Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. აბორტი [ლათ. Abortus] - ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა, მუცლის მოშლა, მუცლის მოწყვეტა.
  2. აბორიგენები [ლათ. Aborigenes - Aborigene დასაბამიდან, თავიდან] - ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, თავდაპირველი, ძველისძველი ბინადარი (ამა თუ იმ ადგილისა).
  3. აბორდაჟი [ფრანგ. Abordage Bord (გემის) ბორტი] - საზღვაო ბრძოლის ძველებური ხერხი - მოწინააღმდეგეთა გემების ერთმანეთთან ბორტებით მიდგომა და კავებით გადაჭდობა გადამწყვეტი ხელჩართული ბრძოლისათვის.
  4. აბონენტი [Abonnent] - აბონემენტის მქონე პირი ან დაწესებულება.
  5. აბონემენტი [ფრანგ. Abonnement] - უფლება რამეთი სარგებლობისა განსაზღვრული ვადით (მაგ: წიგნით - ბიბლიოთეკიდან, ადგილით - თეატრში, ტელეფონით და სხვა). ამ უფლების დამადასტურებელი საბუთი.
  6. აბოლიციონისტი აბოლიციონიზმის მიმდევარი.
  7. აბოლიციონიზმი [ლათ. Abolitio გაუქმება, მოსპობა] - საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-18 ს. ბოლოს და მე-19 ს. პირველ ნახევარში, მიზნად ისახავდა ზანგების მონობის გაუქმებას.
  8. აბოლიცია [ლათ. Abolitio გაუქმება, მოსპობა] - 1. კანონის ან გადაწყვეტილების გაუქმება. 2. თანამდებობის გაუქმება, თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება. 3. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ისეთ სტადიაში, როდესაც ბრალდება ჯერ იურიდიულად დადგენილი არ არის.
  9. აბლაქიტრება ერთმანეთთან ახლო მდგომი მცენარეების მყნობა მათი ტოტების მიახლოებითა და შეერთებით. იყენებენ მევენახეობაში, მეხილეობაში, დეკორატიულ მებაღეობაში.
  10. აბლაუტი [გერმ. Ablaut] - (ლინგვ.) ხმოვანთმონაცვლეობა, ძირისეული ხმოვნის ცვლა ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა ფორმაში. მაგ: გერმ. Gehen - Ging - Gegangen.
  11. აბლატივი [ლათ. (Casus) Ablativus დაწყებითი (ბრუნვა)] - (გრამატ.) ბრუნვა ზოგიერთ ენაში (მაგ. ლათინურში), რომელიც დაშორებას აღნიშნავს, ქართულში მას შეესატყვისება "გან" თანდებულიანი მოქმედებითი. მაგ: სახელიდან (სახლით-გან).
  12. აბიურაცია [ლათ. Abjuratio ფიცით უარის თქმა რამეზე] - საჯაროდ განდგომა სარწმუნოებისაგან, აგრეთვე საჯაროდ უარყოფა თავისი მრწამსისა, შეხედულებისა.
  13. აბიტურიენტი [ლათ. Abituriens (Abiturientis) ვინც უნდა წავიდეს] - 1. მოსწავლე, რომელიც საშუალო სკოლას ამთავრებს. 2. უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელი.
  14. აბისალური [ფრანგ. Abyssal სიღრმისა - ბერძ.] - ზღვის სიღრმესთან ან დედამიწის ქერქის ქვედა არეებთან დაკავშირებული.
  15. აბზეცერი [გერმ. Absetzer, Absetzen გადაწევა] - მრავალჩამჩიანი ექსკავატორი ფუჭი ქანის ამოსაღებად და კარიერის ნაყარზე გადასატანად.
  16. აბზაცი [გერმ. Absatz] - 1. ტექსტის ნაწილი, რომლის პირველი სტრიქონი ცოტათი შეწეულია. 2. თვით შეწეული სტრიქონი.
  17. აბვერი [გერმ. Abwehr] - ჰიტლერული გერმანიის სამხედრო დაზვერვა.
  18. აბერაცია [ლათ. Aberratio გადახრა] - 1. ოპტიკურ ხელსაწყოებში: გამოსახულების გაბუნდოვანება ან დამახინჯება. 2. ცაზე ვარსკვლავების მოჩვენებითი გადახრა, რაც გამოწვეულია დედამიწის მოძრაობით. 3. ცთომილება, ჭეშმარიტებიდან გადაცდენა.
  19. აბდომინური [ლათ. Abdomen (Abdominis) მუცელი] - (ანატ.) მუცლისა. მაგ: სუნთქვა.
  20. აბდომენი [ლათ. Abdomen მუცელი] - ფეხსახსროვანი ცხოველების სხეულის უკანა ნაწილი, მუცელი.
  21. აბდიკაცია [ლათ. Abdication] - მეფის გადადგომა ტახტიდან, ხელისუფლებაზე უარის თქმა.
  22. აბატისა [ლათ. Abbatissa] - კათოლიკური დედათა მონასტერის წინამძღვარი.
  23. აბატი [ლათ. Abbas (Abbatis) < სირიული Abba-დან მამა] - 1. კათოლიკური მამათმონასტრის წინამძღვარი. 2. კათოლიკური სასულიერო პირთა საპატიო წოდებულება, მღვდელი. სააბატო - კათოლიკური მონასტერი თავისი ადგილ-მამულებით.
  24. აბაჟური [ფრანგ. Abat Jour] - საფარველი, რომელიც ლამპას უკეთდება მხედველობის დასაცავად, შუქის ერთი ადგილისაკენ მისამართავად, შუქფარი.
  25. აბაკი [ბერძ. Abax (Abakos), ლათ. Abacus საანგარიშო დაფა] - 1. დაფა, რომელსაც იყენებდნენ არითმეტიკული ანგარიშისათვის ძველ საბერძნეთში, რომში და შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მე-18 საუკუნამდე. დაყოფილი იყო ზოლებად, რომლებშიც გადაადგილებდნენ ხოლმე კოჭებს, ქვებს და მისთ.
×
×
  • შექმენი...