Jump to content
Planeta.Ge

Blogs

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის - დოლარი - 2.7177 ლარი, ევრო - 2.8161 ლარი, ფუნტი - 3.2618 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7177 ლარი ეღირება, ევრო – 2.8161 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2618 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ღირდა, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2638 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ დეკემბერს ამოქმედდება.

ხავიერ კოლომინა - ევროინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს, პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა და ერთად მუშაობა

ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და არის შეშფოთება. არ გამოვიყენებ ტერმინ უკუსვლას, როგორც ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე გამოიყენა. ვიტყოდი, რომ არის შეშფოთება. შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, სირთულეები, რომლებიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მხრივ არსებობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რეფორმებთ

გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გაერთიანებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი. მათ შორის არის კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. გამოფენაზე ახალი ნამუშევრები აფხაზეთიდან დევნილმა 16-მა მხატვარმა წარადგინა. „გალერეა „ოპიზარი“ ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს მასპინძლობს.ისინი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ხელოვანი ადამიანები

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,კ პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და პარლამენტის წე

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა. დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.   ავტორი - სალომე თორაძე

ანდრიუს კალინდრა - ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით, ნკონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, ძალიან გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი

ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ასე რომ კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. ელჩის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. „რეკომენდაციები არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ ცნობად ვიღებთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია, თუმცა ამავე დროს წინ ჯერ კიდევ გზა ა

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია​

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია. კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, კოლესნიკოვას გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში აცხადებენ, ორი კვირის განმავლობაში კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული

მიუსაფარი ცხოველების მოვლისა და გამრავლების საკითხები კანონით დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქა

შალვა პაპუაშვილი ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. შალვა პაპუაშვილმა ანტონ ჰოფრაიტერს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საქართველოს მეირ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები. ე

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.     ავტორი - გივი ბარამიძე

დე ფაქტო „კაგებემ“ ე.წ. საზღვრის „ცალმხრივი მოწყობა“ დაიწყო

ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის „ცალმხრივი მოწყობის“ შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვაზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დამრღვევთა დაკავება, ასევე პირუტყვის უნებართვო ძოვება“, - ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო „კაგებე“ აცხადებს, რომ ამ ზომებს სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ „მკაცრად კომპ

ევროკომისიის შეფასებით, უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალი 600 მლრდ ევროს უტოლდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისა და ნგრევის საფასური. დღევანდელ. 30 ნოემბრის მიმართვაში, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, სავარაუდოდ, 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. „პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფ

"TV პირველსა" და მის წამყვანს სასამართლომ კალაძისთვის 15 ათასის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. თბილისის მერის წარმომადგენელის თანახმად, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. მოსამართლემ დღევანდელ, 3

იენს სტოლტენბერგი - ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს

განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც ეს

ირაკლი კობახიძე - მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში - როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?

მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის 2023 წლის სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით გამოხმაურებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს. კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი ა

გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი 350 გენერატორის გადაცემის გეგმის შესახებ გამოაცხადა. „დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰე

კახა კალაძის განცხადებით, დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა

დისტრიბუციის მანქანების სპეციალური პარკინგისთვის თბილისში 550-ზე მეტი ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. „მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თანამშრომლობით დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების ს

დიმიტრი მედვედევი - თუ კიევს Patriot-ის კომპლექსები გადაეცემა, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება

ცივილიზებულ სამყაროს არ სჭირდება ნატო, კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 12% ცხოვრობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. "ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია", - წერს მედვედევი „ტელეგრამის” არხზე. ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 6 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის და დონეცკის ოლქებში და თავდაცვის ძალების პოზიციებზე მიიტანეს 47 საავიაციო იერიში და 35 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა აგრესიაზე პასუხი რომ აგოს, სპეციალური ტრიბუნალია საჭირო, უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად

იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი აგოს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი და უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაამყარა თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ეს პროცესი გაფართოვდება. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიით დაზარალებული ყველა უკრაინელის სახელით, ქვეყნის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკ

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლ

ურმას რეინსალუ - მოლდოვისთვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის მთავარი გზავნილია, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს მეზობლებს, უსაფრთხოების რა ვარიანტები აირჩიონ

დღეს ვფიქრობ, მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ესტონელმა დიპლომატმა უპასუხა კითხვას, რა უნდა იყოს გზავნილი საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტიდან 14 წ

ბოგდან აურესკუ - რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას

საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არამხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აზროვნებით და ამოცანის მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში განაცხადა. ბოგდან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა, საქ
×
×
  • შექმენი...