Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. FIORENTINO

    CHAT

    ზიზღი ნათელაშვილს და ძაგანიას კლოუნადას! :puke:
  2. რუსეთის საოკუპაციო ჯარები პოზიციებს გორში ისევ ინარჩუნებენ რუსული საოკუპაციო ჯარები საქართვეოსთან მიღწეული შეთანხმების, საქართველოდან ჯარის გაყვანისა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, პირობების შესრულებას აჭიანურებენ. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიკავეს ხაშური-გორის ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვანი სიმაღლე, თავიანთ პოზიციებს კიდევ 6 ობიექტი დაამატეს და მასშტაბები გაზარდეს. "ამას ჯარის გადანაცვლება ჰქვია, ვიდრე ტერიტორიის დატოვება", - განაცხადა კახა ლომაიამ. http://itnexclusive.ge
  3. კუშნერი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ არამდგრადია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება კვლავ არამდგრადია. განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ფრანგულ ბეჭვდით მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სიტუაცია ისევ დაძაბულია და რუსი სამხედროები დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიას არ ტოვებენ. კუშნერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით შემუშავებული კონფლიქტის დარეგულირების ექვსპუნქტიანი გეგმა აუცილებლად უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს. http://itnexclusive.ge
  4. FIORENTINO

    CHAT

    მე ერთ ადგილზე უაზროდ ჯდომამ (სამუშაო ვითომ)
  5. FIORENTINO

    CHAT

    რისგან? ცხოვრებამ დაგღალა?
  6. ეს კითხვა არ გაგჩენიათ? :ndzreva: თუ სანამ მიშა არ იტყვის, რომ ქვეყანაში ტრაგედიაა, მანამდე არაა ტრაგედია? http://img520.imageshack.us/img520/4060/box7wv6.jpg
  7. რუსი სამხედროები სენაკის მოსახლეობაში არ მარადიორობენ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსი სამხდროები სენაკში მოსახლეობაში მარადიორობენ სენაკის გამგეობა და ადგობრივი მოსახლეობა არ ადასტურებ და დეზინფორმაციას უწოდებს. "რუსი სამხედროები მოსახლეობას საერთოდ არ ერჩიან და არც მარადიორობის ფაქტს ჰქონია ადგილი. ხოლო რაც შეეხება სამხედრო ბაზას იქიდან რაც სჭირდებათ ყველაფერი გააქვთ", - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივთან საუბრისას სენაკის გამგეობის აპარატის უფროსმა გია სალამბერიძემ. ცნობისათვის, რუსეთის საოკუპაციო ჯარები სენაკის სოფლებში თეკლათში, მენჯსა და სენაკის აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან. http://itnexclusive.ge
  8. აფხაზეთის ტერიტორიიდან დამატებით რუსეთის მძიმე ტექნიკა შემოვიდა აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარის კუთვნილი სამი ერთეული ჯავშანტექნიკა სამეგრელოში დღეს, 17 აგვსიტოსაც შემოვიდა. ამ წუთებში რუსები სავარაუდოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთის შტაბისკენ მიემართებიან. ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოაგდილემ, ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. ცნობისათვის: სოფელ ურთასთან რუსი სამშვიდობოების შტაბი, კონფლიქტის დაწყებამდე იყო განთავსებული. http://itnexclusive.ge
  9. რამაზ საყვარელიძე: რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებაში საქართველოს ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ სამშვიდობო ექვს პუნქტიან ხელშეკრულებაში, საქართველოს ინტერესები ნაკლებადაა გათვალისწინებული, განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენთთან საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძის თქმით, უმთავრესი ის არის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში დგანან და პირველი ამოცანა ამ ძალების გაყვანაა. დანარჩენი საკითხები სიმწვავით ამას არც კი შეედრება. ასეთ სიტუაციაში საქართველოს შეიძლება კომპრომისებზე წასვლა მოუწიოს იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს. ხშირად რუსული ძალისმიერი პოლიტიკა ასეთ ნაბიჯებზეა გათვლილი, რათა რუსეთმა შეძლოს და მიიღოს ის შედეგები, რაც მას სურს. საყვარელიძის თქმით, რუსეთმა საქართველოს წერტილოვანი ანექსია მოახდინა. რაც შეეხება მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას, უპირველეს ყოვლისა რუსეთის ხელისუფლებას უნდა დაეკისროს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია ამისთვის მთელი წელიწადი ემზადებოდა. სხვა მხრივ პასუხისმგებლობის თემას უნდა დავუბრუნდეთ მაშინ, როცა რუსული ტანკები აღარ იდგებიან საქართველოში, იმ პოზიციებზე მაინც, სადაც ამ დროისთვის დგანან. http://itnexclusive.ge
  10. FIORENTINO

