Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლექტორის თქმით, თსუ-ის შენობიდან არ უშვებენ, რათა „არ შემოუშვან სტუდენტები"

ფოტო: ნათია ლევერაშვილი/პუბლიკა თბილისსა და ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები შეიკრიბნენ როგორც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, ისე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, მათ შორის მოძრაობა „დაიტოვეს” წევრები უკვე დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ. თსუ-ის ერთ-ერთმა ლექტორმა, დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ დაწერა, რომ „არ უშვებენ შენობიდან,

პრეზიდენტი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხვდება

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან. „მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნ

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ა

საპროტესტო მსვლელობისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მსვლელობის ორგანიზატორი ჯგუფი „დაიტოვე“ არის, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები. მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტ

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზი

სტუდენტების პროტესტი ილიას უნივერსიტეტშიც დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: „გამოდით, გამოდით“. მათ შეურთდნენ აუდიტორიებიდანაც. „ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები. ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, 17

ოცი ორგანიზაცია რუსული კანონის გამო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს

ოცი  ორგანიზაცია აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს.  მათი თქმით, მიზეზი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე. ამის შესახებ წიგნის გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა 15 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების გახსნის დღეს ისაუბრეს.  ისინი ამბობენ, რომ  „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა. გამომცემლები აღნიშნ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ. როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ. მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“. პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც

აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ "ტელეგრამ" არხი "D News Абхазия" იუწყება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შეგახსენებთ, დ

ნათია მეზვრიშვილი - ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი

ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მტკიცებულებებს, რომლებსაც არ ასაჯაროებენ, უმოკლეს პერიოდში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა. „პროკურატურამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით, რომ

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს. აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს. საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლ

ტატა ხვედელიანი - მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ თანმიმდევრულობა, იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და დავაბრუნოთ იმედი (ვიდეო)

მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ თანმიმდევრულობა, იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც ივანიშვილმა მიიტაცა და დავაბრუნოთ იმედი. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1098350908010038

ანა ბუჩუკური - ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და ჩვენი პოზიციაა, რომ ამის შეჩერებით არ დაზარალდეს ქართველი ხალხი და დაისაჯონ ისინი ვისაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივყავართ (ვიდეო)

“ოცნების” წინა საარჩევნო კამპანია იყო ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და ჩვენი პოზიციაა, რომ ამის შეჩერებით არ დაზარალდეს ქართველი ხალხი და დაისაჯონ ისინი ვისაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივყავართ. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1834825223989027

ზვიად ძიძიგური - პირველი ვინც თქვა, რომ ამ პარლამენტს არ მივცემთ ლეგიტიმაციას, იყო გიორგი გახარია და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ (ვიდეო)

პირველი ვინც თქვა, რომ ამ პარლამენტს არ მივცემთ ლეგიტიმაციას, იყო გიორგი გახარია და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ. წინ არის ძალიან გრძელვადიანი პროცესები, რომლისთვისაც ვემზადებით და გვაქვს ჩვენი გეგმები. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/573073518591224

დიმიტრი ცქიტიშვილი - სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს - ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია (ვიდეო)

სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია, რიმელიც შემდგომში გადადის პრემიერი კობახიძის ხელში. ჩვენ ვერ შეგვიტყუებთ ამ თამაშში. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1753293375430808

ბერდია სიჭინავა - თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე (ვიდეო)

თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1106858944402696

თეონა აქუბარდია - მას შემდეგ რაც ივანიშვილმა დასავლეთისგან დისტანცირება მოახდინა და საქართველო ავტორიტარული კლუბის წევრი გახადა, რუსეთი დღეს კიდევ უფრო მეტად გვაწვება (ვიდეო)

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა დასავლეთისგან დისტანცირება მოახდინა და საქართველო ავტორიტარული კლუბის წევრი გახადა, რუსეთი დღეს კიდევ უფრო მეტად გვაწვება. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087392166161699

ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისების განხორციელება დაიწყო

სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა. გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ი

საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა  შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია. ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა. „ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები

POG: გამოძიების ფარგლებში დაილუქა არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს „ცალკეული პოლიტიკური პარტიების” წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციი

ნატალი ლუაზო - არ შეგვიძლია 26 ოქტომბრის არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება

თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომელიმე გუნდს, არ შეგვიძლია ამ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი დავარქვათ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ევროპარლამენტარი ამით თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხობს, რომელმაც განაცხადა, თითქოს “თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ არჩევნები არასწორად და ცუდად იქნა ჩატარებული”. “თბილისის მერი ცდება: ჩვენ მხარს არ ვუჭერდით რომე

გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია,
×
×
  • შექმენი...