“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
„ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გესევი.
გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
იპნ
პარტია "საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ვეხმაურებით „იმედზე“ გასულ ცრუ (ფეიკ) სიუჟეტს, სადაც „იმედი“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ატყუებს, თითქოს პარტიას „საქართველოსთვის“ საკრებულოებში აქვს კოალიციური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
- როგორც სჩანს, „იმედი“ ამ ცრუ სიუჟეტით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ოცნების“ ალიანსის გადაფარვას ცდილობს, ალიანს
გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, - აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი.
აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟ
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.
მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.
2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ipn
პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. დ
პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პესკოვმა არ დააკონკრეტა „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში რას გააკეთებს.
მისი თქმით, პრიგოჟინთან სიტუაციის მოგვარება შემდგომი დანაკარგებისა და დაძაბულობის დონის ზრდის გარეშე მოხერხდა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრ
დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი
ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა.
პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.
სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ქვედანაყოფების შეიარაღებული აჯანყების პირობებში, შემდეგი 24 საათი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის კრიტიკული იქნება.
ამის შესახებ თავის ანალიტიკურ სტატიაში CNN-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი კორესპონდენტი ნიკ პატონ უოლში წერს.
,,რუსეთის პრეზიდენტი, მთელი იმ 23 წლის განმავლობაში, რაც ბირთვული ,,დერჟავის“ სათავეში დგას, პირველად აღმოჩნდა ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე. გამაოგნებელია, როცა ხედავ, რომ ტოტალური კონტროლის ილუზია, რომელსაც ის ქმნიდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო.
ამის შემდეგ მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა:
კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა,
მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლის
სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გ
პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.
„პროფკავშირებ
რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვს მასიურად ტოვებენ, ზოგიერთი მათგანის კერძო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუსეთის ფარგლებს გარეთ.
ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, „ოლიგარქ არკადი როტენბერგის თვითმფრინავი მოსკოვიდან დილის 11:30 საათზე აფრინდა და ბაქოში 15:04 საათზე დაეშვა. მისი ფრენა გუშინ ღამით დაიგეგმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის თვითმფრინავმა მოსკოვი დილის 7 საათზე დატოვა და 12:06 საათზე თურქულ დალამანში ჩაფრინდა.
ოლიგ
რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტექნიკა უკვე მათ რეგიონში მოძრაობს.
Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ,,ვაგნერელები“ ლიპეცკის ოლქის ელცის რაიონში.
ამავდროულად, ლიპეცკის ოლქში სპეცტექნიკით გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ამ თხრილებმა როგორმე აჯანყებული მებრძოლების მოძრაობა შეაფერხოს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ქალაქების, ჩაპლიგინსკისა
ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი
დონის როსტოვში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საპატიო კონსულმა, ადიკ არშბამ თავის ეგრეთწოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
,, 14:00 საათის (რუსეთის დროით) მდგომარეობით, ქალაქში სტაბილური ვითარებაა. რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ოპერატიულად ვთანამშრომლობთ რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან. დონის როსტოვში აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს და როსტოვის აფხაზური დიას
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა ტვიტერზე რუსეთში შექმნილ ვთარებაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის.
„ლატვია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის. საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია, რუსების მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, ან საზღვარზე შემოშვება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, არ განიხილება“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ის ასევე დასძენს, რომ ლატვიამ რუ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ბრიფინგის თემა უცნობია.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მოქალაქეებს, ვინც სპეცოპერაციის ზონაში იმყოფება, მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში.
„შეიარაღებული დაჯგუფება ,,ვაგნერის“ ლიდერების მიერ შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე საყოველთაო მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტიელებას, რომელიც მიმართულია კანონისა და წესრიგის დამყარებისკენ. აფხ
მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება.
„შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის.
ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პროკურატურის პერსონალი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იტყობინება.
დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური საქართველო-რუსეთის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს, ასევე, პირად