Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს

„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი. „რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი.   „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი. 11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.  

თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური სატრასპორტო მარშრუტი პრიორიტეტად გამოაცხადა

ყაზახეთი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის 2025 წლისთვის 20 მლრდ დოლარის ინვესტიციის მიზიდვას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სამარყანდში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. ტოკაევს „თვალსაჩინო მაგალითისთვის“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) მოჰყავს და თურქულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები პრიორიტეტულად განავით

„სიბიესი“ - ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატების კანდიდატი შევა, ამ გამარჯვებით პარტია 50 ხმას აგროვებს

„სიბიესის“ პროგნოზის მიხედვით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს მცირე სხვაობით ამარცხებს. როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით დემოკრატები სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს. „ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრი

ენტონი ბლინკენი - უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს. ამის შესახებ განცხადება ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლება ასევე ცხადჰყოფს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. ბლინკენის განცხადებით,

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ. “მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ - ეს მადლობის სიტყვებია ყველა თქვენგანისთვის. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც ეხმარება და აღწევს ჩვენი ქვეყნისთვი

„თბილისი ენერჯი“ - ოქტომბერში, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი ბინებიდან 1390 კუსტარული გაზის დანადგარი ჩახსნეს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1390 კუსტარული და „მკვლელი“ გაზის დანადგარი საცხოვრებელი ბინებიდან ჩახსნეს. კომპანიის ცნობით, საუბარი ეხება ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე. კომპანიის განმარტებით, ამით ასეულობით ოჯახი CO-თი ინტოქსიკაციას და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა. ამასთან, „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს სთხოვს გამოიჩინონ მაღალ

რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ

დღეს დილით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან

დღეს დილით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან. 25 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი წელს ამერიკულმა ოჯახმა Queensburry-დან (ნიუ იორკის შტატი) უსახსოვრა ქალაქს. 90 წლის ნაძვმა 200 მილი გამოიარა და ის 30 ნოემბერს საზეიმოდ აინთება. ავტორი: Giorgi Nikolaishvili

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

დღეს, 12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა. სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება

რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. “ჩვენ გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე, ამიტომ დღეს ჩვენს დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და სხვა სტრუქტურებს ძალიან აქტიური პოზიცია აქვთ და გულმოდგინედ მუშაობენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ თუ რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადა

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი - მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი

თუ რა ვითარებაა დღეისათვის ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში, „ინტერპრესნიუსი“ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იური სობოლევსკის ესაუბრა.   - ბატონო იური, გილოცავთ ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საუბარს არ ვაპირებთ ხერსონის ოლქში სამხედრო მდგომარეობაზე და სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო გეგმებზე, თქვენთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. კი ვნახეთ როგორ ზეიმობთ ხერსონისა და ხერსონის ოლქის გ

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ზელენსკის - ბატონო პრეზიდენტო, ქალაქის და ოლქის სამხედრო ადმინისტრაციებმა მოვალეობის შესრულება დაიწყეს

ხერსონში უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართულ ვიდეოში აცხადებს. მინი ინფორმაციით, ხერსონში ქალაქისა და ოლქის კანონიერი ადმინისტრაციების გარდა, მუშაობა დაიწყეს ასევე ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა. “ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს

„წარმოიდგინეთ, რომ გითხრან, წადი საკუთარი სახლიდან" - თემქაზე მოხუცთა პანსიონატი იხურება

„წარმოიდგინეთ, რომ მოვიდნენ თქვენთან სახლში და გითხრან, წადი აქედან. ამ სიტუაციაში ვართ“, – თემქაზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი იხურება. 82 წლის დონატა პანჩენკო უკვე 23 წელია, პანსიონატში ცხოვრობს. ცვლილებებს შიშით და ნერვიულობით ხვდება. ამბობს, რომ თემქაზე თავს კარგად გრძნობს და მიაჩნია, რომ უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებენ. მისივე გადმოცემით, ამ სიახლემ პანსიონატში მცხოვრები სხვა მოხუცებიც ააღელვა. ისინი უარს აცხადებენ გადასვლაზე და ორგანიზებულად არ აწერენ ხელს თანხმობის წერილ

წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ, ხოლო დემოკრატებს 207 ადგილის

აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად ბრძოლა გამწვავდა. „ბიბისის“ პროგნოზით, არიზონას შტატში გამარჯვებული დემოკრატი მარლ კელი გახდება. ეს პროგნოზი თუ გამართლდება, მაშინ დემოკრატებს კონგრესის ზედა პალატაში 49 მანდატი ექნებათ და უმრავლესობის მისაღებად კიდევ მხოლოდ ერთი შტატში მოგება დასჭირდებათ. ამჟამად, ხმების დათვლა გრძელდება ნევადაშიც, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატს მცირე უპირატესობა აქვს. როგორი იქნება ძალთა ბალანსი, საბოლოოდ 6 დეკემებერს ჯორჯიაში დ

CNN ქალაქ ხერსონიდან კადრებს ავრცელებს, სადაც ადგილობრივები 8 თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ყვებიან

რვა თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, უკრაინული ძალები შევიდნენ ქალაქში და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ხერსონიდან ტელეკომპანიის კორესპონდენტი აცხადებს, რომ „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”. ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. „ენტონი ბლინკენს შევხვდი. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინისთვის მეტი თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაგზავნასთან დაკავშირ

ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც - რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას

აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. მისი თქმით, რამდენიმე საპარლამენტო ასამბლეამ და ეროვნულმა პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი უკრაინის ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას. ზელენსკი წერს, რომ მეტი დეტალი სამხედრო დანაშაულების სასამართლო პროცესების შესახებ ხელმისაწვდომია United24 Media-ს ახალ გამოშვებაში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელე

ბენ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა მათი მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია - რიგითმა რუსებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?

რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. „თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - აღნ

თბილისში, მეტეხის ხიდზე დღეს საღამოდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა. რამდენიმე საათის განმავლობაში: გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნებ

ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მცველმა აღიარა რუსეთის ჯაშუშობა

გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა. ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. სმიტმა ასევე გააკეთა ფარული ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერების ასლები, გადაიღო თავი ფარული კამერით, შეაგროვა საიდუმლო დოსიე ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემებით

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება. „ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქ

დმიტრო კულება - უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია. „თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა კულებამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევა
×
×
  • შექმენი...