Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. რუსეთის გენშტაბი ქართულ მხარე როკის გვირაბის აფეთქების მცდელობაში ადანაშაულებს "სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე ქართველი დივერსანტების ჯგუფი როკის გვირაბის აფეთქებას ცდილობდა", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა, ტელეკომპანია "ვესტი 24"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინცინდენტი 15 აგვისტოს დღის 16:00 საათზე განხორციელდა. რუსმა სამხედროებმა როკის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი დივერსანტების ჯგუფები აღმოაჩინეს, რომლებიც ორი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მანქანებში ისხდნენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პირები. რუსმა სამხედროებმა ქართველ დივერსანტთა მანქანას, ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროისთვის, დივერსანტებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, როკის გვირაბი ერთადერთი გზაა რუსეთიდან ცხინვალამდე, რომლის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხდება ხდებოდა. http://itnexclusive.ge
  2. მერამდენედ უნდა დაწერო შენი სახელი?
  3. ეს არის რუსი ჯარისკაცი პაშა, რომელმაც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო (როგორც მე ვიცი, პილოტი კატაპულტათი გადახტა და ჰაერშივე ჩაცხრილეს) ცხინვალში... ეს ნაბოზვარი გმირად შერაცხეს ოსეთში!
  4. შსს ზესტაფონში რუსული ჯარის შესვლას არ ადასტურებს ზესტაფონში რუსი საოკუპაციო ჯარების შესვლის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. აი-ტი-ენ ექსკლუზივს ხარაგაულის რაიონის გადასახვევთან, შროშას ხეობაში რუსი სამხედროებისა და სატვირთო ავტომანქანების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ზესტაფონის მცხოვრებმა მიაწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ ფაქტს არ ადასტურებს და დეზინფორმაციას უწოდებს.
  5. რუსული მძიმე ტექნიკა ხობში გამოჩნდა და სენაკისკენ მიემართება ხობში რუსული საოკუპაციო ჯარის კუთვნილი ექვსი ტანკი და ხუთი სატვირთო მანქანა გამოჩდა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ხობის გამგეობამ მიაწოდა. "ამ წუთებში გამოჩდნენ რუსი საოკუპაციო ჯარები. ისინი, სავარაუდოდ, ზუგდიდიდან მოდიან და სენაკისკენ მიემართებიან, თუმცა სად იქნება მათი საბოლოო დისლოკაციის ადგილი, ჩვენთვის უცნობია", - განუცხადეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ხობის გამგეობაში. http://itnexclusive.ge
  6. იაკობაშვილი საქართველოდან რუსული საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს "პრეზიდენტ მედვედევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი დოკუმენტის ხელის მოწერის მომენტიდან, რუსლმა საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა უნდა დაიწყონ. მიუხედავად ამისა, რუსული საოკუპაციო ჯარები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. მინისტრის თქმით, რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის პროვოცირებას ცდილობენ. "რუსი სამშვიდობოები, საქართველოს ტერიტორიაზე დაძრწიან და მოსახლეობის პროვოცირებას ცდილობენ. მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდე შეინარჩუნონ. რუსული საოკუპაციო ჯარები ქვეყნიდან აუცილებლად გავლენ. არ უნდა ავყვეთ მათ პროვოკაციებს", - განაცხადა იაკობაშვილმა.
  7. რუსმა სამხედროებმა სენაკში პოზიციები გაიმყარეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სენაკში ზუსტად პოზიციები გაიმყარეს და ყველა შესასვლეთთან განლაგდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" სენაკის მაჟორიტარმა გურამ მისაბიშვილა მიაწოდა. მისაბიშვილის თქმით, რუსი სანხედროები განლაგებული არიან ტეხურას ხიდთან, მარტვილი-სენაკის გზაზე, მდინარე აბაშასთან, სენაკისა და აბაშის გზაზე. სენაკის თავზე მუდმივად დაფრინავს ვერტფრენი და აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. შენაკის მაჟორიტარის განცხადებით, სენაკიდენა სატრანსპორტო მოძრაობა ჯერჯერობით შეზღუდული არ არის. ცნობისათვის: რუსი სამხედროების ძირითადი ბაზა სენაკში სოფელ თეკლათში, მენჯსა და აეროპორტის ტერიტორიაზეა.
