აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა.
„არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელ
NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა და უკრაინის პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას.
„ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს გვესხმიან. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვე
რუსეთში მხოლოდ 120 „ისკანდერია“ დარჩენილი და თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოყენებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, - აცხადებენ უწყებაში.
თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნო
ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა.
ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გა
„ქართუ“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება - საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც „ქართუს“ მიერ გაკეთებული არაერთი სხვა საქმეა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
“როგორც “ტვ პირველმა“ განაცხადა, გნოლები, ხოხბები და ქათმები ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. დაატყვევა მუხებით, მოაქცია ბადის ქვეშ და მიწები მიიტაცა, რაც რბილად რომ ვთ
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობა, კომპეტენციაც, რომ კიდე დიდხანს ვემსახუროთ ჩვენ ხალხს. მე თუ მკითხავთ, მე მგონია, რომ 2030-მდე მინიმუმ ვიქნებით” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პროგრესნიუსი
ჩემი მონაცემებით, ბესო ალავიძეს სურს რა, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, დაემთხვა ეს არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ფაქტობრივად ცდილობენ, გამოიყენონ ბესო ალავიძე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძის თქმით, ბესო ალავიძის განცხადებები აბსურდულია.
„ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა გახდეს სკანდალური, ვინაიდან აბსოლუტურად არის აბსურდული. ბესო ალავიძემ სხვადას
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა.
ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავის
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ.
„მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტ
უკრაინული მედიის ცნობით, მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, კერძოდ საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან და კონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე.
როგორც უკრაინულ მედიას ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, 6 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კომპანიის აქციები იძულების წესით გადავიდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, მათ შ
ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი
საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფ
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა.
მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირ
ბათუმის მერია გეგმავს, გამარტივებული შესყიდვით, 968 387 ლარად შეიძინოს საახალწლო ნაძვის ხე. შესაბამისი ხელშეკრულება 2022 წლის 4 ნოემბერს დაიდო საქალაქო ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს “აჭარგანათებას“ შორის.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ღირებულება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, გადასახადებს მოიცავს. ასევე, ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრის უნდა იყოს და ის მიმწოდებელმა დამკვეთს 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბაროს.
გამარტივებულ შესყიდვის აუ
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.
წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ.
როგორც შავი ზღვის სტრა
გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს, - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
მისივე განცხადებით, 100 საუკეთესო სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით.
"მათთან ერთად მეც ვიქნები. გარდა ამისა, 100 საუკეთეოს სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია გალფის და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, გან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "და
2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. 16 ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. მათი სახელით სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა.
"დღევანდელი მოცემულობი
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მისი პანაშვიდი თბილისში იმართება, ხუთშაბათს კი დაკრძალავენ.
ლევან სახელაშვილის პანაშვიდი
"კარგი ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი იყო. იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის. 2006 წლიდან ერთად მოვდივართ, აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით", - უთხრა "მთავარ არხს" ლევან სახელაშვილის მეგობარმა.
უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს იქ ათეულ
2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.
„დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ სარდლო
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა,