Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. პეტრე ხარისჭირაშვილი (1804-1818-1892) http://s46.radikal.ru/i114/0812/ef/e946e91fdff8.jpg სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი. პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804 წელს, მეორით 1818 წლის 25 აპრილს, აღმსარებლობით კათოლიკე იყო. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში (დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა 1856 წელს უცხოეთში წასულიყო, თუმცა იქაც ისევ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა და 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია - ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე - ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. კონგრეგაცია მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი. საღვთისმეტყველო საგნების გარდა ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ნაწყვეტები "ვეფხისტყაოსნიდან". იმდენად საფუძვლიანად ასწავლიდნენ ლათინურ და ფრანგულ ენებს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ამ ენებზე წირვის აღსრულება, ანდა ფრანგულ სემინარიებში სწავლის გაგრძელება შეეძლო. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. "პეტრესგან განკაცებული მამებით მოფენილია მთელი ევროპა" - წერდა იმდროინდელი პრესა. პეტრე ხარისჭირაშვილი რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი. ქართული ენის სიწმინდის დასაცავად მრავალ ღონეს მიმართავდა, გრამატიკის შედგენაც დაიწყო. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ჩამორთმეული ჰქონდა და ქართული ენისა თუ მწერლობის განვითარებაში მონაწილეობას აღარ იღებდა, სტამბოლის მონასტერი გრიგოლ ხანძთელის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა. 1894 წელს აშენებული მონასტრის ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გახსნეს სასტუმრო სტამბოლში ჩასული უბინაო, ხელმოკლე ქართველებისათვის. ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს მესხეთ-ჯავახეთიდან, აჭარასა და ტაო-კლარჯეთიდან ლტოლვილები იყვნენ. ტაძრის ტერიტორიაზე დღემდე ინახება ქართველ კათოლიკეთა არქივი და ბიბლიოთეკა. აქ უამრავი უნიკალური წიგნი და ხელნაწერია დაცული. მისი მეთვალყურე კათოლიკე მილიონერი სიმონ ზაზაძეა. პეტრე ხარისჭირაშვილი მონასტრისავე ეზოშია დაკრძალული.
  2. მიხეილ ხერგიანი (1932-1969) http://s45.radikal.ru/i108/0812/54/be4468d3366e.jpg ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. მიხეილ ხერგიანი გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოელ მთამსვლელთა შორის. გამორჩეული ტაქტიკის წყალობით იგი მრავალგზის გახდა ჩემპიონი: ალპინიზმში სსრკ სამგზის და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (აბსოლუტური) ჩემპიონი. ხერგიანი მთაში სამაშველო საქმითაც იყო დაკავებული და მრავალი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. მიხეილ ხერგიანი პროფესიას შეეწირა. როცა მთამსვლელი იტალიაში, სუ-ალტოს მწვერვალზე ადიოდა, კლდეს ქვა მოწყდა, მოწვეტილმა ქვამ თოკი გადაჭრა და მიხეილ ხერგიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მისი ცხედარი იტალიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და მესტიაში დაკრძალეს. 1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ. სიმაღლის მწერვალს მისი სახელი ეწოდა. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში http://i051.radikal.ru/0812/b2/316c3a2ce89c.jpg http://s47.radikal.ru/i118/0812/f9/621dd7ade26d.jpg
  3. იპოლიტე ხვიჩია (1910-1985) http://s39.radikal.ru/i085/0812/7e/bdc4919c5a60.jpg მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1932-36 წლებში იყო ხონისა და მარტვილის რაიონული თეატრების მსახიობი, ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს. 1961 წელს გადმოვიდა თბილისში და 1966 წლამდე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. 1956 წლიდან იღებდნენ კინოში: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი"), იპოლიტე ("მანანა"), მელიტონი ("თოჯინები იცინიან"), სანდრო ("არ დაიდარდო"), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა") და სხვ. გამოდიოდა ესტრადაზეც. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრივი იუმორით, იყო მაყურებლის სიყვარულით განებივრებული არტისტი. გამოირჩეოდა ხალასი იუმორით, სხარტი სიტყვა-პასუხით. ხშირად საზოგადოებაში მისი გამოჩენაც კი საკმარისი იყო, რომ ხალხს მხიარული განწყობა დაუფლებოდა, ამას კი არა არტისტიზმით, არამედ საკუთარი ბუნების წყალობით აღწევდა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. http://i014.radikal.ru/0812/d0/acd40aaa115c.jpg
  4. სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი (XVIII-XIX) http://s48.radikal.ru/i122/0812/0f/4764e2e09145.jpg ახალციხის ფაშა 1803-1815 წლებში. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი. 1809 წლის ივნისში ტახტი შერიგ-ფაშამ წაართვა, მაგრამ 1812 წელს უკან დაიბრუნა. სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა თურქეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. თურქეთის ხელისუფლებამ ურჩი სელიმ-ფაშას დასასჯელად 15-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა. ხირხათის ციხეში (აჭარა) ჩაკეტილი სელიმ-ფაშა დამარცხდა და მას თავი მოჰკვეთეს.
  5. აკაკი ხორავა (1895-1972) http://s61.radikal.ru/i171/0812/c7/db8d07621b1c.jpg მსახიობი და პედაგოგი. ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი. 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად 1923 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 წლებში კი - დირექტორი. ხორავა თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატი იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა. რუსთაველის თეატრის სცენაზე მის მიერ განსახიერებული ოტელოს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლებოდა. ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული პლანის, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, ტემპერამენტით, ხმით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით. 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. განასახიერა გიორგი სააკაძე ამავე სახელწოდების ფილმში, გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვა. ხორავა ჩართული იყო საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც. იყო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და შემდგომ მისი დირექტორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს თეატრალური საზოგადოების დაარსებაც. იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ხუთგზის ლაურეატი. 1972 წელს ხორავას სახელი ეწოდა თბილისში მსახიობის სახლს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  6. ფატი ხუნდაძე (1895-1978) http://s40.radikal.ru/i089/0812/e6/9f69a4434c17.jpg მეცნიერი-ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915-1918 წლებში მუშაობდა პედაგოგად. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც 1924 წელს დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წელს ხუნდაძე საქართველოში დაბრუნდა. მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. დ. უზნაძესთან ერთად ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარებისა და ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.
  7. სილოვან ხუნდაძე (1860-1928) http://s50.radikal.ru/i130/0812/d9/50bebe8331a6.jpg 1871-80 წლებში სილოვან ხუნდაძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1980-84 წლებში მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1884 წლიდან სილოვანი შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. ერთხანს ის მასწავლებლად იყო სენაკში, შემდეგ გადავიდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც 1920 წლამდე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოგვიანებით დაინიშნა ამავე გიმნაზიის დირექტორად. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მისი მრავალრიცხვოვანი ლექსები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "კვალი", "ცნობის ფურცელი", "განათლება", "შრომა" და სხვა.
  8. ნიკო (ნოკო) ხურცია (1905-1949) http://s47.radikal.ru/i118/0812/9d/bcf8d1c92074.jpg ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი (ტენორი) და ლოტბარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1932 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ერთხანს მუშაობდა სპეციალობით. 1936-48 წლებში მღეროდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. პარალელურად, როგორც კონსულტანტი და ლოტბარი, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქებში, აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა საგუნდო კოლექტივებს. ხურცია მრავალი სიმღერის ავტორია. მან აღადგინა და დაამუშავა არაერთი ძველი ხალხური სიმღერა.
