5 აგვისტოს, ლონდონის „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე „სტემფორდ ბრიჯზე“ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. Game4Ukraine-ს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება.
გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან. ცნობილია, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა, შოთა არველაძე.
არველაძე ზინჩენკოს გუნ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მას სასჯელის ზომად 13 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (სისხლის სამართლის კოდ
ევროპის კავშირის საბჭომ სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს, შარშან თებერვალში უკრაინაში მისი არმიის შეჭრის გამო.
ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
საბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვი
უკრაინაში რუსეთიდან კიდევ 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, ამის შესახებ საიტი "კრიმ.რეალიი" იტყობინება, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით.
"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას შესწირეს. დღეს შესაძლებელი გახდა სამშობლოს 51 მცველის ცხედრების სახლში დაბრუნება", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ ცნობაში.
რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტების გადასვენება რეგ
მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლებას.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რასაც საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეებში შევესწარით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აუცილებელია რუსეთის შეიძლება სწრაფად შეჩერება, რადგან მან შემდგომში, შეიძლება, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე თავდასხმა მოინდომოს.
დუდამ, უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს“.
„არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს. თუ მხე
23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფ
რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.
„ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ.
კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველა
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.
ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილე
“2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები. დღეს ეს ქვეყანა ორ ადამიანს ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ მძევლად - ეს არის სააკაშვილი და ივანიშვილი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს უპასუხებს.“
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
354427767_776332737378336_3618654026577099109_n.mp4
ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან.
არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“.
ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში
ყირგიზეთი სხვადასხვა შეფასებით, შუა აზ
ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია.
თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გ
აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო, ახლა ქართველების ერთად დგომის დროა.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიო
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!"
მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო.
"-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.
ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად ის, ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებას.
"საქართველო
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა.
"ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო
გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა.
Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოი
"კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს," - აამის შესახებ ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოება დაცვა მთავარი ღირებულებაა.
"ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა
ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვაც ავრცელებს.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს.
ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავში
წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფთა ვინაობას ხელისუფლება არ აცხადებს, CNN-ის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი,
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ეს გულწრფელად მისასალმებელი ამბავია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო”, - წერს ლექსმანი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყა
არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როც