რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები ათასობით აღირიცხება, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
კერძოდ, ლუბინეცის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, - აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა.
,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო.
ევროპის საბჭოს ს
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს.
„ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომ
თურქეთის ხელისუფლებამ 1 ნოემბრიდან აკრძალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ რუსული თვითმფრინავების ფრენები, რომლებიც ორმაგი იურისდიქციით არიან დარეგისტრირებული.
ლაპარაკია რუსეთის სხვადასხვა ავიაკომპანიის კუთვნილი უცხოური თვითმფრინავების უმრავლესობაზე, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე იყვნენ დარეგისტრირებულნი. მაგრამ მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თ
სანქტ-პეტერბურგის ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარიატმა ჯარში გაწვევის უწყება გაუგზავნა კრეისერ „მოსკვის“ დაღუპულ მეზღვაურს და თან გამოუცხადებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. საინტერნეტო გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, ყოფილი წვევამდელი კავშირზე აღარ გასულა ამა წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის უბეში ჩაიძირა.
ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარმა, ალექსანდრ ვორონინმა, დაღუპული მეზღვაური წვევამდელთა მობილიზაციასთან დაკავშირებული აღრიცხვისთვი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო პრემია „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ერთობისკენ მოუწოდა ამერიკელებს. ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა წუხელ, როცა უკრაინაში უკვე სამშაბათი დილა იყო.
„მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკის წარმომადგენელმა 8 ნოემბერს განუცხადა უკრაინულ ეროვნულ მაუწყებელ „სუსპილნეს“. მისი თქმით, ის დიდი ალბათობით ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას სამიტის მუშაობაში.
გასულ კვირაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას, თუკი მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრებ
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრ
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნებოდა, „ადგილზე მაღალი დაძაბულობის“ გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტას, რომლის მიზეზი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვაა.
ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს.
ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს.
„ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯ
IRI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ აქვს ერთდროულად დაცემული რეიტინგი იმ ორ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ.
"მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ყავთ
მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება.
ანგარიშის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა.
მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით
გერმანელმა გამომძიებლებმა კონფისკაცია გაუკეთეს ქალაქ ჰამბურგში, ხელოვნების ნიმუშთა ერთ-ერთ საცავში შენახულ 30 ნახატს, რომლებიც მანამდე, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარის" ინტერიერის ნაწილი იყო. მათ შორისაა მარკ შაგალის ნახატი. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს.
უსმანოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ვალდებული იყო გერმანიის ხელისუფლებისთვის ეცნობებინა, რა ქონებას ფლობს გერმანიაში, რაც არ გააკეთა. ამ ქო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორც
აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნე
საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბ
შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი წელს ფოკუსირებულია რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია იმის გათვალისწინებით, რა მუქარებიც გვესმის რუსეთისგან ამ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩი შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების ახალ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
„მოხარული ვართ, რომ ამ
მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში.
„ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევ
პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე და განაცხადა, რომ პოლარიზაცია „ყველაზე მეტად გამოყენებადია“ მტრის მიერ.
„ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიმეორეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივდეს.
შესაბამის ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.
„ჩვენ ვთქვით, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები კი ცალკე. უკრაინამ მისცა რუსეთს თურქეთის შუამავლობით წერილობითი გარანტია. ჩვენ შევთავაზებთ შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას“, – განაცხადა მინისტრმა.
გასულ კვირას კრემლში განაცხადეს, რ
უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარ
მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე.
„ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთი