უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა.
როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი.
ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეო
აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი).
"თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.
რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა, რომლებიც აქ უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინ
კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა თავისი როლი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შექმნასა და დაფინანსებაში, რუსეთის გენერალურ პროკურორს სთხოვს, რომ მთელ ქვეყანაში დაიბლოკოს და შეიზღუდოს წვდომა ვიდეოჰოსტინგ Youtube-ზე, ხოლო მისი მფლობელი, კორპორაცია Google არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდეს.
ამის შესახებ იუწყება პრიგოჟინის კუთვნილი კორპორაცია „კონკორდის“ პრესცენტრი, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ასევე გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვისადმი
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, საქართველოში შემოსვლა მოახერხეს დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებმა დებმა ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გამოექცნენ და საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
კრიზისული ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, დები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატი
ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო
რუსეთის ხელისუფლებამ გააფართოვა ე.წ. არამეგობრულ ქვეყანათა და ტერიტორიათა სია და მასში ბრიტანეთის 11 ზღვისიქითა ტერიტორია შეიტანა, მათ შორის არიან ცნობილი ოფშორული იურისდიქციის მქონე ბერმუდის კუნძულები და კაიმანი. ქვეყნების სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.
საუბარია ძირითადად მცირე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთზე არ იმყოფება მუდმივი მოსახლეობა, ან მათზე მცხოვრებთა რაოდენობა ათეულ ან ასეულ ადამიანს არ აღემატება.
გარდა ამისა, ბერმუდზე დარეგისტრირებულია ასობ
72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა და ფიზიკური დაზიანებები - სავარაუდო მოძალადეს, 30 წლის მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ მამაკაცი, რომელსაც ეძებენ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მეზობელია.
"კურიერმა" ცოტა ხნის წინ ჩაწერა მსხვერპლი ქალი, რომელიც თავდასხმის გარემოებებს აღწერს. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"შემოვიდა ღამის 10:00 საათზე. დამესხა თავს, მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე, თან კარები ჩაკეტა, შუქი ჩააქრო.
5 წლის ელენე ხერგიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მისი დიაგნოზია ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს ხელს უშლის განვითარებაში, იწვევს მის დაზიანებას, რამაც გამოიწვია პატარა ელენეს ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა ბავშვის მეტყველებაზე.
ელენეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება. აუცილებელია, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდეს თურქეთის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ, ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გამო, რუსეთს ყველა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა.
„ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან - შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის
„მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია.
„მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა.
ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშ
ლიზ ტრასის მობილური ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, როდესაც ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კიბერკრიმინალებმა მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა. ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ზე დაყრდნობით ავრცელებს, შემდეგ კი ეს სიახლე Reuters-მაც გააშუქა.
გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მიიღეს წვდომა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, ასევე ტრ
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“. განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
„რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს მარცვლეულის შეთახმებაში“, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსნებეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს
რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას.
„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს.
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო განიხილავს ტიტულის ჩამორთმევას იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ვარსკვლავთა შორის არიან ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ანდრეი მაკარევიჩი და სხვები.
მოგეხსენებათ, ახლა ეს საკითხი კანონპროექტის ეტაპზეა. თუმცა, თუ ეს კანონი გახდება, ისინი, ვინც საჯაროდ არ დაუჭირა მხარი „სვო“-ს (ასე ჰქვია ომს რუსეთში) „სახალხო“ და „დამსახურებულთა“ რიგებიდან ამოირიცხება.
ასევე დაზუსტებულია, რომ
ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„წითელი ფერის ლაქის თეორია - რეალურია. მას შემდეგ რაც წითელი ლაქის წასმა დავიწყე, უამრავი მამაკაცი მპატიჟებს პაემანზე", - ამბობს მელის მარტინო.
ნუნუკა სუხიაშვილი
აშშ-ში კაცი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში თითქმის ოთხი ათეული წელი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მორის ჰასტინგსი 1983 წელს კალიფორნიაში რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში სასჯელს 38 წელზე მეტხანს იხდიდა. თუმცა, დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს.
„ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილშ
2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან, როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხ
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა.
"ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების
სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსე