Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ქართული მხარის ბრალდებას საომარი მოქმედებების გაგრძელების შესახებ\ რუსეთის თავდაცვის სამინიტროში კატეგორულად უარყოფენ ოფიციალური თბილისის ბრალდებას საომარო მოქმედებების გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. ქართული მხარის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, რუსული ავიაცია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. მათ შორის, იერიში განხორციელდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე. იქამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 12 აგვისტოს ავიაიერიში განხორციელდა ქალაქ გორზე, ხაშურზე, აგარასა და აგრეთვე სხვა სოფლებზე. რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა უარყო აღნიშნული ბრალდება და მას "მორიგი საინფორმაციო პროპაგანდა" უწოდა. "რუსულ ავიაციას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე იერიში არასდროს არ მიუტანია, რაგდან ამან შეიძლება მოსახლეობა მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს, მათ შორის, ეკოლოგიური თვალსაზრისით".
  2. რუსეთის ოკუპაციურმა არმიამ გორი დაიკავა რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით ქალაქი გორი დაიკავეს - განაცხადა საგანგები ბრიფინგზე უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ. მისი ინფორმაციით გორის ტერიტორიაზე ამჟამად რუსეთის არმიის რამდენიმე ათეული მძიმე თექნიკა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი კონტინგენტი იმყოფება. ადმინისტრაციული შენობები რუს სამხედროებს არ დაუკავებიათ თუმცა მათ გადადგუილებას ქალაქის ქართული მხარე აქტიურად აკვირდება. სროლები ქალაქის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.
  3. ზუგდიდში ჯერჯერობით სიმშვიდეა ზუგდიდში ამ დროისთვის სიმშვიდეა და რაიმე ექსესებს ადგილი არ ჰქონია. რუსი სამხდროები იგივე პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ინფორნაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. ახვლედიანის თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო ბანკები არ მუშაობენ ხოლო სავაჭრო ობიექტები, აფთიაქები და მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. "სამხდროები ადგილობრივ მოასხლეობას არ ერჩიან, ასევე ჩვენც ვაფრხილებთ ადგილობრივებს, რომ რაიმე პროვოკაციას არ აყვნენ. რაც შეეხება მძიმე ტექნიკას, რომელიც გუშინ დაიძრა ზუგდიდიდან გაირკვა, რომ წავიდნენ კოდორის მიმართულებით. ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია რა მდგომარეობაა კოდორში", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის: რუსმა სამხდროებმა ზუგდიდში პოლიციის შენობა, ქართველი სამშვიდობოების შტაბი და სამთავრობო სახლი დაიკავეს. 30 რუსული მძიმე ტექნიკა ზუგდიდიდან კოდორის მიმართულებით დაიძრა. http://itnexclusive.ge
  4. ეგ ხომ მოდაშია ახლა...
  5. მეთიუ ბრაიზა: "რუსეთი უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ რუს სამშვიდობოებს საერთაშორისო ძალები ჩაანაცვლებენ" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, "რუსეთი უნდა შეეჩვიოს იმ გარემოებას, რომ კონფლიქტში ღია ჩარევის შემდეგ საქართველოს კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოებს საერთაშორისო შერეული სამშვიდობო ძალები ჩაანაცვლებენ". "ის, რასაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს, შეიძლება, შეფასდეს სამხედრო აგრესიად, რაც ოცდამეერთე საუკუნეში მიუღებელია. ამასთან, მას შემდეგ, რაც კონფლიქტში რუსული მხარე უკვე ღიად ჩერთო და კონფლიქტის მხარეს წამოადგენს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში რუსულ სამშვიდობოებს საერთაშორისო შერეული ჯარები ჩაანაცვლებენ", - განაცხადა გუშინდელ პრესკონფერენციაზე მეთიუ ბრაიზამ. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ფინანსურადაც დაეხმაროს. "საქართველოსთვის დახმარების გეგმის მონახაზი უკვე შევადგინეთ, ჩვენ ქართველ ერს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ფინანსურ დახმარებას გავუწევთ", - აღნიშნა ბრაიზამ.
  6. საქართველო და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა ქართული მხარე თანხმობას აცხადებს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე. ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნით რუსეთის 6 პუნქტიან სამშვიდობო ინიციატივაში მხარეთა შეთანხმების შედეგად მეექვსე პუნქტში ცვლილებები შევიდა და სიტყვა სტატუსი რეგიონების უსაფრთოებით ჩაინაცვლა ანუ მეექვსე პუნქტის ახლებური ტრაქტირება ასეთანაირად გამოიყურება. 6. უნდა დაიწყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობროიბის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის დარჩენილი ხუთი პირობა კი ასეთია. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა. სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა. ჰუმანიტურალი დახმარების შეუფერხებლად მიწოდება. ქართული სამხედრო შენაერთები უნდა დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპეარციების დაწყებამდე არსებულ ზოლს დაუბრუნდებიან. http://itnexclusive.ge
  7. FIORENTINO

    Tool

    ბიო ქართულად, დისკოგრაფია, სურათები, ლინკი... იხურება -----------------------------------------------
  8. FIORENTINO

