Jump to content
Planeta.Ge

Blogs

14 ქვეყნის საელჩო - მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტი პლატფორმა X-ზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობით, რომელიც დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა, შიმშილობს. „მედიის თავისუფლების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამს

საია - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან - მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. „მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს (ვიდეო)

ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს.     რეჟიმის ყველა სპონსორი არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ყველა მათგანი უნდა დასანქცირდეს.     ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131797441976851

სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურ

ბერდია სიჭინავა - ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... (ვიდეო)

ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   AQNknvRyCkHzeG_yWkMYVm5KtL7uWy_ueESD1noL5Pc5TgtZ7Ydp9CEeALJW9dr_tiBhY3GNAHUjbAxHrZHpcIl4.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფაზე - შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან - დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის

აშშ-ში თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენს შეეჯახა

ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი. პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის. შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე. აშშ-ს პრეზ

ფირცხალაიშვილი: ევროსაბჭოს დატოვებით ქვეყანას მოუწევს გასვლა უფლებათა ევროპული კონვენციიდან

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ხსნის, რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს. გუშინ, 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ. PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ

BBC - სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა

სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს. ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა. აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმ

გიორგი შარაშიძე - „ქართული ოცნება“ აფორმებს მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანის ღალატს - თუ ვინმე რევოლუციას აწყობს, ეს არის სწორედ „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბ ჟვანიას გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ, ვხედავთ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც ფაქტობრივად, აფორმებს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის ღალატს. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ზუსტად 26 წლისთავზე გააკეთა „ოცნებამ“ ეს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას წყვეტს. როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გ

სოფო ხორგუანი მზია ამაღლობელზე - ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა (ვიდეო)

მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო. თითქოს პროტესტზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო... როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ, თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა.   სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო. ვიდეო: https://www.faceboo

ბექა ლილუაშვილი - ”ოცნებამ” იმდენად დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მისი აღდგენის არანაირი რესურსი აღარ აქვს

იზოლაცია, რომელშიც დღეს “ოცნება” არის, მისი გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ”ოცნებამ” იმდენად დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მისი აღდგენის არანაირი რესურსი აღარ აქვს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1172138121043279

“ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობას წყვეტს

“ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა. მანამდე PACE-მ  “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები. წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ, რომელიც საპატიმროში 18 დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ. “ამ კარავში ვიქნებით და მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ, იგი 18 დღეა შიმშილობს. პოლიციელის მოთხოვნა უკანონოა, თითქოს უნდა გადავიტანოთ სკვერში. არც სამანქანო და არც ტროტუარს არ ვკეტავთ, კანონიერად ვმოქმედებთ”, აცხადებენ აქციის მონაწ

იან ლიპავსკი - ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა

დღეს, ჩემი წინადადებით, მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, სანქციების მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე მათი პასუხისმგებლობაა. „მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. არ გვინდიხართ ჩეხეთში“, - წერს ლიპავსკი.     იპნ

თეოდოროს რუსოპულოსი - ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან - ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა. შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლ

მზია ამაღლობელი მიზანში ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა. გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება. “საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტ

პენიტენციური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პენიტენციური სამსახური პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელ

ეუთოს წარმომადგენელი - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ - ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული, - ამის შესახებ განცხადებას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო ავრცელებს. „ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლო

მედიაკოალიცია: საზმაუ არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, „რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშაა“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას. განცხადების მიხედვით, მაუწყებ

ახლობლების თქმით, გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს პატიმარ იოსებ გორგაძეს

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, იოსებ გორგაძე სასტიკად არის ნაცემი და კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა. ოჯახის წევრებს და ახლობლებს აინტერესებთ, ვინ და რატომ გაუსწორდა იოსებ გორგაძეს. მისივე თქმით, ინფორმაცია ახლობლებს ადვოკატმა მიაწოდა, ხოლო ადვოკატს, თავის მხრივ, გორგაძის თანამესაკნემ მიაწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

„ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. „ტვ პირველის“ ცნობით შემთხვევა შაბათს მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით

არასამთავრობოები - პოლიციელებს გააჩნიათ ნეგატიური წინასწარგანწყობები მომიტინგეების მიმართ, რაც არღვევს ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობაც

პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ავრცელებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმ
×
×
  • შექმენი...