რუსი სამხედროები ახალგორის შესასვლელთან დაბანაკდნენ რუსი სამხედროები ამ დროისთვის ახალგორის შესასვლელთან იმყოფებიან. შექმნილი სიტუაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ტყეშია გახიზნული. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლიზვის" კორესპონდენტს ადგილობრივმა მიაწოდა, შეშინებული მოსახლეობა დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს. არავინ გვეუბნება, რა უნდა ვქნათ, დავინახეთ ჯავშანტექნიკა და შეგვეშინდა. აქ გათენებას ვაპირებთ, თუ ქალაქში შემოვიდნენ, დაგვეხმარეთ, რომ მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს. აი-ტი-ენ ექსკლუზივი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, მან დაადასტურა, რომ მძიმე ტექნიკა მართლა დგას ახალგორთან ახლოს, მაგრამ ქალაქში შესვლას არ აპირებს. "ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ცნობილია, რუსი სამხედროები ქალაქში შესვლას არ აპირებენ და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", -განაცხადა შოთა უტიაშვილმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. http://itnexclusive.ge