Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროკომისარი განმარტავს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კონკრეტული რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად

საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდე

სოხუმის პორტში ხვალ რუსული საკრუიზო გემი Князь Владимир-ი შევა

ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო სანაოსნო კომპანიის ცნობით, რუსული საკრუიზო ლაინერის, Князь Владимир -ის საცდელი რეისი სოხუმის გემბანს 23 ივნისს, დილის 8 საათისთვის მიადგება. მიმდინარე წლის ნავიგაციის პერიოდში რეისები სოჭი-სოხუმი-სოჭის მარშრუტზე განხორციელდება. კრუიზის ხანგრძლივობა ხუთი დღე იქნება, აქედან, სამი დღის განმავლობაში, გემი სოხუმის საზღვაო პორტში გაჩერდება. როგორც სანაოსნო კომპანია იუწყება, 29 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ 11 ასეთი კრუიზი მოეწყობა.

რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს

რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს, ინვესტორები რუსეთის ფედერაციიდან ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომელიც ბიჭვინთაში სასტუმრო კომპექს Москва Резорт - ის მშენებლობას თვალისწინებს. ამის შესახებ РИА Новости-ს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ განუცხადა. რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, თუ რა აფერხებს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესს და როგორ ვითარდება დღეს დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის. მი

„ტიტანიკისკენ“ მიმავალი დაკარგული წყალქვეშა ნავი - რა ვიცით ამ დრომდე

„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე –  TITAN, რომელიც დაიკარგა,  ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა ბორტზე მყოფი  ხუთი ადამიანისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ტიტანიკის“ შესასწავლად ეს ამ ხომალდის პირველი წყალქვეშა მოგზაურობა არ არის და ამგვარ ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს. წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავდა, ჩაძირული „ტიტანიკის“ მიმართულებით 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. დამხმარე გემთა

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივეს

ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება. ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი. სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თ

ოკუპირებულ აფხაზეთში, მეექვსე დღეა, მდინარე გეგაში ჩავარდნილ 4 წლის ბავშვს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეექვსე დღეა,  ოთხი წლის ბელორუსი ბიჭის, ალექსანდრ ვაკულიჩის ცხედარს ეძებენ. „ბავშვის ძებნა გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში მონაწილე თანამშრომელთა როტაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. მაშველები დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ მარშრუტს რამდენჯერმე გადიან.“ - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ ტიგრან დელიბალტიანმა. 2019 წელს დაბადებული ალექსანდრე ვაკულიჩი, რომელიც დედასთან ერ

რუსეთის ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმისთვის ემზადება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას

მოსკოვში ამბობენ, რომ „ზემო ლარსზე რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადას არღვევს“

„ზემო ლარსზე [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] მიმდინარეობს ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა“, – განაცხადა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა. „ახლა ზემო ლარსზე მიმდინარეობს ჩვენთვის ევროპის ქვეყნების მიერ მოწყობილი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა. „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეგვიძლია“, – ციტირებს მას „რია ნოვოსტი“. მისი განცხადებით, წინა, 2022 წლის 5,5 თვის განმავლობაში [რომელი თვეების, დავიდოვს არ

შესაძლო საექსპორტო შეზღუდვები მესამე ქვეყნებისთვის - რას ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი

სანქციების მეთერთმეტე პაკეტის საფუძველია მესამე ქვეყნების მეშვეობით შეზღუდვების გვერდის ავლის თავიდან აცილების ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შემოთავაზებული იყო გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის მიერ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ამ პაკეტის მეშვეობით ევროკავშირი ზრდის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მდგრადი მოქმედების ინსტრუმენტთა პაკეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ დაუშვილი - რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ, პასუხს აგებენ

რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ ქვეყანას, ამაზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში, რომელსაც დღეს წარადგენენ, პოზიტიური იქნება. „მოლოდინები სამწუხაროდ, პოზიტიური არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ოცნებას“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ამიტომ, სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნებასთან" და "ნაცმოძრაობასთან" კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ - ეს ორი პარტია აფერხებს ქვეყანას (ვიდეო)

"ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან კოალიციას გამოვრიცხავთ, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ეს ორი პარტია აფერხებს ქვეყანას. ამიტომ პარტიები, რომლებსაც უნდათ ოცნების და ნაცმოძრაობის „დასრულება“ და მოჯადოებული წრის გარღვევა, უნდა გაძლიერდნენ ისე, რომ პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვდნენ და მათი კოალიცია გამორიცხონ. მათი კოალიცია სავსებით მოსალოდნელია, თუ მაგალითებს გადავხედავთ." პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილი 355644740_1574582646404134_255264454

ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს. „ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა - გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჯარისკაცებს

ანა ბუჩუკური - ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთ, ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს - გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება

ჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხ

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგე

უკრაინის გენშტაბი - ოთხი მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება, უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერმა, გასული დღის განმავლობაში, 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ თავდასხმებისთვის ირანული Shahed-ის დრონები გამოიყენეს. ყველა მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. მტერმა ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გა

გზების დეპარტამენტი - ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავ

ანა ბუჩუკური - კონკრეტულ საკითხებზე პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, თუმცა გაერთიანება იმისთვის, რომ გადავლახოთ 5%-იანი ბარიერი, ჩვენს ინტერესებში არ შედის (ვიდეო)

“კონკრეტულ საკითხებზე პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, თუმცა გაერთიანება იმისთვის, რომ გადავლახოთ 5%-იანი ბარიერი, ჩვენს ინტერესებში არ შედის.” ანა ბუჩუკური, პარტია #საქართველოსთვის, პარლამენტის წევრი რადიო "პალიტრას" პირდაპირ ეთერში 10000000_1484152415718310_533588962788939283_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში და კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ (ვიდეო)

”პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში, ყველა კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” 10000000_640533634654082_2751868758975209873_n.mp4

პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.   სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.   წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული. პალიტრანიუსი

ბექა ლილუაშვილი - ყველა პოლიტიკურ აქტორს ჰყავს საკუთარი სეგმენტი და უნდა იზრუნოს მის გაზრდაზე, რათა "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ შეკრან კოალიცია მომდევნო მოწვევის პარლამენტში (ვიდეო)

”მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ სუბიექტს, ამ ორიენტირის ირგვლივ გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეკრან კოალიცია მომდევნო მოწვევის პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ აქტორს ყავს საკუთარი სეგმენტი, საკუთარი ელექტორატი და უნდა იზრუნოს მის გაზრდაზე.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “ საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი 353859625_572673961724850_1151136639887355882_n.mp4

აკაკი გვიანიძე - ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა... პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა - უპასუხისმგებლო, არასტაბილურ რუსეთს მივაბით (ვიდეო)

“ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა. პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა და ჩვენი მომავალი მივაბით რუსეთს, რუსეთს რომელიც არის უპასუხისმგებლო, არასტაბილური და ტერორისტი სახელმწიფო.” პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი  აკაკი გვიანიძე 354224559_1414552019343258_4216216122898213888_n.mp4

აშშ უკრაინას დამატებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას ფინანსური დახმარების სახით დამატებით 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუგზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში, „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შეკეთებასა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას მოხმარდება. "აღდგენა ნიშნავს უკრაინის, როგორც უსაფრთხო, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირე

Euractiv - ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, - გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მიმდინარე კვირაში ზეპირი სახით წარადგენენ. გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათ
×
×
  • შექმენი...