Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბორელი: ჩემი შეთავაზებაა, €100 მლნ-იანი დახმარება მთავრობის ნაცვლად გადაეცეს სამოქალაქო სექტორს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, საქართველოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მისი შეთავაზებაა, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი გაუყინონ და მათ ნაცვლად, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაამისამართონ. დღეს, 18 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.   პუბლიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით - ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და ის ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება იქნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ზოგს შეიძლება მოეწონოს აქციის ესთეტიკა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტია და ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა - „ოცნების“ დეპუტატები შეიძლება პარლამენტში შეიკრიბონ, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად შეიკრიბება

ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება - ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლობის "ძალიან მწვავე" განცდა. „ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია- ქვეყანაში არის უსამართლობის ძალიან მწვავე განცდა. სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ადგილას, ალბათ, იქნება ასეთი უკმაყოფილების გამოხატვის პროცესი. დღევანდელი

ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ. წერილში, მათ შორის საუბარია ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გ

Reuters: ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვები, რომელიც უკრაინას არ აძლევდა საშუალებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმისთვის შტატების მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა. Reuters-ს წერს, რომ აღნიშნულის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა. წყროები აცხადებენ, რომ უკრაინა გეგმავს უახლოეს დღეებში განახორციელოს თავისი პირველი შორი დისტანციის შეტევა. მათივე თქმით, პირველი დარტყმები, სავარაუდოდ, განხორციელდება ATACMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით, რომე

სუმის პროკურატურა: საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა

კვირას საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმში საცხოვრებელ კორპუსზე. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 10. უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის მეთოდები გამოიყენა და სარაკეტო იერიში მიიტანა მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მინიმუმ 10 მაღალსართულიანი შენობა და მანქანები. მომხდარს გამოეხმაურა უ

მარკო მიხელსონი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. „თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს 26 ოქტომბერს გამართული საპარლ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევრ

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ. ამის შესახებ პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. „ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, მაგრამ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად პროტესტში მონაწილეობენ, რადგან ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ჩვენი მოქალაქეები და ამომრჩეველია, რომელიც მშვიდობიანი ფორმით იცავს არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განუცხადეს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში. თ

ოპოზიციამ თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვები გაშალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია და ქუჩაში გაათენებენ ღამეს. ადგილე მიიტანეს პლედები და „პარალონები“. პროტესტს უერთდებიან პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მანამდე აქცია „დაიბრუნე ხმა“ გაიმართა. თსუ-სთან მიდიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც, მათ შორის ალეკო ელისაშვილი და

“ხალხის მხარდასაჭერად სოხუმში ჩამოვედი” – “პიატნაშკას” ლიდერი ახრა ავიძბა

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერმა, ახრა ავიძბამ “Газета.Ru-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სოხუმში “ხალხის მხარდასაჭერად” და მათთვის “საფრთხეების თავიდან ასარიდებლად” ჩამოვიდა. “ხალხის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ყოველთვის გვასწავლიდნენ – სადაც სამზე მეტი აფხაზია, ყოველთვის ადექი და იკითხე რა და როგორო. ამიტომ, მოვედი, რომ ჩემს ეთნიკურ ჯგუფთან დავდგე და საფრთხეები თავიდან ავარიდო,” – თქვა მან.

„არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და პარლამენტს ლეგიტიმურად" - სტუდენტების მანიფესტი

საქართველოში მოქმედი 13 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ ცნობენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას. ამ მანიფესტს ხელს აწერენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებისა: ილიას უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აგრარული უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივ

აფხაზურ ოპოზიციას ჩამოხსნილი ღობის “საქართველოსთან საზღვარზე” გადატანა სურს

აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში, დე ფაქტო სამთავრობო შენობების კომპლექსის მახლობლად დაშლილი ღობის “საქართველოს საზღვარზე” გადატანის იდეაზე ისაუბრა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, ღობეები, რომლებზეც აფხაზეთის [დე ფაქტო] გერბებია აღბეჭდილი, “ფრთხილად იქნება დაშლილი.” “ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გავაფრთხილეთ (სასაზღვრო სამსახური), თუკი საშუალება ექნებათ, ყველაფერი გულდასმით უნდა შეაგროვონ… ვაპირებთ, რომ ოფიციალურად ჩავაბაროთ,”- განაცხადა მან. დღეს,

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 18 ნოემბერს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 18 ნოემბერს 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირი

თეონა აქუბარდია - პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს მშვიდობა და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა

პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ცესკომ დაწერა ის, რაც ივანიშვილმა უკარნახა კალანდარიშვილს. „რაც შეეხება პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კონკორდატი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა საერ

ადვოკატი: სამართალდამცავები დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, აღენიშნებათ დალურჯებები

ადვოკატის განცხადებით, გუშინ, 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებზე პოლიციამ იძალადა. აქციის დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

ჯასტინ ტრუდო - უკრაინაში ომი, შეიძლება, უახლოეს თვეებში დასრულდეს

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. “ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმ

ვიკა ფილფანი - ყველას გვესმის, რომ მარტივი არ არის ამ დიქტატურის დამარცხება, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა (ვიდეო)

ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას გვესმის, რომ მარტივი არ არის ამ დიქტატურის დამარცხება, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/921942146069505

დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს ქვეყანაში არის განცდა, რომ არ არსებობს სამართალი, არ არსებობს თავისუფლება და ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, პროტესტს უსამართლობა იწვევს

დღეს ქვეყანაში არის განცდა, რომ არ არსებობს სამართალი, არ არსებობს თავისუფლება და ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარ შესაძლებლობებს. დღეს პროტესტი სწორედ უსამართლობის მიმართ არის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1616087228944551

ქურდოვანიძე: იმ მუხლებს, რომლითაც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა შეხებოდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ წესით იმ მუხლებს, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელები სასჯელს იხდიდნენ, „წესით ამნისტია არ უნდა შეხებოდა”. „5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ადვოკატ სერგი ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლე

მერია: ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება. უწყება ამბობს, რომ ქუჩაზე უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა იწყება. პუბლიკა

ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა - მამაკაცი დაკავებულია

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.   იპნ

რუსული მედია - დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა. „კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გა
×
×
  • შექმენი...