Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა. „იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხა

თურნავა: წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა მოთხოვნა დოლარზე

წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა აჟოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვემა 540 მილიონი დოლარი შეადგინა.

Reuters - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულ

ნათია მეზვრიშვილი - კარგად გვახსოვდეს, არჩევნების გაყალბებაში და ახლა მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში ცესკოსთან ერთად პროკურატურა და სასამართლო მონაწილეობს - როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს

"ამბავი იმისა, თუ როგორ დააყადაღა/მძევლად აიყვანა ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება: -არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში. -29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულე

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს.   ნეტგაზეთი

თეონა აქუბარდია - აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით, მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება - მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ

გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, - ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გად

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუ

ამსტერდამში, ფეხბურთის მატჩის შემდეგ ებრაელებზე თავდასხმისთვის 62 ადამიანი დააკავეს

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, „62 ადამიანი დააკავეს, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მატჩის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ებრაელებს“. ნიდერლანდებისა და ისრაელის ლიდერებმა ძალადობა დაგმეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში საგანგებო დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. ვითარება „ევროპის ლიგის“ მატჩის შემდეგ დაიძაბა – თამაში ამსტერდამის „აიაქსსა” და თელ ავივის „მაკაბის“ შორის შედგა. Associated Press წერს, რომ უცნობი

გულუბრყვილო მოლოდინია, რომ საქართველოს ინსტიტუტები გამოიძიებენ საარჩევნო დარღვევებს — ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სჭირდება. ნაუსედას აზრით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ საქართველოს ინსტიტუტები მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებენ. „ამჯერად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არაა. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ [არჩევნების] შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და

არ ვაღიარებთ გაყალბების შედეგს, მოვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს – პენცენტრი

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”. დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურის სფეროში მომუშავე პროფესიონალები იხსენებენ მის მემკვიდრეობას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების – დამფუძნებე

ეუთო/ოდირის სპიკერი: „ოთხიდან ერთ უბანზე ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა ფარულად მიეცა“

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში აცხადებს, რომ „ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ამომრჩევლებს არ ჰქონდათ ხმის ფარულად დაფიქსირების შესაძლებლობა“. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. „ფორმულა“ ეუთო/ოდირის სპიკერის პასუხზე დაყრდნობით წერს: „დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხმის ფარულობაა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რო

„გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი სარჩელი დაუშვებლად ცნეს, იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“. იხილ

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი - მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.   იპნ

თეონა აქუბარდია - ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!

რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა - მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას

თბილისში აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვისაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაშ

მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.

შარლ მიშელი - არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს - გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი გუ

ლევან გოგიჩაიშვილი - 7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ (ვიდეო)

7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111

ლევან გოგიჩაიშვილი - არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს (ვიდეო)

არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს. არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქართულ ოცნებას მოპარულ არჩევნებს გაუთეთრებს. ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627442161200312

ესტონეთის პრემიერი - უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს

საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება. „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმ

GWP: 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველ

ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს

იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „განხილვის თემას ასევე წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის მოდელი : საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავი 2-ს: ან ღიად აღიარეთ, რომ პარტიული ტელევიზია ხართ, ან გახსენით ეთერი გახარიასთვის

"თითქმის 4 წელია, რაც რუსთავი 2-ის ეთერი დაკეტილია გიორგი გახარიასთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და გუნდის წევრები კი რუსთავი 2-ის ეთერში ხშირად არიან წარმოდგენილი. ამ ქმედებებით „ოცნება" პირდაპირი მნიშვნელობით აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას" და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა", რასაც შემდგომ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს. რუსთავი 2-ს „იმედისგან" განსხვავებით, ღიად არ აქვს აღიარებული, რომ პარტიული ტელევიზიაა. ამიტომ ან ღ
×
×
  • შექმენი...