Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'კლიფოტი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 3 results

  1. სეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე. სეფიროტი ესაა უფლის 10 ენერგია. კლიფოტი ესაა "შემეცნების" ხე. კლიფოტი ესაა დემონთა 10 ენერგია (10 სამეფო). სეფიროტი ესაა ღმერთი - სიკეთე. კლიფოტი ესაა ანტი-ღმერთი ე.ი. დემონი - ბოროტება. ედემის ბაღში იყო ორი ხე, სიცოცხლის და ცოდნის და ეს ორი განასახიერებდა და წარმოადგენდა სეფიროტის და კლიფოტის სისტემას. ცხოვრების ხე, რომლიდანაც ჭამა ადამს და ევას არ ეკრძალებოდათ იყო - სეფიროტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამი და ევა იღებდნენ ენერგიას და ცოდნას ღვთაებრივი სამყაროებიდან. როცა სატანა განუდგა ღმერთს, გახდა ადამ-ბელიალი - დემონური პირველადამიანი. ადამ-ბელიალმა ანუ გველმა კალიმ აცდუნა ადამ-აფარი და ჰავევატი, ადამ-ბელიალმა მათ აჭამა ნაყოფი ცრუ ცოდნის ე.ი. კლიფოტის ხიდან. როგორც კი ადამმა და ჰავევატიმ შეჭამეს კლიფოტის ნაყოფი, ისინი მოწყდნენ სეფიროტის სისტემას და გახდნენ დემონურები. ადამ-აფარი, უფლის შვილი, გახდა ადამ-ბელიალის მსგავსი. ადამ-აფარი ქცეული ბელიალად და მისი ცოლი ჰავევატი გახდნენ კლიფოტის დემონური სისტემის მონები. მათ დაკარგეს სეფიროტის მადლი (ენერგია) და გადაიქცნენ დეგრადანტებად. ამიტომაც დაიწყეს სხეულის დაფარვა, რადგანაც სულიერი დაცემის შედეგად გაუჩნდათ მენტალური ბორკილები, მათ შორის - სიმორცხვე. კლიფოტის სისტემის დემონოიდებს სძულთ ღმერთი და არიან რადიკალი ჰედონისტები. ისინი ცდილობენ მიწიერი სიამოვნებებით ტვინი გამოუტენონ ადამიანებს და დაავიწყონ სულიერი განვითარება. კლიფოტის დემონები უარყოფენ იოგას და ტანტრას, ისინი უარყოფენ აბსოლუტს (ბრაჰმანს/ეინ-სოფს). ისინი არიან მატერიალისტები. კლიფოტის ხის ცოდნა არაა ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, ესაა მატერიალისტური "ცოდნა". სეფიროტი ესაა არია-დჰარმა, ხოლო კლიფოტი - ასურა-დჰარმა. ომ შანტი რატომ ჰქონდათ ადამს და ევას განსხვავებული ცნობიერება? რატომ დადიოდნენ შიშვლები და არ რცხვენოდათ? რატომ არ იფარავდნენ სხეულს? რა ჰქონდათ მათ ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? ბიბლიაში წერია, რომ როცა უფალს უჯერებდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ ედემში, ადამს და ევას ჰქონდათ უფლის მადლი და იყვნენ სულიერად სუფთა არსებები. მათ ჰქონდათ განსხვავებული ცნობიერება, არა ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ - "ცივილიზებულ კულტურულ" ხალხს. ბიბლიაში წერია, რომ როცა ადამმა და ევამ დემონი გველისგან იგემეს ცრუ ცოდნის და ბოროტების ვაშლი, განიცადეს სულიერი დაცემა და აიფარეს ჯერ ლეღვის ფოთლები, შემდეგ კი უფალმა მათ მისცა ტყავის სამოსი და ჭიტლაყით ისროლა ედემიდან უბადრუკ უდაბურ უდაბნოში, სადაც ძლივს არსებობდნენ. ე.ი. მათ განიცადეს სულიერი დაცემა? ანუ რა გამოდის? ჩვენ ვართ სულიერად დაცემული ხალხი და სამოსის ტარება სწორედ ამის ნიშანია? გამოდის, რომ სამოსი სულაც არაა "მაღალი კულტურა" და "პროგრესი"? ეგრე გამოდის. ე.ი. ჰიმნოსოფისტი და ნუდისტი ადამი და ევა, იყვნენ ზე-მაღალი სულიერი ცნობიერების მქონე მადლმოსილი ზე-ადამიანები? ანუ ის "ველური" ტომებიც, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, ამაზონიაში და ავსტრალია-ოკეანიაში, არიან ადამის და ევას მსგავსად სუფთა მადლიანი სულები? ეგრე გამოდის. "ველურები" ამტკიცებენ, რომ ესმით ბუნების სულის ხმა, იქნებ ეს მართლაც ასეა? იქნებ უფლის ხმა ესმით? სულიერი ადამიანი ფიქრობს მხოლოდ სულზე და არ აიგივებს საკუთარ თავს მოკვდავ მიწიერ სხეულთან. სწორედ ესაა ზე-სულიერი