ლავროვი: მედვედევმა და სააკაშვილმა სამშვიდობო გეგმის სხვადახვა ვერსიას მოაწერეს ხელი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმის პრინციპებს შესავალი ნაწილის გარეშე. იუწყება "რია ნოვოსტი". ლავროვის განცხადებით, შეთანხმების შესახებ დოკუმენტში, რომლსაც ხელი სააკაშვილმა მოაწერა, შემდეგი საკითხი არ არის: "ქვემომდებარე პრინციპები რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ არის მხარაჭერილი და ისინი მხარეებს დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებენ". რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დიმიტრი მედვედევმა და თვითაღიარებული რესპუბლიკების პრეზიდენტებმა დოკუმენტის, სწორედ, ასეთ სახეს მოაწერეს ხელი. ლავროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეთანხმების შესრულების ბრძანება გასცა, რუსეთის ქმედებები სხვა მხარეეების მიერ მოლაპარაკებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. http://itnexclusive.ge