ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.
სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული.
პალიტრანიუსი
”მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ სუბიექტს, ამ ორიენტირის ირგვლივ გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეკრან კოალიცია მომდევნო მოწვევის პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ აქტორს ყავს საკუთარი სეგმენტი, საკუთარი ელექტორატი და უნდა იზრუნოს მის გაზრდაზე.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია “ საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი
353859625_572673961724850_1151136639887355882_n.mp4
“ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა. პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა და ჩვენი მომავალი მივაბით რუსეთს, რუსეთს რომელიც არის უპასუხისმგებლო, არასტაბილური და ტერორისტი სახელმწიფო.”
პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე
354224559_1414552019343258_4216216122898213888_n.mp4
შეერთებული შტატები უკრაინას ფინანსური დახმარების სახით დამატებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუგზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში, „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შეკეთებასა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას მოხმარდება.
"აღდგენა ნიშნავს უკრაინის, როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირე
უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, - გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მიმდინარე კვირაში ზეპირი სახით წარადგენენ.
გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათ
ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ეჭვი არ მეპარება, უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი გახდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.
„უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინისთვის 50 მილ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია“, თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი“ არაა.
"ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და შედეგებს ახლავე ელის. ეს ასე არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ წარმატება ადვილი არაა, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული.
„რაც არ უნ
10 არასამთავრობო ორგანიზაცია კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას აკრიტიკებს და პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფებს სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 21 ივნისს გაავრცელეს.
განცხადებაში არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის კინოცენტრის თანამშრომლებისთვის ბუნდოვანია და არ ითვალისწინებს მათ ჩართულობას.
განცხადებაში ისინი ასევე ეხმაურებიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დოკუმენტუ
პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 8 პირი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახო
შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება.
მე-16 დღეა ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღ
ჭიათურელმა მაღაროელებმა ხვალიდან, პარლამენტთან შიმშილობა დააანონსეს, – ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს, საპროტესტო აქციაზე გაკეთდა.
მათი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო, იქამდე სანამ მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული არ იქნება.
დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაღაროელებმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნე
თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ 19:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო
მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც თითქმის ერთი თვეა პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავს, თვალები და პირი ამოიკერა. ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„ზუსტად 19 რიცხვში ჩამოვიდნენ ჩვენი ძმები, მაღაროელები. ღმერთმა გაუმარჯოთ, 2-3 წამში კარვები დადგეს. მე კიდევ 5 დღის განმავლობაში 150, 200 პოლიციელი – მაგათ მილიციელი დავარქვი, მარა უტყდებათ – მეჯაჯგურებოდა. მერე დამიჭირეს, ჯარიმაც დამაკისრეს… უბრალოდ, ხალხს უჩნდება განცდა,
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში მეზობელი მას და მამამისს თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
შსს-მ კაცი უკვე დააკავა და ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მოქალაქე წერს, რომ შუაღამისას, მის ბინაში შემოვიდა 25 წლის კაცი და სცადა მამა-შვილის მოკვლა. ის სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელსაც შინაარსის სიძიმის გამო „პუბლიკა“ მასალას
რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება:
12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული;
საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.
რატომ ახლა?
ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლ
რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტოები ავრცელებენ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
გამოცემა „ბაზაც“ ოთხ დაღუპულზე იტყობინება. მისი ინფორმაციით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 14:00 საათზე. აფეთქების შემდეგ შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სწრაფად ჩააქრეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯ
ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
„ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალ
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს:
„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშ
თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით, 1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება.
ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შ
უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი.
BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მ
სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90% — ევროკავშირში, 85% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა.
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაბამისად, 10 და 15 პროცენტია.
გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მჭიდრო ურთიერთობებით დასავლეთთან, 13%-ის აზრით — რუსეთთან, ხოლო 9% ფიქრობს რომ არცერთთან.
84%-ის აზრით, რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა დ
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.
ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარად