Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და არ გაიზიარეს. კენჭისყრისას მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რის შემდეგაც თავიდან უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა. „ა

კახაბერ ქემოკლიძე - ფრენების აღდგენა ემსახურებოდა ერთი კონკრეტული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ელიტების შემოსავლების გაათმაგებას და არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გატარებას (ვიდეო)

“ფრენების აღდგენა ემსახურებოდა ერთი კონკრეტული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ელიტების შემოსავლების გაათმაგებას და არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გატარებას. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს საით უნდა ყოფნა, რუსეთის მხარეს, თუ დასავლური ცივილიზებული სამყაროს მხარეს. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს გავლით ეფექტურად იყენებს შავ ხვრელებს. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს, რომ ეს შავი ხვრელები ამოიქოლოს ან პირდაპირ ეხმარება რუ

სულაკაურის დირექტორი: კიდევ ერთი რუსული კანონის და ცენზურის დაანონსებაა ეს ყველაფერი

„კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის”, – ასე პასუხობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. თინა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს ლიტერატურაში ცენზურის დაანონსება. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია მწერლებმა და გამომცემლებმა თავისუფალ სიტყვას დაუჭირონ მხარი. დღეს „სულაკაურის“ გამომცემლობას მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალთა სახლმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. publika

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა, ერთ კვირაში, ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით 37 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს. „აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსე

ხარაგაულში, მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. 72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ. მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ipn

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასულ დღე-ღამეში რუსეთის 600 ჯარისკაცი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 5

ანა მალიარი - ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ

უკრაინის თავდაცვითი ძალები თანდათან მიიწევენ წინ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით, ამავდროულად, აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით უტევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. „ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ. ჩვენს ჯარს ხვდება მტრის ძლიერი წინააღმდეგობა, დისტანციური დანაღმვა, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის”, - განაცხადა მალიარმა. ამასთან,

გიორგი გახარია - აბიტურიენტებო, წარმატებები! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია, როგორიც იქნებით თქვენ - ისეთი იქნება საქართველო (ვიდეო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს:  "აბიტურიენტებო, წარმატებები! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია, როგორიც იქნებით თქვენ - ისეთი იქნება საქართველო" 357195153_229994323294704_8463348673689453465_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი - ყველაზე ამორალური ის არის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება ბავშვებს ამოეფარა, ამ დროს ბავშვების რეალური პრობლემები - სექსუალური ძალადობა, შიმშილი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ყურადღების მიღმა რჩება

2022 წელს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაორმაგებულია - 247 ბავშვი გახდა სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, 2021 წელს - 187 ბავშვი და ეს მხოლოდ ოფიციალური მაჩვენებელია... დაფარული დანაშაულის მასშტაბებები გაცილებით დიდია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით, პრემიერს თავის გამოსვლაში ამ თემაზე არც ერთი სიტყვა არ დასცდენია.   "ამაზე აღშფოთებული ხელისუფლება არ

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი

96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში. თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირვ

მედია - მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს. „ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სა

ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მიიღო

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ -75 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა პირველ ტურში იტალიელი ანდრეა მარი ნანიო 3:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით კი პოლონელ იაკუბ პოკუსას სძლია. ფინალში კი შონიამ უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი 3:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და

დმიტრო კულება გერმანიას - არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და ყირიმის უკანონო ანექსიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს. „არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის სამი მიმართულებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე, გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღე-ღამის განმავლობაში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ამასთან, უწყების ცნობით

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა. ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აბსურდი და უსამართლობა – გაიაშვილი უკრაინულ სანქციებზე

„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის. განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობი

პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მამაკაცი, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 29 ივნისს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 4 თვის ორსულია. სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული მოზარდი დედამ კლინიკაში გადაიყ

ხარაგაულში, სოფელ მარელისში კაცს ეძებენ, რომელიც მეწყერში მოყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია. სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ინტერპრესნიუსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ჩერევატიმ. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებ

რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი აფთიაქსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტს გაუხსნეს და 50 წლის მამაკაცი დაშავდა. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რის გამოც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იპნ
×
×
  • შექმენი...