Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნებასთან" ურთიერთობას წყვეტს

პარტია „ქართული ოცნება“ აღარ არის  PES-ის (ევროპის სოციალისტური პარტია) წევრი. როგორც პარტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, PES-ის პრეზიდენტმა განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, გაიმეორეს წინა შეხვედრებზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციებზე და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, PES-ის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ქართული ოცნების საქმიანობა და პოზიციები PES-ის ღირებულებებს მიღმა დარჩა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულმა მდინარემ საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოლითის, ვახანის, ლეღვანისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. შექმნილ ვითარებას ადგილზე ხარაგაულის მერი გაეცნო. მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები დაიწყება. ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლია

კახაბერ ქემოკლიძე - სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება რეალურად მოქმედებს პრორუსულად და ქართული საზოგადოება აზროვნებს ევროპულად (ვიდეო)

”ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისგან მკაფიოდ გაიმიჯნა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება რეალურად მოქმედებს პრორუსულად და ქართული საზოგადოება აზროვნებს ევროპულად, რადგან ყოველთვის ევროპული კულტურის ნაწილი ვიყავით. ”   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი 356811818_259936243314204_5883983042765521035_n.mp4

ლევან დოლიძე - ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქტიურ და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებულ კომუნიკაციას

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა.   - ბატონო ლევან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადაში გამოსვლისას საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადებები გააკეთა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის. ტერიტორიულ

„წადი შენი დედაც..“ — ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტს აგინა

დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას აგინა. შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას აძახებს – „წადი შენი დედაც..“. თავად ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელეკომაპნიასთან შემდგომ უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა, - ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს. ipn

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების 13 საარტილერიო ქვედანაყოფი, დრონები და რაკეტები გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბშ

სალომე ზურაბიშვილი - ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ - თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ და უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკ

სალომე ზურაბიშვილი - ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, მისი სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას

თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლი

აშშ-ის ელჩი - ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების დემოკრატიის არჩევანს ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია, გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე განაცხადა. როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის.

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე და კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა

ხელისუფლებამ კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა! ამჯერად უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კორუფციის ჭაობშია, სისტემური/ელიტური კორუფციით გეგმავს მართვას წინასაარჩევნო წელს, უკანონო/შავი ფულით ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და არ უნდა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვითარება ობიექტურად შეაფასონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წე

ოლაფ შოლცი - დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს - ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და აჩვენონ რუსეთს, რომ დიდხანს გაძლებენ. „დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

2022 წელს მივლინებებში პარლამენტის წევრებზე 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა – TI

2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს. რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად: 2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან

უკრაინაში ქართველი მებრძოლები დააჯილდოვეს

ქართველი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით დააჯილდოვეს, იტყობინება „ქართული ლეგიონი“. ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ: ლევან ფიფია; დიმიტრი კუჭავა; ზაქარია შუბითიძე; მიხეილ კამლაძე. ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიის ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი. ნეტგაზეთი

ანა მალიარი - წარმატებით მივიწევთ წინ - ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე. "შეტევითი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის. წარმატებით მივიწევთ წინ", - განაცხადა ანა მალიარმა. მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ლიმანის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე. "როვნოპოლი - ვოლოდინოს მიმართულებაზე გვაქვს წარმატება, ახ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის. როგორც ზელენსკი "ტელეგრამ" გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე "სიმართლეა". „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უ

მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მისივე თქმით, სომხური მხარის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“. „ეს საგზაო რუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიცავს სახელმწიფოების ხელმძღვანელების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებ

კახაბერ ქემოკლიძე - საღად მოაზროვნე ოპოზიციამ საზოგადოებას ობიექტურად უნდა აჩვენოს, რომ "ოცნების" ნარატივი “ამათ ომი უნდათ” არის ბლეფი, როგორც სააკაშვილის “ჩრდილო კავკასიაზე” გაკეთებული განცხადება

როგორც ვივარაუდეთ ოპერაცია “დიალოგის გახსნა”, თითქოსდა ოფიც. მოსკოვი თბილისთან აფხაზეთზე და შესაძლოა ცხინვალის რეგიონზე(ც) გარკვეულ “დათმობებზე”მიდის, აქტიურ ფაზაშია… ამ პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთ-სომხეთის დამაკვაშირებელი რკინიგზის (ოკუპ. აფხაზეთზე და საქართველოზე გამავალი) გახსნა გასაღდეს როგორც მოსკოვის “დათმობა” თბილისთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გამიზნული აქვს ამ თემ

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობს. "სოლიდარობა მწერლებს," "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "არა ცენზურას", "კინო საფრთხეშია", "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", "ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა" - ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერების მაისურებით მივიდნენ კომიტეტზე, რის შემდეგაც თავმ

მიხეილ დაუშვილი - თუკი რამე განსხვავება არსებობდა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, “ქართულმა ოცნებამ” ეს განსხვავება თავისი ხელით წაშალა (ვიდეო)

“თუკი რამე განსხვავება არსებობდა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, “ქართულმა ოცნებამ” ეს განსხვავება თავისი ხელით წაშალა. მთავარი პრობლემა რა იყო? მთავარი პრობლემა იყო დაშინება, მუქარა, ძალადობა. დღეს, ეს ყველაფერი ხდება და ხდება ისევ პოლიტიკური მოტივით. პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი. 355464089_942356546970467_1460149526452992137_n.mp4

სალომე ზურაბიშვილი რუსეთზე - ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება, „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - რუსების ჩამოსვლა უნდა კონტროლდებოდეს

ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოცადოს „რბილი ძალა“. “რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები,

კრამატორსკში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - დაღუპულია 12 ადამიანი

დღეს დილით უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 1 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგად 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დასრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკსა და მის შემოგარენზე სარაკეტო დარტყმა 27 ივნისს, საღამოს განახორციელეს. ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე პიცის რესტორანს.

სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს

სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები. ცნობისთვის, ამ დროისთვის, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ასევე გორის მუნიციპალიტეტში.   ipn
×
×
  • შექმენი...