Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. FIORENTINO

    CHAT

    ისტორია - 33 უნარები - 53 ქართული - 61 რუსული - 94 ესენი ავიღე და მგონი ვერ მოვხვდები... რაც კაი ფაკულტეტებია, სულ ეგენი მიწერია და...
  2. მთლად ასეც არაა... ეს ხალხი პრიცელში არავის ყავდა აყვანილი იქ (იდეაში მაინც)... ისროდნენ არტილერიიდან და ძაან მძლავრ რაღაცეებს, რასაც ზუსტი მიზანი არ აქვს... და ამათ მოხვდათ რა... ასეთი ხალხი იცი რამდენია გორში? ამაზე უფრო მეტი იქნება... ეგენი (ოსები) კი ამბობენ, რომ 1500-მდე მშვიდობიანი მოსახლე მოკვდაო, მაგრამ არ მჯერა რაღაც... მამენტ ასეთი სურათები ბევრი იქნება გადაღებული და დადეს მარტო ესენი... ოსური მედია ავრცელებს ამას და იასნია, უფრო იმას დებენ, რაც აწყობთ...
  3. მოსკოვში სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმა გაგზავნეს მოსკოვში ფაქსით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმის ასლი გაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის ინფორმაციისა და ბეჭვდის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, სამშვიდობო გეგმა შინაარსობრივად იმ დოკუმენტის ანალოგიურია, რომელსაც ხელი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა, ედუარდ კოკოითმა და სერგეი ბაღაფშმა უკვე მოაწერეს. http://itnexclusive.ge
  4. დღეისთვის 60 000 დევნილია რეგისტრირებული ბოლო პერიოდში განვითარებულიმოვლენების შემდეგ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი 60 000 ადამიანია რეგისტრირდა. იძულებით გადაადგილებული პირები ხუთასამდე ობიექტში არიან შესახელულნი. საქართველოს პარლამენტის წევრის კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილტა ახალი ნაკადით ჩასახლებული 300 ობიექტებისთვის საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგება თბილისის მერიამ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელმწიფოს ხარჯებით უზრუნველყო, ხოლო დანარჩენ ობიექტების ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგებას შემოწირულობების საშუალებით ახარხებენ. კობა სუბელიანმა თბილისის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება გაუწიონ ობიექტებში შესახლებულ დევნილებს, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მოძრაობა საჭირო ტემპით ვერ ხერხდება. სუბელიანმა ასევე თხოვნით მიმართა სამშენებლო ობიექტებს, ხელი შეაშველონ სახელმწიფოს დევნილებისთვის განკუთვნილი ობიექტების მოწესრიგებაში, ვინაიდან 500 ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას, სახელმწიფო ერთდროულად ვერ ახორციელებს. http://itnexclusive.ge
  5. პატრიაქმა 6 მიცვალებული გადმოასვენა საქართველოს პატრიარქმა შიდა ქართლიდან მიცვალებულები გადმოასვენა. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად დაქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ გორი-ნიქოზის გზაზე მიკვლეული 6 მიცვალებული თბილისში გადმოასვენა. დაღუპულთაგან 5 სამხედრო პირია, ხოლო ერთი - სამოქალაქო. სამოქალაქო პირის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მიცვალებულთა ტრანსპორტირება საპატრიარქომ უზრუნველყო. პატრიარქი მეუფე დანიელთან და მონაზონთა ჯგუფთან ერთად, გუშინ გორსა და ნიქოზში იმყოფებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, და ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. http://itnexclusive.ge
  6. სამეგრელოში რუსული 60 ერთეული მძიმე ტექნიკა შევიდა აფხაზეთიდან სამეგრელოში რუსეთის ოკუპაციური ჯარის კუთვნილი 60 ერთეული მძიმე ტექნიკა შევიდა, რომელიც სენაკის მიმართულებით მიემართება. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრეოლ-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "მძიმე ტექნიკა ენგურს გაღმა მდებარე სოფელ ხურჩის ტეროტიიდან გამოიყვანეს და ახლა სენაკის მიმართულებით გადაადგილდება. რატომ გადაწყვიტა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებითი ძალის შემოყვანა, ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ახვლედიანმა. ცნობისათვის: დაუზუსტებელი ინმფორმაციით, დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ოკუპაციური ჯარის კუთვნილი ჯავშანტექნიკა ამ დროისთვის 350 ერთეულს აღემატება. http://itnexclusive.ge