  9. ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) http://s46.radikal.ru/i113/0812/c3/1776a340e6a9.jpg ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივანე ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში. 1895 წელს მან დაასრულა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება. იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მოგვიანებით კი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში. 1902-1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის "ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება" მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით, დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918-1919 წლებში იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919-1926 წლებში - ამავე უნივერსიტეტის რექტორი, შემდგომ საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად, იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან - რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიაც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებინა. ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო "ვეფხისტყაოსნის", 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა უნივერსიტეტის აუდიტორიაში ლექციის კითხვის დროს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში. http://s57.radikal.ru/i155/0812/01/2ecfc4916d3a.jpg http://i021.radikal.ru/0812/29/d6e8007885dc.jpg
  10. მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937) http://s61.radikal.ru/i174/0812/3e/0dca0b4ea119.jpg უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო - ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. პირველი მოთხრობა "ჩანჩურა" 1903 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ცნობის ფურცელში". ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთებს: "ივერიას" და "გლეხს". რეპრესიების გამო აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას (სტატიათა ციკლი "გლეხის წერილები"). ქართული ლიტერატურული კრიტიკა დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთხრობებს: "ჩანჩურა", "მეჩექმე გაბო", "კურკას ქორწილი", რაც ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წ. სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და დონის როსტოვში გადაასახლეს, 1913 წ. სამშობლოში დაბრუნდა. თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ ჯავახიშვილმა კვლავ განაახალა შემოქმედება და 1923 წელს "ტყის კაცი" გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე ("ლამბალო და ყაშა", "ყბაჩამ დაიგვიანა", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", და სხვა). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), სოციალური ("ჯაყოს ხიზნები"), სათავგადასავლო ("გივი შადური"), ისტორიული ("არსენა მარაბდელი"), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო") რომანები. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც არ გაიზიარა მწერალთა კავშირის პოზიცია პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხვის თაობაზე. მას ეს არ აპატიეს და ოთხ დღეში, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, წამების შედეგად, ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი მალევე აღასრულეს დახვრეტით, მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს, დიდი მწერლის საფლავიც კი უცნობია. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები და ითარგმნა კიდეც მრავალ ენაზე.
  11. დავით ჯავრიშვილი (1894-1971) http://s56.radikal.ru/i152/0812/53/b008cffc9931.jpg ბალეტმეისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი. მოღვაწეობა დაიწყო როგორც სპორტსმენმა. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის აღორძინების მიზნით თბილისში დააარსა პირველი სპორტული საზოგადოება "ამირანი". იყო სპორტული საზოგადოება "შევარდენის" წევრი. 1926-31 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბათუმის ქორეოგრაფიულ სტუდიას. მასობრივ სპორტულ დადგმებში ფართოდ იყენებდა ქორეოგრაფიულ ელემენტებს. 1932 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1933-53 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი. დადგა ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის", "დაისის", "ლატავრას", რუბინშტეინის "დემონის" და სხვა ოპერების ცეკვები. ასევე დიდი წარმატებით მოღვაწეობდა მოსკოვის, ხარკოვის, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში. 1934-51 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიას, რომელსაც 1935 წელს შეუერთდა მ. პერინის საბალეტო სკოლაც. გარდა ამისა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს ასწავლიდა სასცენო მოძრაობას. 1953 წლიდან იყო საქართველოს ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი. ჯავრიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში. მისი საუკეთესო ნიმუშების შეკრებასა და შესწავლაში. მის ანსამბლში დადგმულ ცეკვებში ("ნაბდური", "სვანური ფერხული", "შინავორგილი", "დავლური", "მირზაია", "ხანჯლური") ჯავრიშვილმა აღადგინა ქართული ცეკვების მივიწყებული მოძრაობები, ილეთები და შეძლებისდაგვარად დაუახლოვა ისინი პირველწყაროს. ავტორია ფუნდამენტური შრომებისა ქართული ქორეოგრაფიის დარგში: "ქართული ხალხური ცეკვები", "ქართული ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  12. სიმონ ჯანაშია (1900-1947) http://s40.radikal.ru/i087/0812/cc/d04c36746265.jpg ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა ქართულის მასწავლებლის, ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ჯანაშიას ოჯახში. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის წარდგინებით უნივერსიტეტში დარჩა საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1924 წლიდან ეწოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. აირჩიეს ჯერ დოცენტად, შემდგომ-უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად. 1940-იან წლებში ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო. 1941 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელთაგანი, 1941-47 წლებში ამ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1943 წლიდან სიკვდილამდე იყო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. ჯანაშიას სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი იყო. უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურად არის გაშუქებული ქართველთა ეთნოგენეზისის, კლასებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ფეოდალიზმის გენეზისის საკითხები. მან პირველმა გამოჰყო საქართველოს ისტორიაში პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და სხვ. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია).
