Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'დევა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 10 results

  1. ტანტრიზმში, კონკრეტულად კი კუბჯიკა-ტანტრაში ნათქვამია: "შივა შაქტის გარეშე არის - გვამი". ეს ნიშნავს იმას, რომ მამაღმერთი დედაღმერთის გარეშე, ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგიის გარეშე არის უსიცოცხლო გვამი და სხვა არაფერი. ღმერთში არსებობს ორი ასპექტი: მამრობითი და მდედრობითი, შაქტი ესაა ცოცხალი დედაბუნება, დინამიური ენერგია, რომელიც მამრობითი ასპექტისგან განუყოფელია. შივა და შაქტი ერთი მთლიანია და სამყარო არის მათი ცოცხალი სხეული, მათი გაგრძელება. შივა და შაქტი არის ყველგან. ესაა პანენთეისტური დოქტრინა, რომელიც აღიარებს უფლის პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებს და მრავალი ემანაციის და ინკარნაციის არსებობას. ქაშმირული შივაიზმის და შაქტიზმის თანახმად ცოცხალი არსება (ჯივა) ესაა აბსოლუტის მინი-ვერსია, მისი გაგრძელება, ადამიანი, ფლორა, ფაუნა, კოსმიური ობიექტები, ესენია უფლის გამოვლინებები და ფლობენ ღვთაებრივ ბუნებას. შივა-გიტაში წერია: განთავისუფლებას და უფლის სავანეს მიაღწევს არა ის, ვინც იძახის - "მე ვარ შივა! მე ვარ შივა!", არამედ ის, ვისაც უყვარს უფალი და ემსახურება მას სიყვარულით და მორჩილებით აღსავსე ცნობიერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შივაიტურ და შაქტისტურ რელიგიებში, განსხვავებით შანკარას ადვაიტასგან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბჰაქტი და ტანტრა-იოგას, და ბევრად უფრო ნაკლები კლასიკურ ჯნანას (გიანას). შივას და შაქტის ერთგულისთვის მთავარია უფლის სიყვარული და არა მის უპიროვნო ასპექტში განმქვრევა და ინდივიდუალობის სრული დაკარგვა "ჭეშმარიტების გაცნობიერებით". შანკარა ამბობს: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - არარეალურია", ხოლო შრი აბჰინავაგუპტა და შრი ვასუგუპტა (შივას და შაქტის ერთგულნი) ამბობენ: "ბრაჰმანი - რეალურია, სამყარო - რეალურია" და უმატებენ: "სამყარო ესაა შივა + შაქტი". შივას და მისი მარადიული დედოფლის ერთგულთათვის მთავარია სულიერი ექსტაზი და სიყვარულით მსახურება და არა უპიროვნოზე მედიტირება. აბრაამული თეიზმის მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის დესაკრალიზება და აბსოლუტში ქალური ასპექტის სრული უარყოფა, რამაც მიგვიყვანა ნიცშეს მიერ დეკლარირებულ "ღმერთის სიკვდილამდე". გავიხსენოთ რა წერია ტანტრებში, თუ შაქტის გარეშე მამაღმერთი არის - გვამი, მაშინ ცხადი ხდება თუ რატომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება ფ. ნიცშემ, როდესაც თქვა: "ღმერთი მოკვდა! ჩვენ მოვკალით იგი! ახლა კი გვსურს, რომ იცოცხლოს ზეკაცმა!", რაც ნიშნავს იმას, რომ აბრაამის მიმდევრებმა უფალში მდედრობითი ენერგიის, მაცოცხლებელი ენერგიის - დადაბუნების უარყოფით მოკლეს საკუთარი ღმერთი და დასავლური ბიბლიური "ცივილიზაცია" უკვე 400 წელზე მეტია რაც იხრწნება ცოცხლად, რადგანაც მინიმუმ 400 წელი მაინც არის გარდაცვლილი. მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ათეისტების და ტრანსჰუმანისტების რაოდენობა, რომლებიც არიან კიდეც "იდეალური ზეკაცები", ბილა-სვარგას დემონების მსგავსნი, რომლებიც ებრძვიან უფალს. მეცნიერული ათეიზმის წარმოშობა და განვითარება, არის უფალში ქალურის უარყოფის და თავად მამაზეციერის სიკვდილის ლოგიკური რეზულტატი. ბიბლიური მამა ღმერთი რეალურად მოკვდა და ის მისივე მიმდევრებმა მოკლეს. მამა არ არსებობს დედის გარეშე. დიაკონმა კურაევმა ერთხელ თქვა: "მონოთეიზმი განვითარდა წარმართობიდან, როდესაც უკვე სამყაროს დასაბამში არის ერთი უფალი, ერთი საწყისი, რომელსაც არ სჭირდება მეუღლე", მაგრამ ეს არის საზიზღარი ტყუილი, მამა ვერ იარსებებს დედის გარეშე. მამაღმერთი არ არსებობს ზეციური დედის გარეშე. უკანასკნელი მეცნიერული კვლევებიც მოწმობენ, რომ ბიბლიურ უფალს ჰყავდა მეუღლე და მას ერქვა - აშერა. უფალში მდედრობით საწყისს აღიარებენ კაბალისტები და უწოდებენ მას - შეჰინას. შეჰინა თარგმანში ნიშნავს "უფლის დიდებას", ხოლო შაქტი - "უფლის ენერგიას, ძალას"... არაფერი გახსენდებათ? შაქტი და შეჰინა ერთი და იგივეა ანუ საბოლოოდ იუდეველებს მაინც არ გამოუვიდათ უფალში ქალურის უარყოფა, თუმცა ზოგიერთები შეჰინას უპიროვნო ძალად განიხილავენ. მამრობითი არ არსებობს მდედრობითის გარეშე, როდესაც ბრაჰმანმა მოისურვა გამხდარიყო მრავალი, ის გახდა მრავალი, ჯერ იშვნენ შივა-ტატვა და შაქტი-ტატვა, ხოლო მათგან მრავალი სხვა ფორმა სიცოცხლისა და სამყაროთა მირიადები. ყველა და ყველაფერი არის შივა-ტატვას და შაქტი-ტატვას ემანაცია. კოსმოსი, ისევე როგორც ცოცხალი სულები (ჯივები), წარმოადგენენ უფლის (აბსოლუტის) კოსმიურ სხეულს, მის გაგრძელებას. აბსოლუტი ყველაფერშია. განთავისუფლება, არის აბსოლუტთან დაკარგული კავშირის აღდგენა და საკუთარი შინაგანი მე-ს გამოღვიძება.
  2. ინდუიზმში და სხვა დჰარმულ რელიგიებში დევები არიან ღმერთები. ლათინურადაც დეუს იგივე დევ ნიშნავს - ღვთაებას, მაზდეანურ ანუ ზოროასტრულ რელიგიაში - პირიქით, დევები არიან დემონები, ხოლო აჰურები იგივე ასურები - ღმერთები, რომელთაგან უმთავრესია - აჰურა მაზდა იგივე ასურა მაზდაო. დასავლეთ აზიაზე დიდ გავლენას ახდენდა ირანული ზოროასტრიზმი, რომელიც შექმნა ზარატუსტრა სპიტამამ, პორუშასპასა და დუგდოვას ძემ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში, გაანადგურა რა დევების კულტი და გამოაცხადა ისინი ავ სულებად, ხოლო ასურები - კეთილ სულებად, მისი საქმე გააგრძელა იმპერატორმა ქსერქსე პირველმა და შემდგომმა მეფეებმაც განაგრძეს ვედური კულტების წარხოცვა პირისაგან მიწისა. კავკასიაში ძლიერი იყო ზოროასტრის გავლენა. ძველი ქართული წარმართული რელიგია, პრაქტიკულად ესაა ზოროასტრიზმი და სხვა არაფერი. სადაა მტკიცებულება? აი აქ: ქართულ წარმართობაში, ისევე როგორც ზოროასტრიზმში დევები დემონურ სულებად იყვნენ მიჩნეულნი, რომელთაც ებრძოდნენ ე.წ. "ღვთისშვილები", ხოლო "ღმერთი" იყო ვინმე - "მორიგე", რომლის სიტყვებსაც იწერდა - კვირია. მორიგე ესაა ასურა მაზდაო, ხოლო მისი "ღვთისშვილები" - ასურები ანუ აჰურები. ვედური გაგებით ქართული წარმართობა იყო ირანული დემონიზმის - მაზდეანობის გაგრძელება და სხვა არაფერი. ირანულ მითოსში არიან ქართული ღვთისშვილების მსგავსი სულები - ამეშასპენტები, რომლებიც ებრძვიან დევებს, რომელთაგან უძლიერესია საურვა ანუ ირანულად - ვერაგობა, ხოლო ინდურად შარვა - მშვილდოსანი, რაც შივას რვა მთავარი ეპითეტიდან ერთ-ერთია.
