Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბერდია სიჭინავა - ჩვენი პარტია არანაირ ერთიან სიაში არ იქნება, გამორიცხულია - რომელიმე პარტიასთან ჩვენი გაერთიანების ილუზია არავის ჰქონდეს

ჩვენი პოლიტიკური პარტია არანაირ ერთიან სიაში არ იქნება, გამორიცხულია. ოპოზიციასთან კოორდინაცია კი შეიძლება იყოს ორ საკითხზე: ახალი არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება - ჩვენი პარტია რომ ვინმესთან გაერთიანდება, ილუზია არავის ჰქონდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ერთი მხრივ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილ

დიმიტრი ცქიტიშვილი - მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დაინიშნოს არჩევნები

ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივ მომხსენებელ, რასა იუკნევიჩიენესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა არ იყო სანქციები. „საინტერესო

შსს ყიდულობს სისტემას, რომლითაც დაშიფრულ მოწყობილობებში შეღწევა იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კომპანია Cellebrite-სგან ყიდულობს ციფრულ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაშიფრულ და დაბლოკილ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევა. შესყიდვის ღირებულება 6 796 092 ლარია. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯისთან“. ვებგვერდის თანახმად, Cellebrite ციფრული დაზვერვის კომპანიაა და კრიმინალური გამოძიებისთვის საჭირო პროდუქციით ვაჭრობს, ხოლო მის

ელჩის ცნობით, გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას. 27 ნოემბერს ფიშერმა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.   პუბლიკა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ინფორმაციას „პუბლიკას“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში უდასტურებენ. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი სახლის ჭიშკართან იპოვა მეზობელმა. რატომ იყო ზამთარში კაცი გარეთ, უწყებას ინფორმაცია არ აქვს. პრესსამსახურში ამბობენ, რომ თოვლის საფარი სოფელში მაღალია, გაწმენდილია ცენტრამდე გზა, თუმცა შიდასასოფლო გზები გასაწმენდია.   პუბლიკა

შსს: სამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”. განცხადებით თანახმად, „სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები”. პუბლიკა

გურიის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა

გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა. ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა. მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლ

საია: „ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება – ეს მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. საია აღნიშნავს, რომ მათ 2023 წელს გამოაქვეყნეს საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული ნიშვნელოვანი გამო

იმერეთის გუბერნატორი: ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს

ფოტო: გზების დეპარტამენტი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, იმერეთში ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები, გზებზე ტექნიკური მარილს ყრიან და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. „ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩ

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი - ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები ამას ადასტურებს - ელჩს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა. „ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩ

93 მომხრე 18 წინააღმდეგი | გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა. ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების

კაია კალასი - საქართველოში ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებით არ მიდის

მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. რეპრესიული კანონმდებლობის ადაპტაცია და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება სიტუაციის საგანგაშო გაუარესებაა რეგიონში , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველა ეს მომიტინგე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, ევროპის მიმართულებ

აზერბაიჯანმა “ამერიკის ხმას” აკრედიტაცია გაუუქმა

BBC-ის შემდეგ,  აზერბაიჯანმა კორესპონდენტთა აკრედიტაციის საკითხზე დაწესებული შეზღუდვები გააფართოვა. ამჯერად საუბარია „ამერიკის ხმაზე“. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, აიხან გაჯიზადეს განცხადებით, “ამერიკის ხმას” აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის მუშაობის უფლება მისცეს. “ამერიკის ხმის” აზერბაიჯანული სამსახური მუშაობს 1952 წლიდან, თუმცა 2008 წელს უცხოური მაუწყებლების შეზღუდვის შემდეგ, რადიო და სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობა ინტერნეტითა და სატელიტური გზით

პედაგოგი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებში ჩართულობისთვის ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი გაათავისუფლეს. სოფო როინიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ვარაუდობს, რომ სკოლიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი საპროტესტო აქციებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. სკოლის ოფიციალური პოზიციით, პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი „სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევაა.“ როგორც სოფო როინიშვილი „პუბლიკას“ უყვება, ის 4 წელია რაც მე-6 საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობს. გარდა ამისა, დასა

“დამაწიოკეს” – რატომ გაჩხრიკეს სანდრო ცნობილაძის სახლი

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაწყებულია დაზარალებულად ცობილი ქალის პირადი ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტზე. ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, კომპიუტერი, დისკები და ა.შ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, უწყების წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას, თქვა, რომ ცნობილაძის სახელი უ

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს - სამი ქართველი დაკავებულია

ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა. გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დ

ნათია მეზვრიშვილი - ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად დღეს საკუთარი ფული სტკივა, ამიტომ დაერია მოქალაქეებს

ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად დღეს საკუთარი ფული სტკივა, ამიტომ დაერია მოქალაქეებს. 750 000 ლარს შეადგენს მხოლოდ ერთ დღეში დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმის ჯამური თამხა, იმ მოქალაქეების, რომელთა შემოსავალს ჯარიმა 10 ჯერ აღემატება. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  

ლევან გოგიჩაიშვილი - როდესაც გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ

"როდესაც შენ გახსნი პანდორას ყუთს და გამოუშვებ დემონებს, შემდეგ შენ ამ დემონებს ვეღარ აკონტროლებ. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში?" ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1315858989463964

24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს. მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა

სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს სურს ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება და არა რუსეთის მიმართულებით წასვლა, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით

მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვერ შეცვლის ვერც პროპაგანდა, ვერც შავი ფული, ვერც ძალადობრივი მანქანა! - „ოცნების“ დეპუტატები ხალხს აგრესიული დეზინფორმაციითა და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივით უტევენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანია პარტიის დისკრედიტაციას კიდევ ერთხელ ცდილობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. როგორც ლილუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად ფინანსდება „ქართველი ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული ოლიგარქებზე, ბანკირებზე თუ მსხვილ ბიზნესჯგუფებზე“. „ტელეკომპანია „იმედი“ მორიგ ჯერზე ცდილობს ჩვენი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დისკრედიტაციას, რათა საზოგადოების შეცდომა

ბექა ლილუაშვილი - დღეს თუ საქართველოს მიმართ არსებობს განცდა, განწყობა ან მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის და აქ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკვე თითქმის მე-3 თვეა ქუჩაში დგანან

"დღეს თუ საქართველოს მიმართ არსებობს განცდა, განწყობა ან მოლოდინი, რომ ეს ქვეყანა დაკარგული არ არის და აქ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც უკვე თითქმის მე-3 თვეა ქუჩაში დგანან, მათ შორის ის სანქციები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ საკითხებში და რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება." ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/29038968105694179

ტატა ხვედელიანი - საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია

„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ. „გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმები
×
×
  • შექმენი...