ცნობიერება. უცნაური და სასაცილოა ის, რომ თანამედროვე "კულტურულებს" ყველაფერი პირიქით ჰგონიათ და ფეხებზე იკიდებენ ბიბლიასაც და ვედებსაც. ადამის და ევას შესახებ ვედურ ბჰავიშია-მაჰაპურანაშიც თითქმის იგივე წერია. ბიბლიაში ოდნავ განსხვავებულადაა წარმოდგენილი ვედური მითი ნუდისტი იოგების - ადჰამას და ავევატის შესახებ. გამოდის, რომ ჩვენ, "ცივილიზებული" ადამიანები არასწორად ვცხოვრობთ და მცდარი "მორალი" გვაქვს? ასე გამოდის. გამოდის, რომ სირცხვილი და სხეულის დაფარვის სურვილი, ჰიმნოფობია, გაჩნდა სულიერი დაცემის შედეგად. ომ შანტი ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანას მიხედვით ადამი (ადჰამა) და ევა (ავევატი) იყვნენ ვიკამბარები. მათ არ გააჩნდათ სხეულის კონცეფცია და ჰქონდათ სუფთა ადვაიტური სულიერი ცნობიერება. ისინი იყვნენ ჭეშმარიტი არიელები სუფთა ტანტრისტული ცნობიერებით. მათ არ ჰქონდათ "პაშა" ე.ი. ბორკილები: შიში, ზიზღი, სიძულვილი, შფოთვა, წეს-ჩვეულებები, კლანური მენტალობა, სიმორცხვე და ეჭვიანობა. რადგანაც ეს ბორკილები ახასიათებთ მხოლოდ პაშუ-ბჰავას პრიმიტიულ ადამიანებს და ასევე ასურა-ბჰავას და მაჰა-პაშუ-ბჰავას დონის ბარბაროსებს - მლეჩხებს. ადამი და ევა არ იყვნენ პურიტანები. მათ არ ჰქონდათ სექსოფობია, ეროფობია და ჰიმნოფობია. მათ არ ჰქონდათ რეპრესიული ჰიმნოფობიური "მორალი" და "ზნეობა". ადამი და ევა იყვნენ ნაგა-სადჰუ ანუ ჰიმნოსოფისტი მაჰა-იოგინები. გველი კალის და მლეჩხების მაგიური ვაშლის გამო მათ დაკარგეს სუფთა ცნობიერება და გახდნენ დუალისტი მატერიალისტები, განიცადეს დეგრადაცია. გახდნენ მლეჩხები. თანამედროვე "ცივილიზაციის" ადამიანები უმეტესად არიან მლეჩხები და არ აქვთ ადვაიტური ცნობიერება, სამაგიეროდ გააჩნიათ ტამასიკური აზროვნება და სხეულის კონცეფცია, ისინი საკუთარ სულიერ მეს აიგივებენ სხეულთან. ცხადია მლეჩხებს ეზიზღებათ ვიკამბარები და ნუდისტები. მათ უჩნდებათ აგრესია, როცა ხედავენ ნუდისტებს და ჰიმნოსოფისტებს. მლეჩხები თვლიან, რომ "კულტურა" და "მაღალი დონე" ესაა ტანსაცმელი, ხოლო ნუდისტები არიან "გიჟები" და "ველურები". სინამდვილეში ეს ასე არაა. უბრალოდ მლეჩხებს ფეხებზე ჰკიდიათ ვედები და ტანტრები. სულ ესაა. თან, როგორც უკვე ითქვა, მლეჩხებს აქვთ ბორკილები და შებორკილნი არიან მატერიალისტური ტამასიკური რეპრესიული მორალით. მლეჩხებს აზროვნება უკუღმა აქვთ გადაბრუნებული, ისინი ფიქრობენ, რომ "თეთრი შავია და შავი - თეთრი". მლეჩხების "ცივილიზაცია" ესაა ვედურ-არიული ცივილიზაციის აბსოლუტური ინვერსია, სეფიროტის ინვერსია. მლეჩხებს არ აქვთ ეინ სოფ აურის (უსასრულო არაფრის სინათლის ე.ი. აბსოლუტის) გაცნობიერება. სეფიროტი ესაა დივია-სვარგა (ზეციური სამოთხე), ხოლო მისი ინვერსია - კლიფოტი, ესაა ბილა-სვარგა (დემონური სამეფო) საიდანაც მოვიდნენ დედამიწაზე ასურები (დემონები) და დაანგრიეს ვედური ცივილიზაცია. ასურებმა ადამიანებს დაადეს ბორკილები და აქციეს ისინი მონებად, მლეჩხებად, ჰიმნოფობებად. ომ შანტი
  2. კაბალა ესაა ებრაული ეზოთერული სულიერი მეცნიერება. კაბალა ეფუძნება ბიბლიას, "სეფერ იეცირას", "ზოარს" და სხვა კაბალისტურ ტექსტებს. კაბალაში ითვლება რომ არსებობს ორი უზენაესი აბსოლუტი: 1. ეინ სოფი – უსასრულო არაფერი და 2. შეჰინა – თავდაპირველი სინათლე, განათება არსებობს ასევე "ციმცუმის" ცნება, ესაა ღვთაებრივი სინათლით და სივრცით მანიპულირება ელოჰიმის მიერ. ციმცუმის შემდეგ დაიწყო ღვთაებრივი ემანაცია, ელოჰიმმა აავსო ჭუჭრლები ღვთაებრივი ნათლით, მაგრამ პროცესი დაირღვა და ჭურჭლები დატყდა, სინათლის უდიდესი ნაწილი დაბრუნდა ელოჰიმთან, ხოლო ნაწილი დარჩა დატეხილ ჭურჭლებში. ადამ-კადმონი ესაა პირველდაწყებითი ადამიანი რომელიც აერთიანებს 5 უმაღლეს სამყაროს "ციმცუმ ალეფის" ანუ "პირველი შემცირების" შემდეგ. ადამ-რიშონი ესაა პირველი ადამიანი, კოლექტიური ფორმა ქმნილებისა, ქმნილებათა კრებითი სახე და ადამიანის პირველსახე და არქეტიპი მატერიალურ სამყაროში. ადამ-რიშონის სულის 600 000 ნაწილისგან წარმოიშვნენ ცოცხალი არსებები. შევირატ ჰა კელიმ – ესაა კოსმიური კატასტროფა, რომელიც მსოფლიოს გაჩენამდე მოხდა. გმარ ტიკუნი ესაა ქმნილებათა საბოლოო შესწორება როცა ქმნილებები გასწორდებიან, მიაღწევენ გასხივოსნებას და დაუბრუნდებიან აბსოლუტს. ესაა სამყაროების შესწორება. არსებობს სინათლე ანუ "ორ" და მეტაფიზიკური ჭურჭელი ანუ "კლი". არსებობს 6 სინათლე: 1. ორ იაშარ – პირდაპირი სინათლე 2. ორ ჰოზერ – არეკლილი სინათლე 3. ორ მაკიფ – გარეგანი სინათლე 4. ორ პნიმი – შინაგანი სინათლე 5. ორ ელიონ – უზენაესი სინათლე 6. ორ ეინ სოფ – უსასრულობის სინათლე ადამიანის ცნობიერებასა და უსასრულობის სამყაროს შორის ძევს 5 სამყარო. უსასრულობის სამყაროს ეწოდება "ოლამ ეინ სოფ". ეს სამყაროებია: 1. ოლამ ადამ კადმონ და ორ იეჰიდა 2. ოლამ აცილუტ და ორ ჰაია 3. ოლამ ბრიია და ორ ნეშამა 4. ოლამ იეცირა და ორ რუაჰ 5. ოლამ ასია და ორ ნეფეშ ოლამ აცილუტსა და ოლამ იეცირას შორის არსებობს ზღვარი, რომელსაც ეწოდება "პარსა". იეცირას ზედა სამყაროებს ეწოდებათ "გაცემის" სამყაროები, ხოლო დაბალ სამყაროებს "მიღების" სამყაროები. არსებობს 10 სეფიროტი. ესაა უფლის 10 ემანაცია. უზენაესი სინათლის 10 დაფარვა. უფლის 10 თვისება. 1. კეტერ – გვირგვინი 2. ჰოკმა – სიბრძნე 3. ბინაჰ – გაგება 4. ჰეზედ – მოწყალება 5. გებურაჰ – ძალა 6. თიფერეთ – სილამაზე 7. ნეცაჰ – გამარჯვება 8. ჰოდ – დიდება 9. იესოდ – ფორმა და 10. მალქუთ – მეფობა ან სამეფო. ჰოკმას და ბინაჰის შეერთდებით იბადება "დაათი" ანუ ცოდნა. არსებობს "პარცუფიმი" ანუ "სახე". პირველი ტიპის პარცუფიმებია: 1. აბა – მამა, 2. იმა – დედა და 3. ნუკვა – ქალი. მეორე ტიპის ესაა "ზეირ-ანპინ". "ატიკ იომინ" ანუ "ძველი დღეები" ესაა სეფიროტი კეტერის უმაღლესი გამოვლინება. "არიჰ ანპინ" ანუ "დიადი სახე" – კეტერის დაბალი დონე. ესაა სხვა სეფიროტების გამოვლინება ამ დონეზე. "აბა" ანუ "მამა" – სეფიროტი ჰოკმა. სიბრძნე. "იმა' ანუ "დედა" – სეფიროტი ბინაჰი. გაგება. "ზეირ ანპინი" ანუ "მცირე სახე" – დანარჩენი 6 სეფიროტი. "ნუკვა" ანუ "ქალი" – სეფიროტი მალქუთი ანუ მეფობა ან სამეფო. სული შედგება 613 სურვილისგან და აქვს 5 სახელი ანუ 5 დონე რომლების დახმარებითაც უზენაესი ძალები აძლევენ დაბალ არსებებს ეინ სოფის სინათლეს. არის 613 მცნება დაკავშირებული 613 სურვილთან. კაბალა ეყრდნობა თორას. თორა შედგება უფლის სახელებისგან და ისაა თავად უფლის სახელი. ასე ამბობს კაბალისტი მოშე ბენ ნაჰმანი. ადამ რიშონმა დაწერა წიგნი "რაზიელ მალაჰ" სადაც მოცემულია კაბალისტური ცოდნა. ადამ რიშონი ცხოვრობდა დაახლოებით 6000 წლის წინ. "მაჰსომი" ესაა ზღვარი სულიერ და ფიზიკურ სამყაროებს შორის. "ადამ დე იეცირა" ესაა ოლამ იეცირას პირველადამიანი. "ადამ დე ასია" ესაა ოლამ ასიას პირველი ადამიანი. "ბაალეი ჰა იედია" კაბალაში ესენია ცოდნის მფლობელი მისტიკოსები. "გილგული" ესაა რეინკარნაცია. იგივე "ჰაეტაკა"." "გოლემი" ესაა კაბალისტური მაგიის დახმარებით შექმნილი ხელოვნური ადამიანი. "გან ედენ შელ მაალა" ესაა ზეციური სამოთხე. არსებობს ასევე 10 კლიფოტი ანუ დემონთა 10 სამყარო. ესენია: 1. ნაჰემა 2. გამალიელ 3. სამაელ 4. ა-არაბ-ზარაკ 5. ტაგირიონ 6. გოლაჰაბ 7. გა-აგშებლა 8. სატარიელ 9. ჰაგიელ და 10. ტაუმიელ. კლიფოტი ესაა სეფიროტის ინვერსია. თოთოეულ კლიფოტს მართავს კონკრეტული დემონი. სატანა და მოლოქი მართავენ ტაუმიელს. ჰაგიელს მართავს ბელზებელი. სატარიელს მართავს ლუციფერი. გა-აგშებლა ესაა ასტაროტის სავანე. გოლაჰაბს მართავს ასმოდეუსი. ტაგირიონს მართავს ბელფეგორი. ა-არაბ-ზარაკს მართავს ბაალი. სამაელს მართავს ადრამელექი. გამალიელს მართავს ლილიტი. ნაჰემას მართავენ ლილიტი და ნაჰემა. სეფიროტი ესაა სინათლე, ხოლო კლიფოტი ესაა სიბნელე. სეფიროტი ესაა შემოქმედება, ხოლო კლიფოტი დანგრევა. სეფიროტი ესაა სიცოცხლის ხე, ხოლო კლიფოტი ესაა შემეცნების ხე. არსებობს ასევე ქაოსის სამყარო ანუ ოლამ ჰა-ტოჰუ. "იბურ' ესაა სულიერი ჩანასახი. ეინ სოფიდან გამოვიდა ელოჰიმი რომელმაც წარმოშვა 10 სეფიროტი, პარცუფიმები, სამყაროები, არსებები და ა.შ. საბოლოო მიზანი ესაა ეინ სოფში დაბრუნება. უმაღლესი სეფიროტების მიღმა იმყოფება ტრანსცენდენტური რეალობის 3 დონე ანუ სუბსტანცია: 1. ეინი – რაღაც რიცხვითი მნიშვნელობით 0, 2. ეინ სოფი – უსასრულობა რიცხვითი მნიშვნელობით 00 და ბოლოს 3. ეინ სოფ აორ – უსასრულო სინათლე. ამ სამი ზესულიერი არსის საპირისპირო საწყისებია კლიფოტის ქვემოთ მყოფი სამი ბნელი არსი: 1. ტოჰუ – უფორმობა და ქაოსი რიცხვითი მნიშვნელობით 0, 2. ბოჰუ – სიცარიელე, რიცხვითი მნიშვნელობით 00 და ბოლოს 3. ჰასეკ – ბნელეთი, რიცხვითი მნიშვნელობით 000. სამი უზენაესი საწყისი შეესაბამება ინდურ ბრაჰმანს ანუ აბსოლუტს. ვინც ერწყმის ეინ სოფ აორს უკან აღარ ბრუნდება ან თუ ბრუნდება მას მიიჩნევენ წმინდანად. რაც შეეხება ბნელეთის ადეპტს , ის ერწყმის ჰასეკს.
  3. ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენენ ინდუისტური ვედანტას და ბრაჰმავიდიას დასავლურ ანალოგიებს, ამ სწავლებებში არის იგივე ეზოთერული ცოდნა, რომლითაც აღსავსეა ვედანტა და ბრაჰმავიდია. ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა წარმოადგენენ დუალისტურ პანთეისტურ სუპერპერსონალისტურ იდეალიზმს, მათში მძლავრადაა განვითარებული ემანაციის დოქტრინა და აბსოლუტური სულის იდეა. ქალდეურ კაბალისტიკასა და ებრაულ ტრანსცენდენტურ კაბალაში ყოფიერების დასაბამში არის ორი უნივერსალური სული, ორი არსი: ეინ სოფი – უსასრულო არაფერი (მამრობითი საწყისი) და შეხინა – გასხივოსნება, ნათელი, სინათლე (მდედრობითი საწყისი). ეინ სოფისა და შეხინას სინერგიის შედეგად, მათი წიაღიდან გამომდინარეობს ათი ემანაციური თანრიგი, ათი სეფიროტი, ესენია: კეტერ – გვირგვინი, ჰოკმა – სიბრძნე, ბინახ – გაგება, რომლებიც განეკუთვნებიან სულიერ სამყაროს, შემდეგ: ჰეზედ – მოწყალება, გებურაჰ – სიმკაცრე, თიფერეთ – სილამაზე, ნეცაჰ – გამარჯვება, ჰოდ – დიდება, იესოდ – ფორმა, რომლებიც განეკუთვნებიან მშვინვიერ ანუ ასტრალურ სამყაროს და ბოლოს: მალქუთ – მეფობა, რომელიც განეკუთვნება ფიზიკურ სამყაროს. თითოეული სეფიროტი შედგება კიდევ უფრო მცირე სეფიროტებისაგან და ასე უსასრულოდ. კაბალაში არის აგრეთვე იდეა, ღვთაებრივი ზეციური ზეადამიანის, ზეციური ადამის ე.წ. ადამ კადმონის იდეა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ათივე სეფიროტს, მისი მისტიკური კოსმიური სხეული არის ათი სეფიროტის ერთობლიობა. მიწიერი ადამი, პირველი მიწიერი ადამიანი, არის ზეციური ადამ კადმონის გადაბრუნებული ანარეკლი და ეწოდება ადამ აფარი (არასრულყოფილი ადამი). კაბალა აღიარებს მრავალი სამყაროს არსებობას (რომლებსაც აერთიანებს სეფიროტის და კლიფოტის ხე). კაბალას მიხედვით არსებობს აბსოლუტის უამრავი ენერგია, რომელთაგან 2 არის ძირითადი: 1) სეფიროტის ზეციური ენერგია და 2) კლიფოტის ინფერნალური ენერგია. კაბალისტური კოსმოლოგიის მიხედვით არსებობს ოთხი სამყარო, ერთმანეთთან სეფიროტის სისტემით ანუ სიცოცხლის ხით: აცილუტი – უმაღლესი სულიერი სამყარო, ბრია – დაბალი სულიერი სამყარო, იეცირა – მშვინვიერი სამყარო და ასია – ფიზიკური სამყარო. კაბალისტური ანთროპოგონიის მიხედვით თავდაპირველად, აცილუტის უმაღლეს სულიერ სამყაროში, არსებობდა, უმაღლესი სულიერი ზეციური ადამი ანუ ადამ რიშონი, ისე მოხდა, რომ ადამ რიშონი დაეცა და ჩამოვარდა აცილუტის სფეროდან ბრიას, იეცირას და ასიას სფეროებში (სამყაროებში) და მისი ღვთაებრივი სულიერი საფშვინველი (გონება-ინტელექტი-ცნობიერება) 600 000 ფრაგმენტად ანუ ნამსხვრევად დაიმსხვრა და დატყდა, ამ ნამსხვრევებისგან წარმოიშვნენ დაბალი სამყაროების ცოცხალი არსებები, მათ შორის ადამიანები. კაბალისტურ მოძღვრებაში არსებობს ეზოთერული დოქტრინა ორი უნივერსალური (მეტაკოსმიური) ენერგიის შესახებ, პირველი ესაა ღვთაებრივი ენერგია – სეფიროტი, რომელიც ვლინდება სინათლის სამოცდათორმეტი ანგელოზის სახით, ესენია: ვეხუია, იელიელი, სიტაელი, ელემია, მახასია, ლილახილი, ახაია, კახიტილი, ხაზიელი, ალადია, ლაიუია, ხახია, იელიილი, მებახილი, ხარიელი, ხაკამია, ლევია, კალიელი, ლეუია, პახალია, ნელკაელი, იეიაიელი, მალახილი, ხახუია, ნიტაია, ხააია, იერატილი, სეეხია, რეიელი, ომაელი, ლეკაბილი, ვასარია, იეხუია, ლეხახია, ანიელი, ხაამია, რეხაელი, იხიაზილი, ხახაზილი, მიკაილი, ვევალია, იელახია, სეალია, არიელი, ასალია, მიქაელი, ვეხუილი, დანიელი, ხახაზია, იმამია, ნანაელი, ნიტაელი, მებახია, პოიელი, ნემამია, იეილაილი, ხარახილი, მიხრაელი, უმაბილი, იახილი, ანაუელი, მეხეკიელი, დამაბია, მენიელი, ეიაელი, ხაბუია, როხილი, იიბამია, ხაიაიელი და მუმია, ხოლო მეორეა დემონური ენერგია – კლიფოტი, რომელიც ვლინდება სიბნელის სამოცდათორმეტი ანგელოზის ანუ დემონის სახით, ესენია: ბაელი, აგარესი, ვასაგო, გამიგინი, მერბასი, ვალეფორი, ამონი, ბარბატოსი, პაიმონი, ბუერი, გუსიონი, სიტრი, ბელეტი, ლერაიე, ელიგოსი, ზეპარი, ბოტისი, ბატინი, სალოსი, პურსონი, მარაკსი, იპოსი, აიმი, ნაბერიუსი, გლასია-ლაბოლასი, ბუვე, რონოვე, ბერიტი, ასტაროტე, ფორნეუსი, ფორასი, ასმოდეუსი, გააპი, ფურფური, მერხოსიასი, სტოლასი, ფენეკსი, ხალფასი, მალფასი, რაუმი, ფოკალორი, ვეპარი, საბნოკი, შაკსი, ვინე, ბიფრონსი, უვალი, ხააგენტი, კრკელი, ფურკასი, ბალამი, ალოკესი, კაიმი, მურმური, ორობასი, გრემორი, ოსე, ამი, ორეაკსი, ვაპულა, ზაგანი, ვალაკი, ანდრასი, ხაურესი, ანდრეალფუსი, კიმეიასი, ამდუსიასი, ბელიალი, დეკარაბია, სეერე, დანტალიონი და ანდრომალიუსი. არსებობს 10 ღვთაებრივი სეფიროტი ანუ სინათლის ღმერთებისა და ანგელოზების სამყარო და 10 კლიფოტი ანუ წყვდიადის უძველესი ღვთაებებისა და შავი ანგელოზების სამყარო. სეფიროტის სისტემა ანუ 10 სფირა ესაა – სიცოცხლის ხე, ხოლო კლიფოტის სისტემა ანუ 10 კლიფა ესაა – შემეცნების ხე. არის ზესკნელის ღმერთების ნათელი გზა და არსებობს ქვესკნელის ღმერთების ბნელი გზა. წყვდიადის დაიმონები არ წარმოადგენენ აბსოლუტურ ბოროტებას, ეს მონოთეისტური ფუნდამენტალიზმის წარმოსახვის ნაყოფია და მეტი არაფერი. ბნელი ღვთაებები არიან უძველესი სულები, ბევრად უფრო ხნიერნი ვიდრე სინათლის ღვთაებანი. ბნელი ღვთაბებიდან ერთ-ერთი არის – ტიამატი ანუ ნამმუ, რომელიც ებრძოდა სინათლის ახალგაზრდა ღვთაება – მარდუქს და დამარცხდა. ტიამატის შვილებია – ლაჰამუ და ლაჰმუ, რომლებიც შეესაბამებიან პლანეტა ვენერას და მარსს შუმერულ ანუ ქალდეურ – წინარე იუდაურ მითოლოგიასა და კაბალისტიკაში. სინათლის ელოჰიმები და მალაჰიმები იშვნენ გაცილებით უფრო გვიან, ვიდრე სიბნელის. კლიფოტის შემეცნების ხე არის სეფიროტის სიცოცხლის ხის ინვერსიული ანარეკლი და ანტიპოდი. კლიფოტის გზით მავალ ადამიანებს ჰყავთ საკუთარი მფარველი ბნელი მალაჰიმები ანუ დაიმონები. კლიფოტის ძალებთან ზიარება ესაა – ქაოსის თავდაპირველ სტიქიასთან ზიარება, ესაა ინიციაცია ინფერნალურ დონეზე. კლიფოტი ესაა ქვესკნელი, ხოლო სეფიროტი – ზესკნელი. ათი კლიფოტი: 1. კლიფოტი – ნაჰემა ანუ ნეჰემოთი (დემონესა ნაჰემა) 2. კლიფოტი – გამალიელი (დემონესა ლილიტი) 3. კლიფოტი – სამაელი (დემონი ადრამელექი) 4. კლიფოტი – ჰარეპ–სერაპელი (დემონი ბაალი) 5. კლიფოტი – ტაგირიონი (დემონი ბელფეგორი) 6. კლიფოტი – გალაბი (დემონი ასმოდეუსი) 7. კლიფოტი – გამჩიკოტი (დემონი ასტაროტი) 8. კლიფოტი – სატარიელი (დემონი ლუციფუგი) 9. კლიფოტი – ჰაგიელი (დემონი ბელზებელი) 10. კლიფოტი – ტაუმიელი (დემონი სატანა) კაბალის უძველესი სიბრძნე ათასწლეულებს ითვლის და მომდინარეობს ძველი ქალდეიდან ანუ შუმერთა ქვეყნიდან, რომელსაც თავად შუმერები უწოდებდნენ – „ქი ენ გირ“ ანუ ქვეყანა ზედამხედველთა, ზედამხედველებში იგულისხმებიან ანუნაქები ანუ ელოჰიმები (ციური ღმერთები). ბაბილონური მითოსიდან ბევრი რამ გადავიდა ებრაულში. ბაბილონური მითოსის თანახმად შორეულ წარსულში ღმერთებმა მოითათბირეს და ზესკნელი და ქვესკნელი ერთმანეთში დაინაწილეს, 600 ღმერთიდან სამასს ერგო წილად ზეცა ანუ ზესკნელი, ხოლო დანარჩენ სამასს (მეორე ნაწილს) ქვესკნელი. ასე გაიყვეს სამყარო ბაბილონელთა ექვსასმა ღმერთმა. ქვესკნელის ერთ-ერთი ღვთაება გახდა – ერეშქიგალი, რომელიც აცტეკური ტეცკატლიპოკის, სკანდინავიური ჰელის, ეტრუსკული მანიას, ეგვიპტური ანუბისისა და ბერძნული ჰადესის ანალოგიურია. ერეშქიგალს ინდუიზმსა და იაპონურ რელიგიებში შეესაბამება ქვესკნელის უფალი – სუიამა დევარაჯა იგივე ემმა. ქვესკნელის ღმერთებს იაპონელები უწოდებენ – შინიგამის (სიკვდილისა და საიქიოს უფალნი). ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ კაბალა ესაა პანთეისტური იდეალიზმი, ნაწილობრივ დუალისტური და ნაწილობრივ მონისტური ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური ელემენტებით, რომელშიც ძლიერად არის განვითარებული და ერთ-ერთ უმთავრეს იდეად არი ქცეული ემანაციის თეორია, კაბალისტურ სწავლებაში სამყაროთა და ცოცხალ არსებათა წარმოშობა, ყოფიერების მთელი დინამიკა პირდაპირაა დაკავშირებული ემანაციის პროცესთან. ყოფიერების სათავეში ორი უზენაესი სულიერი სუბსტანციის, მამრობითი ეინ სოფისა და მდედრობითი შეხინას აღიარების გამო, კაბალა გაჯერებულია დუალისტური მეტაფიზიკით, მაგრამ მასში აგრეთვე შეინიშნება მონისტური იდეებიც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ეინ სოფი და შეხინა კაბალისტურ მეტაფიზიკაში (ზოგიერთი კაბალისტის ინტერპრეტაციით) ერთიან და განუყოფელ პირველმონადად მოიაზრებიან, რომლიდანაც იბადება ყოველივე არსებული. მონიზმზე მიანიშნებს აგრეთვე ადამ-კადმონის, სეფიროტების გამაერთიანებელი ანდროგინი ღვთაების და სამყაროული ადამიანის ადამ-რიშონის იდეა, რომლის ნამსხვრეებისგანაც წარმოიშვა სიცოცხლე სხვადასხვა სამყაროებში. სეფიროტისა და კლიფოტის სისტემის ანუ სამყაროს ბინარული ხის შესახებ ეზოთერული ცოდნა არის სკანდინავიურ ფოკლორშიც (რაც არის იმის მტკიცებულება, რომ უძველესი თეოსოფიური სიბრძნე მთელი კაცობრიობისთვის საერთოა, მიუხედავად მისი ვარიაციების სიმრავლისა, რადგანაც საფუძველი მაინც ერთია). ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები. თავდაპირველად მხოლოდ უფსკრული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა, რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს. სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა – ასკი, ქალს – ემბლა. ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. პალეოუფოლოგიისა და ეზოთერიკის მიხედვით ასგარდის ღმერთები, ასები, ფლობენ სამყაროთაშორის ჰიპერსივრცული ხიდის ანუ კვანტური დერეფნის ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება „ბიფროსტი“, რაც თარგმანში ნიშნავს „ცისარტყელისებრ ხიდს“, სინამდვილეში ასგარდის ღმერთების „ცისარტყელისებრი ხიდი“ ანუ „ბიფროსტი“ სხვა არაფერია თუ არა აინშტაინ-როზენის ხიდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამყაროებს შორის მოგზაურობა, ცხადი ხდება, რომ ასგარდები არიან ზეგანვითარებული ჰიპერსივრცული ტექნოლოგიების მქონე ზეადამიანები, კოსმიური დონის ზეცივილიზაცია, რომელსაც პალეოკონტაქტი ჰქონდა დამყარებული ვიკინგებთან, სკანდინავიელ ნორმანებთან. „ბიფროსტს“ ანუ აინშტაინ-როზენის ხიდს ასგარდის ერთ-ერთი ღმერთი სახელად ჰეიმდალი იცავს. სკანდინავიური კოსმოლოგიის თანახმად არსებობს ცხრა სამყარო, რომელთაგან ერთ-ერთი არის ჩვენი სამყარო, ესენია: ასგარდი – ასების, მეორე თაობის ღმერთების სამყარო, ვანაჰეიმი – პირველი თაობის ღმერთების, ვანების სამყარო, იოტუნჰეიმი – ყინულოვანი გოლიათების სამყარო, იუსალფჰეიმი – ნათელი ელფების, ფერიებისა და ნიმფების სამყარო, სვარტალფჰეიმი – ბნელი ელფების და ჯუჯების სამყარო, ჰელჰეიმი – ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, მუსფელჰეიმი – ცეცხლის სამყარო, ცეცხლოვანი გოლიათების სამყარო, ნიფელფეიმი – ყინულოვანი სამყარო და მიდგარდი – ადამიანთა სამყარო. ცხრა სამყარო ერთმანეთთან დაკავშირებულია სამყაროული კოსმიური ხის – იგდრასილიას ტოტებითა და ფესვებით. ეს იგდრასილია სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ჰიპერსივრცე. ჩვენი სამყარო – მიდგარდი, არის შუასამყარო ანუ განზომილება, რომელიც მდებარეობს ზეციურ და ინფერნალურ სამყაროებს შორის. ზეციური სამყაროებია – ასგარდი, იუსალფჰეიმი ანუ ალვჰეიმი, ვანაჰეიმი და მუსფელჰეიმი. ინფერნალური სამყაროებია – ჰელჰეიმი, სვარტალფჰეიმი, ნიფელჰეიმი და იოტუნჰეიმი. იგდრასილიას ზედა სივრცეში სახლობენ ღვთაებები, ხოლო ქვედა სივრცეში (ძირში) – დემონები. სკანდინავიურ მითოლოგიაში აგრეთვე ნახსენებია ელვისა და ქუხილის ღმერთის – თორის “ზეციური ეტლი“ და „მოძრავი და მფრინავი ციური დარბაზი“, რომელსაც აგრეთვე „თორის დიდებულებისა და ძლევამოსილების დარბაზს“ უწოდებდნენ ვიკინგები. ამ „ციურ დარბაზს“ ეწოდება „ბილისკნერი“, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით ცხადი გახდება, რომ წარმოადგენს ჰიპერსივრცულ კოსმიურ ხომალდს ე.ი. ასგარდის ღმერთ – თორს გააჩნია კოსმიური ხომალდი სახელად ბილისკნერი, ვიკინგები ამტკიცებდნენ რომ არაერთხელ უნახავთ „ბილისკნერი“ ცაში. „ბილისკნერი“ ესაა სამყაროთა შორის სამოგზაუროდ განკუთვნილი ღვთაებრივი ხომალდი. იოტუნები - (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან, ქვესკნელის დემონები. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები). ოდინი - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი და ომის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული, რომელიც ცხრა სამყაროში უსწრაფესია. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).ოდინი არის რუნების ოსტატების მფარველი. ოდინი არის ღმერთი, რომელიც „სწირავს მსხვერპლს საკუთარ თავს“. ოდინი პოეზიის, მაგიის, ექსტაზის და ღვთაებრივი ცნობიერების სინთეზის ღვთაებაა. რუნების ოსტატი რომელიც შეიცნობს ოდინის ბუნებას, შეიცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ღვთაებრივმა ტრიადამ – ოდინმა, ვილიმ და ვემ ღვთაებრივი ენერგიით წარმოშვეს ცხრა სამყარო გიგანტი იმირის კოსმოსური სხეულისგან. იმირის სხეულის ფრაგმენტებისგან შეიქმნა მიდგარდი – ადამიანთა სამყარო (და სხვა სამყაროები), თავის ქალისგან ცის თაღი, ხოლო იმირის სისხლი იქცა ოკეანედ. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა სკანდინავიური იმირისა და კაბალისტური ადამ რიშონის მსგავსება, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პირვანდელი ერთიანი თეოსოფიური სიბრძნე დამსხვრეული სახით გაბნეულია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიასა და ფილოსოფიაში. ოდინის სასახლეს ასგარდში, როგორც უკვე ითქვა, ეწოდება ვალჰალა. ყოველ დღე ვალჰალაში ქეიფობენ ეინხერიები – ასგარდის მებრძოლები და გვარდიელები, ბრძოლაში მახვილით ხელში გარდაცვლილი მეომრები. ცხრა სამყაროს უკანასკნელ დღეს, უკანასკნელ ბრძოლაში – რაგნაროკში – რომელშიც დაინგრევა ცხრავე სამყარო, ეინხერიები გამობრძანდებიან ვალჰალას 540 კარიბჭიდან ყოველთა მამის ოდინის მეთაურობით, რათა დაიღუპონ და გაუნთავისუფლონ ადგილი ახალ სამყაროს. ოდინს აქვს მაგიური ღვთაებრივი იარაღი, შუბი სახელად გუნგნირი, რომელიც მას გამოუჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ქონდრისკაცებმა, კერძოდ ძმებმა ელვანდებმა. ქვესკნელი ღვთაებაა – ლოკის და გიგანტი ქალი – ანგრბოდის ქალიშვილი: ქალღმერთი ჰელი, რომელიც ცხოვრობს ჰელჰეიმში. ძველ ქართულ პოლითეისტურ მითოლოგიაში და რელიგიაში ჩვენ ვხედავთ ანალოგიურ სურათს: რეალობა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რომელთაც აერთიანებს სამყაროული ხე (ზოგ შემთხვევაში სვეტი ან მთა). სამყაროული ხე აერთებს და ერთმანეთთან აკავშირებს – 1) ზესკნელს – ნათელი ღმერთებისა და ანგელოზების სამყაროს, 2) შუასკნელს – ადამიანთა სამყაროს, 3) ქვესკნელს – დემონთა ანუ ბნელი ღმერთებისა და ანგელოზების სამყაროს, 4) წინასკნელს – ჩვენ პარალელურ სკნელს ანუ სამყაროს, 5) უკანასკნელს – კიდევ ერთ პარალელურ სამყაროს და 6) გარესკნელს – უკუნი სიბნელისა და სიცარიელის უკიდეგანო სივრცეს. სიტყვა სკნელი არის ძველი ქართული სიტყვა და ნიშნავს სამყაროს ან განზომილებას. სკნელთა შორის გადაადგილების უნარი მარტო დევგმირებს აქვთ. ზესკნელს შეესაბამება თეთრი ფერი, შუასკნელს წითელი, ხოლო ქვესკნელს – შავი. ზესკნელის ღმერთებია: მორიგე, ბარბარე, კვირია და ელია-ლაზარე. ზესკნელისა და შუასკნელის დამაკავშირებელი ღმერთებია: ღვთისშვილები. შუასკნელის ღმერთებია: ოროველა, აგუნა, იგრისი, დალი, ოჩოპინტრე, სამძივარი, მინდორთ ბატონი და მისი ასული და ადგილის დედა. ქვესკნელის ღმერთებია: სულეთის მეუფე და მისი დემონები. ძველ სლავურ პოლითეიზმში ზუსტად იგივე სურათი გვაქვს: არის სამყაროს ხე, რომელიც აერთებს 3 სამყაროს, ესენია – 1) პრავი – ზეციური სამყარო სადაც მეფობენ და მკვიდრობენ იასუნები ანუ ნათელი ღმერთები (მაგ. ბელობოგი), 2) იავი – სადაც სახლობენ ადამიანები და 3) ნავი – ბნელი სამყარო სადაც მეფობენ შავი ღმერთები ე.ი. დემონები – დასუნები. თანამედროვე რუსულ კულტურაში არასწორად არის განმარტებული სიტყვა „პრავასლავია“ (православие) როგორც მართლმადიდებლობა და დაკავშირებულია ქრისტიანობასთან (იხ. აკადემიკოს ჩუდინოვის, აკადემიკოს ლევაშოვის, სტაროვერი ქურუმების – ალექსეი ტრიხლებოვის, იური გომონოვისა და ალექსანდრ ხინევიჩის შრომები). საქმე იმაშია რომ ზემოთხსენებული სიტყვა მომდინარეობს სიტყვიდან „პრავი“, რაც არის ღმერთების (იასუნების) სამყარო, აქედან გამომდინარე „პრავასლავია“ (православие) ნიშნავს – „ღმერთების სამყაროს განდიდებას“ და არა მართლმადიდებლობას. სლავური პოლითეიზმის მიხედვით დიდმა ღმერთმა – როდმა, ემანაციით წარმოშვა სამყაროები. აშკარა მსგავსება კაბალისტურ – ადამ რიშონს, სკანდინავიურ – იმირსა და სლავურ – როდს შორის, აგრეთვე სამყაროს ხის იდეა ამ ოთხივე მეტაფიზიკურ და მითოლოგიურ სისტემაში და ღმერთებისა და დემონების სამყაროებზე ანალოგიური კონცეფციები, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნორმანებმაც, ებრაელებმაც, ქართველებმაც და სლავებმაც ეს ცოდნა ერთი და იგივე წყაროდან მიიღეს.
×
×
  • შექმენი...