  3. არ არსებობს არაფერი გარდა ვაჯრატმანბრაჰმანისა. ვაჯრატმანბრაჰმანი ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში, ყველა მატერიალურ ცოცხალ სუბიექტში და ობიექტში. ვაჯრატმანბრაჰმანმა ანუ ალმასივით მტკიცე სულმა ღვთიურმა არ იცის არც "ზანგი" და არც "ალბინოსი", არც "ჯუჯა" და არც "გოლიათი", არც "რუსი" და არც "ჩინელი", არც "ქართველი" და არც "ფრანგი", მან არ იცის არავითარი "ლიბერალი" და "კონსერვატორი", არავითარი "ბიოლოგი" და არავითარი "სანტექნიკოსი", არავითარი მილიონერი და არავითარი მათხოვარი. სული უფლისა უპიროვნო მტკიცე და სუფთა ალმასივით ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში და არ სცნობს ფიზიკურ შაბლონებსა და ილუზიებს. შივას და შაკტის ვაჯრატმანბრაჰმანი იგივე ადიბუდა ვაჯრადჰარა სუფევს მთელს სანსარაში და ნირვანაში და აღავსებს მადლითა და სიბრძნით ყოველ ფორმას და არსს. ერთიან არადუალისტურ ბუდას სულს არ გააჩნია არავითარი "ეროვნული იდენტობა". გსმენიათ რომ ადრე იტყოდნენ: "დაიცავ მამული, ენა და სარწმუნოება", მე კი გეტყვით: დაიცავით მხოლოდ სარწმუნოება ანუ ბუდჰა დჰარმა, რამეთუ სულერთია რა ენაზე საუბრობს და რომელი პოლიტიკოსის სამფლობელოში სახლობს სანსარული ფორმა უზენაესი ალმასისებრი ზესულიერი ზეცნობიერისა, რომლის არსი არის ბრძენი სიცარიელე და ნეტარება. არ არსებობს არც მამული და არც ენა, არის მხოლოდ უფალი ბუდას ანუ სადაშივას წმინდა დჰარმა. ჩემთვის სულერთია რა ენაზე განვადიდებ უფალ ბუდას და რომელ "ქვეყანაში" აღვავლენ წმინდა ლოცვას უზენაესი ერთიანის მიმართ. სადაც არ უნდა ვიყო და რა ენაზეც არ უნდა ვისაუბრო ჩემს გულში მუდამ იცხოვრებს დჰარმას, სანგჰას და ბუდას წმინდა სიყვარული და უპიროვნო მადლი მადლმოსილი და ნათელი ნათელმოსილი და ასევე პიროვნული ბოდჰისატვებისა და დჰარმაპალების ურიცხვი ლეგიონები ზეციური ზესულიერი განფენილი მოწყალებისა და სიყვარულის უკიდეგანო არსობრიობაში. მე განვადიდებ დჰარმას, მე განვადიდებ სანგჰას, მე ვადიდებ ბუდას. ომ მანი პადმე ჰუმ. და არ გაქრება ჩემი გულიდან სიყვარული უფალი ბუდას მიმართ და კრძალვა მისი სიბრძნის მიმართ. ჯაი მა კალი. ბუდა არის სიყვარულის სიბრძნე ყველაფერში.
  4. ირანელებს, ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და "ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს. ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც "რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა" არიმანი ძმები არიან, ისინი უფალი ზურვანის შვილები არიან. ასევეა ინდურ რელიგიებშიც. ბუდიზმი შედარებით შერბილებულად ამბობს, რომ ასურები სვარგადან დებოშისტობის გამო გამოგდებული ღმერთები არიან. ინდუსები წერენ თავიანთ ტრაქტატებში რომ თურმე ასურასები ეწოდებათ ქალღმერთ დიტის და ქალღმერთ დანუს შვილებს, დაიტიებს და დანავებს. დიტი და დანუ არიან ბრაჰმას 7 პირველი შვილიდან, 7 რიშიდან პირველის – კაშიაპას მეორე და მესამე ცოლები. დევები შვა კაშიაპას პირველმა ცოლმა – ადიტიმ. გამოდის რომ ადიტიები და დაიტიები და დანავები ძმები და დები არიან! მეტიც, ასურასებიც ღმერთები გამოდიან ისევე როგორც ადიტიები! რაშია მაშინ საქმე? რატომ მტრობენ ერთმანეთს? ამის შესახებ თეოსოფები ბევრს წერენ და მიუთითებენ რომ ასურასების დემონიზება ესაა ინდუისტური ეგზოთერიზმი და რომ ეზოთერულად ასურასები არიან უმაღლესი ღმერთები. ინდუიზმში ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები და დოქტრინებია. ზოგიერთი ვერსიით ადიტის, დიტის და დანუს მამა იყო მაჰაბრაჰმა დაკშა, ერთ-ერთი 11 პრაჯაპატიდან, რომლებიც შექმნა ბრაჰმამ. სხვა ვერსიით კი დაკშა არის ადიტის შვილი. ზოგი ვერსიით ვიშნუ არის ადიტის შვილი, ხოლო სხვა ვერსიით ვიშნუ არის ყველა ღვთაების მამა. ადიტიების რიცხვიც სხვადასხვა ტექსტებში სხვადასხვაა. სახელები ყველგან ერთნაირი არაა. ვედების მიხედვით დაკშას გარდა სხვა პრაჯაპატებია: მარიჩი, ანგირასი, პულასტია, პულაჰა, ბჰრიგუ და ა.შ. ინდუიზმის და ტანტრას პრაქტიკულად თითოეული სკოლა წინააღმდეგობაში მოდის სხვა სკოლებთან. თვით ტანტრაშიც კი შივას და კალის ხშირად ეწოდებათ მაჰასურა და მაჰასური (!). ისიც კია ნათქვამი რომ ასურების ერთ-ერთ სამეფოში – ვიტალაში თავად შივას და კალის იპოსტასები მეფობენ (!). ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ასები, ასურები, ადიტიები და დევები?
  5. ირანელებს, ინდოელებს და სლავებს მაგრად აქვთ არეული გონება. საერთოდ მთელს მსოფლიოს არეული აქვს გონება. ნამდვილი პარადოქსული ენიგმა არის "დევების" და "ასურების" შესახებ მითები. ინდოელები აგინებენ ირანულ ასურებს და აფეტიშებენ დევებს, ხოლო ირანელები აგინებენ დევებს და აფეტიშებენ ასურებს. ამ კონფლიქტში ეფლობიან სლავებიც რომლებიც საკუთარ წინაპრებს ასებს ან ასურასებს უწოდებენ. სხვათაშორის სიტყვა ასურ უკუღმა იკითხება როგორც "რუსა" (?)... ირანული უზენაესი უფალი ასურა მაზდა და "ბოროტი დევა" არიმანი ძმები არიან, ისინი უფალი ზურვანის შვილები არიან. ასევეა ინდურ რელიგიებშიც. ბუდიზმი შედარებით შერბილებულად ამბობს, რომ ასურები სვარგადან დებოშისტობის გამო გამოგდებული ღმერთები არიან. ინდუსები წერენ თავიანთ ტრაქტატებში რომ თურმე ასურასები ეწოდებათ ქალღმერთ დიტის და ქალღმერთ დანუს შვილებს, დაიტიებს და დანავებს. დიტი და დანუ არიან ბრაჰმას 7 პირველი შვილიდან, 7 რიშიდან პირველის – კაშიაპას მეორე და მესამე ცოლები. დევები შვა კაშიაპას პირველმა ცოლმა – ადიტიმ. გამოდის რომ ადიტიები და დაიტიები და დანავები ძმები და დები არიან! მეტიც, ასურასებიც ღმერთები გამოდიან ისევე როგორც ადიტიები! რაშია მაშინ საქმე? რატომ მტრობენ ერთმანეთს? ამის შესახებ თეოსოფები ბევრს წერენ და მიუთითებენ რომ ასურასების დემონიზება ესაა ინდუისტური ეგზოთერიზმი და რომ ეზოთერულად ასურასები არიან უმაღლესი ღმერთები. ინდუიზმში ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობები და დოქტრინებია. ზოგიერთი ვერსიით ადიტის, დიტის და დანუს მამა იყო მაჰაბრაჰმა დაკშა, ერთ-ერთი 11 პრაჯაპატიდან, რომლებიც შექმნა ბრაჰმამ. სხვა ვერსიით კი დაკშა არის ადიტის შვილი. ზოგი ვერსიით ვიშნუ არის ადიტის შვილი, ხოლო სხვა ვერსიით ვიშნუ არის ყველა ღვთაების მამა. ადიტიების რიცხვიც სხვადასხვა ტექსტებში სხვადასხვაა. სახელები ყველგან ერთნაირი არაა. ვედების მიხედვით დაკშას გარდა სხვა პრაჯაპატებია: მარიჩი, ანგირასი, პულასტია, პულაჰა, ბჰრიგუ და ა.შ. ინდუიზმის და ტანტრას პრაქტიკულად თითოეული სკოლა წინააღმდეგობაში მოდის სხვა სკოლებთან. თვით ტანტრაშიც კი შივას და კალის ხშირად ეწოდებათ მაჰასურა და მაჰასური (!). ისიც კია ნათქვამი რომ ასურების ერთ-ერთ სამეფოში – ვიტალაში თავად შივას და კალის იპოსტასები მეფობენ (!). ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ასები, ასურები, ადიტიები და დევები?
  6. ლგბტ-ს შესახებ მრავალი დეზინფორმაციული მითია გავრცელებული. ლგბტ-ს ებრძვიან არა მხოლოდ რელიგიური ფუნდამენტალისტები, არამედ ზოგიერთი ათეისტებიც და ფსევდო-ეზოთერიკებიც. ორთოდოქსული ქრისტიანობა გნოსტიკოსებს ჰომოსექსუალობაში დებდა და ბრალს, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა, იმიტომ რომ გნოსტიკური ლიბერალიზმი უფრო ადრე არსებული რომაულ-ბერძნული დიონისური მისტიკური ლიბერალიზმიდან მომდინარეობდა. თუმცა ელინებშიც იყვნენ ლგბტ-ს მტრები. არაბულ კულტურაში მუჰამედამდე ჰომოსექსუალობა ფართოდ იყო გავრცელებული და რაღაც დოზით ახლაც არსებობს. თვით "ტრადიციულ" ქრისტიანობაშიც კი იყვნენ ლგბტ-ები. მეცნიერულად ეს დასტურდება. რაც შეეხება სატანისტებს, სატანისტებში მართლაც ბევრია ჰომოსექსუალი და სხვადასხვა სატანისტურ სკოლებში ლგბტ არ ითვლება ანომალიად, მაგრამ იქაც არიან ჰომოფობები. ირანში და ინდოეთში ჰომოსექსუალობის იდეა ნამდვილ პარადოქსულ სიმაღლეებს აღწევს. ირანელები თავიანთ ღმერთებს უწოდებენ ასურებს და ინდურ სურებს ანუ დევებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში, ისევე როგორც ინდოელ ტანტრისტებს. ირანელები ინდურ ღმერთებს უწოდებენ გარყვნილ დემონებს. თავის მხრივ კი ინდუისტები ირანელებს და მათ ასურებს დებენ ბრალს ჰომოსექსუალობაში და ასურებს მიიჩნევენ ბოროტ დემონებად. თეოსოფებმა დაამტკიცეს რომ ასურა და დევა ერთი და იგივეა, რადგანაც თავდაპირველად როცა ირანელები და ინდოელები ჯერ კიდევ ერთი ერი იყვნენ და ერთი რელიგია ჰქონდათ, მათ ღმერთებს ერქვათ ასურასები ანუ სიცოცხლის მონიჭებელნი. ინდრას და სხვა ღმერთებს რიგვედაში ეწოდებათ ასურები! ინდუისტებმაც და ირანელებმაც დაამახინჯეს ეზოთერული ტერმინი და შექმნეს ერთმანეთის საწინააღმდეგო ფსევდო-რელიგიები. ინდუიზმშიც და მაზდეანობაშიც დამახინჯებულია სიტყვა ასურას მნიშვნელობა. დღეს ასურა ეწოდებათ მხოლოდ დაიტიებს და დანავებს ანუ რიში კაშიაპას და მისი მეორე და მესამე ცოლების – დიტის და დანუს შვილებს! მაგრამ შორეულ წარსულში არა მხოლოდ ბილა-სვარგას ბინადარ დაიტიებს და დანავებს ერქვათ "ასუ–რასა" არამედ ყველა მისტიკურ არსებას! ეს აღწერილია ე. ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში. ფსევდო-ეზოთერიკი ინდუსები ინდივიდუალიზმს და სუბიექტივიზმს უწოდებენ "ასურა-დჰარმას" და ამბობენ რომ ეს ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ისინი ამბობენ რომ ლიბერალურ აზროვნებაში არსებული სუბიექტივიზმის და ინდივიდუალიზმის იდეა ესაა ერესი, რომელიც უპირისპირდება "ღვთაებრივ ჭეშმარიტებას". ისინი ინდივიდუალისტ ადამიანებს მიიჩნევენ "დემონების" მსგავს არსებებად. თვითონ ინდუსებიც და ტანტრისტებიც ხშირ შემთხვევაში აღიარებენ, რომ მათ ღმერთებს ახასიათებთ ბისექსუალიზმი, მაგრამ ამას უმატებენ აბსურდულ თეორიებს და ზღაპრებს და მერე ამბობენ რომ მანუს შთამომავლები ანუ ადამიანები არ უნდა იყვნენ ლგბტ. ინდუსები ასურასებს მიიჩნევენ ჰომოსექსუალებად და ბისექსუალებად და აცხადებენ "ცოდვილებად". ბოლოს და ბოლოს სადაა ჭეშმარიტება? ერთია ფაქტი: ინდოელებმაც და ირანელებმაც, აბრაამიტებთან ერთად დაამახინჯეს უძველესი ეზოთერული ტრადიცია, ყველაფერი ერთმანეთში აურიეს და მოახდინეს ლგბტ-ს კრიმინალიზაცია, მიუხედავად იმისა რომ ჭეშმარიტი ადვაიტა ტანტრას კამა-შასტრების მიხედვით ჰომოსექსუალობა არაა ცოდვა. თავდაპირველად ლგბტ არ ითვლებოდა ანომალიად, ამას თვით ფსევდო-ეზოთერიკებიც და რელიგიური ფანატიკოსებიც კი აღიარებენ როცა ატლანტებს და ლემურიელებს ბრალს დებენ ჰომოსექსუალობაში. ზოგიერთის აზრით ატლანტიდა "ღმერთმა" დასაჯა ჰომოსექსუალობის გამო. თანამედროვე რელიგიებში ღმერთის იდეა, დემონის კონცეფცია და ჰომოსექსუალობის იდეა საგრძნობლად არის დამახინჯებული. რელიგიები დეგრადაციის გზას ადგანან. მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა "დაიმონი", "ასურა", "დევა", "ჰეტერა", ჰომოსექსუალი და ა.შ. ადამიანებმა დაკარგეს მისტიკური ცოდნის 99%. ლგბტ-ს დემონიზება დაკავშირებულია რელიგიურ დეგრადაციასთან და პრიმიტივიზმთან. ვერავინ ვერ შეძლო ემსჯელა ფაქტებით და მეცნიერულად აეხსნა თუ რატომ არის ლგბტ "ცოდვა" და "დანაშაული". ფსევდო-ეზოთერიკებს და რელიგიურ ფანატიკოსებს უბრალოდ არ ესმით რა არის ადამიანის სექსუალობა, აქედან მოდის ყოველგვარი ჰომოფობია და დისკრიმინაცია.