    CHAT

    დავიღალე
  11. მაპსაც არავინ მოგვცემდა აუ ეგ მერკელი როგორ არ მევასება...
  12. ჰო... მაგარი უარზო რამე თქვი... შენ გგონია, აქციები რომ არ ყოფილიყო და ყველაფერი მაგრად რომ ყოფილიყო საქართველოს წელსვე შეიყვანდნენ ნატოში? და საერთოდ, იცი ომი რა მიზეზებით დაიწყო?
  13. და ისინი უნდა მოკვდნენ...
  14. ეს ზღაპარიც მორჩა! :yeah:
  15. მაგრამ მათ ეს ყველაფერი მხოლოდ მოეჩვენათ... :yeah:
  16. ფოთში რუსული ჯარის კურთვნილი სატვირთო გამოჩნდა ფოთის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ჯარის კუთვნილი ერთი სატვირთო მანქანა შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ფოთის მერიამ მიაწოდა. "ახლა შემოვიდა ერთი სატვირთო და სავარაუდოდ რაც სასაზღვრო ბაზაზე აქვთ დარჩენილი ყველაფერს გაიტანენ", - განუცხადეს აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს ფოთის მერიაში.
  17. ზუგდიდში რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქცია იგეგმება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ორგანიზებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დღეს 17 აგვისტოს ზუგდიდში აქცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლიზივის" კორესპონდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "ჩვენ თავდაპირველად შევიკრიბებით ზუგდიდში, დადიანების ეკლესიაში და შემდეგ გაიმართება მსვლელობა ზუგდიდის მაშტაბით", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის, ზუგდიდში რუსეთის საოკუპაციო ჯარები პოზიციებს ინარჩუნებენ. დაბანაკებული არიან პოლიციის შენობაში, ქართველთა სამთავრობო შტაბსა და სამთავრობო სახლში. http://itnexclusive.ge
  18. აფხაზები მხოლოდ სამეგრელოს 4 სოფელში იმფოფებიან პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის CNN-ის ეთერში გაკეთებული განცხადება აფხაზების მიერ სამეგრელოში 13 სოფლის დაკავების შესახებ ადგილობრივ გამგეობებში არ დასტურდება. როგორც "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტისთვის ადგილობრივი გამგეობიდან გახდა ცნობილი შეაირაღებულ აფხაზებს წალენჯიხაში მხოლოდ სამი სოფელი და ზუგდიდის რაონის ერთი სოფელი აქვთ დაკავებული. "შეიარაღებული აფხაზები ადგილობრივ მოსახლეობას ჯერჯერობით არ ერჩიან, ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზების მხრიდან ყაჩაღობის დაწყებას თხილის სეზონის დროს ვარაუდობს", - განუცხდეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს წალენჯიხის გამგეობაში. აფხაზების მიერ სამეგრელოს 11 სოფლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, სამეგრეო-ზემი სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ალეკო ახვლედიანიც უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. ახვლედინის მტკიცებით, შეიარაღებული აფახაზები მხოლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში იმყოფებიან და ადგილობრივებს არ ერჩიან. ცნობისათვის: შეიარაღებული აფხაზები წალენჯიხის სამ სოფელში ჭალა ფახულანსა და მუჟავაში იმყოფებიან რომლებიც ენგურს გაღმა მდებარეობს, ხოლო ზუგდიდის რაიონ სოფელ განმუხურში შესასვლელში, ცენტრსა და სოფლის ბოლოში იმყოფებიან. http://itnexclusive.ge
  19. ლვოვში რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქცია კვლავ განახლდება უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსეთის აგრესიისა და საქართველოს საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ტეროტორიის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს 17 აგვისტოს 17:00 საათზე კვლავ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივს" "აფხაზეთის მედია-ცენრტრმა" მიაწოდა. "დღეს აქციას უკრაინის პოლიტიკური წრეების აქტიური სახეები შემოუერთდებიან. კიევიდან აქციაში მონაწილეობას საქართველოს კონსული უკრაინაში თეიმურაზ ნიშნიანიძეც მიიღებს. ვგეგმავთ გვიან ღამემდე მოვახდინოთ რუსეთის გენერალური საკონსულოს პიკეტირება. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ აქციას უკრაინის მთავრობის რამდენიმე წევრიც დაესწრება, რომლებიც ლვოვში წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდნენ", - განაცხადა ქართველთა ორგანიზაცია "არაგვის" ხელმძღვანელმა ჯუმბერ ძიგუამ. აქციის მონაწილეები მანიფესტაციის გაგრძელდებას იქამდე გეგმავენ სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას. http://itnexclusive.ge
  20. რუსული ტანკები აგარის შესასვლელთან გამოჩნდნენ რუსული საოკუპაციო ჯარის კუთვნილი ტანკები, დაბა აგარის ახლოს გამოჩნდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსი სამხედროები აგარის შესასვლელთან დგანან. ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან, არც მარადიორობის ფაქტებს აქვს ადგილი. http://itnexclusive.ge
  21. მოსკოვს ცხინვალიდან ჯარების გაყვანის ოპერაცია არ დაუწყია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ურყო ინფორმაცია ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ძალის გაყვანის პროცესის დაწყების შესახებ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 58-ე არმიისა და საჰაერო დესანტის ჯარების გაყვანა მხოლოდ ცხინვალში სიტუაციის სრულად სტაბილიზაციის შემდეგ დაიწყება. http://itnexclusive.ge
×
×
  • შექმენი...