ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია.
ამის შესახებ ინფორმაციას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის, მშობელი სოციალურ ქსელში წერს.
"რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ",- წერს მაკუნა გოჩიაშვილი "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ეტაპობრივა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.
ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ.
„საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ამასთან, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი
აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
იპნ
"ამ ეტაპზე მთავარია კონსოლიდაცია. ვნახოთ, როგორ შეასრულებს რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხალხის დაკვეთას, რაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას გულისხმობს. ამ ყველაფერში საჭიროა ერთიანობა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
400769183_1322369495143583_6791795537033533557_n.mp4
“არ გვეძლევა პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების უფლება, რაც წესით უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მოგეხსენებათ, დაინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი ოჩამჩირის საზღვაო სამხედრო ბაზაზთან დაკავშირებით, რაზეც ჯერ კიდევ ველოდებით, მოხვდეს დღის წესრიგში. ასევე მეორე რეზოლუცია, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას, ფორმალურად დააწერეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” 29 კორესპოდენცია, რომელიც გულისხმობს რეგლამენტით გა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა და ამოიღო სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება – 37%
ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%
საქართველოსთვის – 9%
ლელო – 5%
გირჩი/დროა – 4%
ლეიბორისტული პარტია – 4%
ხალხისთვის – 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურაზე, დისკრიმინაციასა და საჯარო პოსტების კონტროლზე საუბრობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახდებ ბრძანება მას დღეს, 10 ნოემბერს ჩაბარდა.
გთავაზობთ მის განცხადებას:
თავდაპირველად გამოქვეყმებულ facebook-პოსტში ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ალექსანდრე დარახველიძის დანიშნის შემდგომ არსებულ პრობლემებზე საუბრობდა და აღნიშავდა, რომ შეიცვალა დეპარტამენტ
უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
"ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დავიწყება არ შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ახლა ეს პრინ
როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, თუ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა, როგორც თანამშრომლობის ზღვა, ეს არ მოხდე
სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.
ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს
“კვლევა ნამდვილია და ზუსტად გადმოსცემს მოქალაქეების ნებას მაშინ, როცა შიშის ფაქტორი არ არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა ხალხის ნება ზუსტად არ იყოს გადმოცემული შედეგებში.
კვლევებით და სხვა ფაქტორებითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი მზარდია. ამას ყველაზე კარგად კი არჩევნებზე დავინახავთ.”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
399856634_3590090021310655_6700786098600773953_n.mp4
რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
400759024_1074725936881022_7337418810202551814_n.mp4
გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
რესტავრატორის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,
ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახი
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.
„როგორც საზოგადოებისათვის
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებ
"ოცნებას" სადაც გაუჭირდა იმდენჯერ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარა კვორუმის შეკვრაში და პირდაპირ ხმები აჩუქა."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
401005540_3545220209084966_7538422811471828524_n.mp4
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მთავრობას არ დაუმსახურებია.
გერმანელი პოლიტიკოსის შეფასებით, რეკომენდაცია, უპირველეს ყოვლისა, საჩუქარია ქართველი ხალხისთვის.
8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კ
„თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები“, აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში.
რიშის მოსაზრებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭოს სტატუსი, „კარგი კომპრომისია“.
სენატორის თქმით, ნახსენები ცხრა პირობის შესრულების შემდეგ, ბედნიერი იქნება იხილოს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ.
8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოე
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომები დაცულია. იმ შემთხვევებს, როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, რაზმაძე ასე ხსნის – “მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”.
TV მონიტორინგის ეთერში, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, საკრებულოს თავმჯდომარე ასე გამეხმაურა:
ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ის ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტ
Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:
უმუშევრობა – 47%
ფასების ზრდა – 45%
სიღარიბე – 43%
ოკუპირებული ტერიტორიები – 25%
ემიგრაცია – 19%
განათლება