კონდოლიზა რაისი თბილისშია ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თვითმფრინავი ჩამოვიდა. კონდოლიზა რაისს აეროპორტში აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი და და მეთიუ ბრაიზა დახვდნენ. აეროპორტიდან სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში გაემგზავრება, სადაც მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება. ამერიკაში გამგზავრების წინ კონდოლიზა რაისი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილ ქართველ მეომრებს მოინახულებს. რაისი საქართველოში ჰუმანიტარული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებსაც შეხვდება. http://itnexclusive.ge