პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა.
რუსული მედია წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე პუტინმა თავად თქვა, ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7009 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7028 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში მათი ეფექტური და ძლიერი იარაღია გამბედაობა, მამაცობა და სათნოება.
„ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი. ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი. გამბედაობა და მამაცობა. სათნოება, რომლებიც გვიბიძგებს კეთილი საქმეებისკენ და ბოროტების დასამარცხებლად. გამბედაობის მთავარი აქტი გამძლეობა და ყველაფრის მიუხედავად საქმის ბოლომდე მიყვანაა. ჭეშმარიტება ანათებს ჩვ
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში წელს საქართველოს 500-მდე მოქალაქე დასაქმდა.
როგორც აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოეთში დასაქმების პროგრამის გაფართოება იგეგმება.
„წელს, საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა რამდენიმე უცხო ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა ამ პროგრამის გაფართოებას ვფიქრობთ და აქტიური მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან - ესენია ისრაელი, გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვისთანაც გვაქვს კონტრაქტები,
მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი.
კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდო
თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, რუსეთის სპეცსამსახურის წყაროზე დაყრდნობით. მრავალრიცხოვანი გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და მწერალ დმიტრი ბიკოვის მოწამვლაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. მან წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი.
"ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს.
თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32-მა წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო აკადემი
მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით.
„გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად, გირგვლიანი იმ
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ეარ არაბიასა“ და „შარჯა თბილისის“ თვითმფრინავები უკვე დაჯდა თბილისის აეროპორტში.
„დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩ
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან ერთი ბაქოში გაფრინდა.
რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.
თურქეთში, შავ ზღვაში აღმოჩენილია გაზის ახალი მარაგი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა.
თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“ ინფორმაციით, 26 დეკემბერს საღამოს, მინისტრთა კაბინეტის თითქმის 4-საათიანი სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოანმა გამოაცხადა, რომ საბადო ჩაიჯუმა 1-ში, 3023 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგი. შესაბამისად, როგორც ერდოანმა თქვა, შავ ზღვაში თურქეთის გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამჟამად თურქეთი ბუნებრივ
სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო, შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში გამოაცხადა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა.
თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა 26 დეკემბერს, ღამით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, არმია გადადის მოქმედების ყველაზე მაღალ დონეზე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავ
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პასუხისმგებლობის აღება უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის დემოკრატიზაციის გზაზე უკუსვლაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე, ასოცირების პროცესის „სამეულში“, რომელშიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შედიან, ლიდერის, ინიციატორის პოზიციის დაკარგვაზე. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებელ
შეერთებული შტატების მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის დაჩქარებული განლაგებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას განმარტებით, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რათა Patriot-ის ბატარეა, რომლის მომზადებას, როგორც წესი, ერთ წლამდე სჭირდება, ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოემზადოს უკრაინაში ექსპლუატაციისთვის.
კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა და მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს.
„ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს - და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია - იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნ
არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა.
ამასთან, მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მართლმსაჯულების სისტ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს.
საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.
“ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები.
სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. ამის შესახებ საუბარია დღეს, 26 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 26 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სახელმწიფოსგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრეპარატ Voxzogo-ს დაფინანსება. დაპირების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო მათ უარს ეუბნება: უწყების თქმით, სახელმწიფოს მიერ, ეს მედიკამენტი, ჯერ არც ერთ ქვეყანაში ფინანსდება და მას, უფასოდ, მხოლოდ კვლევებში ჩართული პაციენტები იღებენ. უწყება ამტკიცებს, რომ ჯერ არც ამ პრეპარატის კვლევა და
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნებათ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.