Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი - ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითავისოს, იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია

ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.

კახაბერ ქემოკლიძე - თუ გერმანია შენ მხარეს არ არის, ეს იმას ნიშვანს, რომ უბრალოდ შენ მომავალი ევრიკავშირში არ გაქვს და ჩემი აზრით ბატონმა შოლცმა მიანიშნა იმაზე, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჩაიკეტება

ფაქტიურად ევროკავშირში 2 ძირითადი ძრავი ქვეყანაა- გერმანია და საფრანგეთი. გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ევროკავშირში. მის გარეშე ვერ იქნება, გაწევრიანების პერსპექტივა, ვერც წევრობის პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, ვერც ვიზალიბერალიზაციის მიცემა ან ჩამორთმევა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ინსტრუმენტებიც არსებობს ევროკავშირში. ამიტომ თუ გერმანია შენ მხარეს არ არის, ეს იმას ნიშვანს, რომ უბრალოდ შენ მომავალი ევრიკავშირში არ გაქვს და ჩემი აზრით ბატონმა შო

ნატალია საბანაძე - ეს არის თავისუფლბის, დემოკრატიის წახალისების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და რეალურად, დასავლეთის გავლენის შეზღუდვა ლეგალური გზით (ვიდეო)

ეს კანონი ევროპელი პოლიტიკოსებოსთვის არის ის, რასაც რეალურად წარმოადგენს. საუბარი გამჭირვალობაზე და იმაზე, რომ ფინანასების გასაჯაროება მოხდეს არის ზღაპარი, ამის სხვა ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. ეს არის თავისუფლბის, დემოკრატიის წახალისების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და რეალურად, დასავლეთის გავლენის შეზღუდვა ლეგალური გზით. ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი კანონმდებლობა მიიღეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.     ნატალია საბანაძე, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი.

პრეზიდენტი - „აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარია ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი

„აგენტი“ ითქვა, თუ არ ითქვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიედ - მოედებიან? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიისკანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ამასთან, სალომე ზ

პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გა

გიგა ფარულავა - რუსული კანონის ფონზე, "ოცნება" და "ნაც.მოძრაობა" იცლიან ფარული გარიგებებისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის არჩევანს ბოიკოტს უცხადებენ და ერთობლივი შეთანხმებით აპირებენ საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენებას (ვიდეო)

რუსული კანონის ფონზე, "ოცნება" და "ნაც.მოძრაობა" იცლიან ფარული გარიგებებისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის არჩევანს ბოიკოტს უცხადებენ და ერთობლივი შეთანხმებით აპირებენ საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენებას, მათ შორის, თავმჯდომარის იმპიჩმენტს.      გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.   ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418239190939153/

გიორგი შარაშიძე - "ოცნება" ჩვენ შეთავაზებაზე დუმს, რადგან მათ პროპაგანდისტულ ნარატივს გამჭირვალობაზე სრულად ანგრევს (ვიდეო)

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ნებისმიერ შემთვევაში "ოცნება", რომელმაც გაბედა და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზეთ, ორი ალტერნატიული კანონპროექტის სახით "ოცნებას", მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე სდუმან, რადგან მათ პროპაგანდისტულ ნარატივს გამჭირვალობაზე სრულად ანგრევს.    გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/955308

გერმანიის კანცლერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შორცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე კითხვას იმის შესახებ, „რატომ არიან ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, როცა „ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი“. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრანსფარენტულობა „სრულიად სხვა კონცეფციაა“. „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსე

ოლაფ შოლცი - ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს - ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. “მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი

ოლაფ შოლცი - ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას არ მიიღებს საქართველო

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. „ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალ

ევროკომისიის პრესსპიკერი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“. გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. „შა

პარლამენტი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერის თაობაზე პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებ

„ოცნების“ მთავრობის ექს-მინისტრი ხელისუფლების მომხრეებს და საჯარო სექტორს მიმართავს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2015-2018 წწ) მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის და საჯარო სექტორის საყურადღებოდ აქვეყნებს ვრცელ ხედვას მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ. „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ჯანელიძის პოსტს. „ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის, ხედვა მიმდინარე პო

„EU-ში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციის ღალატია" - 26 NGO

26 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საუბარია გუშინ, 11 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფრაზაზე, სადაც კალაძე ამბობს, რომ „არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ცნობისთვის, კალაძემ მსგავსი განცხადება დღესაც გაიმეორა. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანი

არა რუსულ კანონს! – მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე

“რა თქმა უნდა, არა! რუსულ კანონს არა! რუსეთისკენ არა!” – ამბობს ნეტგაზეთთან მთამსვლელი და სამთო გიდი ბიძინა გუჯაბიძე, როდესაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიცია ვკითხეთ. “ამ წუთში რუსთან ურთიერთობაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი მყავს, მათთანაც კი არ შემიძლია ახლა კონტაქტი. ასე [მსგავსი კანონპროექტით] დაიწყო რუსეთშიც და რა დღეშია ახლა რუსეთი, იცის ყველამ. იმედია, რომ იცის. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უნდა გაგება, მან იცის. ეს [რუსული

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს – ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. ადვოკატის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველმა თავად ჩაიბარა განცხადება. დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატ

სასამართლომ ლაზარე დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს. ის ციხეში 8 წელს გაატარებს. ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუს

ანა ბუჩუკური - ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან

ახლა, ზუგდიდში “ნაც-მოძრაობა” და “ოცნება” ჩუმად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიგა ფარულავა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან.    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/774443551329804/

რას გულისხმობს ორი კანონპროექტი, რომლებიც აგენტების კანონის ალტერნატივად გახარიას გუნდმა წარადგინა (ვიდეო)

რას გულისხმობს ორი კანონპროექტი, რომლებიც აგენტების კანონის ალტერნატივად გახარიას გუნდმა წარადგინა  

პარლამენტში ჟურნალისტების შესვლის აღკვეთა ECPMF-მა მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში შეიყვანა

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) თბილისში 8 აპრილს პარლამენტში ჟურნალისტების დაბლოკვის შესახებ წერს. რუსული კანონის განხილვისას ჟურნალისტების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის შეყვანა. ECPMF ქართველ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისი საშვებისა და აკრედიტაციის მიუხედავად, პარლამენტის პრესსამსახურმა მათ ყოველგვარი ახსნის გარეშე უთხრა უარი შენობაში შესვლასა და

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი (ვიდეო)

“ოცნების” ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში, რომელიც არის მიმართული ზუგდიდის და ზუგდიდელების წინააღმდეგ საბოტაჟის განსახორციელებლად, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს ჩვენი პარტიის წარმომაგდენლის, საკრებულოს თავდჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას, მათ ერთად დაიწყეს ამის განხორციელება. ჩვენი პოზიციონირება რეგიონებში, “ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ყელში აქვთ გაჩხერილი. დღეს, ეს ორი პარტია არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მთავარი ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე უნდა იყოს

ბექა ლილუაშვილი - ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით

ზუგდიდის საკრებულოში „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად ცდილობენ, ზუგდიდის მოქალაქეებს საბოტაჟი მოუწყონ, საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით - ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კ

ანა ბუჩუკური - ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია

ერთი მხრივ “ოცნება” გამოდის და უღირსად, უტიფრად ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, რომ თითქოს ისინი არიან ოჯახური ღირებულებების და ბავშვების დამცველები. საზოგადოებას გავახსენებ გუშინ როგორი უღირსი საქციელით გამოირჩეოდა სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პრომო ბიჭუნა - კალაძე. ბავშვის ფოტო ვერ გაუტარეს და ვერ აპატიეს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ გმირს - ქოჩორაშვილს და მამამისს მიაყენეს შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გუნდშია. ამ ყველაფერ უღირსობას აქვს ერთი მიზანი - ადამიანების დაპირისპირება,
×
×
  • შექმენი...