რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავებულია.
ასევე, გვიან ღამით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე უკრაინულ ქალაქში. აფეთქებები მოხდა ვინიცაში. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხ
აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ამგვარად, ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე.
„რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გამოცხადებული უკან დახევის მიუხედავად, რუსეთს ხერსონის ოლქში ამჟამად 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები რჩებიან როგორც ქალაქ ხერსონში, ასევე მის გარშემო და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი გააძლიერებს პოზ
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიო
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, იუნესკო-ს სათაო ოფისში, იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.
შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი,
„უკრაინსკაია პრავდა“ გამოცემების „მოსტის“ და „იმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხერსონს ტოვებს, სანამ უკან დაიხევდეს, ქალაქის განადგურება დაიწყეს: ააფეთქეს საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი.
ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა. "მოსტი" და „იმი“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსებმა ააფეთქეს სატელევიზიო ცენტრი, რომელიც სატელევიზიო ანძასთან მდებარეობს. თავად ან
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100-მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად დაამტკიცა.
„აზიის განვითარების ბანკის“ ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება.
„აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანაახმად, პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემი
ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა.
„კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რ
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, - აღნიშნა სალივან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ატარებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოკვლევის საველე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოკვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 400 რესპონდენტი - 3 300 ქალი 1 100 მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.
„გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7261 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0332 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების კუთვნილი 18 მილიარდი ფუნტის (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინეს.
„ჩვენ რუსეთს ისეთი მკაცრი სანქციები დავუწესეთ, როგორიც არასდროს და ეს ანგრევს მათ ომის მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია: არ დავუშვებთ პუტინის წარმატების მიღწევას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელმა ენდრიუ გრიფიტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ომის გამო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გა
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 11 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს.
პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმ
ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, დღეს ქვეყანა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მეასე ხარისხოვანია, რაც "ნაციონალურ მოძრობაში" ხდება.
"ეს მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს. კიდევ უფრო დასანანი ის არის, რომ როგორც საკუთარ თავს უწოდებენ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის.
მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს.
„როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს,
რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით, სანქტ-პეტერბურგში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოლიტოლოგის, მოძრაობა „სოლიდარობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ევგენი ბესტუჟევის წინააღმდეგ.
ინფორმაცია „ОВД-Инфо-მ" ბესტუჟევის ახლობელზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა MR7.ru -ს ინფორმაცია დაუდასტურა პოლიტოლოგის მეგობარმა გეორგ გაბრიელიანმა.
დღეს, 10 ნოემბერს, გახდა ცნობილი, რომ ევგენი ბესტუჟევი 25 ოქტომბერს დააკავეს, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი კომპიუტერი ამოიღეს. მის წ
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი მხარდაჭერის მქონე არამოსამართლე წევრობის ხუთი კანდიდატი დაასახელა.
2022 წლის 30 სექტემბრიდან პარლამენტში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა.
კონკურსში მ
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ აკადემიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აკადემიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა.
როგორც ყარამან ქუთათელაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, 2023-2027 წლების სტრატეგიული განვითარება მოიაზრებს ორი პარადიგმის
რუსების ხერსონიდან გასვლა აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზამთრის პერიოდისთვის ყველას მოუწევს თავისი პოზიციების გადაფასება.
ბაიდენის განცხადებით, ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება რუსეთთან კომპრომისისთვის უკრაინის მზადყოფნის შესახებ.
„უკრაინას ბევრი რამ სურს. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. მაგალითად, მე მკითხეს, მივცემდით თუ არა ამერიკულ თვითმფრინავებს უკრაინ
ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხდა.
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს რუსული ჯარების მართვისა და კონტროლის სისტემა, ამით მტერს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა.
ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არ აინტერესებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.
მისივე თქმით, ქვეყანაში იმდენად დიდი გამოწვევებია, რომ მთავარი განსახილველი თემა ეს არ უნდა იყოს.
ამასთან, როგორც მიხეილ დაუშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.
„არ მაინტერესებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემთვის მეასე ხარისხოვანია. დღეს ქვეყანას იმდენად დიდი გამოწვევები უდგას, მთავარი განსახილველი თემა არ უ