Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, პაკეტში შევა: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის, Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები, დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, განაღმვითი აღჭურვილობა, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა, TOW-ი რაკეტები

მიშა დაუშვილი - დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რის გამოც მოქალაქემდე სარგებელი ვერ მიდის, პოლიტიკური კორუფციაა (ვიდეო)

- დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რის გამოც მოქალაქემდე სარგებელი ვერ მიდის, პოლიტიკური კორუფციაა.   - 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, ანტიკორიფციული დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა იყო.   - „ოცნების'' პასუხიდან გამომდინარე კი გავიგეთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანას ეფექტური ნაბიჯები არ გადაუდგამს. მმართველმა ძალამ პოლიტიკური კორუფციის არსებობა დაადასტურა.   პა

შალვა კერესელიძე - მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს... მევენახეების ხარჯზე სუბსიდიის მიმღები კომპანიები მდიდრდებიან (ვიდეო)

მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა. შალვა კერესელიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იფიქრონ. ”სანამ

მიხეილ დაუშვილი - "ოცნებამ" სამართლებრივ დონეზე გადაიფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისია

”ოცნებამ სამართლებრივ დონეზე გადაიფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამითი რეალურად რა გვითხარით ჩვენ? რა უთხარით მოქალაქეებს? რა უთხარით ჩვენს საერთადორისო მეგობრებს და პარტნიორებს? უთხარით ის, რომ პატიოსნად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში უბრალოდ შანსი არ გაქვთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თქვენ „ოცნება“ რამდენად დაემსგავსეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენად ერთი-ერთში გადაიღეთ მათი მეთოდები და მიდგომები.”   მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართვე

ბექა ლილუაშვილი - ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო (ვიდეო)

"ნუ ეცდებით მიგვაწებოთ "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც თქვენივე შეთითხნილი "კოკაინშიკობის" კამპანია იყო." ”ჩვენთვის და რაც მთავარია ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსხვავება თქვენ ორ პარტიას შორის აღარ არსებობს. ორივე ხართ წარსული და ამ ქვეყანას წარსულში ექაჩებით. სწორედ ამიტომ, არც დღეს, არც ხვალ და ზეგ, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან, არც ქართულ ოცნებასთან. ახლა, ოცნების წარმომადგენლები შემოტრიალდებით და იტყვით, აბა

შოთა არველაძე უკრაინის მხარდამჭერ მატჩში ითამაშებს

ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.  რადიო თავისუფლება

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სოფლის მცხოვრებთა განცხადები

პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა – მედია

თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (ბორტის ნომერი – RA-02795), რომელიც, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, მინსკთან, სამხედრო აეროდრომ მაჩულიშისთან, დილით, ადგილობრივი დროით 07:40-ზე დაეშვა, იტყობინება სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნ“. ამავე წყაროს ცნობით, 07:58-ზე აეროდრომზე დაეშვა კიდევ ერთი ბიზნეს-ჯეტი სანქტ-პეტერბურგიდან. აქამდე, „ვაჟნიე ისტორიი“ და OCCRP წერდნენ, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი „ამბოხის“ მეორე დღეს როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, იქამდე კი ფ

განიხილეთ რიკოთის მშენებარე კომპანიის საქმიანობის შეჩერება — „ღირსეული შრომის პლატფორმა“

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება. პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის — 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანია „ჩინეთის სახელმწიფო შპს“-ის ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა. „ღირსეული შრომის პლა

გლდანის პარკიდან ცისარტყელას ფერებში ქოლგები ჩამოხსნეს - რას ამბობს ადმინისტრაცია

გლდანის პარკში ცისარტყელას ფერებში ქოლგები ჩამოხსნეს. ქოლგის ფერის გამო „საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟს” პარკი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განცხადებითაც გამოეხმაურა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ქოლგების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. „ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას. თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით, ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობა

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევაზე ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა, – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზურაბიშვილის შეფასებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეულ იქნენ არანაკლებ 90 ხმით.