  13. ალექსანდრე ჯანელიძე (1888-1975) http://s49.radikal.ru/i124/0812/a0/26a4d99edabf.jpg გეოლოგი, ქართული გეოლოგიური სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათ დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1910 წელს დაამთავრა პარიზში სორბონის უნივერსიტეტი, 1916 წელს კი - ყაზანის უნივერსიტეტი. 1911-15 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში, 1918-20 წლებში კი თბილისში. 1920-23 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მუშაობდა გრენობლში, პარიზში, ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942-45 წლებში იყო მისი რექტორი. 1925 წელს დააარსა გეოლოგიური ინსტიტუტი და 1955 წლამდე იყო მისი დირექტორი. ამ ინსტიტუტს შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ჯანელიძის აქტიური მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა გეოლოგიური საზოგადოება, რომელსაც 1937-78 წლებში თავადვე თავმჯდომარეობდა. ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს. გამოკვლეული აქვს თბილისისა და მისი მიდამოების გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები (მეწყრული მოვლენები), ასევე მტკვრის ტერასები, ნატახტარის წყაროები და სხვ. შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა. დაჯილდოებულია ლენინის სამი ორდენით. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  14. უჩა (ილია) ჯაფარიძე (1906-1988) http://i036.radikal.ru/0812/70/f8e566a59f82.jpg ფერმწერი. საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახალხო მხატვარი. ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უჩა ჯაფარიძე გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1924 წელს იგი გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ დავით კაკაბაძე, იოსებ შარლემანი, ლადო გუდიაშვილი და ევგენი ლანსერე. სამწუხაროდ, 1925 წელს მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიეტოვებინა სამხატვრო აკადემია და სოფელში, საკუთარ ოჯახში დაბრუნებულიყო. სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო. 1931 წელს, აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, უჩა ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც. მან რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა თავისი შემოქმედებისათვის მდიდარი მასალა მოეგროვებინა. 1933 წელს უჩა ჯაფარიძე მოსკოვში გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში, ამასთანავე სწავლას განაგრძობდა რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წელს დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს პროფესორის წოდება მიიღო. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი. უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. მხატვარმა შექმნა მრავალი საინტერესო ნამუშევარი, რომლებმაც შესამჩნევი კვალი დატოვეს იმდროინდელი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები). პორტრეტების მთელი სერია მიუძღვნა გამოჩენილი პიროვნებების მხატვრული სახეების შექმნას: დავით აღამაშენებელის, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ბესიკის, დავით გურამიშვილის, აკაკის, ილიას, ვაჟას და სხვა. შექმნა რაჭის სოფლის ცხოვრების ამსახველი ნამუშევრები, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები, კერძოდ "ვეფხისტყაოსნისა" და "კაკო ყაჩაღის" ილუსტრაციები. მისი ტილოები დაცული და ექსპონირებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს მრავალ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.
  15. მედეა ჯაფარიძე (1923-1994) http://i007.radikal.ru/0812/da/34c9076c7bb9.jpg კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1942 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. პარალელურად გაიარა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გიორგი ტოვსტონოგოვის სტუდიის კურსი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სტუდიაში. იგი ბრწყინვალე აქტიორული ოსტატობით ქმნიდა როგორც სახასიათო, კომედიურ, ასევე ლირიკულ და დრამატულ როლებს. მედეა ჯაფარიძე გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით და შინაგანი მომხიბვლელობით, უშუალობით, გულწრფელობით. მისი საოცარი სილამაზე და სინაზე ხიბლავდა ყველას. როცა "მხატის" სტუდიაში თავისუფალ მსმენელად მიიღეს, რაც იმხანად დაუშვებელი იყო, დირექტორს უსაყვედურეს, მან კი ასეთი პასუხი გასცა, თქვენ როგორ მოიქცეოდით ანგელოზი რომ გამოგცხადებოდათო? "დღეს, როცა სამყაროში ამდენი რამ ინგრევა და იმსხვრევა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ასე მოჭარბებულადაა მოძალებული ყველაფერი ყოფითი და მიწიერი, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიც არის მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭიერება, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მიიწევს ზევით, მაღალი იდეალებისაკენ და თითქოს შენც მაღლდები მისი შემხედვარე" - წერდა იტალიელი მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა. მედეა ჯაფარიძემ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე მრავალი ღირშესანიშნავი სახე შექმნა, დაუვიწყარია მისი კინოროლებიც: თინათინი ("გიორგი სააკაძე"), ქეთო ("ქეთო და კოტე"), ელიკო ("წარსული ზაფხული"), ეკა ("მზე შემოდგომისა") და სხვ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
  16. სერგი ჯიქია (1898-1993) http://s58.radikal.ru/i161/0812/4d/5122697c7c03.jpg აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დასციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი, 1945-53 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე. სერგი ჯიქიას სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია. სერგი ჯიქიას ფუნდამენტური ნაშრომებია: "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", "იბრაჰიმ ფეჩევის შრომები საქართველოსა და კავკასიის შესახებ", თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობანი". სერგი ჯიქიამ დიდი ამაგი დასდო ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. ის არის ლენინგრადსა და საქართველოში გამოცემული თურქული ქრესტომათიების ავტორი.
