შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის აღნ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ.
„მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვ
დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლედ.
პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს.
ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს.
იპნ
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს.
მისივე თქმით, რუსულ ჯარს დიდი დანაკარგი აქვს. კერძოდ, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 770 რუსი სამხედრო, განადგურებულია 32 საარტილერიო სისტემა, 29 უპილოტო და 9 საბრძოლო ჯავშანმანქანა.
„ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას, წარმატებით იბრუნებენ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებს”
“დღეს არანაირი უპირატესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ შერჩა. 2010, 2011, 2012 წლის, მათთვის კარგად ნაცნობი ავტორიტარული რეჟიმის ელემენტებს იყენებს ყოველდღიურად. შესაბამისად, როგორც დაასრულა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე დაასრულებს ეს ხელისუფლებაც მმართველობას. რაც უფრო მეტად გაამყარებს ამ რეჟიმს, მით უფრო სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
358064276_1959152757791125_8795509724744753292_n.mp4
მე და საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცით და არავისგან გვესწავლება, რომ პატიმრის მიმართ არ შეიძლება დამცინავი დამოკიდებულება გქონდეს - არ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ემპათია არ გაგაჩნდეს, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ამ ადამიანის (სააკაშვილის) დამოკიდებულება, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე პარტიის მიმართ, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრით არის პარაზიტული, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.
მისი
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უახლოეს კვირებში უკრაინა გერმანიისა და დანიისგან ათობით Leopard 1-ის ტიპის ტანკს მიიღებს.
მისივე განმარტებით, ამა წლის მაისში გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო.
„უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით საბრძოლო ტანკს მიიღებს. ამ ქვეყნისთვის 2,7 მლრდ. ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი მივიღეთ, რომელიც შეიარაღებაში მის მოთხოვნილებას ითვალისწინებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები IRIS-T SLM“, -
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ipn
უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში
აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი სავარაუდოდ, 15-20 ივლისს დამტკიცდება. ამის შესახებ მან აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის
ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ კიევის დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა „უკრაინელი ხალხის შთამბეჭდავი გამძლეობა და დაჟინება“.
„უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 500 დღე არის გასული, ახლა ჩვენს ვალდებულებას ამ ხალხის მხნეობის შესაბამისობა წარმოადგენს. შემდგომი ექვსი
რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 დღე ეძებდნენ.
მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან, დაახლოებით 23 კილომეტრში იპოვეს მაშველებმა.
ნეტგაზეთი
“თუ ვინმე ამჩატდა, თუ ვინმემ გამოავლინა სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მთელ ამ პროცესებთან მიმართებაში, ეს არის ბატონი კობახიძე და შემდეგ “ქართული ოცნების” დანარჩენი წევრები.
ბატონი კობახიძე წარმოადგენს იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ორი წლით ადრე ემზადება არჩევნების რეკორდული გაყალბებისთვის.
ძლიერი ხელისუფლების ქმედება ეს არ არის. მათი ტაქტიკაა, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა ჩვენი მტერია. აღნიშნული მკაფიოდ ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელსაც გზა და გზა აფორმებს ხელი
„თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს... იმის შიშებშია, რომ ოდნავადაც ვერ გააკონტროლოს ვინმე ან რამე.
ერთადერთი მიზანი აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას - “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს მომავალი არჩევნების გაყალბება. გაგახსენებთ, რაც კი რამ თავისუფალი ინსტიტუტები გვქონდა, ხელისუფლებამ ან გააუქმა, ან პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა.
მნიშვნელოვანია, რომ ასევე ხდება პრეზიდენტის როლის ჩახსნა ამ პროცესებიდან. მანამდე
მთავარი პროპაგანდისტის - ი. კობახიძის პირით გაჟღერებული -„თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება უმრავლესობის მმართველობას და არა კონსენსუსის კულტურას“ - შესანიშნავად გამოხატავს ოცნების განზრახვას, გააყალბოს არჩევნები და მოატყუოს საზოგადოება თითქოს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატია ამ ქვეყნის მომავალია, რომლის წართმევასაც ოცნება არჩევნების გაყალბები
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს.
ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამ
ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად მიმდინარე კონტრშეტევაში წინსვლას აღწევენ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას იცავს და გამარჯვებამდე მიჰყავს.
„გასული კვირა რთული იყო ფრონტზე, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ. წინ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ყველას, ვისაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებამდე მიჰყავს!“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.
ipn
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეკორდები დაამყაროს საკუთარი ხალხის ნების აღსრულებაში და არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის’ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნება" ატარებს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიულ დაქვემდებარებას.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის 2 წლ
“ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს ამ მავნებლურ კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ნაცვლად იმისა, რომ ინსტიტუტებს ვაძლიერებდეთ, კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებას ვუყურებთ, რაც პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარებას გულისხმობს.”
ანა ბუჩუკური , პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
358096590_575660981445890_745980998879988025_n.mp4
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში სპორტსმენებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.
საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73),
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18