Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბრეგაძე: სააკაშვილზე სახელმწიფოს ამ დრომდე 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენდნენ. მას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ჰკითხა თუ რა უჯდება სახეწლმიფოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობა. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ამ დრომდე სახლემწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული.

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტები Ту-95 და Ту-22М3 ბომბდამშენებიდან ისროლეს

რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს. „Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა. მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად. როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება. კარიმ ხანის კომ

დავითულიანი ბრეგაძეს: სააკაშვილი რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს?

საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. ბექა დავითულიანმა ჰკითხა რატი ბრეგაძეს, თუ მიხეილ სააკაშვილი არის „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, არსებობს თუ არა ამის შესახებ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა. იუსტიციის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, მანამდე ისევ უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება პლენარულ

კახაძე სააკაშვილის მნახველებზე: შევუმოწმოთ ფრჩხილები და თმები

პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებიც შეამოწმონ მოწამვლაზე. „რაც შეეხება მოწამვლას – ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა მან. გარდა ამისა,

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი სიტყვებით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. შარლ მიშელის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი. „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, გილოცავთ“, – წერს შარლ მიშელი. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა უკრაინის, მოლდოვის,

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეზღუდულია კიევში, ხარკოვსა და კიროვოგრადის ოლქში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის კუთხით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა სისტემის სტაბილიზაცია მოხდეს. ყოველი შემთხვევისთვის მო

ბერლინში გიგანტური აკვარიუმი გასკდა

ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შუშის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები. სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გადაკეტილია სასტუმროს მიმდებ

პროკურატურამ ბრალდება წაუყენა პირს, რომელმაც დაზარალებულს სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა

საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში, გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. „საპარლამენტო კავშირები, ნაყოფიერი თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებე

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთ

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, შარლ ფრიესთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, შარლ ფრიესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშ

ვალერი ზალუჟნი - ეჭვი არ მეპარება, რომ რუსები კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე

ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე , - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. “რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იბრძოლებს. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ იბრძოლონ და ისინი მიდიან საბრძოლველად. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6691 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6691 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8346 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რუსეთმა კვლავ დაბომბა ხერსონის ოლქი. არიან დაღუპულები

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის დაბომბვას, რასაც 15 დეკემბერს ორი ადამიანი შეეწირა. „მტერმა კვლავ დაბომბა ქალაქის ცენტრი. წუხელ ერთი რაკეტა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრის დაშორებით მდგარ შენობას მოხვდა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. ტიმოშენკოს თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.  

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო

ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა. მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კ

რებეკა ჰარმსი - ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად გამართლებულია

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მართებულობას ადასტურებს. „ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად გამართლებულია“, - წერს რებეკა ჰარმსი. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ და

მამუკა მდინარაძე - სოცქსელებიდან პრეტენზიაც კი წამოვიდა, რატომ არის სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც სამედიცინო პერსონალის მიმართ კადრულობს

სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ შეურაცხყოფას აყენებს მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდ

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო. საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „გირჩმა“, პარტია „მოქალაქეებმა“, „ევროპელმა სოციალისტებმა“, „რეფორმების ჯგუფის“ სამმა წევრმა, რვა უფრაქციო დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ასევე „პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის ქონების კონფისკაცია განახორციელა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქონების კონფისკაცია განახორციელა. უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ქონება ჩამოართვა, მათ შორის რეზიდენცია, კერძო სახლი, სასტუმრო კომპლექსი, ასევე 18 მილიონი ევროს ღირებულების 537 ისტორიული ნივთი. „იანუკოვიჩი ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციას ძირგამომთხრელ და ტერორისტულ საქმიანობაში უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს

ანა ბუჩუკური - მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტად ეს კადრები ასახავს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ მმართველობის მე-10 წელს

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ცალსახად ამორალური იყო, პაციენტის თანხმობის გარეშე ეს ცალსახად, არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რისი თქმა სურდა ამ კადრებით ხელისუფლებას. "როცა ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს კადრების გავრცელებით ამტკიცებ რაღაცას, ამორალურობასთან ერთად არის დიაგნოზი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ერთი, რაც დავინახეთ, არის მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფსიქ

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. მიღებულ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 201
×
×
  • შექმენი...