  7. ეზოთერული თვალსაზრისით არსებობს მრავალი სამყარო. არსებობენ სხვადასხვა ჰუმანოიდური, ნუმოიდური და სხვა მრვალი ტიპის გონიერი რასები. სავარაუდოდ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ყველა პლანეტაზე და პლანეტათაშორის სივრცეში არსებობენ გონიერი სიცოცხლის ფორმები (ფიზიკური, ეთერული, სულიერი...). სხვადასხვა რასების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირი არაა. ამას ადასტურებენ ინდუისტური და ბუდისტური შასტრები, ტანტრები და სუტრები. მარადიული დჰარმის მიხედვით ყოფიერება შედგება დიდი და მცირე ციკლებისგან. ყველაზე მცირე ციკლებია "იუგები". არის 4 იუგა: 1) სატია იუგა – აბსოლუტური სიკეთის 2) ტრეტა იუგა – როცა სიკეთე განიცდის მცირეოდენ დაკნინებას 3) დვაპარა იუგა – როცა სიკეთე და ბოროტება თანაბარი დოზით თანაარსებობენ ანუ 50/50–ზე და ბოლოს 4) კალი იუგა – როცა ბოროტება არის მინიმუმ 76% ხოლო სიკეთე დაკნინებულია და ადამიანური რასა დეგრადირებულია. ეპიქების ცვლასთან ერთად ადამიანის ჯივატმანი და სამი სხეული განიცდიან დეგრადაციას, დეგრადირებს გენეტიკა. ადამიანს დაცემისკენ უბიძგებენ მარები ანუ არქონტები. ღმერთების და დემონების ზოგიერთი რასები ცოცხლობენ მინიმუმ 7 000 000 მიწიერი წელი, ზოგიერთები კი 1 000 000 000 ან საერთოდაც 100 000 000 000 წელი! ზოგიერთს აქვს ფიზიკური სხეული და ზოგიერთს კი არა. სატია იუგას დროს ადამიანის ჯივატმანი და სამივე სხეულის გენეტიკა იმდენად კარგი და სუფთაა რომ ადამიანის სიცოცხლე 100 000 წელიწადს აჭარბებს! შემდგომ ადამიანი განიცდის დეგრადაციას და სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ტრეტა იუგაში მცირდება 80 000 ან 60 000 წლამდე, დვაპარა იუგაში ვარდება ჯერ 50 000 წელიწადზე ხოლო ეპოქის ბოლოს საერთოდაც 1000 წელიწადზე, საბოლოოდ კი კალი იუგას დასაწყისში ადამიანთა 99% 200 წელიწადიც კი ვერ ცოცხლობს. კალი იუგას ბოლოს (როცა დგება ბოროტების 432 000 წლიანი ციკლის ბოლო ეტაპი) ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7-8 წელიწადი! და ისიც სავსეა ძალადობით და სხვადასხვაგვარი ფსიქონევროლოგიური და ფიზიკური სნეულებებით! შემდეგ ბრუნდებიან ტრიმურტის და ტრიდევის უფალნი და ბოდჰისატვები, დგება ახალი სატია იუგა და ადამიანთა სულები და სხეულები განიცდიან რევოლუციურ პროგრესს. ყველა ხდება ბედნიერი და დგება ახალი ოქროს საუკუნე რომელიც როგორც ყოვეთვის გრძელდება 1 728 000 წელიწადი. მერე ყველაფერი მეორდება და ასე უსასრულოდ. პრობლემა არის არა მოკვდავი ბუნება, არამედ ის რომ სულიერი და გენეტიკური დეგრადაციის გამო ადამიანის ცხოვრება ფიზიკურ სხეულში ზედმეტად ხანმოკლე და მტანჯველია. თვით ღმერთებიც კი არ არიან უკვდავნი, ასე რომ უაზრობაა "უკვდავებაზე" ფიქრი. სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, ისევე როგორც მაგიური ძალების გამოღვიძება, მაგრამ "უკვდავება" თითქმის შეუძლებელია. 100% უკვდავია და სანსარასგან თავისუფალია მხოლოდ დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა და ისიც ხშირ შემთხვევაში არა ფიზიკური არამედ ასტრალური ან კაუზალური გაგებით.
  8. ჯაინიზმის თანახმად სამყარო შედგება ექვსი სუბსტანციისაგან, ესენია: ჯივა დრავია – სული, დჰარმასტიკაია – მოძრაობის გამტარი, ადჰარმასტიკაია – უძრაობის გამტარი, კალა – დრო, აკაშა – სივრცე და აჯივა ანუ პუდგალა – მატერია, ეს სუბსტანციები მარადიულები, უსაწყისოები და უსასრულოები არიან, მათ არ გააჩნიათ არც დასაბამი და არც დასასრული. სამყაროს შემადგენელი სუბსტანციების შესახებ ჯაინიზმის ეს თეორია, ანალოგიურია ინდუიზმში, ბუდიზმში და სხვა დჰარმულ მოძღვრებებში არსებული თეორიებისა სამყაროს სტრუქტურასთან დაკავშირებით. ისევე როგორც ყველა დჰარმული მოძღვრება, ჯაინიზმიც ამტკიცებს, რომ არსებობს მრავალი ტატვა ანუ ყოფიერების ელემენტი, რომელთაგან არის აგებული მთელი სამყაროს ყოფიერება, პირველი ექვსი ტატვა ესენია: ჯივა – სული, აჯივა – მატერია, ასრავა – ნაკადი, ბანდჰა – შებოჭვა, სამვარა – შეჩერება, ნირჯარა – ჩამოცილება და მუქტი – განთავისუფლება. ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მოძღვრებებში, ჯაინიზმშიც არსებობს კონრეტული ეთიკურ-მორალური კოდექსი და გნოსეოლოგიური სისტემა. მართალი რწმენა – სამიაგ დარშანა, მართალი ცოდნა – სამიაგ ჯნანა და მართალი საქციელი – სამიაგ ჩარიტრა ერთად შეადგენენ გზას სულიერი ხსნისაკენ. მართალი რწმენა არის ორნაირი: ბუნებითი და შეძენილი. ჯაინიზმის თანახმად არსებობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ურიცხვი სამყარო. ჯაინიზმის მიხედვით არსებობენ ოთხი სახის ღმერთები: ბჰავანავასა – სრასასახლეებში მცხოვრები ღმერთები, ვიანტარა – შუასამყაროს ღმერთები, ჯიოტიშკა – კოსმიურ სხეულთა, მზეების, პლანეტებისა და მთვარეების ღმერთები და ვიმანიკა – კოსმიურ ხომალდებში მცხოვრები ღმერთები. ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სულიერ მოძღვრებაში, ჯაინიზმშიც არსებობს სულის თეორია, რომელიც ჩემი აზრით გასხვავდება ყველ დანარჩენი თეორიებისაგან. ჯაინიზმის თანახმად ადამიანის ჯივა დრავიას ანუ სულს, რომელიც დასაზღვრულია სივრცესა და დროში, აქვს პულსირების, შეკუმშვისა და გაფართოების უნარი, სული ხან იკუმშება და ხანაც ფართოვდება, ამასთან ის სივრცე რომელსაც იკავებს სული, სულთან ერთად იკუმშება და ფართოვდება ანუ სულს აქვს დროსივრცული კონტინიუმის დავიაციის უნარი. ჯაინიზმის თანახმად მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. მატერიასა და სივრცეში სივრცული წერტილების რაოდენობა უსასრულოა. ამ იდეის გამო ჯაინიზმი ნაწილობრივ შეგვიძლია მივიჩნიოთ მეტაფიზიკურ ატომიზმად. ისევე როგორც დანარჩენ დჰარმულ მოძღვრებებში (მაგ. ინდუიზმში, ბუდიზმში და ა.