  17. ვახტანგ ჯობაძე (1917-2007) http://s50.radikal.ru/i128/0812/7f/d7c5740bca33.jpg ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი. მოღვაწეობდა ემიგრაციაში. ასე რომ, იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლერჯეთის ძეგლები. ის არის ავტორი მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ენებზეც. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). ვახტანგ ჯობაძემ უდიდესი შრომა გასწია საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ქართული არქიტექტურული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების შესწავლასა და პოპულარიზაციისათვის. ის მოღვაწეობდა გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თანამშრომლობდა ჰარვარდისა და იუტას უნივერსიტეტებთან. ბოლოს კი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა 2007 წლის 10 თებერვალს კარლსბადში, მისი ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს. 2007 წლის 29-30 მარტს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვახტანგ ჯობაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და მისი წიგნის "ადრეული შუასაუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში" პრეზენტაცია და ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.
  18. არჩილ ჯორჯაძე (1872-1913) http://s47.radikal.ru/i116/0812/b6/6568dd0aa66a.jpg პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ესთეტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი. 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. სწავლობდა რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჯორჯაძე "ცნობის ფურცლის" მუდმივი თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. 1902 წელს საზღვარგეთ გაემგზავრა. 1903-05 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "საქართველოს", რომელიც საფრანგეთში გამოდიოდა. 1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შექმნა "საერთო ნიადაგის თეორია", რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: "წერილები იტრიის წისქვილიდან", "ინდური ფილოსოფია" და "ტოლსტოის მსოფლმხედველობა", სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა. არჩილ ჯორჯაძე იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  19. რომელი გირჩევნიათ, ახალი თუ ძველი? მე ვფიქრობ, რომ ძველი სჯობდა! ყოველ შემთხვევაში ჰიმნი მაინც! პრეზიდენტის შეცვლა არ უნდა ნიშნავდეს ჰიმნისა და დროშის შეცვლას! ასე მიშა რომ წავა, რა დროშა და ჰიმნი ისევ უნდა შეიცვალოს?
  20. ვითომ მოიგონ ვინმემ ეკ კარტა საქართველოში???
  21. :hello: :hello: :hello: :hello: :hello: http://s46.radikal.ru/i113/0811/6d/be0ba26094bd.jpg
  22. შური არის ძალიან მაგარი რამ, ერთადერთი, რაც განაპირობებს პროგრესს! რა, არა? :
  23. თქვენი ჰობი რა არის? ჩემი პაკლონშიცების შეგროვება!
  24. შევდივართ აქ: LINK მარცხენა მხარეს არის სერჩი, ჩავწერთ სასურველი კინოს სახელს და ამოგვიდებს იმ შეცდომებს, რომლების დაშვებულია ამ კინოში!
  25. "პოპულარულ" მანიაკებზე მჭირდება სხვადასხვა მასალა და იქნებ ვინმემ რამე იცოდეს რომ დაწეროს? ვგულისხმობ ჩიკატოს და ასეთ მასობრივ მოძალადეებს! მადლობა წინასწარ.
×
×
  • შექმენი...