Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მსახიობი ნიკა ქაცარიძე რუსთაველის თეტრიდან, უკანასნელ გზაზე ტაშით გააცილეს, ამ ფაქტს ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. “თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო. კომისიის წევრებს მოუტრიალდა , არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო. ეს დღეს დადგა !” – წერს მუსერიძე. tia.ge
  2. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი ექს-პრეზიდენტთან ექიმების შეშვებას მოითხოვენ. „ღირსებისთვის ბრძოლა იქნება უკომპრომისო. რაც შეეხება ბრძოლის საკითხებს რა თქმა უნდა, იქნება ულტიმატუმი წაყენებული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუჩინონ ის დახმარება, რაც აუცილებელია“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. The post „თავისუფლება მიშას“ – რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. პერუს ჩრდილო-დასავლეთში, რეგიონალურ დედაქალაქ ტრუხილიოდან 15 წუთის სავალზე, მოჩიკის კულტურის კერამიკაზე ასახულის ზუსტი ანალოგის, ნაყოფიერების სიმბოლოს მინაბოჭკოს ქანდაკება, რომელმაც პერუელთა ნაწილი აღაფრთოვანა, ნაწილი – გააბრაზა, ტურისტები კი გაამხიარულა, ვანდალებმა დააზიანეს. „ღამის ორ საათზე სამმა კაპიუშონიანმა კრიმინალმა არქეოლოგიური ცენტრის დარაჯს კისერზე მიადო დანა, რათა მას რეაგირება არ მოეხდინა და კოლეგებს არ დაკავშირებოდა, შემდეგ კი ორმა მათგანმა ფალოსი დააზიანა”, – განუცხადა ადგილობრი მედიის წარმომადგენლებს მოჩეს მერმა არტურო ფერნანდეს ბაზაბმა. წყარო - ipress.ge tia.ge
  4. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს კორონავირუსითა და გრიპის ვირუსით ერთდროული ინფიცირება. ჩხაიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე აღებულ გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, მათი თანხვედრაც მძიმე დაავადებას იწვევს. „ერთდროულად ორი ვირუსის არსებობის შესახებ ჯანმო ჯერ კიდევ სექტემბერში გვაფრთხილებდა. ტერმინიც იყო შემოღებული, ტვინდემია, რომელიც ასახავდა კორონავირუსისა და გრიპის შემთხვევების მატების რაოდენობას ქვეყანაში. საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ გრიპის ვირუსის მატება არ გვაქვს, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ორივე ვირუსი ერთდროულად დაემართოს ადამიანს, ნამდვილად არსებობს, ამისთვისაც ტერმინია შემოღებულია ფლურონა, რომელიც ნიშნავს, ორივე ვირუსის ერთად არსებობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დაავადების მიმდინარეობის უფრო მეტ სიმძიმეს, რადგან ორივე ვირუსის ცალ-ცალკეც რისკის შემცველია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. The post რამდენად მძიმეა ტვინდემია – ივანე ჩხაიძის განმარტება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. სამოქალაქო აქტივისტი, აკაკი სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელესბ: მისი თქმით, უკვე რამდენიმე ადამიანი გაიყინა სიცივეში, რაც მთელი ქვეყნის სირცხვილია. „პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს არა? უკვე ისე შეერივნენ ნაგავს ქუჩაში, ვეღარც ვარჩევთ, ნაგავია თუ ადამიანი. რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში.ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია. ასეთი რამდენია ქალაქში იცით? გამვლელის იმედზე სადამდე უნდა იყონ ოთხმოცი წლის მშიერი და გაყინული მოხუცები? გადააკეთეთ ნებისმიერი შენობა და გახსენით დავრდომილების, უსაბუთოების, უმწეოების და მძიმე ავადმყოფების უფასო თავშესაფარი!!! შექმენით სამსახური, რომელიც ღამე ქუჩაში ივლის და სიკვდილის პირას მისულებს გადაარჩენს. გახსენით ერთი პატარა სამედიცინო პუნქტი, სადაც უფასო იქნება მარტივი წამლები. ნუ ყრით ამდენ საჭმელს, მიეცით უფლება კვების ობიექტებს, დაარიგონ საჭმელად ვარგისი პროდუქტი და გახსენით კვების უფასო პუნქტი! ზამთარში მაინც ქენით ვისაც შეგიძლიათ, ღამე როგორ გძინავთ ბიჭო, ვისაც ამის შეცვლა შეგიძლიათ და არ შვებით. ავადმყოფი მოხუცები როგორ უნდა კანკალებდნენ მთელი ზამთარი ყინვაში. მთელი ქვეყნის სირცხვილია, რომ არ არსებობს დავრდომილთა და უმწეოთა უფასო თავშესაფარი! არცერთი! ძნელია? თუ ფოტოზე რასაც ხედავთ ეგ უფრო ძნელია? მიეცით რამე მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს. სირცხვილია. და წინ სიბერეა“, - წერს აკაკი სინჯიკაშვილი. tia.ge
  6. საქართველოში გრიპის ვირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათგან 3 ბავშვია. ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „გრიპის შემთხვევებიც გამოჩნდა. 15 შემთხვევაა საქართველოში დადასტურებულია. მათგან სამი ბავშვია და სამივე ჩვენთან მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საშუალო სიმძიმისები არიან და მათთან წესით ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველთან“. The post საქართველოში გრიპის ვირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  7. „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განმარტებები გააკეთა. გეჯაძის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, ლექსო ლაშქარავამ ნარკოტიკული საშუალებები გარდაცვალებამდე ერთი და ოთხი საათის შუალედში მიიღო. „გარეგანი დათვალიერების დროს მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ. მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტინექციური ხანდაზმული ნაწიბური. ნაწიბურის ლოკაციაში მარცხნივ იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელიც ვიდეოზეც არის გადაღებული და ამის ფოტოილუსტრაციაც არის, ასევე მარჯვნივ ნანახი იქნა სისხლჩაქცევა. ეს ორივე გამოკვლეული იქნა და სამხარაულმა დადო დასკვნა, რომ ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო მიღებიდან ერთი საათის დროის ინტერვალის და მეორე იყო ოთხი საათის დროის ინტერვალით“, – განაცხადა გეჯაძემ. The post ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი განმარტებებს აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  8. ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქე, ბაჩანა მელაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს. „გამარჯობათ დღეს ვესაუბრეთ შესაბამის სტრუქტურებს და ყველანაირად ცდილობენ, რომ უმოკლეს დროში დაგვაბრუნონ საქართველოში, ანუ უყურადღებოდ არ დაგვტოვეს და ტელევიზიები ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, დღეს თუ რამე ითქვა ტელევიზიით არის ძველი ჩანაწერი“,- წერს ბაჩანა მელაშვილი. tia.ge
  9. ახალი დეტალებია ცნობილი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით. თვითმხილველების თქმით, 35 წლის მამაკაცმა ყოფილი სიმამრი კისრის არეში 4 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაჭრა. დაჭრილ 63 წლის მამაკაცს ოპერაცია გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც დაჭრილი 63 წლის მამაკაცის მეუღლე, დალი საჩეჩელაშვილი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, ყოფილმა სიძემ დანაშაულის იარაღად ხანჯალი გამოიყენა. ​მისივე თქმით, ყოფილ სიძესთან კონფლიქტი ბავშვების საკითხზე ჰქონდათ, რადგან მამას ბავშვების წაყვანა უნდოდა, თავად კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ. „პირუჩუმრად მოვიდა, დალია ერთი ბოთლი ლუდი. ნასვამ მდგომარეობაში იყო. შემოიპარა, გააღო კარი, მე ვიჯექი სავარძელში, ჩემი მეუღლე დივანზე იწვა, ვუყურებდით ტელევიზორს. ბავშვები თავის ოთახში იყვნენ, საწოლში, არ ეძინათ. გახსნა ქურთუკის ღილები, ამოიღო დიდი ხანჯალი და დაარტყა. თვითონ ვეღარ ამოაძრო, შეიძლება ჩემთვისაც დაერტყა შემდეგ, არ ვიცი. არ ვუშვებდით სახლში, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ჩემს მეუღლეს და შვილს,” - აცხადებს დაჭრილის მეუღლე. სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. წყარო - pt.ge tia.ge
  10. "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტის კომენტარს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეხმაურება. ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ანგარიშვალდებული იყო დამკვეთის, "ტვ პირველის" მიმართ, რომ დასკვნა მისთვის ეცნობებინა. ნოდარ მელაძე ეჭვობს, რომ დასკვნა ხელისუფლებამ უკანა რიცხვით მას შემდეგ გააფორმა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. "ძალიან უცნაურია და ვწუხვარ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბურუსით მოცულ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნის "გაპრავებაში" ჩაერთო ჩვენი ტელევიზიის მიერ დაქირავებული ექსპერტი. ბატონი ალექსანდრე გეჯაძე ამ საქმეში მონაწილეობისთვის დაიქირავა "ტვ პირველმა", მას უნდა ეცნობებინა "ტვ პირველისთვის", რომ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ხელი მოაწერა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და რომ საბოლოო დასკვნა უკვე მზად იყო, რაც ბატონმა გეჯაძემ არ გააკეთა. 7 რიცხვში სამთავრობო მედიისგან გავიგეთ, რომ თურმე არსებობს სამხარაულის ბიუროს მომზადებული ე.წ. დასკვნა. ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ეს დასკვნა სასწრაფო წესით უკანა რიცხვით მოამზადა მას შემდეგ რაც უნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში ოფიციალურად შეიყვანა", - ამბობს ნოდარ მელაძე. შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამხარაულის ექპსერტიზის დასკვნა ისე გასაჯაროვდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის და ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის სამთავრობო მედიისგან გახდა ცნობილი. დასკვნა ექსპერტის მიერ 30 დეკემბერსაა ხელმოწერილი, თუმცა მისი არსბეობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. tia.ge
  11. არქიმანდიტრ ილია ნასიძე იმ სასწაულის შესახებ ყვება, რაც თავს გადახდა: ,,ეს ამბავი 2004 წელს მოხდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო დიაგნოსტიკისათვის მივაკითხე ფრიდონ თოდუას კლინიკას, სადაც დამიდგინდა დიდი ზომის მალფორმაცია თავის ტვინში. აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა ეს არ იყო იოლი გადასაწყვეტი, რადგან მსგავსი დიაგნოზის დროს ოპერაციული ჩარევის პრაქტიკა საქართველოში იმ დროს არ იყო. იმ მცირე ჩამონათვალის ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი ოპერაცია კეთდდებოდა, ამოვარჩიეთ უკრაინა, კიევის კლინიკა. გარდა იმისა, რომ ფინანსური მხარეც გავითვალისწინეთ, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ჩემთვის გახლდათ ის რომ,კიევი ღვთისმშობლის წილხვედრია და არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით გავაკეთე. ქართველი ექიმებისგან ვიცოდი, რომ პრაქტიკული გამოცდილება იმდენად მცირე იყო, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ მიმართულებით გამოცდილ ექიმთა მოძიება, თუმცა ასეთი აღმოჩნდა კიევში მოღვაწე დოქტორი შჩეგლოვი და მისი ვაჟი… ოპერაციის შემდეგ, ცხადია, მე ნაკლებად ვიყავი ინფორმირებული, პროფესორებს ახლობლები თბილისიდან უკავშირდებოდნენ და სწორედ მათი მონათხრობით ოპერაციის შემდგომი შედეგები ასეთი იყო: ახლობლების მონათხრობი: „იმ დროს, როცა ოპერაციაზე შეიყვანეს, აქ ფსალმუნების კითხვა დაიწყო მრევლმა და უწყვეტად მთელი ოპერაციის განმავლობაში იკითხებოდა… მხოლოდ 72 საათის შემდეგ გაისმა ზარი კიევიდან. პროფესორი შჩეგლოვი გვატყობინებდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოცილდა პაციენტს, არც დაკავშირების საშუალება ჰქონდა და არც საიმედო სათქმელი.გვითხრა, რომ მედიცინის არანაირი კანონებით პაციენტი ახლა ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო. ოპერაციისას მალფორმაციის მთლიანობა დაირღვა და მოხდა ტოტალური სისხლჩაქცევა ღეროში. ზურგის ტვინიდან ახდენდნენ სისხლის ამოღებას შპრიცებით, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაზიანება, და ეს ისეთი პროცესია, გამორიცხული იყო, სისხლი მთლიანად გაწოვილიყო და ეს ასეც რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი ისე ალაგებულიყო, რომ არ დაეტოვა მძიმე უარყოფითი შედეგები, ყოვლად შეუძლებელი იყო. პროფესორი ვერ ხსნიდა იმ ფაქტს, რომ არა მხოლოდ გადარჩა პაციენტი, არამედ მოხდა უკუქცევა და არ დარჩა არც ერთი სიმპტომი… ექიმებმა არ ვიცით, როგორ გადარჩა და ის ფაქტი, რომ ცოცხალია, ჩვენთვის სრულ საოცრებას წარმოადგენს. მადლობა ღმერთს უთხარით, რომ გადარჩა!” დაახლოებით რვა თვის შემდეგ ისევ მომიწია მეორე ოპერაციის გაკეთება. ამერიკელი ებრაელი დოქტორი მაიმონი, რომელსაც ხუთასამდე მსგავსი ტიპის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, გაოცებული იყო არსებული მდგომარეობით. მე რომ ცოცხალი ვიყავი, მათთვის უკვე სასწაული იყო. წინა ოპერაციის შემდგომი რადიოლოგიური კვლევების მიხედვით საერთოდ გადაეწურათ იმედი… მეგობრებმა სასწრაფოდ დაურეკეს უწმინდესს. პატრიარქმა უთხრა: ,,გააკეთეთ ისე, როგორც ექიმები გირჩევენ”. საოპერაციოში შესვლამდე დამირეკა და მესმის მისი მამობრივი ხმა: ,,გააკეთე ისე როგორც ექიმები გირჩევენ”… უმწეო მდგომარეობით შესული, საოპერაციოდან გამოვედი სხვა ადამიანი… ექიმებმა თქვეს: ,,სისხლის მიმოქცევის მთელი სისტემა შეიცვალა თავის ტვინში და უდიდეს უბანზე გადაკეთდა და ჩამოყალუბდა ახლებურად. ჩვენთვის აუხსნელად ცოცხალი გადარჩა!“ ექიმები ვერ უძებნიან ახსნას, მე კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეს დედა ღვთისმშობელი შეეწია, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა შემეწია… მე ღვთისმშობლის მიერ სიცოცხლე ბოძებული ვარ და მადლობა ამისათვის დედა ღვთისმშობელს”. წყარო - "სარკე" tia.ge
  12. კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს: „მაინერი ვისაც უდგას ფიცი არ დაუდია და ვისაც მაინერი არ უდგას, ვერ გავიგე იმათმა რატომ დაიფიცეს?! სუფთა სვანური ამბავია.თავად სიბნელეში სხედან და მიშა ციხეში უზით.“ მესტიის მოსახლეობამ წმინდა გიორგი ხატზე დაიფიცა, რომ ელექტროენერგიას კრიპტოვალუტის მაინერების მუშაობას აღარ მოახმარებენ. The post “სუფთა სვანური ამბავია, თავად სიბნელეში სხედან და მიშა ციხეში უზით” – კობა სუბელიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დიდი პოსტ-საბჭოთა სურათი ასე გამოიყურება: აზერბაიჯან-სომხეთის კრიზისი. შედეგი რუსეთის როლის გაძლიერება. ბელორუსიის კრიზისი. რუსეთის როლის გაძლიერება. ყაზახეთის კრიზისი. რუსეთის როლის გაძლიერება. უკრაინის ულტიმატუმის შედეგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი ჩვენ ვართ…“ The post “უკრაინის ულტიმატუმის შედეგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი ჩვენ ვართ” – გია ხუხაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში “მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი” ისევ გამოჩნდა. ფენტანილი არის ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მორფინის მსგავსია, მაგრამ მასზე 50-დან 100-ჯერ უფრო ძლიერია. მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ მიიღონ MDMA და მასთან მიახლოებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები. “არ გაურიოთ უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში! ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას! ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის! შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას!”, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს კლუბები “ბასიანსა” და “კაფე გალერეაში” სპეცრაზმი შევიდა. შსს-მ მაშინ განმარტა, რომ სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩაატარეს. მომხდარს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. The post “ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა!” – მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. მსახიობი ნიკა ქაცარიძე რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს. ამის შესახებ ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. „თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. ორივემ გვიან ჩავაბარეთ. ნიკა პირველ ჯერზე არ მიიღეს, არ დადგება შენგან მსახიობიო. კომისიის წევრებს მოუტრიალდა, არ დადგება კი არა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო. ეს დღეს დადგა !“, – წერს თამუნა მუსერიძე. The post „მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო“ – ნიკა ქაცარიძის წინასწარმეტყველება, რომელიც სამწუხაროდ მალე ახდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება. ამის შესახებ სტურუა სოციალურ ქსელში წერს. “დიდი ადამიანი უნიჭიერესი მსახიობი რუსთაველის თეატრის ერთგული სპეტაკი კაცი წავიდა მიგვატოვა “ნახვამდის ნიკა არ დაგივიწყებ სანამ აქ ვარ მერე კი… იქნებ გავიხარებთ იქნებ იქაც თეატრი გვიცდის რა იცი შენი რ.ს.”-წერს რობერტ სტურუა. ცნობისთვის, 5 იანვარს 43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ქაცარიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. The post „იქნებ იქაც თეატრი გვიცდის…” – რობერტ სტურუა ნიკა ქაცარიძეს დაემშვიდობა appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტის” ხელმძღვანელობას შეხვდა და გუნდიდან იჯარით წასვლა მოითხოვა, მაგრამ “გენტმა” ქართველ უარი უთხრა. გიორგი არაბიძე, ძალიან დიდი ალბათობით, კვლავ პორტუგალიურ “ნასიონალში” დაბრუნდება, რადგან “ნასიონალმა” მასში 400 ათასი ევრო მოითხოვა და “ტორპედოში” იჯარით არ უშვებენ. ფაქტია, არაბა და ჩაკვე არსებული სიტუაციით უკმაყოფილონი არიან, თუმცა ჯერჯერობით არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება. არაბიძეს “ნასიონალთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, ჩაკვეტაძეს კი 2023 წლის 30 ივნისს. The post გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი არაბიძე გუნდებიდან ვერ მოდიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. პეტრე კოლხი: ,,არ მიკვირს, თუ კიდევ ერთი სასულიერო პირის მდგომარეობა გართულდა… არ მიკვირს, რადგან ხშირად სველი ფეხებით, მშიერი კუჭით და გახეთქილი გულით ატარებენ წირვას. არ მიკვირს, რადგან რომელი იერარქი მოგიკითხავს და გაიზიარებს შენს ნამდვილ მდგომარეობას… არ მიკვირს იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილიც გაზულუქებულ სასულიერო პირებთან ერთად, საერთო ქვაბში ხარშავს ულუკმაპუროდ დარჩენილ სამღვდელოებას… ზოგიერი ეპიაკოპოსისგან ისიც მომისმენია, მრევლმა უნდა გარჩინოსო… იმას კი არ კითხულობს, იმ მრევლს საკუთარი თავის სარჩენი საშუალება გააჩნია?! არ კითხულობს, რა გზებით შეიშლება კომუნალურები გადავიხადოთ და ამის მერე თითქმის ცარიელი ჯიბით მთელი თვე როგორ ვიარსებოთ… გაზრდილი პენსიებიო, თავს იქებენ და პროდუქტები ისე გაზარდეს ის პენსია მაღაზიაში მხოლოდ ერთი შესვლაა… მაგრამ ძალიან მიკვირს, ასე გაგვწირეს და პროტესტს მაინც ვერ გამოხატავენ… ასე რამ დაგვადუმა, რამ შეგვაშინა, რამ გაგვყინა… ჯერ სად ვართ, თუმცა, არსად არ ვართ, მე არ გავჩუმდები… ვინც სიღარიბეში სულს ღაფავთ, ეტყობა ამ ტრაგიზმით იკვებებით და არც არაფრის შეცვლას აპირებთ!.. მე კი არ შევეგუები ძააალიან გაცვეთილი სიტყვების მოსმენას ,,ყველაფერი კარგად იქნება”!.. The post ,,სველი ფეხებით, მშიერი კუჭით და გახეთქილი გულით ატარებენ წირვას” – პეტრე კოლხი appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. REZONANSI
  20. პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, მურეს საკურორტო დასახლებასთან ათასამდე ავტომობილია ჩარჩენილი. გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვნენ სამხედროებიც. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ უჩვეულო დიდთოვლობის სანახავად, ბოლო დღეების განმავლობაში მურეში 100 000-მდე მანქანა შევიდა, რამაც გზის პარალიზება და საცობი გამოიწვია. პუნჯაბის პროვინციის გუბერნატორმა ტერიტორია კატასტროფის ზონად გამოაცხადა. The post პაკისტანის მთიანეთში დიდთოვლობის გამო, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება. ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, ანაზღაურება გაეზრდებათ – მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. ამასთან, მიმდინარე თვიდან გაიზარდა პენსიები და დახმარებები. კერძოდ, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრა 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება. ამასთან, იანვრიდან იზრდება დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება […] REZONANSI
  22. ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 25 წლის მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, მისმა ახლობლებმა დაადასტურეს. გოგონას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, 28 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. REZONANSI
  23. ომიკრონის შემთხვევაში, სწრაფი ტესტი, რომლის ჩხირითად სინჯს ცხვირიდან იღებენ, ვირუსის დაწყებიდან პირველ დღეებში სანდრო არ არის, ამის შესახებ კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა. როგორც “როიტერსი” წერს, ექიმი მაიკლ მინა განმარტავს, რომ ინფიცირებული, შესაძლოა, უკვე ავრცელებდეს ომიკრონს, როდესაც ვირუსი ყელსა და ნერწყვშია, თუმცა ამ პერიოდში კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყოს ცხვირში, ამიტომ სწრაფი ტესტის ჩხირი ვირუსს ვერ აფიქსირებს. კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ medRxiv-ზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ PCR ტესტმა ვირუსი 3 დღით ადრე აჩვენა, სწრაფმა ტესტებმა კი – მოგვიანებით. მაიკლ მინას განმარტებით, სწრაფი ტესტის ნეგატიურ პასუხს, უმეტესად, არ უნდა ვენდოთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დადებით შედეგს აჩვენებს, სანდოა. The post ომიკრონს, პირველ დღეებში, სწრაფი ტესტი ვერ აფიქსირებს – ახალი კვლევა appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. “მარგვეთი 2006”, რომელმაც მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში 29 ქულა აიღო და მე-4 ადგილი დაიკავა, შეკრებაზე წავიდა და შეკრების მე-2 დღის ფოტოებს ავრცელებს. “მარგვეთის” გვერდზე ვერ ნახავთ ვარჯიშს ამსახველ კადრებს, მაგრამ შეხვდებით სუფრის ფოტოებს, როგორც პირველი, ისე მე-2 დღის. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-08-at-2.08.16-PM.png პირველი დღე ასე დაიწყო http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/suphra-1024x768.jpeg “მარგვეთის” ადმინისტრაციის თანამშრომელი დიმიტრი მაღრაძე გვერდის კომენტარებში წერს: “ჩვენ აბსოლუტურად არავინ გვეხმარება, მთლიანად ფონდის გამოყოფილ ფულზე ვართ დამოკიდებული. შარშან ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს, მხოლოდ სამი თვე მიიღეს ხელფასები, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და 150 ათასიან დაფინანსებაში მოხვდნენ, საიდანაც მხოლოდ 60%-90 ათასი ლარი შეგვიძლია ხელფასებში გავცეთ. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომელი არ აიღებს აქედან ხელფასს და ეს თანხა მთლიანად ფეხბურთელების ხელფასებში წავა. მთელი სეზონის განმავლობაში ექნებათ სტაბილური, მე-4 ლიგისათვის შესაბამისი ხელფასი. შარშან დახმარებისათვის რომ მივმართეთ ზესტაფონელ ბიზნესმენებს, ერთმა 500 (ხუთასი) და მეორემ 1500 (ათას ხუთასი) ლარი ჩაგვირიცხეს, მეტი თავი არავის შეუწუხებია. სამწუხაროდ, გარედან დახმარების გარეშე ჩვენ მეტი არ შეგვიძლია.” ამასთანავე მაღრაძე ამბობს: “საქართველოში ყველა დიდი საქმე სუფრით იწყებოდა და სუფრით მთავრდებოდა!” The post ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში – როგორ ემზადება “მარგვეთი” ახალი სეზონისთვის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  25. ყაზახეთში არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. Times of Israel-ის ცნობით, კოგეაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის მშობლებს, რომლებიც ყაზახეთში იმყოფებიან. ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ. კოგეაშვილი ალმატიში ცხოვრობდა, ის პარასკევს მოკლეს. The post ყაზახეთში არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...