Jump to content
Planeta.Ge

Blogs

1 ნოემბერი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო დღეა

1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა სრულდება. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ  წელს 240 288 ფიზიკურ პირს, რომლებსაც  40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ გასულ წელს, მიწერეს დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად,  თუ პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაგებეგრებათ. [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა, იახტები [კატარღები], შვეულმფრენ

საოლქო კომისიებში სარჩელების განხილვის შემდეგ საარჩევნო დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ დავას სასამართლოებში აგრძელებენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარდგენილი სარჩელების განხილვა დაიწყო. სარჩელების თემა ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგის ბათილად ცნობაა. გუშინ, 31 ოქტომბერს საჩივრების განხილვა უმეტესად ხმაურის ფონზე წარიმართა. მაგალითად, ზუგდიდში საოლქო კომისიის

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობ

უკრაინის საგარეო უწყება არჩევნებზე - უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , - ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონე

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: კრემლის პროპაგანდისტი არჩევნების დღეს თბილისში იყო

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისში იყო. ორგანიზაციის განცხადებით, „შეშფოთებულია კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოში”. RSF აღნიშნავს, რომ ალექსანდრ მალკევიჩი ძებნილია აშშ-ისა და უკრაინის მიერ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ მალკევიჩი რუსული შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის” დამფუძნებ

კალანდარიშვილის თქმით, აპარატების აუდიტის ნაწილი ამერიკიდან დისტანციურად განხორციელდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს არ ესმის, საარჩევნო ელექტრონული სისტემების შესაბამისობის აუდიტში დამკვირვებლების ჩართულობა როგორ უნდა განხორციელებულიყო, როცა აუდიტის გარკვეულ ფაზაში სამუშაოები ამერიკიდან, დისტანციურად ჩატარდა. ასე გამოეხმაურა კალანდარიშვილი რადიო „სივრცის“ ეთერში ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას აუდიტის შესახებ. „ხორციელდება ტირაჟირება ეუთო/ოდირის დასკვნაში გაკეთებული შეფასებისა იმაზე, რომ თითქოს ა

„ევროპის სახალხო პარტია“ - საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს ჩადენილი ყველა დარღვევა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მხარს უჭერს ქართველ ხალხს ბრძოლაში, თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიოს თავისი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ. „ყველა დარღვევა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს ჩაიდინეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნულია

ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი პასუხობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რომლის მტკიცებითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს. „ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კ

უნდა ვიცოდეთ, რა ვადაში იშლება ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაცია – ლილუაშვილი

პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, ცესკოსგან ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. პარტიამ ცესკოს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მოახდინა ხმის მიცემა.

ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება

„გახარია – საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართა „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია. „გახარია – საქართველოსთვის” პარტიამ ცესკოს მიმართა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი/ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩე

შვედეთის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ის პირად გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. „მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითო

დანიის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ასე მარტივად არის საქმე

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, - წერს სორენსენი. იპნ

ესტონეთის ელჩი - ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ელჩის თმქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის "ცხადი მესიჯი". “ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ეს პროცესები არის გრძელვადიანი და ჩვენ არ უნდა დავთმოთ პოზიციები, თუ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს (ვიდეო)

დღეს, ამ არჩევნების არაღიარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს პროცესები არის გრძელვადიანი და ჩვენ არ უნდა დავთმოთ პოზიციები, თუ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/933630545283728

თეონა აქუბარდია - ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს (ვიდეო)

ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501132370589906

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ შევაგროვოთ მტკიცებულები, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს მტკიცებულებები უბრალოდ გააქრონ (ვიდეო)

ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ შევაგროვოთ მტკიცებულები, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს მტკიცებულებები უბრალოდ გააქრონ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/571075305601328

გიორგი გახარია - საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან

საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური იურისდიქციის ქვეშ არჩევნების ჩატარებას საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. „საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“. ვინც ამას აკეთებენ, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან. ნაცვლად იმისა, რ

ვაშინგტონის გამოხმაურება არჩევნების გამო გამოძიების დაწყებასა და პრეზიდენტის დაკითხვაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ, რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის. „პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ასე, რომ მას შეუძლია გააზიაროს ეს ინფორმაცია. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების გამოძიება თუ ვინმე სხვისი“, – განაცხადა მეთიუ მილ

კალანდარიშვილი: უკან რომ სადღაც ფერმა გამოკვეთა, ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობის დარღვევას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი „რუსთავი 2-ის“ ეთერში ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენა, ხმის ფარულობის დარღვევა არაა. მისივე განცხადებით, ის ფურცელი, რომელიც იმიტირებულ პროცესში გამოიყენეს, იყო დაბალი გრამაჟის და არჩევნებზე გამოყენებული იყო ყველაზე მაღალი გრამაჟის ფურცელი, თუკი ოდესმე ცესკოს არჩევნებზე გამოუყენებია. კალანდარიშვილი ყურადღებას ამახვილებს, ბიულეტენი ჩარჩოში სწორად უნდა მოთავსებულიყო და ვერ მოხდებოდა თუნ

ეუთო/ოდირი: 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია,საარჩევნო პროცესი ნეგატიურად შეფასდა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, არჩევნების დღე, როგორც წესი, პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის საიდუმლოების ხშირი დარღვევით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩევლებზე დაშინებითა და ზეწოლით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. დოკუმენტის თანახმად, კენჭისყრის დღე დაძაბულობით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე

„ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო“ – სენატორი როჯერ უიკერი

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. „ნაცვლად ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა დარღვევებმა – დაშინებამ, ძალადობამ, მოსყიდვამ, და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო სანდო და დამოუკიდებელი წინასაარჩევნო ეგზიტპოლებისგან. ვიზიარებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ ასახავს ხალხ

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნება” წავიდა უკიდურესი გამწვავებისკენ და საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის მომავალი (ვიდეო)

“ოცნება” წავიდა უკიდურესი გამწვავებისკენ და საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის მომავალი. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/528807190003961

ნინო დოლიძე - არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში

არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. „სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინი
×
×
  • შექმენი...