Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„ოცნების“ ქოლცენტრები საარჩევნო უბნებთან, რომლებსაც 6000-მდე პირი „კაპიტნობდა“ - TV პირველის გამოძიება

TV პირველის ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა „ქართული ოცნების“ შიდა ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა. ჩანაწერებით ირკვევა, რომ არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნების მახლობლად ქოლცენტრები ჰქონდა განთავსებული, რომლებსაც ე.წ. კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ქოლცენტრი განთავსებული იყო დირექტორის კაბინეტში, 30-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დაახლო

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს.

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით "შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის "გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი

ზაზა თავაძე - დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა

"ქართულმა ოცნებამ” რომ ქვეყნის ძირითადი კანონის 24-ე მუხლით გარანტირებული არჩევნების კონსტიტუციური უფლება და, შესაბამისად, საქართველოს ცივილიზებული ევროპული მომავალი მოპარა თითოეულ ჩვენთაგანს, ფაქტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე წერს. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხ

ბექა ლილუაშვილი - მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით და მშვიდობიანი ფორმით დავიცავთ მათ არჩევანს, შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა და იქ ყოფნა, ჩვენ სხვა გზები გვაქვს

ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან მუშაობას, ასევე სამართლებრივი პროცესების წარმოებას. მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად აქციებშიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენი გეგმა ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო და ცხადი, ჩვენ ვამბობდ

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა. „დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, - განაცხადა დორინ რეჩანმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებ

ბექა ლილუაშვილი - არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც

არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც. „ეკონომიკაში დაგროვილია მძიმე სისტემური რისკები,

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი". ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული პრემია, „გალა“. 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლი

ISFED-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რა საარჩევნო ტაქტიკა გამოიყენა ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ამის შესახებ დოლიძე ფეისბუკზე წერს. როგორც ნინო დოლიძე განმარტავს, ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით და გულისხმობს: “ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემი

ლომჯარია იოსელიანს მანდატს შეახსენებს და უხსნის „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს

ყოფილი სახალხო დამცველი მოქმედს უხსნის არჩევნებზე „კარუსელების“ მუშაობის პრინციპს და შეახსენებს, რომ მისი მანდატი საარჩევნო უფლებაზე ზედამხედველობას ფარავს. p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან“, – წერს ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერ იმსჯელებს, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, რადგან სახალხო დამცველი არჩევნებს არ აკვირდებოდა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის” ეთერში ლევან იოსელიანს ჰკითხეს,

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა

ნათია მეზვრიშვილი - სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო...

სინამდვილეში ამ არჩევნების გაყალბება გაცილებით ადრე დაიწყო, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, არჩევნები 2021-ის დეკემბერშიც ყალბდებოდა, როცა ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, რომ დღეს სახელმწიფოს დანაშაულები და პერსონალური მონაცემების დარღვევა არავის გამოეძიებინა.   "2022 წლის 15 დეკემბერს ყალბდებოდა, როცა ანტი-კორუფციული ბიურო შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი (ოპოზიციური პარ

ლიეტუვის ელჩი - ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, პროგრესი არ არის. „მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრ

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი: საქართველოში რუსეთის ჩარევით ევროპული იდეაა თავდასხმის ქვეშ

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, მათი ინტერესები, ევროპის საზღვრებთან მყოფი ქვეყნების სტაბილურობაა თავდასხმის ქვეშ. „დამკვირვებლებმა ცხადად თქვეს, ეს არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“ – თქვა მინისტრმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სენატში საუბრისას. მისი თქმით, არჩევნებში „პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, 54%-ს ითვლის,

ბოტსვანაში არჩევნები წააგო პარტიამ, რომელიც 58 წელი იყო ხელისუფლებაში

ბოტსვანაში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეული არის ხელისუფლებაში, იტყობინება „როიტერსი“. მოქმედმა პრეზიდენტმა [გარეკანის ფოტოზე] უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ ხვალიდან ხელისუფლების გადაცემას დაიწყებს, მისი პარტია კი ერთგული ოპოზიცია გახდება და ახალ პრეზიდენტს, თუ დასჭირდება, ყველანაირ რჩევას მისცემს. არჩევნებში გამარჯვება კოალიციის წევრმა, დუმა ბოკომ მოიპოვა. მმართველი ძალის დამარცხებას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან.

ნათია მეზვრიშვილი - თუ დასამალი არაფერი აქვს ცესკოს, გამოიტანოს ყველაფერი სააშკარაოზე (ვიდეო)

თუ დასამალი არაფერი აქვს ცესკოს, გამოიტანოს ყველაფერი სააშკარაოზე. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მტკიცებულებები ნადგურდება. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/537268065890936

კახაბერ ქემოკლიძე - მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი

მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი, გვაჩვენეთ რამდენი ხანი უნდა ინახებოდეს ჩატვირთული მონაცემები და მიეცით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა საკუთარი თავი გადაამოწმონ. ის, რომ ამდენი ხანი წელავენ გასაჯაროვებას, ესეც პასუხია. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1661453661253991

სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები განიხილეს სატელეფონო საუბარში. ipn

გახარიას და IRI-ს დირექტორის შეხვედრის ფოტო რუსმა „ტურისტებმა“ გადაიღეს – ქემოკლიძე

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, კახა ქემოკლიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიასა და IRI-ის წარმომადგენლის შეხვედრის კადრები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს გადაღებული. საუბარია გიორგი გახარიასა და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორი, ჯონ დიპიროს შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამთავრობო მედია „იმედმა“ 24 სექტემბერს გაავრცელა შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად. „ეს „ნიუსი“ ხომ გახსოვთ, აქტიური წინა საარჩევნო კამპანია რომ იყო?! საინტერესო მოკვლევა ჩავატარეთ: ეს

ნათია მეზვრიშვილი - არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ - ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით

არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თ

72-მა საარჩევნო ოლქმა არ დააკმაყოფილა საიას საჩივრები ფარულობის დარღვევაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით არცერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია სასამართლო დავებისთვის ემზადება. ამ დროისთვის საია-ს საჩივრები უკვე განიხილა 72-მა საოლქო კომისიამ. დარჩა მხოლოდ ერთი – ჭიათურის საოლქო კომისია, რომელიც საკითხზე დღეს იმსჯელებს. საია-ს დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ხმის ფარულობასთან დაკავშირებული მათი სარჩელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში შევა.

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა - თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის მტკიცებულების განადგურების რისკს

„გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. „ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მ

ჰელსინკის კომისია - აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას

აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას”
×
×
  • შექმენი...