  7. ზესტაფონში რუსი სამხედროები შევიდნენ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზესტაფონში რუსი სამხედროები შევიდნენ. ადგილობრივების ცნობით, ზესტაფონის ქუჩებში რუსი სამხედროები მოზრაობენ და ქართული არმისს სამხედრო ტექნიკას ეძებენ. ზესტაფონში შესულ რუსეთის ოკუპაციური არმისს ქვედანაყოფებს მოსახლეობასთან დაპირისპირების ასარიდებლად ადგილობრივი პოლიციის პატრულის ეკიპაჟი დაყვება. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხერხდება.
  8. მედვედევი მზად არის შერიგების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს 15 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მედვედევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. Iუწყება რუსული ინტერნეტ გამოცემა "ლენტა რუ". სარკოზის თქმით, მედვედევმა მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაზე. არსებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის შედეგებით პრეზიდენტები კმაყოფილნი დარჩნენ და ეხლა უკვე კონკრეტულ შედეგებს ელიან. შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ განაცხადა. http://itnexclusive.ge
  9. ზუგდიდსა და წალენჯიხის სოფლებში აფხაზები პოზიციებს ინარჩუნებენ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, წალენჯიხის რაიონის სოფლებში ჭალა, ფახულანსა და მუჟავაში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სეიარარებული ფორმირებები პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს წალენჯიხასა და განმუხურის გამგეობიდან მიაწოდეს. "განმუხურს აფხაზები მთლიანად აკონტროლებენ თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას არ ერჩიან და ჯერეჯერობით მარადიორობის ფაქტი არ დაფიქსირებულა", - განაცხადა განმუხურის გამგებელმა ჯონი მიშველიამ "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის: შეიარაღებული აფხაზები განმუხურის შესასვლელში, ცენტრსა და სოფლის ბოლოში არიან დაბანაკებული. http://itnexclusive.ge
  10. სამეგრელოში რუსეთის ოკუპაციური ჯარები პოზიციებს ინარჩუნებენ მიხეილ სააკაშვილის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად რუსეთის ოკუპაციური ჯარები სამეგრელოში კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკსა და ფოთში პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს რეგიონების გამგეობიდან მიაწოდეს. ცნობისათვის: ზუგდიდში რუსი სამხედროები პოლიციის შენობაში, ქართველთა სამშვიდობო შტაბში და სამთავრობო სახლში იმყოფებიან. წალენჯიხაში კი სოფელ ფოცხოში კაშხალის ტერიტორიაზე, ჭალასა და ფახულანში. ასევე ფოთის პორტში სასაზღვრო ბაზაზე. ხოლო სენაკში სოფელ თეკლათში, მენჯსა და სენაკის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე არიან დაბანაკებული. http://itnexclusive.ge
  11. სურათები ცოტა ქვემოთაა... კარგად დარწმუნდით, რომ მზად ხართ საყურებლად... ბავშვებს არ ანახოთ და არც სუსტი გულის მქონე პირებს... ოსები ამას გენოციდს ეძახიან, მაგრამ არაა ეს ასე (იმედია)... ჩვენც გვეყოლება ასეთი დასახიჩრებული ხალხი... მაგრამ არ ვრცელდება ალბათ (ან არ გადაუღიათ)... ისეთი ბომბები ჩამოგვიყარეს, რომლის ჩამოყრაც არ შეიძლება სხვადასხვა კონვენციების თანახმად...
  12. FIORENTINO

    CHAT

    ჯერ არ ვიცი ალბატ ჩავიჩერი
  13. რუსეთის ოკუპაციური არმია გორს არ ტოვებს გორს ამ დრომდე რუსეთის ოკუპაციური არმია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველი სამართალდამცავები რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გორიდან გასვლას ელოდებიან რათა და ქალაქში წესრიგის აღდგენადაიწყოს. ოსი და რუსი სამხედროები ისევ გორში რჩებიან და მათი გადაადგილება არაფრიტ არ მეტყველებს იმაზერომ ოკუპირებული ქალაქის დატოვებას გეგმავდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის დაიწებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ოკუპაციური ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანას უცნია.
  14. ფორუმზე დაგევასათ ერთმანეთი და ისე შეხვდით?
  15. მოსკოვი ბორჯომში რუსული ტანკების ყოფნას უარყოფს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს, რუსული ტანკები ბორჯომში იმყოფებიან. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი". არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ამ ფაქტს ქართული მხარის მიერ გავრცელებულ მორიგ პროვოკაციად აფასებენ. შეგახსენებთ, გამთენიისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს და რუსულმა ტანკებმა ბორჯომი და ხაშური დაიკავეს. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...