შ.) ჯაინიზმში არსებობს კარმის თეორია. ჯაინიზმის მიხედვით ადამიანი იბოჭება კარმული ენერგიის რვა ფორმით, ესენია: ცოდნის დაბინდვა – ჯნანა ვარანია, აღქმის დაბინდვა – დარშანა ვარანია, გრძნობათა წარმომშობი – ვედანია, შეცდომილებაში შემყვანი – მოხანია, კარმა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობას – აიუ, სტატუსის განმსაზღვრელი – გოტრა და წინააღმდეგობრივი – გატრა. დასავლური ეზოთერიკული და აღმოსავლური დჰარმული მოძღვრებების თანახმად ადამიანს გააჩნია რამოდენიმე სხეული, რასაც ამტკიცებს ჯაინიზმიც. ჯაინიზმის მიხედვით ადამიანს აქვს ხუთი სხეული: აუდარიკა შარირა – ფიზიკური სხეული, ვაიკრია შარირა – ტრანსფორმაციის სხეული, ახარაკა შარირა – ტელეპორტაციის სხეული, ტაიჯასა შარირა – ცეცხლის სხეული და კარმანა შარირა – კარმული ენერგიის სხეული. ყოველივე ზემოთთქმულიდან ვასკვნი, რომ ჯაინიზმი წარმოადგენს ლოგიკურ და რაციონალურ ფილოსოფიურ-მეტაფიზიკურ სისტემას, ნაწილობრივ იდეალისტური და ნაწილობრივ მატერიალისტური ელემენტებით. გამომდინარე ჯაინისტური მეტაფიზიკის ანალიზიდან, ჩემი აზრით ჯაინიზმი ესაა იდეალისტურ-მატერიალისტური ატომისტური ათეისტური ეტერნალიზმი, რომლის იდეები საკმაოდ დამაჯერებელია და პირდაპირ არის დაკავშირებული თანამედროვე ფიზიკის ფუნდამენტურ დოქტრინასთან, „ენერგიის შენახვის კანონთან“, რომლის თანახმადაც არაფერი არ იქმნება და არაფერი არ ნადგურდება, არამედ ყველა და ყველაფერი მხოლოდ გარდაიქმნება და უსაწყისოდ და უსასრულოდ გადადის ყოფიერების ერთი ფაზიდან მეორეში. ჯაინისტურ მოძღვრებაში არსებობს სამი მთავარი საგანძური: სამიაგ-ჯნანა – ჭეშმარიტი ცოდნა, სამიაგ-დარშანა – ჭეშმარიტი რწმენა და სამიაგ-ჩარიტრა – მართალი საქციელი. უფრო პრაქტიკულად ჭეშმარიტი ანუ მართალი რწმენა შეიძლება აღიწეროს შემდეგნაირად: 1. რწმენა იმისა, რომ სამყარო იყოფა ცოცხალ და არაცოცხალ ელემენტებად. 2. რწმენა იმისა, რომ სული და მატერია იმყოფებიან ურთიერთქმედებაში შვიდი საფუძველის პროცესის გავლით. 3. ტირთხანკარების, ჭეშმარიტი წმინდა წერილის და სულიერ მოძღვართა ჭეშმარიტების რწმენა. არსებობს იმ ადამიანების ხუთი განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რომელიც განსაზღვრავს მართალი რწმენის მფლობელს: 1. სულიერი სიმშვიდე (პრასანა) 2. სულიერი ხსნის ანუ განთავისუფლების სურვილი (სამვეგა) 3. სამყაროზე არმიჯაჭვულობა (ნირვედა) 4. თანაგრძნობა (ანუკამპა) 5. საფუძვლების რწმენა (ასტიკია) ადამიანი რომელიც ფლობს მართალ რწმენას, თავისუფალია სიამაყის რვა სახეობისგან: 1. სიამაყე ოჯახით 2. სიამაყე ძალით 3. სიამაყე სილამაზით 4. სიამაყე ცოდნით 5. სიამაყე სიმდიდრით 6. სიამაყე ძალაუფლებით 7. სიამაყე მატერიალურ სამყაროში არსებული კავშირებით 8. სიამაყე სულიერი წარმატებებით ის აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს რვა მოთხოვნას, რათა მიაღწიოს: 1. ეჭვებისგან თავისუფლებას 2. მატერიალური კომფორტის სურვილისგან თავისუფლებას 3. ჭეშმარიტი მორწმუნეების პატივისცემას 4. თავისუფლებას ლტოლვისა და შეზიზღებისგან 5. ცრუ გზისადმი მიდრეკილებისგან თავისუფლებას 6. ურწმუნოთა ხსნას 7. მართალი რწმენის გამოცხადებას 8. ჭეშმარიტი სწავლების გავრცელებას მართალი გზის მიმდევარი (მარგანუსარი): 1. გამოიმუშავებს ფულს პატიოსანი გზით 2. დიდად აფასებს იმათ ვინც სულიერი განვითარებით მასზე მაღლა დგანან და მიჰყვება მათ 3. შედის ქორწინებაში მხოლოდ თანასწორ და წესიერ ადამიანებთან 4. ერიდება ცოდვის ჩადენას 5. იცავს დროისა და ადგილის წეს-ჩვეულებებს 6. აუგად არ საუბრობს სხვებზე 7. ცხოვრობს კარგ მხარეში და უსაფრთხო საცხოვრებელში 8. მუდამ კარგ კამპანიაშია 9. პატივს სცემს მშობლებს 10. ტოვებს საფრთხის შემცველ და ცუდი რეპუტაციის მქონე ადგილებს 11. არ სჩადის ცუდ საქციელს 12. ცხოვრობს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში 13. იმოსება სტატუსისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით 14. ვითარდება ინტელექტუალურად 15. ყოველდღიურად ისმენს საუბრებს რელიგიურ თემაზე 16. იკვებება დადგენილ დროს 17. უარს ამბობს საკვებზე, როდესაც მოუნელებლობა აწუხებს 18. ახორციელებს სამ მიზანს: რელიგიას, სიმდიდრეს და სიამოვნების მოპოვებას სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე 19. აძლევს წყალობას ბერებს და ღატაკებს 20. თავისუფალია სიჯიუტისგან 21. კეთილშობილია 22. არ დადის აკრძალულ ადგილებში 23. მოქმედებს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად 24. პატივს სცემს ბრძენებს 25. ზრუნავს მათზე ვინც მასზეა დამოკიდებული 26. შორსმხედველია 27. სპეციალიზირებულია საკუთარ სფეროში 28. იმათი მადლობელია ვინც მას ეხმარება 29. კარგ ზეგავლენას ახდენს სხვებზე 30. თავშეკავებულია 31. მოწყალეა 32. ნათელი გონება აქვს 33. კეთილგანწყობილია 34. ებრძვის ექვს შინაგან მტერს: სურვილს, მრისხანებას, სიხარბეს, სიამაყეს, აღგზნებას და შურიანობას 35. აკონტროლებს ხუთ გრძნობას ჭეშმარიტი ჯაინი იცავს ხუთ აღთქმას: პირველი აღთქმა: ძალადობისგან თავშეკავება და არაძალადობის პრაქტიკა (აჰიმსა) მეორე აღთქმა: სიცრუისგან თავის შეკავება და სიმართლის თქმა (სატია-ვრატა) მესამე აღთქმა: ქურდობისგან თავის შეკავება (ასტეია-ვრატა) მეოთხე აღთქმა: მრუშობისგან თავშეკავება და უბიწოების დაცვა (ბრაჰმაჩარია-ვრატა) მეხუთე აღთქმა: არამომხვეჭელობა (აპარიგრაჰა) ჯაინმა ბერებმა უნდა განახორციელონ პრაქტიკაში კონტროლის სამი სახეობა (გუპტი): 1. გონების კონტროლი (მანო გუპტი) 2. სიტყვების კონტროლი (ვაჩანა გუპტი) 3. სხეულის კონტროლი (კაია გუპტი) ბერებმა პრაქტიკაში უნდა განახორციელონ დაკვირვებულობის ხუთი სახეობა (სამიტი): 1. დაკვირვებულობა სიარულისას 2. დაკვირვებულობა საუბრისას 3. დაკვირვებულობა ჭამისას 4. დაკვირვებულობა საგნების ხმარებისას 5. დაკვირვებულობა ბუნებრივი მოთხოვნილებების მოთავებისას ბერი აგრეთვე უნდა იცავდეს ათ კეთილშობილ მოვალეობას (დჰარმა): 1. შენდობის აბსოლუტური უნარი (უტამა კშამა) 2. მოკრძალებულობა (მარდავა) 3. პირდაპირობა (არჯავა) 4. ჭეშმარიტება (სატია) 5. სიწმინდე (შუჩი) 6. თვითკონტროლი (სამიანა) 7. ასკეზა (ტაპას) 8. განდგომილება (ტიაგა) 9. არმიჯაჭვულობა (აკინჩანია) 10. უბიწოება (ბრაჰმაჩარია) ხარისხობრივი აღთქმები (გუნავრატა) შეზღუდული ტერიტორიის აღთქმა (დიგავრატა), როდესაც მორწმუნე ათი მიმართულებით საზღვრავს თავის საცხოვრისს. საგნების შეზღუდული გამოყენების აღთქმა (ბჰოგა-უპაბჰოგა ვრატა), როდესაც მორწმუნე ზღუდავს მატერიალური საგნებით სარგებლობას. უმიზნო ცოდვებისგან თავის არიდების აღთქმა (ანარტჰა-დანდა ვრატა), როდესაც მორწმუნე აკონტროლებს საკუთარ აზრებს, სიტყვებს და საქციელს. დისციპლინური აღთქმები (შიკშავრატა) 1. სამაიიკა-ვრატა – როდესაც ადამიანი ერიდება ცოდვილ საქმიანობას და დაკავებულია მედიტაციით, ლოცვების კითხვით და წმინდა ტექსტების შესწავლით. 2. დევაშავაკაშიკა-ვრატა – როდესაც ადამიანი დებს აღთქმას და ზღუდავს საკუთარ საარსებო სივრცეს გარკვეული დრო. 3. პაუშადხა-ვრატა – როდესაც უბრალო მორწმუნე უახლოვდება ბერულ ცხოვრებას, იწყებს მარხვას და დაკავებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით. 4. ატიტხი-სამვიბჰაგა ვრატა – როდესაც ადამიანი მოწიწებით სთავაზობს ბერებს საკვებს, სამოსს და მედიკამენტებს. მართალი ასკეზა. მართალი ასკეზა შედგება თორმეტი პრაქტიკისგან. გარეგანი ასკეზა: 1. მარხვა (ანაშანა) 2. უფრო ნაკლები საკვების მიღება ვიდრე აუცილებელია (უნოდარი) 3. მათხოვრობით ცხოვრება (ბჰიკშაჩარი) 4. უგემური საკვების ჭამა (რასა პარიტიაგა) 5. სხეულებრივი ტკივილის ატანა და გაძლება (კაია კლეშა) 6. ამსოფლიური საქმიანობებისგან განრიდება და განმარტოება (სალლინატა) შინაგანი ასკეზა: 1. მონანიება (პრაიაშჩიტა) 2. ბერების პატივისცემა (ვინაია) 3. ბერების მსახურება (ვაიავრატია) 4. კვლევა-ძიება (სვადჰია) 5. მედიტაცია (დჰიანა) 6. განდეგილობა (ვიუტსარგა) ჯაინის სწავლებაში არსებობს თორმეტი სახეობა მედიტაციისა (ბჰავანა): ასკეზის ეს თორმეტი სახეობა სულს ეხმარება გასხივოსნების მიღწევასა და მატერიისაგან განთავისუფლებაში. 