Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს. მისივე ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება გორის გარდა მიმდინარეობს სხვა ტერიტორიაზეც. „ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება,

ვალერი ზალუჟნი - მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, გვაქვს წინსვლა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის

უკრაინის გამარჯვება მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალ

დევიდ ო’სალივანი - საქართველო არ ახორციელებს სანქციებს, შესაძლოა, იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც ქვეყანა იმყოფება

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის , - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრეს

ბავშვები და მესენჯერები: რა უნდა იცოდეთ შვილის უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაციის შესახებ?

წინ ზაფხული გველოდება – სეზონი, როდესაც ბავშვები დასასვენებლად წავლენ და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ექნებათ გაჯეტებისთვის. პოტენციური ვირტუალური საფრთხისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შევახსენოთ ინტერნეტში ქცევის წესები. სწორედ ასეთი რჩევების მარტივი სია მოგიმზადეთ მესენჯერებისთვის, რომელიც მოიცავს იმ გამოყენებადი ფუნქციების მაგალითებს, რომლებიც Viber პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გვხვდება.  1. შევისწავლოთ კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ პირველი რჩევაა, შეისწა

რა თქვა ევროკავშირის სანქციების კოორდინატორმა თბილისში

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანმა საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ბრიფინგის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რომ ბრიუსელში წევრობის მსურველთაგან ევროკავშირის პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას ელიან, თუმცა დაამატა, რომ ესმის,  საქართველო სპეციფიურ სიტუაცია. რაც შეეხება საქართველოს გზით რუსეთის მიერ

ცემა და შეურაცხყოფა ქუჩაში — ხელისუფლების ოპონენტები თავდასხმის ქვეშ

მიმდინარე თვეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა. თითქმის ყველა შემთხვევაში ნათელია ანგარიშსწორების მიზეზი: დაზარალებულთა პოლიტიკური საქმიანობა და მათ მიერ კონკრეტული ინსტიტუციებისა თუ პერსონების კრიტიკა. ინციდენტების შეფასებისას “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ძალადობა ცუდია, თუმცა არც ის ავიწყდებათ, თავდასხმების მსხვერპლთა ბრალეულობაზეც ისაუბრონ და პროცესის წახალისებაში ისევ ოპონენტები დაადანაშაულონ. ამასობაში, ძალადობრივი აქტები

ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ეს სისტემა იყოს ეფექტური - ო'ბრაიენი სანქციების გვერდის ავლაზე

„არ ვაპირებ, ვისაუბრო შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ მუშაობას გააგრძელებს, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რუსეთთან ხდება აკრძალული ნივთებით ვაჭრობა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ისაუბრა. მან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარ

ბერდია სიჭინავა - ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და სტრატეგიული მიზანი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა. მისივე თქმით, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას თუ ამის საჭიროება დადგა.   "მაქვს განცდა იმისი, დარწმუნებულიც ვარ, თუ მოცემულობა

ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს. ვიზიტის ფარგლებში დუდა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც განხილული იქნება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნის საკითხები. ასევე, პრეზიდენტები განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებას და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. ამასთან, ანჯეი დუდა და

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა. როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, არსად დამალვას არ აპირებს. „მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე, „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მე

ევროპული მედია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა - დავითაშვილის გოლი ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება #1TVSPORT

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშსა და მეოთხედფინალში გასვლას უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. „2023 წლამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მასპინძელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.

სხვისი ნივთის დაზიანებაზე პატიმრობის ვადები იზრდება

სხვისი ნივთის დაზიანებაზე შესაძლოა სასჯელი გაიზარდოს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისთვის კანონპროექტი დაარეგისტრირეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა. ანრი ოხანაშვილის, მაია ბითაძის, დავით მათიკაშვილისა და თენგიზ შარმანაშვილის ავტორობით შედგენილი კანონპროექტის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1-დან 5 წლამდე. ამჟამად გათვალისწინებულია პატიმრობა 1-დან 3 წლამდე. იგივე

სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არც პლენარულზე დაუჭირეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ დავით ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი. მათი კანდიდატურების მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, შედეგად კენჭისყრაზე ორივე საკითხი ჩავარდა. პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებამდე ბაქრაძეს და ჯაფარიძეს 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთ

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევისას ავარიული ინციდენტი განიცადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი

ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე თავდასხმაზე - რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს: დამარცხებასა და ტრიბუნალს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას „ტერორის გამოვლინებად“ აფასებს. „ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა კრამატორსკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის

იენს სტოლტენბერგი - მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსიდაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. „ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესა

არასამთავრობოები - 12 რეკომენდაციიდან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის პირობა არ შესრულებულა, სრულად შესრულდა 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 5

8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

მეოთხედფინალური მატჩი დინამოზე ჩატარდება, ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შაბათს, 1 ივლისს, დინამო არენაზე გამართავს. მათივე ცნობით, ბილეთების ყიდვა ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათიდან www.under21tickets.ge-ზე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხებათ იმ გულშემატკივრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილ მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრებად, იმავე კატეგორიის ბილეთს დინამო არენაზე მიიღებენ. ახალ ბილეთს ისინი

კალაძის თქმით, უკრაინის სოლიდარობის მატჩში მონაწილეობა არ შეუთავაზებიათ

თბილისის მერი, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე ამბობს, რომ უკრაინის სოლიდარობის საფეხბურთო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში? “ — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 27 ივნისს. კითხვას, მოწვევა რომ გქონოდათ, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, კალაძემ უპასუხა: „თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა“. Game4Ukraine არის საფეხბურთო მატჩი

ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი - რას ამბობს ალასანია

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი. ამის ამსახველი ფოტოსურათი თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა. პარკინგის სივრცის ფოტოები გადაიღო „პუბლიკამაც“. ტერიტორიაზე არავინ დაგვხვდა, თუმცა პარკინგის ნიშნულის გარდა შენობაში შესამჩნევი იყო თოკზე გადაფენილი ტანსაცმელი და სწრაფი კვების ცარიელი ჯიხური.       01 / 06

„ქართული კინო საფრთხეშია“ - კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის თანამშრომლების, მათი მხარდამჭერების, ასევე მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი; შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე,

U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენიმეჯერ გაჩერდა - მოედა
×
×
  • შექმენი...