    Nirvana

    1-2 ვეში მევასება... ისიც ზოგჯერ...
  9. FIORENTINO

    CHAT

    ეე რა ხდება აქ ტო?
  10. FIORENTINO

    Coldplay

    Beautiful World მევასება... ახლა ვუსმენ...
  11. FIORENTINO

    Janis Joplin

    ინგლისურ ენაზე არ იდება აქ არაფერი... მხოლოდ ქართულად...
  12. თბილისში საფრანგეთის მედიატორობით რუსეთის სამშვიდობო ინიციატივის განხიოლვა დაიწყო საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შდემდეგ თბილისში ჩამოვიდა. როგორც ცნობილია სარკოზიმ თბილისში პრეზიდენტ მედვედევთან შეთანხმებული 6 პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება ჩამოიტანა. საქართველოს პოზიცია რუსეთის წინადადებებზე უახლოეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
  13. FIORENTINO

    CHAT

    გავიმარჯვეთ...
  14. FIORENTINO

    CHAT

    რაშვებით?
  15. რუსული არმია ქართველების სახლებს წვავს შიდა ქართლის ქართულ სოფლებში შესული რუსული არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები ქართველების სახლებს წვავენ. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სახალხო დამცველის აპარატიდან მიაწოდეს. ტყვიავის ზედა სოფლები - დისევი და კოშკები დღეს მოსახლეობამ დატოვა. მათი თქმით, მათი ჩამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ მათ სოფელში შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები, რომლებიც ჯერ ავტომატის ჯერით ცხრილავდნენ მიტოვებულ სახლებს, ხოლო შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ მათ. ისინი იძულებული გახდნენ, სოფლები მიეტოვებინათ. თვითმხილველთა თქმით, შიდა ქართლის ქართული სოფლების – კარბის, მერეთის, დისევის, ქსუისის, ქიწნისის და ა.შ. – მოსახლეობა თითქმის სრულად არის გამოხიზნული. იქ დადიან შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც წვავენ და ანადგურებენ დაცარიელებულ სახლებს. ანალოგიური მდგომარეობაა გორის რაიონის სოფლებში - ბელოთში, ვანათში, საცხენეთში. ვანათელების თქმით, ბანდფორმირების წევრებმა სახლის წინ დახვიტეს შეუიარაღებელი 65 წლის ვლადიმერ ჯ., ასევე დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ისინი წვავენ ქართველების სახლებს, სახლები იწვოდა ასევე სოფელ ბელოთში და საცხენეთში. http://itnexclusive.ge
  16. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კვლავ გრძელდება საქართველოს ქალაქების, სოფლების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და გმობს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ღია აგრესიას. სუბარის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ დაბომბვების შედეგად იღუპებიან ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ ვალს იხდიან. მისი თქმით, დღეს, ქალაქ გორის დაბომბვის დროს, დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი, რამდენიმე დღის წინ ცხინვალში ტრაგიკულად დაიღუპნენ ტელეკომპანია "ალანიას" საინფორმაციო პროგრამების რედაქტორი გიგა ჩიხლაძე და "იტარ-ტასის" ფოტოკორესპონდენტი ალექსანდრე კლიმჩუკი. სახალხო დამცველი გმობს საქართველოს ქალაქების და სოფლების დაბომბვის ფაქტებს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. http://itnexclusive.ge
  17. ლონდონში მცხოვრებ ქართველთა განცხადება ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა მიმართეს უცხოეთში არსებულ ქართველთა ყველა სათვისტომოს შეიკრიბონ იმ ქვეყნების დიდ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ და გრინვიჩის დროით 17 საათზე, ერთხმად შესძახონ – გაუმარჯოს საქართველოს!
  18. ბუბა კიკაბიძემ რუსეთის მეგობრობის ორდენზე უარი თქვა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ პროტესტის ნიშნად რუსეთის მეგობრობის ორდენზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბუბა კიკაბიძემ ბათუმში დღეს, 12 აგვისტოს რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ გამართულ აქციაზე გამოაცხადა. ცნობისათვის: რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ბუბა კიკაბიძეს 19 ივნისს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის მეგობრობის ორდენი გადასცა. http://itnexclusive.ge
  19. ბნელა... თემა იხურება!!!
  20. პატრიარქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის დაღუპულთათვის პარაკლისს აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთათვის პარაკლისი აღავლინა. პატრიარქმა საზოგადოებასაც მიმართა. მისი თქმით, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორც არასდროს, მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელი საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის. "მინდა ვთქვა, რომ ქართველებს არ სძულთ რუსები და დიდი იმედი მაქვს, რომ რუსებსაც არ სძულთ ქართველები",- განაცხადა პატრიარქმა. "ჩვენ შევთხოვთ უფალს, რათა დათრგუნოს ბოროტი ჩვენ შორის და მოგვცეს სიბრძნე", - განაცხადა ილია II. შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. პარაკლისს ესწრებიან ასევე საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები.
  21. ცხინვალში კომენდატის საათი დაწესდა 12 აგვისტოდან, ცხინვალში, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდატის საათი დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 12 აგვისტოს საღამოს 19:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ცხინვალის ქუჩებში ხალხს იარაღით გამოჩენა ეკრძალება. დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული. ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გაგრძელდება კომენდატის საათი ცხინვალში. http://itnexclusive.ge
  22. საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოაცადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. გლოვის ნიშნად ხუთჯვრიანი დროშები დაეშვება. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში გამოაცხადა. მან სამძიმარი გამოუცხადა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ მეომართა, ჟურნალისტთა და მშვიდობიან მოქალაქეთა ოჯახებს. სააკაშვილის თქმით ამ სამდღიანი გლოვის შემდეგ ხუთჯვრიანი დროშა კვლავ აფრიალდება საქართველოს თავზე. "საქართველო არის მართმადიდებელი ქვეყანა, რომელაც ღმერთი არ გაწირავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
×
×
  • შექმენი...