Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ურსულა ფონ დერ ლაიენი - არჩევნების შემდგომი ვითარება შემაშფოთებელი რჩება - თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ ორიენტაცია შეინარჩუნოს, ხელისუფლებისგან ქმედებები გვჭირდება - გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედებები გვჭირდება. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.   იპნ

თოლორაია: პროკურატურიდან დამირეკეს და გამოკითხვაზე დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს. თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდე

„ეს იყო მთელი ჯაჭვი" - გახარია საუბრობს, როგორ ზემოქმედებდა „ოცნება" მოქალაქეების ნებაზე

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საუბრობს სქემაზე, რის მიხედვითაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, მოქალაქეების ნებაზე კონტროლი მოახდინა. გახარია გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელმწიფო პერსონალურ მონაცემებზე წვდომით და ჯვარედინი ანალიზის მეთოდით იმის დადგენით, რა საჭიროებები არსებობდა სხვადასხვა ოჯახში, ახდენა მათზე ზემოქმედებას. ხშირად მესმის, რომ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ნაწყენები არიან, როგორ შ

ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს. „პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი ხმის ფარულობაზე - ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ხმის ფარულობის უფლებაზე. ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქების მოსამართლეთა უმეტესობამ. „ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმ

ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებაზე - კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის

კარგი ამბავი მოლდოვასთვის, დიდი სიახლე ევროპისთვის, - ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას. „ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში. მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ესტონეთის

სალომე ზურაბიშვილი - მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა - მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპ

მსოფლიო ლიდერები მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%. სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის სა

„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე"

„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" ვიდეო: https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1075909773728263

გიორგი გახარია - ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ? (ვიდეო)

„ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ?“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ინტერვიუ სრულად: youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4 გგგ.mp4

გიორგი გახარია - ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება

„ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ინტერვიუ სრულად  youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4

გიორგი გახარია - სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი

„სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი“ — გიორგი გახარია.     ინტერვიუ სრულად  youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4

გიორგი გახარია - ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... (ვიდეო)

ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო:   AQN5y8NELdUAbL58tZkRz17fGtqJetJ6izqWeuDQPDWvBnnRPwyuDyBUjiRbG6JI30yC0PNTAt_-0cZGmg2urdkV.mp4

გიორგი გახარია - ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული (ვიდეო)

„ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული“ — გიორგი გახარია ინტერვიუ სრულად youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4  

პრეზიდენტი - დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - ისტორია არ დაგივიწყებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი. "დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევრო

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც. იპნ

უკრაინელებმა 10 ოლქში 66 დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინაზე წუხელ იერიში 96 უპილოტო საფრენი აპარატით და X-59/69 ტიპის რაკეტით მიიტანეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს რაკეტა და 66 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, რუსებმა რაკეტა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი ბრიანსკის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან. უკრაინელებმა 66 დრონი და ერთი რაკეტა კიევის, სუმის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, პოლტავას

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. ამ თემაზე ვრცელი კომენტარები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა და გაფართოების კომისარმა ვარჰეიმ. გაფართოების ანგარიშის ტექსტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩანდა. თუმცა, ვნახეთ, რომ ანგარიშის ტექსტის აღქმაში განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც 

საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.

VoA: აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბო

მაია სანდუ - ქურდებს სურთ, ჩვენი ხმები და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე მათი მაქინაციები

ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია“

მიხეილ ჯანელიძე - როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია - მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის

როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, რადგან ევროპას დააცილებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვი

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას

ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას. დღეს, ჩვენ ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ დემოკრატიისთვის გვიწევს ამ ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიის დაცვა ამ ქვეყანაში, არამედ გვიწევს დავიცვათ თითოეული ჩვენთაგანის ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური მდგომარეობა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/360635610406003
×
×
  • შექმენი...