურნალისტებმა ვიცით… 2003 წლიდან დღემდე ის იყო ერთადერთი არჩეული პრეზიდენტი, მერე ვინც იყვნენ პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილს დიდი პატივისცემა ჩემგან, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი. როგორ გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი ხომ არ გახსოვთ? ხომ არ გაიხსენებდით? ხშირად გვიხუმრია კიდეც და მერე ცხოვრებამ გვაჩვენა რა, როგორ და რატომ იყო… გახსოვთ, ყველგან რომ მიდიოდა, ვიღაცეებთან ერთად სუპის ჭამა და ა.შ. სახალხო ტიპი იყო და ამიტომაც გახდა, ხალხო, არჩეული პრეზიდენტი. მახსოვს კორესპოდენტი ვიყავი და იუსტიციის მინისტრი რომ იყო, მაშინაც ოპოზიციაში იყო, რომ დავსდევდით, ვეღარ ვეწეოდით ხოლმე. ყველა იმ ადამიანებზე, მერე ვინც ავტობუსებით ჩამოიყვანა, ხელი ჰქონდა ჩამორთმეული კი არა, მგონი, სახელები და გვარები იცოდა მათი.” The post “ოპოზიციას მივმართავ და მიშისტი ხარო, არ მითხრათ…” – ინგა გრიგოლიას კითხვა ოპოზიციას appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში იწება ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით. „გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა გამყრელიძემ. The post გამყრელიძე: ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ბარში +16 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +14, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +8. აღმოსავლეთ საქართველოში ნავრაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +14 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +11, მაღალმთაში კი +7 გრადუსი. თბილისი - ღამით -3°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. სოხუმი - ღამით +2°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ. ბათუმი - ღამით +5°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ. ფოთი - ღამით +4°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ. ზუგდიდი - ღამით +1°, დღისით კი +15°, უმეტესად უნალექოდ. ქუთაისი - ღამით +3°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ. მესტია - ღამით - 8°, დღისით -1°, უმეტესად უნალექოდ. ბორჯომი - ღამით -8°, დღისით კი +11°, უმეტესად უნალექოდ. ახალციხე - ღამით -9° იქნება, დღისით კი +11°, უმეტესად უნალექოდ. ცხინვალი - ღამით -6°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. რუსთავი - ღამით -3°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით -3°, დღისით კი +11°, უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით -3°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით -3°, დღისით კი +10°, უმეტესად უნალექოდ. ცაგერი - ღამით -4°, დღისით კი +13°, უმეტესად უნალექოდ. ბახმარო - ღამით -5°, დღისით +5°, თოვლი. tia.ge
-
2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები ასაკობრივი პენსიის, შშმ პირთა პენსიისა და საჯარო მოხელეების ხელფასი იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ადასტურებს. “პრაიმტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ, ვის და რამდენით ემატება პენსია და შრომის ანაზღაურება. ასაკობრივი პენსია ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, მომავალ წელს, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, რომლებსაც ე.წ. მაღალი მთის სტატუსი აქვს, დამატებითი ფულადი დანამატით ისარგებლებენ. “მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 312 ლარი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის – 360 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. შშმ პირთა პენსია შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური ფულადი გასაცემელი იზრდება – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე ცნობით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება. “საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შშმ პირთა მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა 12 მილიონი ლარით იზრდება, რაც ამ პროგრამის ზრდის ისტორიული მაქსიმუმია და 52,1 მლნ ლარს შეადგენს. ხელფასი 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და ისაუბრა. „ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას. შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ვეტერანების დანამატი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან ვეტერანების დანამატის ოდენობა 5-ჯერ გაიზრდება. „ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დევნილთა დახმარება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს, სადაც დევნილებიც შედიან. ვინაიდან, ჯერ კიდევ მუშა პროცესია, ჯერჯერობით უცნობია გაეზრდებათ დევნილებს სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა თუ არა. “დევნილის შემწეობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს და სოციალურ კოდექსში, ყველა სოციალურ ფენასთან ერთად, დევნილებიც გათვალისწინებულნი არიან და იქ იქნება მიზნობრივი დახმარებაც განხილული.” – განმარტავენ უწყებაში. წყარო: პრაიმტაიმი The post ვის ეზრდება ამ თვიდან შემოსავალი – ნახეთ ხელფასების, პენსიის, დახმარების, კომპენსაციის გაზრდილი ოდენობა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო მთხოვა. მივუტანე. სულ მხიარული კაცი დარდიანი დამხვდა. რათა ხარ მოწყენილი მეთქი ვკითხე და მეშინიაო! რამე რომ დაგემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო. ჰო და 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა. ნარდი გიგამ წაიღოსო დაუბარებია გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება", - წერს გიგა მაქარაშვილი. tia.ge
-
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსის ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, კორპუსის პირველ სართულზე რამდენიმე დღის წინ ბზარები შენიშნეს. მიმდინარეობს ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ამას დრო სჭირდება. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ კორპუსის საცხოვრებლად საშიშია. ამჟამად მათ ბათუმის მერია დროებით ქირით უზრუნველყოფს. The post ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo