Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. უცნობი გმირები http://s40.radikal.ru/i089/0812/8f/bb3fca6a482c.jpg მათი სახელები ჩვენთვის უცნობია, თუმცა განუზომელია მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა დროს ქვეყანას შეწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე.
  2. ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933) http://i060.radikal.ru/0812/40/4a4024037fd4.jpg კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი. ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის, ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში. ზაქარია სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორღანზე დაკვრას, მღეროდა ჯერ ადგილობრივი ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი - თბილისში, ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891 წლიდან ის თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ვალტორნაზე დაკვრას სწავლობდა, 1895-99 წლებში თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896 წლიდან ზაქარიამ დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების შეგროვება და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი განათლება მან მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო ს. ტანეევის ხელმძღვანელობით (1900-03). აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს. 1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ შემოქმედებით, პედაგოგიურ და საშემსრულებლო (იყო ორგანისტი და დირიჟორი) საქმიანობას. ის მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, მონაწილეობდა "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი, სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. ზაქარია იყო ასევე აქტიური წევრი "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა", დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 წელს მოსკოვში გამოვიდა ფალიაშვილის პირველი რომანსები "ახალ აღნაგო სულო", "ნანა, შვილო" (მიძღვნილი ივ. ჯავახიშვილისადმი). ამავე პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე "მრავალჟამიერი", "ქართული ლიტურგია". ფალიაშვილს არ შეუწყვეტია სიმღერების შეკრება-დამუშავება. მან შეაგროვა დაახლოებით 300 სიმღერა, გამოსცა ორი კრებული: "40 ქართული ხალხური სიმღერა" და "8 ქართული ხალხური სიმღერა". 1910 წელს ფალიაშვილმა დაიწყო მუშაობა ოპერაზე "აბესალომ და ეთერი", რომლის ნაწყვეტებიც 1913 წელს შესრულდა, 1919 წლის 21 თებერვალს კი მისი დირიჟორობით შედგა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძობდა აქტიურ საზოგადოებრივ-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1919 წლიდან ის იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი, შექმნა ოპერები: "დაისი" (1923) და "ლატავრა" (1927), ასევე "საზეიმო კანტატა" (1927) და სხვა. ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
  3. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (XV საუკუნე) http://s50.radikal.ru/i129/0812/57/77e8b15c7883.jpg ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. თამარის მეფობიდან მოყოლებული, ფანასკერტელთა საგვარეულო ტაოში სახლობდა, თუმცა XV საუკუნის 60-იან წლებში ზაზა ფანასკერტელი ჯაყელთა საგვარეულოს მძლავრობის გამო იძულებული შეიქნა მამული დაეტოვებინა და ფანასკერტიდან შიდა ქართლში გადასახლებულიყო. ზაზას სახელთანაა დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და მისთვის ეკვდერის მიშენება, მაგრამ ის უმთავრესად ცნობილია, როგორც ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა "სამკურნალო წიგნი - კარაბადინი". მასში დაწვრილებითაა განხილული მედიცინის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები და, რაც მთავარია, მის ძირითად ლიტერატურულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო წყაროები უნდა მივიჩნიოთ. "სამკურნალო წიგნი" ორტომიანი ნაშრომია, სადაც იმ დროისათვის საკმაო სიზუსტით არის გაშუქებული ცალკეულ ორგანოთა დაავადებები და მათი ნიშნები. იგი მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა დარგს. მასში აღწერილია თითქმის ყველა ორგანოს დაავადება და მკურნალობის მეთოდები, იმ ფარგლებში, როგორც ეს შესაძლებელი იყო მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზაზა ციციშვილი იმ დროისათვის მეტად გაბედული სითამამით ხსნის ტვინში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს. ის ვრცლად ეხება ბნედას და ახასიათებს მას როგორც ტვინის პათოლოგიას და არა როგორც "გრძნეულთაგან გამოწვეულს". მკურნალის აზრით, ტვინი არის ადამიანის ორგანიზმის ცენტრალური ორგანო. ის უარყოფს ფსიქიკურ დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლინებად მიიჩნევს. ფანასკერტელს ასევე ჩაუტარებია ლიტერატურული მუშაობა, შეუკრებია და გადაუწერინებია იოანე ოქროპირის "სწავლანი", რაც უდავოდ მისი ფართო მეცნიერული დიაპაზონის მაჩვენებელია.
  4. გურამ ფანჯიკიძე (1933-1997) გურამ ფანჯიკიძემ 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჯერ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ კი - პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შავი ლითონების მეტალურგიულ კათედრაზე. პარალელურად ის იყო გაზეთ "ლენინელის" რედაქტორი. მომდევნო წლებში ფანჯიკიძე იყო ალმანახ "განთიადისა" და ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი. 1979 წელს იგი გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორად დაინიშნა. ფანჯიკიძის პირველი მოთხრობები 1958 წელს გამოქვეყნდა. 1964 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული. მწერალი საქართველოში სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფუძემდებლად ითვლება. განსაკუთრებული აღიარება მას მოუტანა რომანებმა: "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "აქტიური მზის წელიწადი" (რომლისთვისაც მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია) და "სპირალი". ფანჯიკიძის კალამს ეკუთვნის, ასევე, მრავალი წერილი და პუბლიცისტური ნარკვევი.
  5. სერგო ფარაჯანოვი (1924-1990) http://s41.radikal.ru/i093/0812/8d/aea518c0f436.jpg ცნობილი რეჟისორი, მხატვარი. 1968 წელს სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო თავისი ერთ-ერთი შედევრი - "ბროწეულის ფერი" - ცნობილი აშუღის, საიათნოვასადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც აღაშფოთა საბჭოთა ხელისუფლება. სერგო ფარაჯანოვი 1942 წელს ჩაირიცხა თბილისის სარკინიგზო სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მაგრამ ერთ წელიწადში მიატოვა ინსტიტუტი და სწავლა თბილისის კონსერვატორიაში, ვოკალურ ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად ის ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა. 1945 წელს ფარაჯანოვი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა, ხოლო 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (იგორ სავჩენკოს სახელოსნო). რეჟისორს პირველი დიდი აღიარება მოუტანა ფილმმა "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), რომელიც საფრანგეთში აჩვენეს "ცეცხლის ცხენების" სახელწოდებით. 1968 წელს სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო თავისი ერთ-ერთი შედევრი - "ბროწეულის ფერი" - ცნობილი აშუღის, საიათნოვასადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც აღაშფოთა საბჭოთა ხელისუფლება. 1973 წელს რეჟისორი დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის დაპატიმრებას მაშინვე გამოეხმაურა მსოფლიო პრესა, თუმცა ფარაჯანოვმა სასჯელი სრულად მოიხადა და მხოლოდ 1978 წელს გათავისუფლდა. ის თბილისში დაბრუნდა, თუმცა ძალიან დიდხანს ფილმის გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. 1984 წელს ფარაჯანოვმა დ. აბაშიძესთან ერთად გადაიღო ფილმი "ამბავი სურამის ციხისა", რომელიც როტერდამის ფესტივალზე წარადგინეს. მისი ნამუშევარი "აშუღ ყარიბი" მიუნხენის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. სწორედ ამ ფილმმა დასავლეთ გერმანიის ფესტივალზე მიიღო პრემია "ფელიქსი". 1989 წელს რეჟისორმა ავტობიოგრაფიული ფილმის "აღიარების" გადაღება დაიწყო, რომელიც თბილისისთვის უნდოდა მიეძღვნა, მაგრამ მისი დამთავრება ვეღარ მოასწრო. შემდგომში ეს სერია მ. ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხულის" ნაწილი გახდა. ფარაჯანოვი დაკრძალულია ერევნის პანთეონში.
  6. ფარნავაზი (356-264) http://s55.radikal.ru/i149/0812/2a/f000859e5398.jpg პირველი ქართველი მეფე. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ფარნავაზი იყო "მცხეთის მამასახლისთა" შთამომავალი. ძველი წელთაღრიცხვის 329 წელს ფარნავაზი აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ აზოს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. მისი მეფობა სელევკიდებმაც აღიარეს. მანვე იბერიის სამეფოს შემოუერთა კოლხეთი და პირველმა გააერთიანა საქართველო. ფარნავაზსავე მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეფორმები. მან დაყო სამეფო მარგვის, კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, ეგრისისა და შიდა ქართლის საერისთავოებად, რომელთაც სათავეში ერისთავები ჩაუყენა. ჩაატარა, ასევე, რელიგიური რეფორმა: ქართლის მთაზე აღმართა ქვეყნის მთავარი კერპი - არმაზი და სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული ტრადიცია ქართული დამწერლობის შემოღებასაც სწორედ ამ მეფის სახელს უკავშირებს.
  7. ფარსმან I (I საუკუნე) http://s45.radikal.ru/i110/0812/78/46207b773ebe.jpg ფარსმან I მეფობისას იბერიის სამეფო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იყო. იგი ტოლს არ უდებდა პართიის სახელმწიფოს და კავკასიაში პირველობას ეცილებოდა. 36 წელს ფარსმან I რომაელთა დახმარებით სომხეთში შეიჭრა, გააძევა პართიელები და სახელმწიფოს მეფედ ძმა - მირდატი გამოაცხადა. 37 წელს პართიის ხელმწიფემ თავისი ძმის, ოროდის სარდლობით დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა, რომელიც ქართველებმა ფარსმან I სარდლობით სასტიკად დაამარცხეს, თვითონ ოროდი კი ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს. 51 წელს ფარსმანმა საკუთარ ვაჟს, რადამისტს (ღადამს), ბიძა მოაკვლევინა და სომხეთის ხელმწიფედ დასვა, თუმცა რადამისტი სასტიკი მმართველი გამოდგა და ფარსმან I ხშირად უწევდა სომხეთში ლაშქრობა ამბოხებული მოსახლეობის დასაშოშმინებლად. საბოოლოოდ, რადამისტს სომხეთის დატოვება მაინც მოუხდა და იძულებული შეიქნა მამასთან, ქართლში დაბრუნებულიყო. აქ ის ფარსმან I მალევე მოაკვლევინა - შესაძლოა იმის შიშით, რომ შვილს მის წინააღმდეგ შეთქმულება არ მოეწყო. ფარსმან I 68 წელს გარდაიცვალა. მისი ტახტი კი შვილიშვილმა - მირდატმა დაიკავა.
  8. ფარსმან II ქველი (120-170) http://s49.radikal.ru/i125/0812/15/d0bf6a779718.jpg იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის "ქველი" ეწოდა. ტახტზე ასვლისთანავე, დაახლოებით 125 წელს, ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში. 130 წლისთვის მას თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა. სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა, რამაც რომი გაანაწყენა. რომის იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს მკაცრი წერილი გამოუგზავნა და რომში ჩასვლა უბრძანა, თუმცა ფარსმანმა იმპერატორს მტკიცე უარი განუცხადა. ადრიანე იბერიასთან ომს მოერიდა და მეფეს ძღვნად 50 რომაელი ლეგიონერი და ერთიც საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. რომში ახალი იმპერატორის, ანტონიუს პიუსის, ტახტზე ასვლისთანავე ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის გაუმჯობესდა. იმპერატორის მიწვევა ფარსმანმა მიიღო და რომს ოჯახითურთ ესტუმრა. რომსა და იბერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოკავშირეობის შესახებ. მეფემ ამალითურთ რომის კოლიზეუმში ჯირითი გამართა, რამაც იმპერატორი ისე აღაფრთოვანა, რომ მან მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დაადგმევინა. იბერიის სამეფოს გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. პართიის მეფემ ვოლოგეზ III 150-155 წლებში ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ და ორჯერვე სასტიკად დამარცხდა. მალე ფარსმანმა თავად ილაშქრა პართიაში, დაამარცხა ვოლოგეზ III და პართიის დედაქალაქი კტესიფონსაც კი აიღო. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, მეფე ფარსმან II დაახლოებით 170 წელს მოწამლა პართიელთა მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
  9. ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) http://s49.radikal.ru/i125/0812/c8/fe3171d7f724.jpg ქართველი მხატვარი. საქართველოს სახელმწიფო (1992) და ფიროსმანის სახელობის პრემიების (1996) ლაურეატი. 1967 წელს ირაკლი ფარჯიანმა დაამთავრა მესტიის საშუალო სკოლა, ხოლო 1974 წელს - თბილისის სამხატვრო აკადემია. 1976 წლიდან მხატვარი ეწეოდა თავისუფალ შემოქმედებით მუშაობას. მან გადაწერა და დაასურათა იოანეს, მარკოზისა და ლუკას სახარება, ასევე დაასურათა ჰომეროსის "ოდისეა", გოეთეს "ფაუსტი", ქართული მითები და ლეგენდები, გერმანული და ქართული ზღაპრები, გალაკტიონ ტაბიძის პოეზია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი აბსტრაქტული კომპოზიციები და ფერწერული ტილოები რელიგიურ თემებზე. მანვე შექმნა პორტრეტების სერია. მხატვარი ხშირად მონაწილეობდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში. ირაკლი ფარჯიანი გარდაიცვალა 41 წლის ასაკში, დაკრძალულია თბილისში.
  10. გრიგოლ ფერაძე (1899-1945) http://i043.radikal.ru/0812/18/95c612d59b28.jpg ქართველი ისტორიკოსი, თეოლოგი. 1918 წელს გრიგოლ ფერაძემ (ცნობილია ასევე არქიმანდრიტ ფერაძის სახელით) თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. შემდეგ ის სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, საიდანაც 1921 წელს სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაგზავნეს. 1925 წელს მან დაამთავრა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი და იმავე წელს ნაშრომისთვის "მონაზვნობის დასაწყისი საქართველოში" მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1927 წლიდან გრიგოლი აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ამავე დროს, ბონის უნივერსიტეტში ის პრივატ-დოცენტის წოდებით კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურისა და ძველი სომხური ლიტერატურის კურსებს. 1932 წლიდან კითხულობდა ქართული ეკლესიის ისტორიას ოქსფორდში, ხელმძღვანელობდა ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის კათედრას მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ფერაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხელნაწერებისა და სხვა ისტორიული დოკუმენტების მოძიების საქმეში. მან ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში გამოავლინა 162 ქართული ხელნაწერი, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში - ისტორიულ-პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. მანვე მიაკვლია გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის ტიპიკონს, ათონზე შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. დიდია გრიგოლ ფერაძის წვლილი ე. თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გატანილი ქართული განძეულობის გადარჩენაში - როდესაც გერმანელებმა იგი ამ განძეულობის შემფასებელ ექსპერტად მიიწვიეს, იცრუა და განაცხადა, რომ ეს ნივთები არავითარ მატერიალურ ღირებულებას არ წარმოადგენდა. გრიგოლს მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული უცხოეთის ჟურნალებში: "ეპისტოლე წმიდისა დიონისიოსი ბრძენმთავრისაი და ათონელთა ეპისკოპოსისაი", "ბესარიონ გაბაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსები" მ. უორდროპის კოლექციიდან, "გიორგი ქართველი ერის შემოქმედებაში (ქართული წარმართობის შესახებ)", "ძველქართული ლიტერატურა და მისი პრობლემა", "ბიბლიის ქართული თარგმანის საკითხისათვის" და მრავალი სხვა. ის გამოსცემდა ჟურნალებს: "ჯვარი ვაზისა" და "პატროლოგია" (პოლონურ ენაზე). მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე თარგმანიც. გრიგოლ ფერაძე დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, როდესაც საკუთარი სურვილით შევიდა გაზის კამერაში მრავალშვილიანი მამის მაგივრად. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. http://s48.radikal.ru/i122/0812/9a/e92c7381db48.jpg http://i074.radikal.ru/0812/03/7ed3e3699d92.jpg http://s47.radikal.ru/i117/0812/bc/bea05b818ce1.jpg
  11. ნიკო ფიროსმანი (1862-1918) http://s50.radikal.ru/i127/0812/95/867486f5bc76.jpg ქართველი მხატვარი, პრიმიტივისტი. ამ უდიდესი ქართველი მხატვრის შესახებ ბიოგრფიული ცნობები ძალზე მწირია და უმთავრესად მისი გარდაცვალების შემდეგაა შეკრებილი. ნიკო ფიროსმანი იყო სოფელ მირზაანიდან, თბილისში ის დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად. ხატვით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული და ბევრსაც ხატავდა. საგანგებო სამხატვრო განათლება ნიკოს არ მიუღია, რაც ეტყობა კიდეც მის ნამუშევრებს, თუმცა ეს ფაქტორი ერთგვარად ხელსაც კი უწყობს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. 1880 წელს ნიკოს თვითნასწავლ მხატვარ გ. ზაზიაშვილთან ერთად გაუხსნია ფერწერის სახელოსნო, სადაც შეკვეთებს ღებულობდა აბრებზე. 1890-94 წლებში ის კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. მუშაობას რომ თავი დაანება, კვლავ თბილისში დაბრუნდა, სადაც მედუქნეებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. შემდეგ ვაჭრობაშიც უცდია ბედი და გამართლებია კიდეც, მაგრამ ტრაგიკული სიყვარულის გამო ყველაფერი დაუკარგავს. ნიკო უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატებით მის სიცოცხლეშივე იხიბლებოდნენ. მისთვის დახმარება "ქართველ მხატვართა საზოგადოებასაც" გაუწევია. ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. ფიროსმანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად სხვადასხვა პირთა ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად" და სხვა). მხატვარს განსაკუთრებით იზიდავდა პეიზაჟი და სოფლის ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით" და სხვა). განსაკუთრებული პოეტური ოსტატობითა და გამომსახველობითაა აღბეჭდილი მის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის მთა ღამით", "დათვი მთვარიან ღამით"). ასევე ხშირად გვხვდება მის შემოქმედებაში პორტრეტებიც ("გოგონა ბუშტით", "მეეზოვე", "აქტრისა მარგარიტა"). ნიკო ფიროსმანაშვილი 1918 წლის აღდგომა დღეს, მარტოობაში გარდაიცვალა. მისი საფლავი დღესაც უცნობია.
  12. ეგნატე ფიფია (1901-1979) http://s44.radikal.ru/i106/0812/94/c4f42b7cb687.jpg ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. "ქართული ქირურგიის მეფედ" წოდებულმა ეგნატე ფიფიამ 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1940-50 წლებში ის განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანჰიგიენის ფაკულტეტებს, ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას, ხოლო 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა იმავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრას. ამასთანავე, 1943-53 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1941 წელს ის თბილისის ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგიც იყო. ფიფიამ ქართულ მედიცინაში დანერგა ღვიძლის მკურნალობის თვისობრივად ახალი მეთოდი. ის სწავლობდა ღვიძლის ექინოკოკს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანების საკითხებს. ფართოდ დანერგა წყლულვანი დაავადების რადიკალური ოპერაცია. მასვე ეკუთვნის ნაშრომები კუჭის პათოლოგიის პრობლემებზე, რისთვისაც 1977 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით.
  13. მორის ფოცხიშვილი (1930-1993) http://s54.radikal.ru/i143/0812/db/797e800e8e6a.jpg ქართველი პოეტი. 1954 წელს მორის ფოცხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნებაში", იყო მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, 1982 წლიდან - გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. პოეტმა პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1950 წელს. მისმა ნაწარმოებებმა თავიდანვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება განცდის უშუალობით, ცოცხალი ინტონაციებით, საბავშვო ფოლკლორის ხალასი გარდასახვით და ორიგინალური რიტმიკით. პოეტის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭურავს პატრიოტიზმის მოტივს, მისი პოეზია ყველანაირი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ყველაზე ხშირად მასთან მაინც შეყვარებულები ურთიერთობენ, რადგან პოეტს სიყვარულის ლექსად გადმოცემის საოცარი უნარი გააჩნია. მის ლექსებზე ქართველმა კომპოზიტორებმა შექმნეს პოპულარული სიმღერები. პოეტი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა ს. ესენინის, ნ. ტიხონოვის, ბ. პასტერნაკის, ა. ვოზნესენსკის, ე. ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მორის ფოცხიშვილი, მისი ანდერძისამებრ, დაკრძალულია მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში.
  14. ვლადიმერ ფუთურიძე (1893-1966) http://s47.radikal.ru/i116/0812/b4/62ac131380bd.jpg ქართველი ირანისტი, სპარსული პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის ფუძემდებელი საქართველოში. ვლადიმერ ფუთურიძემ 1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი. 1930 წლიდან ის მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის საისტორიო-საარქეოლოგიო ინსტიტუტში, 1935 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა სპარსულ, ენას, ირანის ისტორიასა და პალეოგრაფიას. მან შეადგინა რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო-ქრესტომათია. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე ფუთურიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სპარსული ფილოლოგიის განყოფილებას, იკვლევდა სპარსულ საისტორიო და გეოგრაფიულ თხზულებებში დაცულ ცნობებს საქართველოს შესახებ. მან თარგმნა და სპარსულ ტექსტთან ერთად შენიშვნებითურთ გამოაქვეყნა ისტრახის, ჰამდალაფ ყაზვინის და სხვათა მასალები. მანვე შეისწავლა და გამოაქვეყნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ორენოვანი (ქართულ-სპარსული) და სპარსული ისტორიული საბუთები. ვლადიმერ ფუთურიძეს ეკუთვნის ასევე საინტერესო ნაშრომები ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ.
  15. ალექსანდრე ფხაკაძე (1895-1968) http://s48.radikal.ru/i121/0812/4e/0cc3afab749a.jpg უკრაინაში მოღვაწე ქართველი ქირურგი, უკრაინის რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი. ალექსანდრე ფხაკაძემ 1921 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო კიევის საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი. ომის დამთავრების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ფხაკაძე განაგებდა კიევის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიულ კლინიკას. მან მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესწავლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ფხაკაძემ საფუძველი ჩაუყარა უკრაინაში გულმკერდის ქირურგიის განვითარებას. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით. ალექსანდრე ფხაკაძე გარდაიცვალა და დაკრძალულია კიევში.
  16. ომარ ფხაკაძე (1944-1993) http://s54.radikal.ru/i143/0812/b6/b16255c0ab22.jpg ქართველი სპორტსმენი (ველოსპორტი), სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1979 წლიდან იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპრინტერთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. ის იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ რბოლაში (1965), მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე - საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი, XX ოლიმპიური (მიუნხენი, 1972) თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. აღსანიშნავია, რომ ის მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლებს ომარ ფხაკაძე და მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებდნენ. 2000 წელს თბილისის ველოდრომს ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა.
  17. გრიგოლ ფხალაძე (1893-1981) http://s54.radikal.ru/i145/0812/53/dbbf8f996dec.jpg ქართველი დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოში დერმატოლოგიურ-ვენეროლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. გრიგოლ ფხალაძემ 1920 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. 1947-74 წლებში ის თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრას განაგებდა, ხოლო 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო კონსულტანტი. მისი კვლევები ძირითადად შეეხებოდა დერმატოლოგია-ვენეროლოგიაში საკურორტო ფაქტორის გამოყენებას და მკურნალობის ახალ მეთოდებს. 1964-81 წლებში გრიგოლ ფხალაძე იყო საქართველოს დერმატოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
  18. ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები - შალვა და ელიზბარი (XVII) http://s51.radikal.ru/i131/0812/c0/6a35b22d22d6.jpg XVII საუკუნეში შაჰ აბას I და მისმა ძემ, შაჰ აბას II კახეთი უმოწყალოდ ააოხრეს. ამ კუთხის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ამისთვის ის დაუკავშირდა ქსნის ერისთავებს: შალვას და ელიზბარს და მოკავშირეობაზე დაითანხმა. ბიძა-ძმისწულმა ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი და "მცირედ კახნი". შეთქმულები ღამით თავს დაესხნენ ბახტრიონის ციხეს და მუსრი გაავლეს იქ დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა მიატოვა ცოლ-შვილი და აჯანყებულებს სპარსეთში ძლივს გაასწრო. თუმცა ქართველთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა შეთქმულების თაოსნები მასთან გაეგზავნა. ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა იცოდნენ, რომ შაჰისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ დამპყრობელთან მაინც გაემგზავრნენ. შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები და სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ წმინდანები სასტიკად აწამეს, ბიძა-ძმისწულს თავები მოკვეთეს, ხოლო ბიძინას ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, თუმცა ბიძინა ვერც დამცირებამ გატეხა და ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა მოწამე შუბით განგმირეს. სარწმუნოებისთვის წამებულთა ნეშტის გამოხსნა მხოლოდ მრავალი წლის შემდგომ მოხერხდა. საბოლოოდ, გმირები იკორთის მთავარანგელოზის ტაძარში დაკრძალეს.
  19. ქეთევან დედოფალი (XVI-XVII) http://s41.radikal.ru/i091/0812/72/70d809854560.jpg კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605 წელს, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ, მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და კონსტანტინე დაამარცხა. 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წ. თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა. ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზში გაგზავნეს, სადაც 11 წელი გაატარა. თეიმურაზმა სცადა, რუსეთის დახმარებით დედა გაეთავისუფლებინა. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს უბრძანა, ქეთევან დედოფალი ან გაემაჰმადიანებინათ, ან მოეკლათ. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოას ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. მას შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა, დაგრასას მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა"), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე". ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.
  20. მელიტონ ქანთარია (1920-1993) http://s58.radikal.ru/i162/0812/1b/dff48ee85ca3.jpg საბჭოთა კავშირის გმირი (08.05.1946). მეორე მსოფლიო ომის დროს იდრიცის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 756-ე მსროლელი პოლკის მზვერავი იყო. მონაწილეობდა ლიტვის, ბელორუსიისა და პოლონეთის განთავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1945 წლის 30 აპრილს 22 საათზე, ქანთარიამ სერჟანტ მ. ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა გამარჯვების დროშა. ომის შემდეგ მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. იყო საქართველოს სსრ მე-2 - მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი დროშის, მარქსის (გდრ) ორდენითა და მედლებით. 1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა.
  21. ალექსანდრე ქართველიშვილი (1896-1974) http://s58.radikal.ru/i160/0812/2e/a0de72027235.jpg ქართველი ავიაკონსტრუქტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი. დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის, მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს. 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1922-1927 წლებში მუშაობდა გამოჩენილი ფრანგი ავიატორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავების "Bernard" და "Ferbois" შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. მათ ერთად ააწყეს ხომალდი, რომელსაც "Uncle Sam" უწოდეს. 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში "Fokker American Company". 1931 წელს შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც ასევე თბილისში იყო დაბადებული და იმხანად უკვე თავის კორპორაციას "Seversky Aircraft Corporation" მართავდა. ის იყო მისი პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი, ქართველიშვილი კი - ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ააწყეს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები, როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ალექსანდრე ქართველიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ-იორკში. http://s51.radikal.ru/i132/0812/fa/73e299289b11.jpg http://s59.radikal.ru/i164/0812/0a/e1587a694798.jpg
  22. გიორგი ქართველიშვილი (1827-1901) http://s47.radikal.ru/i118/0812/53/dca147c2976d.jpg ქართველი ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე. თევზის სავაჭრო და ხე-ტყის წარმოება ჰქონდა სოფ. ხანდისსა და ატენში. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის ხე-ტყით მომმარაგებელი (ზეზემანთან ერთად). პირველი გილდიის ვაჭარი. მისი ხარჯით გამოიცა 1885 წელს ვახუშტის "საქართველოს ისტორია" (დ. ბაქრაძის რედაქციით). 1883-85 წლებში იყო გაზეთ "დროების" გამომცემელი, მანვე დააფინანსა "ვეფხისტყაოსნის" 1888 წლის მდიდრული გამოცემა მ. ზიჩის ილუსტრაციებით.
  23. ვახტანგ ქარსელაძე (1919-1966) http://s56.radikal.ru/i153/0812/8f/84ff0fd615f0.jpg მოჭადრაკე, მწვრთნელი, საქართველოში ქალთა საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოსა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი. იმდროინდელი პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ჭადრაკის კაბინეტის მასწავლებელი. საოცარი მონდომებით და ენერგიით ზრდიდა მომავალ თაობას. მისი მოწაფეები იყვნენ ნ. ალექსანდრია, თ. გიორგაძე, ე. კაკაბაძე და სხვ.
  24. ჯემალ ქარჩხაძე (1936-1998) http://s55.radikal.ru/i148/0812/1c/7db288268b72.jpg მწერალი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია "ქართულ ფილმში". პირველი მოთხრობა - "აბზიანიძეების ოჯახი" 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული "სასწაული", "მეთერთმეტე მცნება", "დღე ერთი", "ანტონიო და დავითი", რომანები - "მდგმური", "ქარავანი", "ზებულონი", "განზომილება", მოთხრობები - "ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა", "იუპიტერის სინანული", "მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება". ქარჩხაძის პროზა ერთის მხრივ მიჰყება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორეს მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი. 1999 წელს რომანისათვის "განზომილება" მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის "ატომის სადგური", ლ. ფოიხტვანგერის "ცრუ ნერონი", რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
×
×
  • შექმენი...