  8. რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი უარყოფს ინფორმაციას საქართველოში ხიდის აფეთქების შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი უარყოფს ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსულმა ჯარებმა სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ თბილისიდან 45 კილომეტრის მოშორებით ხიდი ააფეთქეს. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა", - განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა. მისი თქმით, მშვიდობიან დროს ხიდების აფეთქება რუსეთს არაფერში არ ჭირდება. http://itnexclusive.ge
  9. საქართველოში სარკინიგზო მოძრაობა შეწყვეტილია რუსეთის საოპკუპაციო ჯარებმა კასპის საკინიგზო მაგისტრალზე ხიდი ააფეთქეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ინციდენტის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. შედეგად, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ დაჭრილებისა და დევნილების გადმოყვანა ვერ ხერხდება. საქართველოს საგარეო უწყება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას და თხოვნით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, აიძულონ რუსეთი დაიწყოს საქართველოსა და მას შორის უკვე მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებამდე სარკინიგზო მოძრაობა არ განახლდება.
  10. რუსეთი ხელშეკრულების პირობების შესრულებას აგვიანებს გორსა და გორის მისადგომებს კვლავ რუსული საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ. უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ლომაიას განცადებით, მას შემდეგ რაც მედვედევმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების საქართველოს ტერიტოტიიდან გაყვანის შესახებ, რუსულ სამხედრო ძალას უნდა დაეწყო დაკავებული ტერიტორიის დაცლა, მაგრამ ამ დრომდე ინარჩუნებენ პოზიციებს და გორის მისადგომებთან კონტროლი გაამკაცრეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პოლიციელები გორიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლას ქალაქის შესასვლელთან ელიან.
  11. FIORENTINO

    Tool

    ვინაიდან და რადგანაც დამაშანტაჟეს, თემას ვხსნი... :resent: მარა დადეთ რამე ლინკები, სურატები და რავი...
  12. მედვედევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების გეგმას ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების გეგმას ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განცხადება 15 აგვისტოსაც გაკეთა. მაშინ ტიმაკოვამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ექვს-პუნქტიან შეთანხმებას საქართველოში სიტუაციის რეგულირებასთან დაკავშირებით შუამავლის სტატუსით მხოლოდ თბილისის შემდეგ მოაწერს ხელს. კრემლის პრეს-ცენტრის განცხადებით, გეგმას იმ სახით მოეწერება ხელი, როგორც საფრანგეთისა და რუსეთის პირველმა პირებმა შეათანხმეს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ საქართველოში კონფლიქტის რეგულირების ექვს-პუნქტიანი გეგმა შეათანხეს. მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ დოკუმენტის მეექსვე პუნქტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ამოიღებულ იქნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა და შენარჩუნებულ იქნა მხოლოდ ამ რეგიონებში საერთაშორისო ნორმალიზაციისა და მშვიდობის საკითხების განხილვის. 15 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისტან სეხვედრისას დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა. http://itnexclusive.ge
  13. წაღვერში ტყის მასივი იწვის წაღვერში ტყის მასივი იწვის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი წაღვერის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით 40 ჰექტარზეა გადაჭიმული. ცეცხლის ლოკალიზება ბუნებრივი პირობების გამო ვერ ხერხდება. საქართველოს სახანძრო ჯგუფი დამხმარე ძალას აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთსა და უკრაინიდან ელოდება. ადგილზე იმყოფება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ირაკლი ღვალაძე. დამატებითი სამაშველო ჯგუფები, სავარაუდოდ, საქართველოში დღესვე შემოვლენ.
  14. რუსი სამხედროები ხარაგაულის გადასახვევთან იმყოფებიან რუსეთის საოკუპაციო ჯარები ხარაგაულის გადასახვევთან მდებარე შროშას ხეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს ზესტაფონის მოსახლეობის ადგილობრივმა მკვიდრებმა მიაწოდა. "ამ დროისთვის რუსი სამხედროები ზესტაფონის შესასვლელთან შროშას ხეობაში იმყოფებიან და, სავარაუდოდ, ქართველების მიერ გადამალულ ტექნიკას ეძებენ. ღუსი სამხედროები ზესტაფონში ჯერ არ გამოჩენილან", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ადგილობრივებმა. http://itnexclusive.ge
