კოდორის ხეობა აფხაზეთის იურისდიქციაში შევიდა? სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა, კოდორის ხეობაში "აფხაზური სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა" გამოაცხადა. "ამ მოვლენას აფხაზეთის მცხოვრებნი მრავალი წლის განმავლობაში ელოდნენ, არა მარტო დამოუკიდებლობის ბოლო 15 წელი, არამედ გასული ათწლეულის მანძილზეც", - განაცხადა ბაღაფშმა. შეგახსენებთ, 13 აგვისტოს, დილით, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის თქმით, აფხაზური ქვედანაყოფები კოდორის ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდნენ. http://itnexclusive.ge