საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან მიმართვისას აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდ
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის მიზანი იყო, ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრებოდა. სამწუხაროდ, ხვიჩა ტრავმის გამო ბოლო მატჩებს ვერ თამაშობს, მაგრამ სტუდენტები იტალიაში გაემგზავრნენ და „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს შეხვენენ.
ხვიჩა არველაძეს სასტუმრ
მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინის "ერთობისა და გამძლეობის შედეგია".
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობის აღსადგენად. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია", - წერს პრეზიდენტი.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, შოლცმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აფერხებს ამ პროცესს და უკრაინა დათმობებზე არ უნდა წავიდეს.
მისი თქმით, სწორედ პუტინმა გადახაზა ყველა ის ძალისხმევა, რაც მანამდე გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საკითხში.
„მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, -
რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, - აცხადებენ უწყებაში.
მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-
ქალები დღეს, კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლზე საუბრისას სოლიდარობა გამოხატა ირანელი და უკრაინელი ქალების მიმართ.
„არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუ
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა დაასახელა.
რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
რუსეთის ძალებმა მიკოელავზე სარაკეტო იერიში გვიან ღამით მიიტანეს. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება.
თავდაპირველად, მიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა ორი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ტელევიზიის ხელმძღვანელის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ.
თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე.
მაუწყებლის დი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ. სუსის ინფორმაციით, მათ "უკანონო ინსტალაცია აღმართეს".
"უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში.
გუშინ, 10 ნოემბერ
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან, ცნობას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ბლატერი თვლის, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომელიც მოჰყვა თავსაფრის არასწორად ტარებისთვის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს, ირანის გუნდი უნდა ჩამოაშორონ ტურნირს.
11 ნოემბერს შვეიცარიულ ტაბლოიდ Blick-ს მოჰყავს ბლატერის სიტყვები. 86 წლის
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი".
აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, - ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს.
ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრა
ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამის შესახებ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ გადაცემა „იმედი ლაივში“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარი იყო ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას იოსებ მგელაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.
საქმის პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იოსებ მგელაძის საცხოვრ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0796 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა - მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ.
ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება.
ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ სახლში”, - წერს ერმ
ფასადური, ე.წ. რეფორმების გატარებით, "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად "ოცნების" კისერზე იქნება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გვითხრა, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, შესაბამისად,
ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, პესკოვის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით. ”ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან”, - აღნიშნა პესკოვმა.
“ხომ შეიძლებოდა ამეყვანა 3 თანამშრომელი, მათზე გადამენაწილებინა ხელფასი და მე ამეღო ის ფული. ეს არ გავაკეთე, სახელმწიფოს არ დავუმალე გადასახადი და ვირიცხავდი მე“ - გიორგი ბარამიძე
ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი ხელფასს თვეში 2-3 ჯერ ირიცხავდა
315172651_613495227179104_8136704947931774885_n.mp4
სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. planeta.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო ირაკლი,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განცხადებით მივმართე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ვაცნობე, რომ შეზღუდული მქონდა წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. ვინაიდან, ასეთი შეზღუდვისათვის არ არსე
რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვინიცას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ბორზოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"11 ნოემბერი განგაშით დაიწყო. ისევ განხორციელდა დარტყმა ვინიცას ოლქის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე", - წერს ბორზოვი.
მისი თქმით, ადგილზე მო
აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ 49, „დემოკრატებს“ კი 48 მანდატი აქვთ. „დემოკრატებს“ სენატში უმრავლესობის მოსაპ
შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებების კარები არასდროს დაუხურავს, თუმცა პუტინს ომის დასრულება არ სურს.
„რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მ