Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მიხალ კამინსკი: საქართველოს საფრთხე ემუქრება რუსული ტიპის პოლიტიკის გამო

პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა: პუბლიკა

როთი: ოპოზიციამ არასათანადოდ შეაფასა ის, რომ ბევრ ქართველს ეშინია ომისა და აგრესიის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა თქვა, რომ ქართულმა ოპოზიციამ არასწორად შეაფასა ზოგიერთი რამ წინასაარჩევნო პერიოდში. საქართველოს პრეზიდენტთან ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ როთმა თქვა: პუბლიკა

ჯოზეფ ბორელმა კიევში, საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარს შეაფარა თავი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - წერს ბორელი.

ანა ბუჩუკური - ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება (ვიდეო)

ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1970864730096148

"გახარია საქართველოსთვის" - ფოტორეპორტაჟი „დაიტოვეს“ საპროტესტო აქციიდან

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს” -  ამ მოთხოვნით „დაიტოვეს“ საპროტესტო აქცია თბილისში 10 ნოემბერს გაიმართა. აქციას, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შეურთდნენ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები და პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ფოტოებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჯგუფი „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქო

გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.   იპნ

შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე უარი უთხრა EU-ს ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.  პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს. პაპუაშვილი წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს წერს, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“. დღეს ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგა

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ

ხვალ, 11 ნოემბერს პრეზიდენტი EU-ის 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი)

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია - სამართლიანობის გარეშე ხანგრძლივი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა. „ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლ

ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო. “მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან. კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკო

ISFED: გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული. ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა. ISFED ამბობს, რომ

ცესკო-ში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ და

გერმანიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია და ის მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო. მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება. იპნ

ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდებიან

ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში. ცნობისთვის, 2020 წ

საია: საჩივარი რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს 22 ოქტომბერს ჩაბარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა. ამ განცხადებით საია სამთავრობო მედიასაშუალებებს ეხმაურება. დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ სააგენტო „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო და მედიაროგანიზაციების საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ შესულა. ამაზე საუბრობს რამდენიმე კვირაა მმართველი გუნდიც. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე

მიხაილ როთი - ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ - მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ, თავისუფალი იქნებით ორშაბათს?

ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როთი ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”. “ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვ

თეონა აქუბარდია - არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ გაყალბებულ არჩევნებს და პარლამენტს - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა

არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება. მისი თქმით, მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებაა, რაც მხოლოდ ერთობით დ

მედია - ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ. წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა,

გერმანიის საელჩო - მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია - ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება. „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგ

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას. „ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ვხვდებით ყველაზე მთავარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, მათ შორის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკურ

„გახარია საქართველოსთვის“ შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან - წარვადგინეთ არჩევნების გაყალბების სქემა, მეთოდების ანალიზი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ხედვა

„გახარია საქართველოსთვის“ შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. - წარვადგინეთ არჩევნების გაყალბების სქემა, მეთოდების ანალიზი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ხედვა. AQNasaBjIIv2WeyoHAZAsNC4GbxzKCPUMEfB6vwgitX0pcu9DZr0UkvOf3OjkSRn99bH91zpzXm30hxNUEsgM7Lk.mp4

ანა ბუჩუკური - პროკურატურამ ფაქტობრივად “დააყადაღა”საარჩევნო აპარატებში არსებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებასაც დიდი ხანი ვითხოვდით. შესაბამისად, აწი გამოქვეყნებული სიები იქნება მანიპულირებული (ვიდეო)

პროკურატურამ ფაქტობრივად “დააყადაღა”საარჩევნო აპარატებში არსებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებასაც დიდი ხანი ვითხოვდით. შესაბამისად, აწი გამოქვეყნებული სიები იქნება მანიპულირებული. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება არის მნიშვნელოვანი. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/753966553573516
×
×
  • შექმენი...