1. ფიქრი არამუდმივობის შესახებ (ანიტია ბჰავანა). აქ იგულისხმება ყოფიერების არამუდმივობა სამყაროში. 2. ფიქრი უმწეობის შესახებ (აშარანა ბჰავანა). აქ საუბარია იმაზე, რომ სულს არ გააჩნია სხვა საზრდო და თავშესაფარი გარდა რელიგიისა. 3. ფიქრი სანსარას შესახებ (სანსარა ბჰავანა). აქ აუცილებელია დაფიქრება დაბადებისა და სიკვდილის ციკლზე, რომელსაც სული გადის უსაწყისო დროიდან. 4. ფიქრი მარტოობის შესახებ (ეკატვა ბჰავანა). აქ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რომ სული თავისი ევოლუციის გზას გადის სრულ მარტოობაშიმ მას არავინ ახლავს თან. 5. ფიქრი განსხვავებულობის შესახებ (ანიატვა ბჰავანა). აქ ადამიანი აცნობიერებს სულისა და სხეულის განსხვავებულობას. 6. ფიქრი სიბინძურის შესახებ (აშუჩი ბჰავანა). ადამინურ სხეულში საამაყო არაფერია, ის მუდამ ბინძურია და სავსეა სისხლითა და ძვლებით და აქვს მიდრეკილება სნეულებებისაკენ. 7. ფიქრი მოძალებული კარმული ნაკადის შესახებ (ასრავა ბჰავანა). აქ ადამიანი ფიქრობს კარმული მატერიის ნაკადის მოძალებაზე. 8. ფიქრი კარმული ნაკადის შეჩერების შესახებ (სამვარა ბჰავანა). 9. ფიქრი კარმისაგან გასუფთავების შესახებ (ნირჯარა ბჰავანა). 10. ფიქრი სამყაროს ბუნებაზე (ლოკა ბჰავანა). 11. ფიქრი იმაზე, რომ რთულია განთავისუფლების გზის პოვნა (ბოდჰი დურლაბჰა ბჰავანა). 12. ფიქრი დჰარმის შესახებ (დჰარმა ბჰავანა). არსებობს საზოგადოდ მიღებული ორი ჯგუფი, რომელთაგან თითოეული თვითკონტროლის 17 ქვედანაყოფისგან შედგება. პირველი ჯგუფი: თვითკონტროლი ხუთი სახის უძრავი ცოცხალი არსებების მიმართ: 1. ზიანის არ მიყენება მიწაზე მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის 2. ზიანის არ მიყენება წყალში მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის 3. ზიანის არ მიყენება ცეცხლში მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის 4. ზიანის არ მიყენება ჰაერში მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის 5. ზიანის არ მიყენება ბოსტნეულისათვის თვითკონტროლი ოთხი სახის მოძრავი ცოცხალი არსებების მიმართ: 6. ზიანის არ მიყენება ორი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის 7. ზიანის არ მიყენება სამი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის 8. ზიანის არ მიყენება ოთხი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის 9. ზიანის არ მიყენება ხუთი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის 10. ძვირფასი ნივთებისგან თავის შორს დაჭერა 11. ჯდომის, სიარულის და ძილის დროს დაკვირვებულობა 12. გულგრილობა მატერიალური საქმიანობების მიმართ 13. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების მოთავებისთვის ადგილის დაკვირვებით შერჩევა 14. სამოსის და სხვა საგნების მოვლა-პატრონობა 15. გონების კონტროლი 16. სიტყვების კონტროლი 17. სხეულის კონტროლი მეორე ჯგუფი: ხუთი გრძნობის კონტროლი: 1. შეხების გრძნობის კონტროლი 2. გემოვნების კონტროლი 3. ყნოსვის კონტროლი 4. მხედველობის კონტროლი 5. სმენის კონტროლი ხუთი ცოდვისგან თავშეკავება: 6. ძალადობისგან თავშეკავება 7. სიცრუისგან თავშეკავება 8. ქურდობისგან თავშეკავება 9. მრუშობისგან თავშეკავება 10. მომხვეჭელობისგან თავშეკავება ოთხ ვნებაზე გამარჯვება: 11. გამარჯვება მრისხანებაზე 12. გამარჯვება სიამაყეზე 13. გამარჯვება ტყუილზე 14. გამარჯვება სიხარბეზე სამი შუამავლის კონტროლი 15. გონების კონტროლი 16. სიტყვების კონტროლი 17. სხეულის კონტროლი ჯაინები პრაქტიკაში ახორციელებენ თაყვანისცემის ხუთსახა ფორმულას, რომელიც ჯაინების ყველა სკოლის მიერ არის აღიარებული და ეწოდება ნამასკარა-მანტრა (ან პანჩა ნამასკარა). ეს მანტრა არის ჯაინისტური წმინდა წერილის სინთეზი. ესენია: ნამო არიხანტანამ – არხატების ანუ გასხივოსნებული სულების თაყვანისცემა. ნამო სიდჰანამ – სიდჰების ანუ განთავისუფლებული სულების თაყვანისცემა. ნამო აიჩარიანამ – აჩარიების ანუ რელიგიური მეთაურების თაყვანისცემა ნამო უვაჯჯხაიანამ – უპადხიების ანუ რელიგიური მასწავლებლების თაყვანისცემა. ნამო ლოე სავვა სახუნამ – მსოფლიოს ყველა ბერის თაყვანისცემა. მისდევს რა თავის ანალიტიკურ ტრადიციას ჯაინიზმი კარმას რამოდენიმე ჯგუფად ჰყოფს, გამოჰყოფს მათ განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს, რათა მისი გაგება გაიოლდეს. შესაბამისად კარმა იყოფა შემდეგ ჯგუფებად: 1. დრავია-კარმა და ბჰავა-კარმა (მატერიალური და აზრობრივი კარმა) 2. შუბჰა-კარმა და აშუბჰა-კარმა (ბედნიერი ანუ პოზიტიური და უბედური და უარყოფითი კარმა) 3. ირიაპატხიკა-კარმა და სამპრარაიიკა-კარმა (კარმა, რომელიც ითრევს და კარმა რომელიც არ ითრევს) 4. გჰატი-კარმა და აგჰატი-კარმა (დაბინდული კარმა და არადაბინდული კარმა) კარმა რომელიც განსაზღვრავს სტატუსს (გოტრა) ეს კარმა განსაზღვრავს იმას, თუ სად დაიბადება ცოცხალი არსება. ის იყოფა ორად: მაღალი სტატუსის კარმად და დაბალი სტატუსის კარმად, რომელთაგან თითოეული რვა ქვესახეობად იყოფა. 1. მაღალი სტატუსის კარმა (უჩხა-გოტრა) ადამიანს ანიჭებს მაღალ სოციალურ, ინტელექტუალურ და სულიერ სტატუსს. 2. დაბალი სტატუსის კარმა (ნიჩა-გოტრა) ადამიანს მართებს სრულიად საპირისპირო რამეს, ის ადამიანს ანიჭებს სოციალურ, ინტელექტუალურ და სულიერ სიღატაკეს და დაცემულ მდგომარეობას. წინააღმდეგობრივი კარმა (ანტარაია) ეს კარმა ხელს უშლის სასურველის მიღებას და მიზნების განხორციელებას და ფლობს ხუთ ქვესახეობას. 1. კარმა, რომელიც აფერხებს მოქმედებას (დანა-ანტარაია): ამ კარმის ზეგავლენით შეუძლებელი ხდება იმ ადამიანთათვის საგნების გადაცემა, რომლებიც იმსახურებენ ამას. 2. კარმა რომელიც აფერხებს მოგებას (ლაბდჰა-ანტარაია): ამ კარმის ზეგავლენით ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად შეუძლებელია მოგების მიღება. 3. კარმა რომელიც აფერხებს ტკბობას (ბჰოგა-ანტარაია): ამ კარმის გამო შეუძლებელი ხდება საკვებით, სასმელით და ა.შ. ტკბობა. 4. კარმა რომელიც ეწინააღმდეგება ხანგრძლივ ტკბობას (უპაბჰოგა-ანტარაია): ამ სახის კარმის ზეგავლენით შეუძლებელი ხდება იმ საგნებით ტკბობა, რომლებით ტკბობაც შეიძლება არაერთხელ. 5. ძალის შემაფერხებელი კარმა (ვირია-ანტარაია): ამ სახის კარმის ზეგავლენით შეუძლებელი ხდება საკუთარი ძალების მთლიანად და სრულფასოვნად გამოყენება. ანუპურვი-ნამა-კარმა ჯივას (ცოცხალ არსებას) აიძულებს, როდესაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სრულდება, წავიდეს სიკვდილის ადგილიდან დადგენილ დროს ახალი დაბადების ადგილას. რამეთუ არსებობს ყოფიერების ოთხი მდგომარეობა (ღმერთები, ადამიანები, ცხოველები და ჯოჯოხეთის არსებები), აგრეთვე არსებობს ანუპურვი კარმას ოთხი სახეობა: 1. დევა-ანუპურვი ნამა-კარმა (ღმერთების კარმა) 2. მანუშია-ანუპურვი ნამა-კარმა (ადამიანების კარმა) 3. ტირიაგ-ანუპურვი ნამა-კარმა (ცხოველთა კარმა) 4. ნარაკა-ანუპურვი ნამა-კარმა (ჯოჯოხეთის არსებათა კარმა) მოძრაობა (გატი): 1. პრაშასტა-ვიჰაიოგატი ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს საშუალებას იმოძრაოს როგორც სიამოვნებს 2. აპრაშასტა-ვიჰაიოგი ნამა-კარმა იწვევს მოძრაობის უწესრიგო მანერას. პრატიეკა-პრაკრიტი: 1. პარაგჰატა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს სხვებზე უპირატესობას. ის ანიჭებს სხვებისთვის ზიანის მიყენების და განადგურების უნარს, სხვა მხრივ არ უშვებს მტრების გამარჯვებას და ზიანის მიყენებას ამ უპირატესობის მფლობელისთვის სხვების მხრიდან. 2. უჩხავასა-ნამა-კარმა ანიჭებს სუნთქვის უნარს. 3. ატაპა-ნამა-კარმა ცოცხალი არსების სხეულს, რომელიც თავისთავად არაა ცხელი, გამოასხივოს თბილი სიდიადე. 4. უდიოტა-ნამა-კარმა ღმერთების, ასკეტების, აგრეთვე მთვარის, ვარკვლავების, ძვირფასი ქვების, მცენარეების და მანათობელი მწერების სხეულებს იმ სახის ტრანსფორმაციის უნარს ანიჭებს, რომლის შედეგადაც მათ შეუძლიათ ცივი სინათლის გამოსხივება. 5. აგურულაგჰუ-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას ხდის არც მძიმედ და არც მსუბუქად ე.ი. მას ანიჭებს უნარს არ ფლობდეს არც აბსოლუტურ წონას და არც მის აბსოლუტურ არქონას. 6. ტირტხანკარა-ნამა-კარმას ცოცხალი არსება მიჰყავს ტირთხანკარას მდგომარეობაში. 7. ნირმანა-ნამა-კარმა განსაზღვრავს სხეულის ფორმაციას ე.ი. სხეულის ნაწილებს აყალიბებს ისე როგორც საჭიროა. 8. უპაგჰატა-ნამა-კარმა იწვევს თვითგვემას, ეს ხდება მაშინ როდესაც ცოცხალი არსების სხეულის რომელიმე ნაწილი იწვევს ტანჯვას. ტრასა-პრაკრიტი: 1. ტრასა-ნამა-კარმა სხეულს აძლევს უნარს იმოძრაოს ბუნებრივად 2. ბადარა-ნამა-კარმა იძლევა უხეშ სხეულს 3. პარიაპტა-ნამა-კარმა ორგანოებს და სხეულის უნარებს, გრძნობებს, სუნთქვას, სიტყვებს და აზრებს განვითარებაში ეხმარება 4. პრატიეკა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს საშუალებას ფლობდეს განცალკევებულ სხეულს 5. სტხირა-ნამა-კარმა კბილებს, ძვლებს და ა.შ. ანიჭებს უნარს იყვნენ მკვრივები 6. შუბჰა-ნამა-კარმა ჭიპის ზემოთ განლაგებულ სხეულის ნაწილებს ანიჭებს უნარს იყვნენ მშვენიერები 7. სუბჰაგა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს უნარს იყოს სიმპათიური იმის მიმართ ის წინაშეც ვალში არაა 8. სუსვარა-ნამა-კარმა ხმას მელოდიურს ხდის 9. ადეია-ნამა-კარმა ადამიანს ანიჭებს უნარს იყოს დამაჯერებელი 10. იაშკირტი-ნამა-კარმა არის ღირსების და დიდების გარანტია სტხავარა პრაკრიტი: 1. სტხავარა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს უძრავ სხეულს. 2. სუკშმა-ნამა-კარმა ელემენტარულ არსებებს აძლევს ფიზიკური გრძნობებით შეუცნობად ნატიფ სხეულს. 3. აპარიაპტა-ნამა-კარმა არ აძლევს ორგანოებს განვითარდნენ სრულყოფილად და ტოვებს მათ ჩამოუყალიბებლად. 4. სადჰარანა ცოცხალ არსებას აძლევს სხვა ცოცხალი არსებების მსგავს სხეულს. 5. ასტხირა-ნამა-კარმა ხელს უწყობს ყურების, წარბების და სხეულის სხვა ნაწილების მოქნილობას. 6. აშუბჰა-ნამა-კარმა წელს ქვემოთ მდებარე სხეულის ნაწილებს საგრძნობად მახინჯს ხდის. 7. დურბჰაგა-ნამა-კარმა ხდის ცოცხალ არსებას არასიმპათიურს. 8. დუხსავარა-ნამა-კარმა ცოცხალი არსების ხმას არამელოდიურს ხდის. 9. ანადეია-ნამა-კარმა ლაპარაკს ხდის არადამაჯერებლად. 10. აიიაშკირტი-ნამა-კარმას მივყავართ უღირსობისა და სირცხვილისკენ. კარმა რომელიც ჩრდილავს და ბინდავს ცოდნას (ჯნანავარანია-კარმა) 1. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს გრძნობების შედეგად. 2. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს მოსმენით. 3. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს ნათელხილვით. 4. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს ტელეპატიით. 5. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს ყოვლისმცოდნეობით. კარმა რომელიც ჩრდილავს და ბინდავს აღქმას (დარშანავარანია-კარმა) სიტყვა დარშანა ითარგმნება როგორც „აღქმა“, რათა განვასხვავოთ იგი იმ შემთხვევათაგან როცა იგი ნიშნავს რწმენას ან ხედვას. აქედან გამომდინარე დარშანა ანუ აღქმა აქ ნიშნავს საგნების საერთო არასპეციფიკურ ცოდნას, რაც საპირისპიროა სპეციფიკური ცოდნისა, რომელსაც ეწოდება ჯნანა. ეს საერთო აღქმა არსებობს ოთხი სახის, აქედან კარმაც, რომელიც მას ჩრდილავს არის ოთხი სახის: 1. კარმა, რომელიც ჩრდილავს მხედველობით აღქმას. 2. კარმა, რომელიც ჩრდილავს არამხედველობით აღქმას (გონებით). 3. კარმა, რომელიც ჩრდილავს დისტანციურად მიღებულ ცოდნას. 4. კარმა რომელიც ჩრდილავს სრულყოფილ აღქმას. ამასთან დამატებით არსებობს კარმის კიდევ ხუთი ქვესახეობა, რომლებიც ჩრდილავენ აღქმას, რომლებიც დაკავშირებული არიან ძილის სიფხიზლეზე მბრძანებლობაზე. მათ ეწოდებათ „ვედანია“. 1. კარმა, რომელიც იწვევს ძილს, რომლიდანაც გამოფხიზლება მარტივია. 2. კარმა, რომელიც იწვევს ძილს, რომლისგანაც რთულია გამოფხიზლება. 3. კარმა, რომელიც იწვევს ძილს დგომისა და ჯდომის დროს. 4. კარმა, რომელიც იწვევს ძილს სიარულისას. 5. კარმა, რომელიც ძილში სხვადასხვა მოქმედებებს იწვევს (სომნამბულიზმი). კარმა რომელიც იწვევს შეგრძნებებს (ვედანია-კარმა) ეს კარმა იწვევს მატერიალურ შეგრძნებებს. 1. კარმა, რომელიც იწვევს სიამოვნებას და ბედნიერებას. 2. კარმა, რომელიც იწვევს ტკივილს და უბედურებას. კარმა რომელსაც შეცდომილებაში შეჰყავს ცოცხალი არსება (მოხანია-კარმა) ამ სახის კარმა ხელს უშლის სულის ძალისხმევას. ეს კარმა იმდენად ძლიერია, რომ თან მოაქვს სულის შებოჭვის ყველა სხვა ფორმა: უდისციპლინო ცხოვრება (ავირატი), მოურიდებლობა (პრამადა), ვნება (კეშაია) და იოგა (სულის ვიბრაციები). კარმის ეს ფორმა ამახინჯებს მართალ რწმენას და აღქმას. იგი ხელს უშლის მართალ საქციელს. ოთხი მთავარი ვნების გარდა არსებობს კიდევ ცხრა „პსევდოვნება“ ანუ „სუბვნებები“, რომლებიც თან ახლავან მრისხანებას, სიამაყეს, სიცრუეს და სიხარბეს და მიჰყავთ ისინი ინტენსიფიკაციისაკენ. ისინია: 1. სიცილი 2. სიმპათია 3. ანტიპათია 4. შიში 5. მწუხარება 6. უპატივცემლობა 7. ქალური სექსუალური ვნება 8. მამრობითი სექსუალური ვნება 9. საშუალო სქესის სექსუალური ვნება. კარმა რომელიც განსაზღვრავს ფიზიკურ აგებულებას (ნამა) ეს კარმა განსაზღვრავს ფიზიკურ სტრუქტურას ანუ სხეულს რომელიც სულმა უნდა დაიკავოს. ამ კარმის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს: 1. პინდა-პრაკრიტი: 14 კატეგორია, რომელიც შეიცავს 65 ქვესახეობას. 