Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის 15 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით უამრავი ხალხი შეიკრიბა. გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ასეთია საქართველოს ერთიანობის მანიფესტაციის ლოზუნგი. ამ დროისთვის, შეკრებილ საზოგადოებას უკვე მიმართა გოკა გაბაშვილმა, რომელმაც გახსნა აქციის ტრიბუნა. მან აცნობა შეკრებილებს, რომ ცოტა ხანში მანიფესტაციას მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები შეუერთდებიან. აქციაზე უკვე გამოვიდნენ მსახიობები გურამ საღარაძე და ოთარ კობერიძე. ამ წუთას სიტყვით გამოდის სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, გახდა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. "აი-ტი-ენ"-მა აქციაზე ქართული კულტურის სხვა ცნობილი სახეებიც დაინახა, რომლებიც ამ ბოლო დღეებში რუსთაველის თეატრის შტაბში იკრიბებიან. მათ შორის ნანი ბრეგვაძე, რომელიც სხვა დროს ნებისმიერი სახის აქციაში მონაწილეობისგან თავს იკავებდა. დღეს საქართველო დიდგორობას უნდა ზეიმობდეს, როგორც საუკუნეების წინ, 1021 წელს, დიდი დავით აღმაშენებლის დროს, საქართველოს ბედი წყდება. დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. დავით აღმაშენებელი არ გვყავს… "მაგრამ, ქართველი ხალხი, მიუხედავად რუსების ქილიკისა, დღეს გათითოკაცებული და გახლეჩილი არ არის. და ჩვენ გავიმარჯვებთ", – აცხადებს მომღერალი თამარ ჭოხონელიძე. ამ წუთებში აქციაზე საქართველოს ნაკრებისა და NBA-ს წევრი ნიკა ცქიტიშვილი გამოდის. http://itnexclusive.ge
  2. დაღუპულთა სია ცალკე და არ მაქვს ჯერ...
  3. კოდორის ხეობიდან დევნილთა შორის 600 ბავშვია კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვს. ადგილობრივის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჭუბერში შეხიზნული მოსახლეობა შეშინებულია, რადგან რუსული ავია ძალები ხშირად დაფრინავენ ჭუბერის თავზე. დევნილთა შორის 600 ბავშვია, მათგან 200 ხუთ წლამდე ასაკის. წითელი ჯვრის კომიტეტის განცხადებით, წითელი ჯვარი მზად დევნილთა ტრანსპორტირება უზსრუნველყოს, მთავარია ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება დევნილთა დასაბინავებელი ადგილების შესახებ. ამ დრომდე კი ადგილობრივის განცხადებით, რეალური დახმარება არავის აღმოუჩენია. http://itnexclusive.ge
  4. იაკობაშვილი: "დღეიდან დიპლომატიური ომი აქტიურ ეტაპზე გადადის" "დღეიდან დიპლომატიური ომი აქტიურ ეტაპზე გადადის", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა საქართველოსთვის ყველაფერი საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ დასრულდება. იაკობაშვილმა გორში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გორის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმი და ერთი ბავში. იაკობაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსული ჯარები განლაგებულნი არიან კონფლიქტის ზონებში და არ გადაადგილდებიან. მისი თქმით, სახელმწიფო სიტუაციის დასარეგულირებლად ყველა რესურს იყენებს - სამხედრო, დიპლომატიურსა და მედიას. იაკობაშვილმა რუსული მედიაზეც გააკეტა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსული მედია ეწევა ბინძურ კამპანიას და ავრცელებს ჭორებს. იაკობაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაში არ შეიმჩნევა პანიკა და მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს მილიონიანი არმიაც კი ვერ დააჩოქებს. "საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახა რომ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიას", - აცხადებს იაკობაშვილი. მისი თქმით, რუსეთმა ასეთი აგრესიული ქმედებებით ისტორიული შეცდომა დაუშვა. იაკობაშვილმა ბოლოს ქართული საზოგადოება გააფრთხილა, რომ, რუსული მედია-საშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას არ აჰყვეს. http://itnexclusive.ge
  5. პარლამენტში ახალი ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ახალი ინრეტფრაქციული ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს აქტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. აღნიშნული ინიციატივით, საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე გამოვიდა. ბაქრაძის თქმით, ყველა ის ტერიტორია, სადაც ამჟამად რუსული ჯარები იმყოფებიან, ოკუპირებულად უნდა იქნას გამოცხადებული. ინტერფრაქციულ ჯგუფის შექმნის ორგანიზება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, პავლე კუბლაშვილს დაევალა. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციტივით, საგარეო ურთიერტობათა კომიტეტი, შეიმუშავებს მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ მიმართვას, რომელშიც საქართველო დაადასტურებს, რომ ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ბაქრაძემ თხოვნით მიმართა პარლამენტარებს, გამოიყენონ ყველა პირადი კონტაქტი, რათა საზღვარგაერთ მოხდეს საქართველოში შექმნილი სიტუაცის შესახებ ინფორმაციის გატანა. "ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ისტორიის ეს უკანასკნელი 5 დღე ძვირად დავუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს ახორციელებდა", - განაცხადა ბაქრაძემ. http://itnexclusive.ge
  6. ჩხალთასთან ქართული ძალები განადგურებულია სააგენტო "ინტერფაქსი" დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 12 აგვისტოს, ზემო აფხაზეთში, ჩხალთას დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ქართული შეიარაღებული ძალები გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაცით, დასახლებული პუნქტი, რომელიც კოდორის ხეობის ზემო ნაწილშია განთავსებული, აფხაზების სრული კონტროლის ქვეშაა. http://itnexclusive.ge
  7. გთავაზობთ დაჭრილ მეომართა და ჩვეულებრივ მოქალაქეთა სიას... ეს არის გუშინდელი მონაცემები - 11.08.2008 გადმოწერა
  8. რუსულმა ავიაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება ცადა რუსული სამხედრო ავიაციის ბომდამშენებმა, დღეს 12 აგვისტოს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ქართულ მონაკვეთზე ჭურვების ჩამოყრა ცადეს. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა. იაკობაშვილის თქმით, არცერთი ჭურვი რუსული ავიაციის სამიზნე ადგილს არ დაცემია, ნავთობსადენი მწყობრიდან არ გამოსულა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
  9. თბილისში რუსული ბომბდამშენები არ გამოჩენილან რუსული სამხედრო ავიაციის ბომდამშენები დღეს, 12 აგვისტოს, თბილისში არ გამოჩენილან. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა. ცნობისათვის: შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჭურვები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე შესაძლო ჩამოყრის თაობაზე. ადგილზე გადამოწმებისას ინფორმაცია არ დადასტურდა. აფეთქების კერა მხოლოდ ვაზიანის სამხედრო ბაზა იყო სადაც პირველი იერიშისას ჩამოყრილი გაუნაღმავი ჭურვი აფეთქდა.
  10. პრეზიდენტის კრესლო გამისწორდება... :eat:
  11. საქართველოს ტერიტორია დროებით ოკუპირებულია "საქართველოს ტერიტორია დროებით ოკუპირებულია", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. დავით ბაქრაძეს თქმით ამ ეტაპზე სქართველოს ტერიტორია რუსი აგრესორების მიერ დროებით არის ოკუპირებული. მან მოუწოდა პარლამენტარებს ინტერფრაქციული ჯგუფი შექმნან და შეიმუშაონ კანონპროექტები, რათა სამართლებრივად დაკანონდეს რუსული სამხედრო ძალების მიერ ქართული მიწების ოკუპირება და საქართველომ უნდა დაიწყოს ამ მიწების გაწმენდა. ბაქარაძემ პარლამენტის წევრებს დაავალა, მოამზადონ მიმართვა მსოფლიო თანამეგობრობისა და პარლამენტებისათვის, სადაც უნდა დაფიქსირდეს, რომ რუსული სამხედრო ძალები ცდილობენ საქართველოს ტერიტორიის ანექსიას. ბაქრაძემ თხოვნით მიმართა პარლამენტის თითოეულ წევრს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი კავშირები და გაიტანონ ინფორმაცია საძღვარგარეთ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და მათგან გაცილებით მქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვონ, რადგან საქართველოს არ შეუძლია კიდევ დიდხანს დაუწიოს სრული სამხედრო წინააღმდეგობა რუსულ სამხედრო შეიარაღებულ ძალას. http://itnexclusive.ge
  12. სარკოზი თბილისში 19:20 საათზე ჩამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში 19:20 საათზე ჩამოვა. საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 19:50 საათზე შეხვდება. 20:30 საათზე კი საფრანგეთის პრეზიდენტი პრეს-კონფერენციას გამართავს. საქართველოში ვიზიტამდე რესპუბლიკის პრეზიდენტი 13:10 საატზე მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება. რუსეთის დედაქალაქში ჩასვლამდე ნიკოლა სარკოზიხ ორჯერ ჰქონდა ხანგრძლივი საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენთან დიმიტრი მედვედევთან. ის ასევე ესაუბრა იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მხარეებს შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
  13. ოპერაცია მშვიდობის დამყარების მიზნით დასრულებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. მედვედევმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ "აგრესორი ქვეყანა დაისაჯა და ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა". ამასთან, მედვედევმა რუს ჯარისკაცებს ბრძანება მისცა, რომ სამხრეთ ოსეთში ძალადობის კერების აღმოჩენის შემთხვევაში, ეს კერები გაანადგურონ. რუსეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ იწარმოებს სამხედრო მოქმედებები, მაგალითად ისეთი ხასიათის, როგორიცაა დაზვერვა. რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მშვიდობის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში რუსი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს. "თუ ქართული მხარე შერიგების შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება თბილისს სათანადო პასუხი გასცეს", - განაცხადა ნოგოვიცინმა. http://itnexclusive.ge
  14. ფოთი რუსმა სამხდროებმა დაიკავეს ფოთის საზღვაო ბაზა და ფოთის ცენტრი რუსმა სამხდროებმა ამ წუთებში დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს ფოთის მერმა ვანო საღინაძემ მიაწოდა. საღინაძის თქმით, შემოსულია ასევე ჯავშანტექნიკაც. წინააღმდეგომას არავინ არ უწევს და ჯერჯერობით სიწყნარეა.
  15. გორის დაბომბვის შედეგად უცხოელი ჟურნალისტები დაიჭრნენ რუსული ავიაციის მიერ გორის დაბომბვის შედეგად უცხოელი ჟურნალისტები დაიჭრნენ. რუსეთის ავიაციის მიერ გორის დაბომბვის დროს ჰოლანდიისა და საბერძეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები დაშავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ჰოლანდიური გადამღები ჯგუფის ქართველი მძღოლიც, რომელიც ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაშავდა, არის მსხვრეპლიც. რუსებმა ამჯერად იერიში გორის ტელევიაზიაზე მიიტანეს. თვითმხილველების განცხადებით, ბომბდამშენებმა დაახლოებით ექვსი ჭურვი ჩამოაგდეს. დაბომბილია ასევე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიზე არსებული მთებიც. აღსანიშნავია, რომ გორის შესასვლელში სატანკო ნაწილი და უკვე მრავალჯერ დაბომბილი სამხედრო კორპუსი რუსულმა ავიაციამ გუშინ, გვიან ღამით კიდევ ერთხელ დაბომბა. ამ დროისათვის გორი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია. ასევე არ ფუნქციონირებს სახელმწიფო უწყებები.
  16. ზუგდიდში სტრატეგიული ობიექტები რუსებმა დაიკავეს რუსულმა სამხედროებმა ზუგდიდში პოლიციის შენობა, სამთავრობო სახლი და ქართველი სამშვიდობოების შტაბი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმარცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სამეგრელო-ზემო სანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ მიაწოდა. გოროზიას თქმით, რუსმა სამხდრეობმა ზუგდიდში 12 "ბეტეერიც" შეიყვანეს. "ვიყავი რუს სამხედროებთან მისული და მოვითხოვე უფროსთან შეხვედრა, ასევე ახსნა-განმარტება იმისა, თუ რატომ დაიკავეს ეს ტერიტორიები, მიუხედავად ამისა, პასუხი არავინ გამცა", - განაცხადა ზაზა გორზიამ აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას. http://itnexclusive.ge
  17. კაროჩე დადასტურდა რა... მგონი ვსიო...
  18. აუ ამათი დედის მუტელში ##################! ახლა ლავროვი ამბობს, რომ ცეცხლს არ ვწყვეტთო და პირიქით რაღაც მოთხოვნებს აყენებს... ვერაფერი ვერ გავიგე უკვე მაგათი დედა ##################!
  19. არა მართალია... რუსულ საიტზე კი იყო, მაგრამ სანდო პირმა დაგვიდასტურა და 100% ასეა რა...
  20. მორჩა! დამთვარდა! მედვედევმა ვსიოო! მორჩა კინო! გვეშველა!
  21. მომცენ მეც ერთი კალაში და წავა პარტიზანული გრუპიროვკები...
  22. მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, წერს "ინტერფაქსი"... გვეშველა ვითომ?
×
×
  • შექმენი...