  15. რუსი ტყვე პილოტები თბილისის ჰოსპიტალში იმყოფებიან რუსი მფრინავები, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი ქმედებების შედეგად ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანა, თბილისის ჰოსპიტალში იმყოფებიან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი ნოგოვიცინმა ტელეკომპანია "ვესტი-24"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო წითელი ჯვრის ჩარევის შედეგად უახლოეს ხანებში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება და რუსი ტყვე პილოტები ჰოსპიტალიდან გამოწერისთანავე ქართველ ტყვეებში გაიცვლებიან. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური მონაცემებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოოქმედებების დროს რუსულმა მხარემ ოთხი თვითმფრინავი - სამი სუ-25 და ერთი ტუ-22 დაკარგა. http://itnexclusive.ge
  16. რუსეთმა კიდევ რამდენიმე ქართული ტანკი მიითვისა რუსმა სამხედროებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების მიერ დაკავებული 44 ქართული ტანკი მიითვისა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი", სოხუმში დისლოცირებული რუსული ჯარის პოლკოვნიკ იგორ კონაშენკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით არცელებს. კონაშენკოვის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დროს, კონფლიქტის ზონაში რუსმა სამშვიდობოებმა ქართული არმიის კუთვნილი 65 ტანკი ჩაიგდეს ხელში. 20 ტანკი ადგილზე გაანადგურეს. თექნიკის ლიკვიდაცია გაუმართაობის და სიძველის გამო გახდა საჭირო. პოლკოვნიკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა არმიამ რამდენიმე ერთეული სხვა სახის ბრონიტექნიკის ხელში ჩაგდება შეძლო. ბრონიტექნიკის ძირითადი ნაწილი უკრაინული წარმოებისაა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკანდახევის დროს ქართულმა სამხედროებმა ქალაქ გორის მახლობლად სამხედრო ბაზებში 15 ტანკი, ათეულობით ბრონიტექნიკა და საარტილერიო დანადგარები დატოვეს. ტექნიკის ნაწილი განადრურდა, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანეს. რუსულმა ჯარებმა სენაკის სამხედრო ბაზიდან, რომლებიც ქართველმა სამხედროებმა ბრძოლის გარეშე დატოვეს, 1728 ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის 764 ცალი ვინტოვკა "ემ-16", რომელიც ამერიკული წარმოებისაა, ასევე ამერიკული წარმოების 28 ცალი პულიმიოტი "ემ-40" და 754 კალაშნიკოვის ავტომატი წაიღეს. http://itnexclusive.ge
  17. ჩვენ საერთოდ არასდროს არაფერი არ შეგვრგებია...
  18. არის სხვადასხვა კონვენციები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ არ შეიძლება ზოგიერთი იარაღის გამოყენება საერთოდ... ნუ ასევე არ შეიძლება წითელ ჯვრიანი კაცის ან მანქნის მისამართით ცეცხლის გახსნა... არც საავადმყოფოების მისამართით... ბოლო დაიცვეს რუსებმა, გორში ჰოსპიტალებს და საავადმყოფოებს არ ჭირთ არაფერი... ცხინვალში კი დაბომბილია საავადმყოფოები (სამწუხაროდ)... კაროჩე დამავიწყდა რაც უნდა დამეწერა... მაგათი დედაც! მოსახდენი მოხდეს!
  19. კონგრესმენები სოჭში ოლიმპიადის ჩატრების აკრძალვას მოითხოვენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორი წევრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. პენსილვანიის შტატის წარმომადგენლებმა, დემოკრატმა ელისონ შვარცმა და რესპუბლიკელმა ბილ შუსტერმა უკვე მოამზადეს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, 2014 წლის ოლიმპიადის ჩატარება კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, მით უმეტეს, როდესაც მასპინძელი ქვეყანა კონლიქტის ესკალაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პრაქტიკული და ფინანსური თვალსაზრისით გაუმართლებელია. შვარცის თქმით, რუსეთი კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ საქართველოში მისი ქმედებები მსოფლიო საზოგადოების ყურადღების გარეშე არ დარჩება. http://itnexclusive.ge
  20. დევნილთა რიცხვი მატულობს ქუთაისში ზემო აფხაზეთიდან დევნილი დაახლოებით 1 200-მდე ადამიანი შემოვიდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ვარციხის კოტეჯებში, ნიკიის სპორტ-სკოლის, კოლეჯის და ბროწეულაში არსებული სასტუმროს შენობებში ათავსებენ. მათივე თქმით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დევნილებს ადგილობრივი მერია და მოსახლეობა ამარაგებს. 20-მდე დევნილი კი თბილისისაკენ გამოემერთა ბორჯომის გავლით. ჭუბერში ჩარჩენილი კოდორის ხეობიდან დევნილი 300-მდე ადამიანის გადმოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტრანსპორტირება 15 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ არ განხორციელდა. მიზეზად, რუსული საოკუპაციო ჯარების გააქტიურებული გადაადგილება სახელდება. ჭუბერიდან დევნილთა ტრანსპორტირება ქუთაისის მერიამ უნდა უზრუნველყოს. http://itnexclusive.ge
  21. ასე რომ არ იყოს, მაშინ ავტომატის გარდა ჯარებმა არაფერი არ უნდა გამოიყენონ და ასე სადაა...
  22. ნუ იასნია, ომსაც აქვს წესები, მაგრამ როცა გრადით, არტილერიით და რავიცი კიდევ რითი რომ ისვრი, ვერ ხედავ, რომ სადღაც დირკაში ვინმე იმალება... ფიზიკურად ვერ ხედავ რა... და არ იცი, რომ ხვდება იმას... ასეა რა...
×
×
  • შექმენი...