2. პრატიეკა-პრაკრიტი: 8 სახეობა. 3. ტრასა-პრაკრიტი: 10 სახეობა. 4. სტხავარა-პრაკრიტი: 10 სახეობა. ჯაინური სწავლებით არსებობს კარმის 42 მთავარი კლასი და 93 სუბკლასი, რომლებიც განსაზღვრავენ ფიზიკურ სტრუქტურას. პინდა პრაკრიტის 14 სახეობა და 65 ქვესახეობა. ყოფიერების მდგომარეობა (გატი): 1. დევა-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების ღვთაებრივი მდგომარეობისკენ. 2. მანუშია-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების ადამიანური მდგომარეობისკენ. 3. ტირიაგ-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების ცხოველური მდგომარეობისკენ. 4. ნარაკა-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების უმდაბლესი მდგომარეობისკენ. ცოცხალი არსებების კლასები (ჯატი): 1. ეკენდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ერთი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ. 2. დვინდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ორი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ. 3. ტრინდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ სამი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ. 4. ჩატურინდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ოთხი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ. 5. პანჩენდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ხუთი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ. სხეულები (შარირა): 1. აუდარიკა-შარირა ნამა-კარმა ქმნის ფიზიკურ სხეულს, რომელიც დამახასიათებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის. 2. ვაიკრია-შარირა ნამა-კარმა ქმნის „ტრანსფორმაციის სხეულს“, რომელიც შედგება ნატიფი მატერიისგან და ფორმაში და განზომილებებში. ბუნებით ამ სხეულს ფლობენ ღმერთები, უმდაბლესი არსებები და ზოგიერთი ცხოველები, ადამიანს მისი შეძენა შეუძლია უმაღლესი სრულყოფილების მდგომარეობაში. 3. ახარაკა-შარირა ნამა-კარმა ქმნის „გადაადგილების (ტელეპორტაციის) სხეულს“. ეს სხეული შედგება ნატიფი მატერიისა და სუფთა სუბსტანციისგან და ცოცხალ არსებას აძლევს უნარს ნებისმიერი სახის აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდეს. ის ასკეტებს საშუალებას აძლევს რთულ დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღონ არხატებისგან, რომლებიც სამყაროს სხვა ნაწილში იმყოფებიან, მაშინ როცა მათი ფიზიკური სხეულები რჩება დედამიწაზე. 4. ტაიჯასა-შარირა ნამა-კარმა ქმნის „ცეცხლოვან სხეულს“. ეს სხეული შედგება ცეცხლოვანი პუდგალებისგან და მისი ფუნქციაა საკვების მონელება, ის აგრეთვე ასკეტების მიერ გამოიყენება ცოცხალი არსებების და საგნების დასაფერფლად. 5. კარმანა-შარირა ნამა-კარმა ქმნის კარმულ სხეულს. ის წარმოადგენს კარმული ნივთიერების სათავსოს. ის დინამიკურია და ყოველწამიერად იცვლება და გარდაისახება, რამეთუ ახალი კარმა მუდმივად ასიმილირდება სულის მიერ, ხოლო უკვე არსებული ქვრება. ა, სხეულის თანხლებით ჯივა ტოვებს ფიზიკურ სხეულს სიკვდილის მომენტში და თავისი ახალი დაბადების ადგილას გადაინაცვლებს, სადაც კარმული სხეული ახდენს დანარჩენი ახალი სხეულების ბაზისის ფორმირებას. სხეულის მთავარი და მეორეხარისხოვანი ნაწილები: ანგოპანგა-ნამა-კარმა საწყისს აძლევს სხეულის მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს. ცეცხლოვანი და კარმული სხეულები ნაწილებს არ ფლობენ, ამიტომაც არსებობს მხოლოდ სამი სახის ამგვარი კარმა: 1. აუდარიკა-ანგოპანგა ნამა-კარმა ქმნის ფიზიკური სხეულის მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს. 2. ვაიკრია-ანგოპანგა ნამა-კარმა ქმნის „ტრანსფორმაციის სხეულის“ მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს. 3. ახარაკა-ანგოპანგა ნამა-კარმა ქმნის „გადანაცვლების სხეულის“ მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს. კარმული შებოჭვის ხუთი სახეობა. ბანდჰანა-ნამა-კარმა ახალშთანთქმულ პუდგალებს აძლევს უნარს შეერთდნენ შეზღუდულ ერთიანობაში ადრე ასიმილირებულებთან, არის ამ კარმის ხუთი სახეობა, რომლებიც შეესაბამებიან ხუთ სხეულს: 1. აუდარიკა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს ფიზიკურ სხეულს. 2. ვაიკრია-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს „ტრანსფორმაციის სხეულს“. 3. ახარაკა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს „გადანაცვლების სხეულს“. 4. ტაიჯასა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს „ცეცხლოვან სხეულს“. 5. კარმანა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს კარმულ სხეულს. შეერთებები: სანგჰატანა-ნამა-კარმა ეს კარმა აიძულებს სხვადასხვა სხეულების პუდგალებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ; ის „აგროვებს“ მათ. ხუთი სხეულის შესაბამისად არსებობს ამგვარი კარმის ხუთი სახეობა: 1. აუდარიკა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს ფიზიკური სხეულის პუდგალებს. 2. ვაიკრია-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს „ტრანსფორმაციის სხეულის“ პუდგალებს. 3. ახარაკა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს „გადაადგილების სხეულის“ პუდგალებს. 4. ტაიჯასა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს „ცეცხლოვანი სხეულის“ პუდგალებს. 5. კარმანა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს კარმული სხეულის პუდგალებს. სხეულის აგებულება: სამსტჰანა-ნამა-კარმა განსაზღვრავს ცოცხალი არსების სხეულის აგებულებას: 1. სამაჩატურაშრასამსტჰანა-ნამა-კარმა ქმნის მთლიანად სიმეტრიულ სხეულს 2. ნიაგროდჰა-პარიმანდალასამსტჰანა-ნამა-კარმა სიმეტრიულად აყალიბებს მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილს 3. სადი-სამსტჰანა-ნამა-კარმა სიმეტრიულად აყალიბებს მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილს 4. კუბჯა-სამსტჰანა-ნამა-კარმა სხეულს ხდის კუზიანს, მაგრამ ხელები, ფეხები, თავი კისერი სიმეტრიულია 5. ვამანა-სამსტჰანა-ნამა-კარმა ქმნის ჯუჯა სხეულს 6. ხუნდა-სამსტჰანა-ნამა-კარმა სხეულს აყალიბებს არასიმეტრიულად
×
×
  • შექმენი...