ლაზარე გრიგორიადისის მამა, პოლიციელის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო, მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა. მოსამართლის განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყ

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ... "ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის ცესკოს სრულად იქვემდებარებს

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს. „პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმებ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბედნიერი დღეა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველა მიმართულებით წინსვლას მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ. ზელენსკის თქმით, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია. "ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, შეხვედრები გამართა გენერლებთან : ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავ

მიხეილ დაუშვილი - შეშინებული "ოცნება" დაიმალა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ “ვაგნერის” დაჯგუფება მოსკოვში ვეღარ შევიდა (ვიდეო)

“რა გააკეთა ოცნებამ რუსეთში მიმდინარე პროცესების დროს? ოცნებას შეეშინდა და დაიმალა. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა გაირკვა რომ ე.წ “ვაგნერის” დაჯგუფება მოსკოვში ვეღარ შევიდა.”   პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი -  მიხეილ დაუშვილი 356591568_930216628147818_6826040482296644503_n.mp4

მიხეილ დაუშვილი - მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე მოცემულობაა (ვიდეო)

"მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებით და მოქმედებებით რომ სარგებლობს ძალიან ხშირად "ქართული ოცნება", ეს უკვე უბრალოდ მოცემულობაა."   ”ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რატომ თამაშობენ ოცნების თამაშს? საჭირო დროს რატომ გამოჩნდებიან და ყველაზე მეტად რომ უჭირს ოცნებას, მაშინ რატომ მოაქვთ ეს მაშველი რგოლი? “ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი - მიხეილ დაუშვილი 356615040_263666482917601_7906528792947620498

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ქვეყნის მომავლისთვის (ვიდეო)

“ეს ხელისუფლება გახდა ძალიან საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის. არ იკმარეს ის, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენეს  ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და სანქციების ბენეფიციარიც გახადეს.”   პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი -  ბექა ლილუაშვილი 356554572_246785534741807_7906175858497667879_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ

რეალურად, ეს ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. - ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ეს იქნება უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირშიც, რომ საქართველო შესაძლებელია იმ ნაცრისფერ ზონაში შედიოდეს, რომელიც გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. - შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ მწვავე

ზაზა თავაძე - გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას"

დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს როგორც მორალური, ასევე კომპეტენციით და ინსტიტუციური მეხსიერებით დაგროვილი უნარები, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე ფითრივით შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალსახად გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას: “ქოცები” გაშვებული იქნებიან ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ სოციალურ

„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, - ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა, რომლებიც ბერდიანსკში მოკლეს

რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც. მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრ

5 და 6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, დღემდე პასუხი არ მიგვიღია - მშობლები

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას 5 და 6 ივნისს წერილებით მიმართეს, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ისინი განცხადებების შინაარსს ასაჯაროებენ და მისგან პასუხს მოითხოვენ: „1. როდის დაარეგისტრირებთ მედიკამენტ ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოში. პრეპარატს აქვს FDA და EMA ლიცენზიები, რათა არ შეფერხდეს მისი ქვეყანაში შემოტანა და ჩვენი შვილებისთვის მკურნალობის დაწყება? 2. რა სახის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ აქონ

კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. კანდიდატები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო, დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა. 7 ი

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" წყალწაღებული "ოცნების" მაცოცხლებელია, დაელოდეთ მისი ბოლო პოსტზე (კავკასიის გამოცოცხლებაზე) ხელისუფლების პასუხს

ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა წყალწაღებული ოცნების საუკეთესო მაცოცხლებელია, დაელოდეთ მისი ბოლო პოსტზე (კავკასიის გამოცოცხლებაზე) ხელისუფლების პასუხს. აი ასე იქმნება სახელისუფლებო ნარატივი „დასავლეთს ომი უნდა“. ასე იქმნება ოცნების სამარცხვინო fake სტრატეგია - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, უარესი გელოდებათ ნაცების სახით. ორივე ერთმანეთზე უარესია. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი. 
×
×
  • შექმენი...